ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ხედი სარკის მიღმა სამყაროდან

mirror

სარკე დიდი ხანია მკითხაობის, თუ სხვა მაგიური რიტუალების ერთ-ერთ ძირითად ატრიბურად ითვლება. მათზე ასევე უამრავი ლეგენდაც არსებობს. ლეგენდები ლეგენდებად, მაგრამ იმას, რომ მათში პერიოდულად წარსულის, მომავლის, ან  ასობით კილომეტრით დაშორებული აწმყოს გამოსახულებები ჩნდება ხოლმე, ვერსად გავექცევით. ასეთი შემთხვევები სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებში საკმოდ ხშირად გვხვდება. მაგრამ აქამდე არ ვიცით ვინ მოდის და გვიყურებს სარკის მიღმა სამყაროდან და რატომ აქვს მას თვისება გავლენა იქონიოს ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე.

პირველი ისტორია, რომელზეც მოგიყვებით, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მ. პოგოდინის წიგნ “Простая вещь о мудрых фактах”-შია მოყვანილი (1875 წ.)

ვინმე ე. ოლენინამ თავის დაქალთან ერთად, რომელსაც ის სტუმრობდა, გადაწყვიტა ემკითხავა მომავალ საქმროზე (როგორც ამას გოგოები ხშირად აკეთებენ ხოლმე). მისი დაქალი დიდხანს იჯდა მაგიდასთან და ბნელი სარკის სიღმეში იყურებოდა. უცბათ, მოულოდნელად, რაღაც უცხო მონოტონური ხმით ალაპარაკდა: “აი, აი ნისლი შორდება შუშას. აი ფურცელი, ქვიშიანი ნაპირი, დიდი მდინარე. ღმერთო, რამდენი ხალხია! ჯარები, ბანაკი, ჯარისკაცები, ქვემეხები, ცხენები ორივე ნაპირზე… ნავმა იქითა ნაპირიდან გამოცურა. შიგ დაბალი გენერალი ზის. აი ტივი მდინარის შუაში. მეორე ნავი ნაპირს მიადგა, ნახე!”

ოლენინა წამოდგა, დაქალის ზურგს უკან დადგა და თვითონაც დაინახა მდინარე, ჯარები, ნავები.

“აი მეორე გენერალი ავიდა ნავზე. შემობრუნდა… ხელმწიფევ!” _ წამოიყვირა მასპინძლის შვილმა.

აღწერილიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გოგონებმა ნაპოლეონის და ალექსანდრე პირველის ცნობილი შეხვედრა იხილეს რომელიც მათგან ათასობით კილომეტრში მდინარე ნემანზე მოხდა.

აი კიდევ ერთი შემთხვევა რომელიც სარკეებთანაა დაკავშირებული და რომელიც ჯერ ვერ აუხსნიათ მკვლევარებს. მონაილე პირების სახელები შეცვლილია:

ყველაფერი ეგვიპტეში მოხდა 60-იან წლებში, სადაც იმ პერიოდში ხშირად აგზავნიდნენ მივლინებით სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს საბჭოთა კავშირიდან.  პირველი, პირამიდების ქვეყანაში ინჟინერი ანატოლი ჩავიდა, რომელსაც როგორც ამბობდნენ ოქროს ხელები ჰქონდა. მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ანატოლი ებვიპტეში უკვე ნამყოფი იყო, ამიტომ ამჯერად  ამ ქვეყანაში დეფიციტური ნივთებით სავსე ჩემოდნებით ჩავიდა. მათ შორის რათქმაუნდა არაყიც იყო. აეროპორტში მას საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა და სასტუმროში წაიყვანა, სადაც დანარჩენი სპეციალისტებიც უნდა გაჩერებულიყვნენ.

ვიწრო კიბით, თავისი მძიმე ბარგით ანატოლიმ როგორც იქნა მიაღწია მეოთხე სართულს.  აქ სასტუმროს მეპატრონის _ 80 წლის რუსი ემიგრანტის გრაფინია  ბორეცკაიას კაბინეტი იმყოფებოდა. გრაფინია თავის თანამემამულეს თბილად შეეგება ათასი კითხვა დააყარა. ყოველ მიღებულ პასუხზე ის უფრო და უფრო იწყენდა. ბოლოს მის თვალებს ცრემლებიც მოადგა. ანატოლი  ძალიან კეთილი და გულთბილი ადანიანი იყო და გადაწყვიტა ცოტათი გაემხიარულებინა თავისი თანამოსაუბრე ქალბატონი და მას ანეკდოტი მოუყვა. ქალბატონი სიცილმა აიტანა. როცა გაჩერდა, უთხრა რომ მოხარულია თანამემამულის ნახვით, მაგრამ სასტუმროში თავისუფალი ადგილები აღარ იყო და ანატოლის თავის  საკუთარ ვილაზე გაჩერება შესთავაზა რომელიც სასტუმროდან 200 მეტრში მდებარეობდა. ამასთან ერთად დასძინა, რომ ანატოლი იქ იგივე ფასად იცხოვრებდა, როგორც სასტუმროს ნომერში.

აი ასე გახდა ანატოლი ვილის დროებითი მფლობელი რომელსაც ორი უზარმაზარი ჰოლი, აუზი, რომელსაც რატომღაც აბაზანა ერქვა, და ცხრა ოთახი გააჩნდა, მათ შორის სამი საძინებელი. სწორედ ეს საძინებლები შეასრულებენ განსაკუთრებულ როლს ამ მონათხრობში და ამიტომ მათ დაწვრილებით აღვწერ. ისინი ერთნამეთს წყლის წვეთაბივით ჰგავდნენ და მხოლოდ კედლის ფერით განსხვავდებოდნენ. სამივში იდგანდიდი საწოლი, ტრელიაჟი, პუფიკები, ტუმბოები და მასიური სარკის მაგიდები.

ანატოლი ძალიან მუშა ადამიანი იყო. ჩემოდანი ცისფერ საძინებელში (ყველაზე ძალიან რომელიც მოეწონა) დააგდო  და სამუშაოს შეუდგა. უკან გვიან დაბრუნდა და მაშინვე ლოგინში დაწვა…

ზურგში ძლიერმა ბიძგმა გამოაღვიძა. ის გვერდზე იწვა სახით სარკისკენ და როგორც კი თვალები გაახილა, შიგ მაშინვე  საკუთარი თავი დაინახა, თავის უკან კი დიდი მამაკაცი მოვლილი წვერით. ტანზე შავი ფრაკი ეცვა და თავზე თეთრი ჩალმა ეფარა.

“ცივმა ოფლმა დამასხა! _ ყვებოდა ანატოლი _ როგორ აღმოჩნდა აქ?! ღამით ვილაზე არამარტო ორივე კარი იკეტებოდა გასაღებით, არამედ მათზე დამცავი ცხაურებიც ეშვებოდა”.

ანატოლიმ თვალები დახუჭა, ისევ გაახილა, მაგრამ ის ისევ მის ზურგს უკან იდგა.  ინჟინმერმა თავი გააქნია და ხილვა გაქრა. გავიდა ნახევარი საათი და ანატოლიმ ფოიეში მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა, რომელიც საძინებელს უახლოვდებოდა.  გამოვარდფა დერეფანში, მაგრამ იქ არავინ იყო. იმ ღამის განმავლობაში მან კიდევ რამდენჯერმე გაიგონა ამ ნაბიჯების ხმა.

მეორე და მესამე ღამესაც იგივე განმეორდა _ მამაკაცი სარკეში და დერეფანში მოსიარულე უჩინმაჩინი.

გავიდა ერთი კვირა. სასტუმროს მეპატრონემ ისევ მოისურვა თავისი მდგმურის ნახვა და თავის კაბინეტში ყავაზე დაპატიჟა. ანატოლი რბილ სავარძელზე დაჯდა და უეცრად შეკრთა _ კედლიდან მას ჩალმიანი მამაკაცი უყურებდა.

_ ეს ვინაა? _ იკითხა მან აკანკალებული ხმით.

_ გრაფი ბორეცკი, ჩემი გარდაცვლილი მეუღლე. მას ძალიან უყვარდა ვილა. ხომ არ ნახეთ? _ ჩაიცინა  გრაფინიამ. _ ის დღემდე ჩნდება ხოლმე იქ.

რამდენიმე დღეში ეგვიპტეში ანატოლის კარგი მეგობარი ლიოვა ჩამოვიდა რომელიც დიდ თეატრში მუშაობდა და მასთან დარჩენა სთხოვა რამდენიმე დღით, მანამ სანამ ალექსანდრიაში წავიდოდა. ანატოლიც რათქმაუნდა დათანხმდა და წითელი საძინებელი დაუთმო.

დილას ის მეგობართან შევიდა, მაგრამ ოთახი ცარიელი დახვდა. ტანსაცმელი აქეთ-იქით იყო მიმოყრილი. ანატოლი უკვე პოლიციაში აპირებდა გაქცევას, როცა საწოლის ქვეშიდან ხმა მოესმა. შეიხედა. იქ კი ზეწარში გახვეულს ეძინა ლიოვას.

_ აქ რა გინდა?! _ ჰკითხა ანატოლიმ.

_ წარმოდგენა არ მაქვს… მე ლოგინზე დავწექი…

მეორე დილასაც იგივე განმეორდა. ლიოვამ მეტი იქ დარჩენაზე უარი თქვა და სასტუმროში გადავიდა. მოგვიანებით ლიოვამ აღიარა რომ ყოველ ღამე ოთახში შავ ფრაკიან მამაკაცს ხედავდა.

გავიდა ერთი კვირა და კიდევ ერთმა მეგობარმა დააკაკუნა ანატოლის კარზე. ამჯერად ეს კონსერვატორიის მასწავლებელი იყო რომელიც ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებდა ადგილობრივ ლამაზმანებს.

_ ტოლიკ მიშველე! მეტი აღარ შემიძლია. აქამდე მარტო გაკვეთილებზე მეკიდებოდნენ როგორც სათამაშოები საახალწლო ნაძვზე ეხლა კიდე სასტუმროშიც აღარ მასვენებენ. დამიტოვე რა შენთან, მარტო ღამით მოვალ ხოლმე დასასვენებლად.

_ ჩემი მხრიდან პრობლემა არაა _ იცხოვრე რამდენიც გინდა. მარა მეპატრონესთან ცოტა უხერხული იქნება.

_ ველაპარაკე მაგას უვკე და მითხრა როგორც ტოლიკა იტყვის ისე იყოსო.

ყოველი შემთხვევისთვის ანატოლიმ მასწავლებელი მესამე საძინებელში შეუშვა _ მწვანში. მაგრამ ამანაც არ უშველა. ღამით საშინელი ყვირილსგან გაღვიძებული ანატოლი მეგობრის საძინებელში შევარდა. საწოლზე ზეწარში გახვეული მასწავლებელი იჯდა და თითს სარკისკენ იშვერდა. აკანკალებული ხმით უთხრა, რომ იქ წვერიანი კაცი დაინახა.

აი ასე შეხვდა ვილაზე მაცხოვრებელი სამი ადამიანი მის გარდაცვლილ მფლობელს…

ამ უცნაურ ფენომენს ორი ახსნა აქვს. პირველს შეიძლება ტრადიციული ვუწოდოთ. ამ ახსნამ ჩვენამდე ბებია-ბაბუებისგან მოაღწია.  თითქმის ყველა ქვეყანაში, ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში სარკეზე მუქ გადასაფარებელს აკრავენ. ეს ძველი რიტუალი იმიტომ შემორჩა, რომ სარკეს იმქვეყნიური სამყაროს ერთგვარ კარად თვლიან.  მისით გარდაცვლილის სულმა შეიძლება რომელიმე ცოცხლის  სულიც ჩაითრიოს შიგ. ამიტომ ითვლება რომ თუ სარკეს გადახდილს დავტოვებთ ჩვენ კარს ვტოვებთ ღიას და შეგვიძლია ახალ სიკვდილს ველოდოთ.  საკრეებს კიდევ ერთი უსიამოვნო თვისება გააჩნდათ _ მათი მეშვეობით გარდაცვლილთა სულებს თავიანთ ძველ სახლებში დაბრუნება შეეძლოთ და ცოცხლებს შორის მოხვერდისას დაუპატიჟებელ ხმაურიან სტუმრად იქცევიან ხოლმე _ “მოჩვენება”. ღამღამობით ეს სული კარების ჯახუნს, ჭურჭლის მსხვრევას, უცნაური წერილების წერას და საგნების აალებას იწყებს.

ასეთი რწმენა იმ რეალური შემთხვევების შემდეგ დამკვიდრდა, რომელსაც ჩვენი წინაპრები აწყდებოდნენ ხოლმე დროდადრო. გარდაცვლილთა სახლებში ჩამოუფარებველ სარკეებში ხედავდნენ ჩრდილებს, რომლებიც ხან სიღრმეში მიდიოდნენ, ხანაც პირიქით _ თითქოს ჩვენი სამყაროსკენ მოიწევდნენ. სავარაუდოდ, სარკეებში, განსაკუთრებით კი ძველებურებში, რომლების სარკისებრი ზედაპირებიც ვერხლისწყლისგან (მაგიური მეტალისგან) კეთდებოდა, ირეკლებოდნენ და ხილვადი ხდებოდნენ ასტრალური სხეულები _ ფანტომები, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობდა გარდაცვლილი.

განსაკუთრებით დიდი უსიამოვნებები ხდებოდა მაშინ, როდესაც გარდაცვლილის სული ჩამოუფარებელ სარკეში შედიოდა და შიგ იკეტებოდა როგორც ხაფანგში. თუ ასეთ სარკეს გვაჩუქებენ, ან ვიყიდით, შედეგები შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს _ შეიძლება მთელი ოჯახი დაწყევლილი გახდეს. ცნობილია უტყუარი ნიშნები იმისა, რომ სარკეში სულია გაჭედილი. ისინი ცივებია და ცოტათი სლიკინები. მთავარი ნიშანი _ მათ წინ საეკლესიო სანთლები ქრება. სარკის სულებისგან გაწმენდა შეუძლებელია მაგიური რიტუალების  მეშვეობით. აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია _ სარკე უნდა გატეხოთ და ასე გაათავისუფლოთ სარკეში გაჭედილი გარდაცვლილის სული.

არის კიდევ ერთი, უფრო თანამედროვე ახსნა.

ბოლო წლებში პარანორმალური მოვლენების მიმართ ინტერესმა საგრძნობლად მოიმატა. მეცნიერმა კროხალევმა შეძლო გადაეღო ადამიანის თვალის ბადურაში იმ ობიექტების გაჩენა, რომლებსაც თვალი მოცემულ მომენტში ვერ ხედავს (არ აირეკლავს). ამ ფაქტიდან სარკეების ეფექტის ახსნამდე მხოლდ ერთი ნაბიჯი რჩება. სარკეებში ჩნდება იმ ადამიანების, საგნების გამოსახულებები, რომლებიც მოცემულ მომენტში იქ არ იმყოფებიან. საიდან ჩნდებიან? მათ გამოჩენას ის ადამიანი უკეთებს პროვოცირებას, რომელიც საკრის წინ დგას.

მაგრამ როგორ ჩნდებიან ისინი ადამიანის თვალებში? ბევრი მკვლევარი თვლის, რომ არსებობს ზე გონება, რომელიც ყველა ადამიანის შეგნებას აერთიანებს. მასში დაფიქსირებულია ყველა წარსული და ახლანდელი შემთხვევა, გარდაცვლილთა სულები, ეხლა მცხოვრები ხალხი და მომავლის სხვადასხვა ვარიანტები. ადამიანს, რომელიც გადადის განსაკუთრებული, შეცვლილი შეგრძნების მდგომარეობაში, შეუძლია მიიღოს კოსმოსური გონების ინფორმაცია. ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ეს არ შეუძლია.

სარკეების მაგიური თვისებების შესახებ კიდევ ერტთი ფაქტი მეტყველებს, რომელიც საფრანგეთში მოხდა 1997 წელს. მაშინ ფრანგულ გაზეთებში ანტიკვარიატის შემგროვებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არავითარ შემთხვევაში არავის ეყიდა სარკე რომელზეც ეწერა “ლუი არნო,  1743 წელი”. მათი ინფორმაციით, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში სარკე მინიმუმ 38 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. საბლოაოდ ეს საშინელი საგანი  კარგად დაცულ საწყობში მოათავსეს. მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ის უეცრად გაქრა საწყობიდან და შესაძლოა პარიზის რომელიმე ანტიკვარიატის მაღაზიაში მოხვდა.

რანაირად ახდენენ სარკეები ადამიანზე ზეგავლენას, ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. შეიძლება ისტორიული ხილვა რომელიც გოგოებმა ნახეს კოსმოსური გონების პროვოცირებული იყო. გრაფის ვიზიტები ანატოლისთან და მის მგობრებთან გამოწვეული იყო მისი ინტერესით თავისი საძინებლების  მაცხოვრებლების მიმართ. ლუი არნოს სარკე კი “მკვლელად” მასში ჩაკეტილი სულის გამო გადაიქცა.

ამის ახსნა სპეციალისტებს მივანდოთ…

მანამდე კი რამდენიმე წესი “ჯადოსნურ შუშასთან” ურთიერთობისას, რამე თუ არ მოხდეს რაიმე უბედურება:

1.  როდესაც სარკეში იყურებით სახლიდან გასვლის წინ, აზრობრივად სთხოვეთ თქვენს სარკის ორეულს დაიცვას სახლი.  ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ თქვენი არყოფნის პერიოდში მასში არ შეაღწიონ სხვა სამყაროს გავლენებმა, შემთხვევებმა თუ არსებებმა. სარკის ორეული არამარტო იცავს თქვენს სახლს უჩინარი მომხდურებისგან და მოჩვენებებისგან, არამედ ის თქვენი სახლის ენერგიის მფარველიცაა.

ჩაიხედეთ სარკეში გასვლის წინ და საკუთარ თავს წარმატებები უსურვეთ და ის “მოგცემთ” იმ ენერგიის პორციას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოგადგებათ. არასოდეს ცუდი არ თქვათ თქვენს ანარეკლზე. სარკეში ყურებისას შეეცადეთ სულ იმაზე იფიქროთ როგორ გიყვართ საკუთარი თავი (ან ანარეკლი).

2. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს სარკეში აირეკლებით არა მარტო თქვენ, არამედ თქვენი სტუმრებიც. მათაც შეუძლიათ სარკეში თავიანთი ორეულის დატოვება რამე პროგრამით. კარგი სურვილები თქვენ და თქვენს სახლს რათქმაუნდა მხოლოდ სარგებელს მოუტანს, მაგრამ ზოგჯერ ისეთი სიტყვებმა როგორებიცაა: “რაღაც ცუდად გამოიყურებით”, ან “საწყალი, როგორი უბედურია თავის ქმართან!” შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. იმისათვის რომ თავი აარიდოთ ასეთ უსიამოვნებებს, საკმარისია სტუმრების წასვლის შემდეგ სარკე სველი ღრუბლით გაწმინდოთ.

3. ფრთხილად იყავით ნაჩუქარ დიდ სარკეებთან _ ისინი შეიძლება წინასწარ იყოს დაპროგრამებული.

უფრო მეტი სიფრთხილე გმართებთ ძველებურ სარკეებთან _ ისინი სავსეა მოჩვენებებით და იმ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ხალხის მეხსიერებით, რომლებმაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე.

About these ads

3 responses to “ხედი სარკის მიღმა სამყაროდან

  1. spamwriters September 19, 2011 at 12:48 AM

    საინტერესო პოსტია :) რუსეთში რამდენიმე ბავშვი სარკიდან პარალელურ სამყაროში გაძვრა, რომელიღაც ეზოთერული კლუბბის ჟურნალში ეწერა ამაზე. საწოლს არ უნდა უყურებდეს სარკე- ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, ასევე არც კარს რადგან უამრავი ადამიანი შემოდის და ენერგიებს ინახავს :) სელი ტილოთი გაწმინდეთ კვირაში ერთხელ მაინცო, ესეც ეწერა :)

    მოკლედ, მომწონს :)

  2. David Don September 19, 2011 at 1:13 AM

    au reeebs gaazrob xome to :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 113 other followers

%d bloggers like this: