ცოფიანი ბლოგი
ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე
გამარჯობა. სასიამოვნო ღიმილი გაქვთ
Posted by on December 6, 2011

_ გამარჯობა. იცით, ძალიან სასიამოვნო ღიმილი გაქვთ.
_ რა?
_ ძალიან სასიამოვნო ღიმილი გაქვთ.
_ მერე?
_ არა, უბრალოდ: სასიამოვნო ღიმილი გაქვთ და მორჩა!
_ ტვინს ნუ მიტენით უაზრობებით! რა გინდათ?
_ არაფერი მდომებია! სასიამოვნო ღმილი გაქვთ და მომინდა, რომ მეთქვა.
_ და მერე რა? ეხლა ჩემთან დაწოლა გინდათ?
_ ღმერთმა დამიფაროს… კი არა და… ამისი თქმა არ მინდოდა
_ აბა რისი თქმა გინდოდათ?
_ მე მინდოდა მეთქვა… ტფუ შენი!..
_ ჩემი?!
_ არა არა თქვნი არა! მოკლედ, მე თქვენი ღიმილი მომეწონა და გადავწყვიტე…
_ აჰა, გადაწყვიტეთ!და მე რას გადავწყვეტ, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს ხომ?
_ მომისმინეთ…
_არაფრის მოსმენა არ მინდა. მივდივარ, არავის ვაწუხებ, ამ დროს კი ვიღაც ჩმო მოდის და მეჩალიჩება!
_ არაფერსაც არ გეჩალიჩებით!
_ აჰა, არ მეჩალიჩება! წვინტლიანი ბავშვვით იქცევით კაცები უკვე!
_ ეხლა მომისმინე!!!
_ ოჰო, იწყება!
_ არაფერი იწყება! ყველაფერი უკვე დამთავრდა!
_ რა, დამთავრდა?
_ წადი შენი! იდიოტი!
_ მე? მოიცადეთ, და მართლა, რა გინდოდათ?
_ ტრაკზე მინდოდა ხელი მომეკიდა!
_ ჩემთვის?
_ არა, ჩემთვის!
_ მერე რაღატომ უხეშობთ? წესიერად ვერ დაილაპარაკებდით?
_ შენნაირ დიოტთან სხვანაირად როგორ უნდა ვილაპარაკო მეტი?!
_ მოიცადეთ, მოიცადეთ, თქვენ ჩემი გაცნობა გინდათ?
_ მინდოდა!
_ და ეხლა?
_ ეხლა აღარ მინდა!
_ რატომ აღარ გინდა?
_ იმიტო რო დებილი ხარ!
_ და სულ ესაა? ესეთი წვრილმანების გულისთვის ერთმანეთი აღარ უნდა გავიცნოთ?
_ არა!
_ იქნებ მაინც…
_ აღარ ვიცი უკვე…
_ მოდით, ვცადოთ მაინც…
_ კარგი, ვცდი. რა უნდა გითხრათ ეხლა?
_ რავი, რამე სასიამოვნო…
_ კარგით, ვცდი… ძალიან სასიამოვნო ღიმილი გაქვთ.
_ მერე?
…






vaimeee
лол ^_^
XDDD lol
კაცები ჩმო-ები გავხდით, ეს ქალებისთვის აქსიომაა :დ
და რა ცუდია, როცა ვიცი ვის გადავუგზავნო ეს პოსტი.
:დ:დ:დ
კარგი იყო :დ:დ:დ