ცოფიანი ბლოგი
ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე
ადამიანი-აჩრდილები
Posted by on January 19, 2012

ადამიანი-აჩრდილი
ადამიანი-აჩრდილები _ ეს არის ტერმინი რომლითაც მოიხსენიებენ ბნელ სილუეტებს, ან ადამიანისმაგვარ მოჩვენებებს, რომლებსაც ფერიფერიული მხედველობით აფიქსირებენ. ხშირად მათ ავ სულებად მიიჩნევენ, რომლებიც ახალ მსხვერპლს ელოდებიან. ამ ზებუნებრივ არსებებს აღწერენ როგორც უსახურ ბნელ სილუეტებს, ან როგორც უფორმო მასებს, რომლებსაც სხვადასხვა ფორმის მიღება შეუძლიათ.
ოდესმე, პერიფერიული ხედვით, თვალი მოგიკრავთ ბნელი ფიგურისთვის? ეს ფიგურა გარეგნულად ჰგავდა ადამიანს? ან ადამიანის ჩრდილს მაინც? თუ კი, მაშინ თქვენ მარტონი არ ხართ.
მილიონობით ადამიანს აქვს ეს ფენომენი შემჩნეული, ხომელსაც ხშირად “ადამიან-აჩრდილს” უწოდებენ. ზოგიერთები ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ და თავიანთ ფანტაზიის ნაყოფად თვლიან. მეორენი კი თვლიან რომ ნახეს ადამიანის ჩრდილი იქ სადაც წესით არ უნდა ენახათ. ზოგჯერ ადამიან-აჩრდილებს ხედავენ ადამიანები, რომლებიც სრულიად მარტონი არიან, თუმცა ზოგჯერ ეს უცნაური ჩრდილები სხვა ჩრდილებში იმალებიან.
მაშ ვინ არიან ადამიანი-აჩრდილები? ეს სულების ან მოჩვენებების რამიმე სახეა? თუ სხვა რეალობიდან, ან განზომილებიდან გადმოსული არსებები? ან იქნება მართლა ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი? მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ რას წარმოადგენენ ისინი, მათთან შეხვედრები ყოველდღიურად ხდება. ფაქტობრივად, ადამიანი-აჩრდილები დედამიწაზე ყველაზე პოპულარული ზებუნებრივი ფენომენია.
ყველაზე პოპულარილი თეორიიდან გამომდინარე, ადამიანი-აჩრდილები ინტენსიური ენერგიის მქონე სულებია, ისევე როგორც სფეროები და გრიგალები. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, რომ სფეროები და გრიგალები ჩრდილს იჩენენ. მიუხედავად იმსა, რომ ამ სფეროების და გრიგალების ნახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, ითვლება, რომ ზოგჯერ ჩვენ მათი ჩრდილების ნახვა შეგვიძლია. ანუ, ეს თეორია გვეუბნება იმას, რომ ადამიანი-აჩრდილები იმ სულების ენერგიის გამოხატულებაა, რომელთა ნახვაც შეუიარაღებელი თვალით ჩვენ არ შეგვიძლია.
კიდევ ერთი თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სხვა განზომილებაში შეგვიძლია “შეხედვა”. შესაძლებელია, ეს განზომილება ცოტაში ერეოდეს ჩვენსას და რასაც ჩვენ ვხედავთ ეს სხვა განზომილების მაცხოვრებლის ჩრდილია. მაშინ ჩნდება კთხვა: შეძლია თუ არა მას ჩვენი დანახვა? ვეჩვენებით თუ არა მას ჩრდილად? ზებუნებრივი მოვლენების ბევრი მკვლევარი დაინტერესებულია ამ თეორიით. სამწუხაროდ მისი დამტკიცება ჯერ ვერ ხერხდება.
რაც შეეხება ადამიან-აჩრდილებს, ჯერ მხოლოდ ფიქრი და მსჯელობა შეგვიძლია მათ შესახებ. შესაძლებელია ყველა ახსნა თანაბრად სწორი აღმოჩნდეს. შესაძლებელია ადამიან-აჩრდილებს არაერთი წარმომავლობა ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა რომ უმეტესად მათ ადამიანის ფორმაში ხედავენ, ზოგჯერ ისინი სხვა სახითაც გვევლინებიან. სამწუხაროდ, ისინი როგოც ჩნდებიან, ისევე სწრაფადვე ქრებიან, ამიტომაც წესიერად ისინი არავის უნახავს.
ერთადერთი, რაც მათ შესახებ კარგი და დადებითი შეიძლება ითქვას, ისაა, რომ არაცერთ თვითმხილველს, მათთან დაკავშირებული რაიმე ნეგატიური შეგრძნება არ განუცდია. ჩრდილები შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენონ, მაგრამ საშინლებს მათ ნამდვილად ვერ დავუძახებთ. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ იმედი ვიქონიოთ, რომ ადამიანი-აჩრდილები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ბოროტი არსებები არ არიან.






ამ ბლოგზე პირველად ვარ და იმედია ცოფი არ გადამედება :დ
იმედი ნუ მოგიშალოს ჩხურდგლამ
საბოლოო ჯამში მაინც ღმერთის არსებობა-არარსებობამდე მიდის ეგ ამბავი-ც. ყველას კიდე არ ძალუძს, დროზე დაამუხრუჭოს და დემაგოგიაში არ გადავარდეს
ომგ, ვიცოდი, რომ ერთადერთი არ ვიყავი
)
)
ბავშვობიდან ვხედავ მაგეებს და მქონია შემთხვევა, როცა რამდენიმე წუთი ვიჯექი ისე, რომ გვერდით მეჯდა ეგეთი, სანამ არ შევხედე პირდაპირ და სილუეტი არ გაქრა