ცოფიანი ბლოგი
ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე
კოშმარული სიზმარი
Posted by on June 22, 2010

დღეს forum.ge-ზე წავიკითხე ერთ–ერთი იუზერის პოსტი, სადაც ის თავის უცნაურ კოშმარზე ყვებოდა და გამახსენდა ჩემი.
ორივე შემთხვევა (ჩემიც და მისიც) დაახლოვებით 10 წლის წინ მოხდა.
ჯერ დავიწყებ ჩემით და მერე დავწერ მისას
დაახლოვებით ცხრა–ნახევარი წლის წინ, 2001 წლის იანვარში, გარდამეცვალა ბებია და ეს სიზმარიც ზუსტად იმ ღამეს ვნახე. ბებიაჩემი რამდენიმე დღე იწვა ლოგინში და რომ ვიძნებდი არც მეგონა თუ მეორე დღეს ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. მისი სიკვდილის შესახებ მეორე დღეს გავგე. ბებია ზუსტად 12 საათზე გარდაცვლილა. მე კიდევ ამ დროს უკვე მეძინა.
იმ ღამეს ვნახე საშინელი სიზმარი. კოშმარები კი ხშირად მესიზმრება, მაგრამ, რო ვიღვიძებ და ვიხსენებ ხოლმე, ყველა მათგანზე მეცინება. ეს სიზმარი გამონაკლისი იყო. მოკლედ რა ხდებოდა სიზმარში:
მე და ჩემი და ვიყავით სასტუმრო ოთახში (ტიპური ხრუშჩოვკა. 3 ოთახიანი, ლოჯიით), გარშემო კი ყველა ოთახში რაღაც ჯუნგლებივით იყო, ოღნდ ეს არ იყო ტყე, რაღაც მისტიკური ჯუნგლებივით იყო, უცნაური არსებებით. ვისხედით ერთმანეთთან ჩახუტებულები და გვეშინოდა. არსებებიც და ჯუნგლებიც სხვა ოთახებს არ სცილდებოდნენ და სასტუმროში არ შემოდიოდნენ. რამდენჯერმე ვცადე შიგნით შესვლა იმ ოთახში, სადაც მაშინ დედასთან და მამასთან ერთად გვეძინა ხოლმე მე და ჩემ დას, მაგრამ რაღაც არსებებმა შემაშინეს და უკან გამოვიქეცი. სახლში ვიყავით სულ მარტოები. მაგრამ იყო იქ კიდევ რაღაც, რაც საშინელ ხმას გამოსცემდა. არც კი ვიცი რას ჰგავდა ეს ხმა. ეს ჰგავდა რაღაცის ხროტინს, ხრიალს და კიდევ იმ ხმას, მძმე ავეჯს რო იატაკზე ახოხიალებ ერთად აღებულს.
უცბათ გამომეღვიძა. მაგრამ შიშმა არ გამიარა. არ გამქრალა ის ხმაც.
ორსართულიან ლოგინში ვიწექით მე და ჩემი და. მე _ ზევით, ის _ ქვევით. ჩავყავი ხელი და გავაღვიძე, ვკითხე, მასაც თუ ესმოდა ხმა. ჩემმა დამ მითხრა რომ ესმოდა. მერე უკვე დეტალებში აღარ მახსოვს. ფაქტია რომ ჩამეძინა. მეორე დღეს გავიგე, რომ ბებია გარდაცვლილა. გავიდა დრო და ეს სიზმარი მოვყევი და ის ვარაუდიც გამოვთქვი, რომ ავეჯს აადგილებდით ეტყობა და მაგას მივამსგავსე ხმა–მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ავეჯი გადაუადგილებიათ და ჩემი და ჩემი დის გარდა ეს ხმა არავის გაუგია, არადა მამიდაჩემს ის ღამე თეთრად გაუთენებია გარდაცვლილი დედის ოთახში.
ეხლა კი, სიზმარი რომელიც თბილისის ფორუმზე წავიკითხე:
დაახლოებით 10 წლის წინ ვნახე სიზმარი, რომელსაც მანამდეც ხშირად ვხედავდი და მას შემდეგაც
ძნელია ამ სიზმრის აღწერა, მაგრამ შევეცდები
სიზმარში ვხედავდი რომ მე არ ვარსებობდი და არ ვგრძნობდი ისე როგორც ახლა, მაგრამ სადღაც “ვარსებობდი” და სხვანაირად “ვგრძნობდი”, ჩემს გარშემო იყო ქაოსი, ყველაფერი მესმოდა რაც კი ხდებოდა ან მომხდარა ერთდროულად, ოღონდ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ უარყოფითი, ყველაფერი მესმოდა საუბარი, ქარი, წვმისი წვეთი, საშინელი ხმაური იყო, მაგრამ ამ დიდი საშინელი ხმაურიდან შემეძლო ყველა დეტალისთვის ცალ-ცალკე მომესმინა, ვიყავი ჩაკეტილი საკუთარ თავში და ღრმად ჩასული, ისე რომ ჩემს თავს მტლიანად ვაკონტროლებდი, არ ვიცი როგორ ავხსნა ეს როგორი გრძნობა იყო, ამიტომ ვიტყვი უჩვეულო. ამ ქაოსში და ხმაურში, რომელიც ზედაპირულად იყო ქაოსი და ხმაური, მაგრამ მე ამ ქაოსში კანონზომიერებასაც ვგრნძობდი და ხმაურში ყველა უმნიშვნელო სიჩუმესაც, ამ “კანონზომიერმა” ქაოსმა დაიწყო დანგრევა, განადგურება და ვეღარ ვსუნტქვადი ჩემი ტავი რომელსაც ვაკონტროლებდი ,ამის “ტყვე” გავხდი, როგორ ავხსნა თითქოს ჩემი თავი რომელშიც ჩავიკეთე და ღმრად ჩავედი აღარ მიშვებდა იმდენად რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ვიგუდებოდი და ამ დრო რაღაცამ თუ ვიღაცამ მარჯვენა მხარზე ძლიერად მომკიდა ხელი და თითქოს ამომათრია ჩემივე თავიდან
რომ გამეღვიძა, ბვიგუდებოდი თითქოს სუნტქვა მქონდა მანამდე შეკრული და ძლივს ამოვისუნთქე. მარჯვენა მხარზე მქონდე უზარმაზარი ხელის ანაბეჭდი, წითელი იყო მთლაინად სისხლჩაქცევებით და საერთოდ არ გავდა ადამიანისას მოყვანილობით, მაგრამ ფორმა და კონტურები ქონდა ძალიან მკვეთრი…
რამდენიმე კვირის მერე გამიქრა






ვაა დავიზმედნი
ამ შუაღამისას არ უნდა წამეკითხა რა
და იქნება ბებიის ხროტინი იყო? ან იქნება შენი ძაღლი ხროტინებდა?
წუნასაც ახსოვს ეგ მოემნტი და ეგ ხმა?
ძაღლი რამდენიმე თვის მკვდარი იყო. ბებიაჩემი კიდე მაგ დროს რამდენიმე საათის გარდაცვლილი.. პლუს მამიდაჩემს, რომელმაც ღამე ჩვენთან გაათია ბებიაჩემის ოთახში, არაფერი ხმა არ გაუგია.
მე იმის სიზმარმა უფრო დამაიზმენა
უფ ზუ ეგეთი რამ იმდენჯერ მომსვლია…
ლოლ ერთი ბავშვი გვყავდა ყველას კბენდა და.. არადა ზუსტად ვიცი მგელმა მიკბინა სიზმარში
:D:D
რომ სიზმრიდან გამომყოლია რაღაცა უფრო ხშირად სიზმრის დამწვრობას რომ ეძახიან.. ხელი მქონდა დამწვარი რომელიც სიზმარში დამეწვა…
დაქალის ბებიას დაემართა ეშმაკი დამესიზმრაო ამბობდა და ასე მითხრა ხვალ რომ დაიძინებ ირგვლივ მაკრატლები შემოილაგეო. გააკეთა იმ ქალმა მაგრამ ერთი მაკრატელი გამორჩა… მეორე დღეს იმ ადგილას ხელის ანაბეჭდი ქონდა შავად ბავშვებსაც გვაჩვენა… ერთ კვირაში 60 წლის საღსალამათი ქალი გარდაიცვალა…
ახლა ბევრი არ მახსენდება მაგრამ მახსოვს ბავშვობაში მგლების სიკვდილივით მეშინოდა დამესიზმრა რომ მგლები მომდევდნენ და ერთმა მიკბინა.. მეორე დღეს ფეხზე მქონდა ნაკბენი.. დედაჩემი მიმტკიცებდა ბაღში გიკბენდა ვინმეო
ხმებიც ხშირად გამიგია … მოკლედ რა…
ხოდა შენშიც არის რაღაც –))
ოღონდ ცუდ პონტში არა –)))
vaa ra saintereso ramee gxdebattavs : )
ee ram wamakitxa am shuagamisas tan saxlshi marto var. kidev kargi sizmrebs ar vxedav.
exa chemi ambavi ro vici dameizmeba ragac sacshineleba raaaaaaa
Pingback: კოშმარული სიზმარი « ბლოგზმანება
mec vnaxe sizmari da meored mosvlas mivamsgavse an ar vici ra xdeboda, dzaan qaosi iyo, elva cheqaquxili, miwisdzvra, setyva, qari, ar vici ra agar maxsovs mara, magari shemashina im sizmarma, dzaan gaiwela tan, mara ertaderti momenti rac maxsovs im sizmridan is aris rom, saxli maqvs wynetshi, im saxlis padvlidan amovedi, uceb dzaan didi elva iyo da chemi chrdili chanda mere… stranna bliad.. ertxel kide damesizmra ragac dzaan cudi sizmari, rom gavigvidze xmebi kidev mesmoda ragaca, zaregbis rekvis xma < gamorcheulad maxsovs, kidev sizmarshi kakras mamidachemi ar vici ratom, dzalian magrad miyvars, mara religiuri gagebit, boroti iyo, au ravi ra, mag dges martom ver davidzine da dedachems shevekedle, es orive sizmari mec miaxloebit ese 2000~2001 wlebshi vnaxe.. sainteresoa saintereso, mara tan majrialebs xolme rom vixseneb.. :X
მაგარი მურტალია ეგეთ რაღაცებს რო ნახულობ სიზმარში. და მერე მითუმეტეს თუ რეალშიც გიგრძელდება.
CHUUUUpAAAAAAAAAAA