ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

მერფის კანონები სამხედროებისთვის

თუ პირველივე ცდაზე ვერ მიაღწევ წარმატებას, გამოიძახე საჰაერო მხარდაჭერა

1. შენ არ ხარ სუპერმენი

2. თუ რასაც აკეთებ სულელურია, მაგრამ ამართლებს, ესეიგი ეს სულაც არაა სულელური.

3. ნუ იქნები გამორჩეული, ამით მოწინააღმდეგის ცეცხლ მიიზიდავ.

4. ნუ მიიზიდავ შენზე მოწინააღმდეგის ცეცხლს, ეს აღიზიანებს შენს გარშემომყოფ ხალხს.

5. ნურასოდეს შეგეპარება ეჭვი _ ბოლომდე მიაცალე მჭიდი.

6. ნურასოდეს ჩაჯდები სანგარში იმ ადამიანთან ერთად, ვინც შენზე ბევრად მამაცია.

7. არასოდეს დაგავიწყდეს, რომ შენი იარაღი მაქსიმალურად იაფადაა დამზადებული, ამიტომ საჭირო მომენტში ის აუცილებლად გიმტყუნებს.

8. ავტომატი თუ არ გიმტყუნებს, მაშინ ტყვიები გაგითავედება.

9. ტყვიებიც თუ არ გაგითავდება, მაშინ აღმოჩნდება რომ ირგვლივ არავინაა, ვისც შეიძლება ესროლო.

10. თუ შეტევა მართლა ძალიან კარგად მიმდინარეობს, ესეიგი ეს მახეა.

11. რაც არ უნდა კარგი გეგმა გქონდეთ ის თავიდანვე არასწორია.

12. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ესეიგი რაღაცას ვერ ამჩნევთ.

13. ყველა 5 წამიანი შეყოვნების ყუმბარა აუცილებლად 3 წამში აფეთქდება.

14. მტრის ზუსტად ის პროვოკაცია აღმოჩნდება ძირითადი შეტევა, რომელსაც თქვენ იგნორირებას გაუკეთებთ.

15. ყველაფერი აუცილებელი ყოველთვის ძალიან მარტივია.

16. ყველაფერი მარტივი ყოველთვის ძალიან ძნელია.

17. მოკლე გზა ყოველთვის დანაღმულია.

18. თუ ყველაფერს არტყამ მოწინააღმდეგის გარდა, ესეიგი ყველაფერი წესრიგშია.

19. როდესაც შენ გააუვნებლებ მორიგ რაიონს, არ დაგავიწყდეს რომ ამის შესახებ მტერსაც აცნო.

20. მოწინააღმდეგის ნასროლი ყოველთვის მიზანში ხვდება.

21. ვერცერთმა ბრძოლისათვის მზად მყოფმა დანაყოფმა ვერ გაიარა შემოწმება.

22. შემოწმება გავლილი არცერთი დანაყოფი არაა მზად ბრძოლისთვის.

23. თუ მოწინააღმდეგე დაზიანების ზონაშია, ესეიგი თქვენც დაზიანების ზონაში ხართ.

24. საგნები, რომლებიც უნდა გამოყენებულ იქნან ერთად, ვერასოდეს მიაღწევენ დანიშნულების ადგილამდე ერთსა და იმავე დროს.

25. რადარი მაინცდამაინც მაშინ გამოვა მწყობრიდან, როდესაც თქვენ ზუსტი კოორდინატები დაგჭირდებათ.

26. რაც არ უნდა აკეთო, ეს მოწინააღმდეგის ცეცხლს მოიზიდავს. სულ რომ არაფერი აკეთო მაინც.

27. მოწინააღმდეგის ცეცხლზე ზუსტი მხოლოდ ერთი რამაა _ როდესაც შენიანები გესვრიან.

28. პროფესიონალების მოქმედება ადვილად გამოსაცნობია, მაგრამ მსოფლიო მოყვარულებითაა სავსე.

29 თუ რამე არ მუშაობს, კარგად ჩაარტყით. თუ გატყდა, არაუშავს _ მაინც გადასაგდები იყო.

30. წვრთნებზე თუ რამე მნიშვნელოვანია, ეს ომში ყოველთვის უსარგებლოა. მაგრამ წვრთნებზე თუ რამე უსარგებლო იყო ომში პირიქით _ ეს ზუსტად ისაა რაც ამ მომენტში გჭირდება.

31. ტყვიებმა არ იციან რომ წოდებით უფროსს მეტი პრივილეგია აქვს.

About these ads

One response to “მერფის კანონები სამხედროებისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 128 other followers

%d bloggers like this: