ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

2009 წლის პოლიტიკური ტყუილები

ოპოზიცია

დღეს უბრალოდ დავძვრებოდი google-ში და რაღაცას ვეძებდი… შედეგად გადავაწყდი სტატიას, რომელიც მომეწონა და ჩემს ახლადშექმნილ ბლოგზე დადების ღირსად ჩავთვალე.
დროდადრო აქ კიდევ დავდებ ხოლმე სხვადსხვა საინფორმაციო საიტებიდან აღებულ სტატიებს. მაშ ასე, 2009 წლის ყველაზე დასამამახსოვრებელი პოლიტიკური ტყუილები:

ლევან გაჩეჩიულაძეს ალბათ ვერავინ შეედრება – მიტინგზე რიხით განაცხადა ბრიუსელში ვიყავი ევროპის სხვადასხვა ქალაქებში შევიარე და ფული ვიშოვე მიშას გადასაგდებად, რამდენიმე დღეში ის ფული თბილისში იქნებაო. თან დასძინა – სუფთა ფულია ევროპაში მოსაქმე ქართველი ბიზნესმენები გვაფინანსებენო.

მალე გაირკვა – ის გაევროპელებული ქართველი ბიზნესმენი კახა თარგამაძე იყო. გრეჩიხა და დავით გამყრელიძე ბერლინში იყვნენ და არა ბრიუსელში. თარგამაძესთან ამ დუეტის შეხვედრის ფარული ჩანაწერები რომ გავრცელდა გრეჩიხამ კარგა ხნით დაკარგა ლაპარაკის ხალისი.

ოპოზიციის ლიდერები იმავე მიტინგზე ხალხს კარგა ხნით აბოლებდნენ – დღე-დღეზე ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოვა პარიზიდანო. ეს ის დროა ოპოზიციის მხარდამჭერებმა უკვე პროტესტი რომ გამოთქვეს – დავიღალეთ აქ დგომითო. ერთი კვირა ოქრუაშვილის ჩამოსვლის იმედით დააბეს ხალხი – ასე ტყუიულებით აჩერებდნენ ხალხს რადგან არ იცოდნენ რა ექნათ – მიშა არც არბევდა და არც პოსტიდან მიდიოდა. ოქრუაშვილს დღემდე ელოდებიან ქიტესასავით…

ზვიად ძიძიგურმა ახარა მხარდამჭერებს – პრეზიდენტი ბობოყვათშია, თბილისში ვერ ჩამოდის, გამოდის, რომ თბილისი ჩვენიაო. ჰო ახლა ძიძიგურს თბილისის მერადაც აირჩევენ და მაგათია თბილისიც და სამტრედიაც. მიშა ბობოყვათში რომ ეგულებოდა ძიძიგურს და ოპოზიციას მაშინ შს სამინისტროში იჯდა და მუშაობდა, საპრეზიდენტო რეზიდენციაში კი ინციდენტი რომ არ გამოეწვია შეგნებულად არ შედიოდა. არა შეიძლება ე.წ. სამთავრობო არხები ზოგიერთის ჯანმრთველობისთვის მავნეა, მარა დალოცვილო, ხანდახან ამ არხებზეც გადართე რომ ის მაინც გაიგო, თბილისს ვინ აკონტროლებს.

ისე ზოგიერთ მესაკნეს აქციის დასასრულამდე მთელი 4 თვე სჯეროდა რომ მიშა ბობოყვათში იჯდა და მათი შიშით თბილისში ვერ ჩამოდიოდა.

დავით გამყრელიძემ საზეიმოდ ამცნო მხარდამჭერებს – დიდი რვიანის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დრო წავიდა და საქართველოში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოსო.

მსგავსი არაფერი არ უთქვამს ობამას. 22 ივნისს კი ჯო ბაიდენის ვიზიტმა საბოლოოდ გადაასხა ცივი წყალი ოპოზიციის ლიდერებს.

ოპოზიცია აქციების 4 თვის თავზე ამტკიცებდა რომ ხელისუფლების ხალხმა 5000 კაცი სცემეს მათი რიგებიდან და ყველა საქმის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვდნენ.

სახალხო დამცველის ანგარიშში კი მკაფიოდაა დაფიქსირებული რომ ამ მიზეზით მის ოფისს მხოლოდ 32-მა ადამიანმა მიმართა. არადა ჩვენი ოპო-ლიდერები ის ჩიტები არიან ხელისუფლების ხალხის ნაცემი კაცი დამალონ არ გააპიარონ და ადვიოკატები არ დაახვიონ? ესეც არჩევნებია კაცო? 468 მკვდარი სული რაღაში სჭირდებოდათ?

კახა კუკავა აღტკინებული იმეორებდა Yყოველდღე ნახევარი თბილისი პარალიზებულია და რამდენიმე დღეში მეორე ნახევარსაც გავაჩერებთო. რა უხაროდა არ ვიცი, მაგრამ ამ პარალიზებულ ნახევარ თბილისში შედიოდა პირველი საჯარო სკოლა, კინოთეატრი რუსთაველი, რუსთაველის თეატრი, ოპერისა და ბალეტის თეატრი. აი ასეთი მასშტაბებით აზროვნებს კუკავა.

სალომე ზურაბიშვილი არანაკლები აღტკინებით აცხადებდა – ევროპის ყველა ქვეყანა მხარს გვიჭერს, განსაკუთრეებით დასავლეთ ევროპაო. რამდენიმე დღეში ამ ქვეყნების ელჩების ლანძღა-გინება პირველმა სალომემ დაიწყო. რატომ გაამართლეს პოლიციის სამმართველოსთან ხელისუფლების ძალისმიერი ქმედებაო.

6 მაისს, გიორგობას მართლაც ცუდი ამბები დატრიალდა პოლიციის სამმართველოსთან, რომელსაც პროვოცირება გიორგი გაჩეჩილაძემ – უცნობმა გაუკეთა. სპეცნაზმა აქციის მონაწილეებს სცემა, პოლიტ-ლიდერებს პლასტმასის ტყვიები ესროლეს. ოპო-ლიდერები ირწმუნებოდნენ რომ 1000 კაცზე მეტია დაშავებულიო და რუსული მედიაც ამ ციფრს ასახელებდა – ამტკიცებდა რომ 100-ზე მეტი აქტივისტი გატაცებული იყო გაურკვეველი პირების მიერ, გაურკვეველი მიმართულებით.

ისევ სახალხო დამცველის ანგარიშიდან: ღუდუშაური და სხვა კლინიკებს მიმართა ჩვიდმეტმა დაზარალებულმა, როგორც ოპოზიციის ლიდერებმა ასევე მოქალაქეებმა. აქვე უკვე 968 კაცი მოიტყუეს ლიდერებმა. ცხადია გატაცებულიც არავინ ყოფილა.

ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ყოველდღე უმტკიცებდა ხალხს: თუ დაგვარბიეს თუ რაიმე საფრთხე იქნა, ნუ გეშინიათ, წინა რიგში ჩვენ დავდგებით, პირველ დარტყმას ჩვენ მივიღებთო. 6 მაისს გიორგობას როცა უცნობმა ხალხი აიყოლია და დაპატიმრებული თანამოაზრეების გასათავისუფლებლად მიიჭრა პოლიციის სამმართველოსთან, ოპოზიციის ლიდერებმა მარტივ ხერხს მიმართეს: ლიდერები და აქტივისტები უკან მოექცნენ, ჟურნალისტებს, ქალებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, მიაწვნენ და სამმართველოს რკინის მესერთან მიყარეს.

ამიტომაც იყო რომ არცერთი ლიდერი გარდა უცნობისა (ის სამმართველოში გადახტა) და (ზურაბ აბაშიძისა) არ იყო ნაცემი, მათ ვერ მიწვდა პოლიცია და პირველიც მეორეც და მეათე დარტყმაც ჟურნალისტებმა და უბრალო მომიტინგეებმა მიიღეს საკუთარ თავზე, ხოლო ლიდერთაგან თუ ვინმე დაზარალდა პლასტმასის ტყვიით.

ოპოზიცია ირწმუნებოდა სააკაშვილმა 2000 სპეცნაზელი ჩაოიყვანა უკრაინიდან რადგან ქართველები უარს ამბობენ მიტინგის დაშლაზეო. მიტინგის დაშლა-დარბევა და სისხლიანი ბატალიები ოპო-ლიდერთა ოცნება იყო და არ აუცხადდათ.

არც არავინ უპირებდა დარბევას და არც არავის ჩამოუყვანია უკრაინელი ბოევიკები. თავიანთი სისულელე ოპოზიციამ თავისდაუნებურად უარყო როცა განაცხადეს რომ 6 ნოემბერს პოლიციის სამმართველოსთან ქართველი სპეცნაზელები იყვნენ და აქციის დაშლისთვის 2000-2000 ლარი პრემია მისცეს თითოს, ხოლო იმ სნაიპერს ვინც ლიდერებს არ ააცილა 5-5 ათასიო..

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რამაზ კლიმიაშვილი ერთი თვე გაიძახოდა მიშას საქმე რომ მორჩენილია ამის დასტური ისიცაა რომ მეთიუ ბრაიზა დაითხოვეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტიდანო. ბრაიზა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე იყო. მალე გაირკვა ელჩად დანიშნეს აზერბაიჯანში და თურმე არც სააკაშვილის პოლიტ-კარიერა ყოფილა ბრაიზაზე ჩამოკიდებული. აქციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა 1 თვის მერე გაიგო ბრაიზა ბაქოში მუშაობსო.

სალომე ზურაბიშვილმა აღტაცებით ახარა ხალხს, ოსების გენოციდისთვის სააკაშვილს ჰააგის ტრიბუნალი გაასამართლებსო. ხალხი იმაზე მსჯელობდა ნეტავ ჰააგის ციხეში მიშა რომელ ნომერ კამერაში ჩაჯდებაო. გუბაზ სანიკიძე ირწმუნებოდა მილოშევიჩი რომ იჯდა იქ ჩასვამენო. ახლა ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? უბედურება ისაა მთელი კვირა მიტინგს ამ ტყუილით იწყებდნენ და ხალხიც ტაშისცემით სკდებოდა.

რამაზ კლიმიაშვილმა ერთი დიდი სისულელეც თქვა – მის უწმინდესობას საქართველოს კთოლიკოს პატრაიარქს სააკაშვილმა სთხოვა ხვალვე გადავდგები ოღონდ გარანტია მომეცი რომ მე და ჩემს მხარდამჭერებს ხელს არ გვახლებენ – 50 კაციანი სია მიუტანა. ვინ იყო სიაში ეგ არ უთქვამს. კლიმიაშვილის ეს ტყუილიც ფეხმოკლე გამოდგა. არადა, რამდენი მომიტინგეც იყო 3 დღის მანძილზე იმდენი 50 კაცინაი სია შეადგინეს – მარჩიელობდნენ ნეტა ვისზე ითხოვს ხელშეუხებლობის გარანტიას მიშაო. ამას კი სჯობდა კროსვორდები დაერიგებინათ ხალხისთვის.

ყველა ლიდერი ლამის დედას იგინებოდა მიშას არა და არ შევხვდებით მოსალაპარაკებლადო. სალომემ არ თქვა – დიალოგი ეშმაკის ენააო? ჯერ დათო ბაქრაძეს წამოსცდა რადიკალურ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გვაქვს მაგრამ ვისთან, ვერ ვიტყვიო.

ბაქრაძე ტყუისო ხალხი დაამშვიდეს ლიდერებმა. ერთ კვირაში კი ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილს შავნაბადაზე ეახლა, ოპოზიცია შოკში ჩააგდო, რადგან ბევრმა ლიდერმაც კი არ იცოდა ამ შევედრის შესახებ. მერე მეორედ შეხვდა, ბოლოს 3 ლიდერი შსს-ს ახალ აშენებულ შენობაში შეხვდა პრეზიდენტს და სხვათა შორის, სალომეც იქ იყო. მერე იძახდა, „ეგ სად ვიყავი დღესაც ვერ ვხვდებიო, მგონი კოსმოსური ხომალდი იყო და არა სამინისტროო“.

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა კრიმინალური წარსულ-მენტალიტეტის მქონე ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ სოჭში შეხვედრა გამართა. მიიწვია პრორუსი ქართველი პოლიტიკოსები, ექსპერტები და განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობა მინდაო.

თემურ შაშიაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეს შეხვედრა – რას ჰქვია პრეზიდენტობა უნდა, ჩვენ არ გვეკითხებაო? დავიჯერებდი შაშიაშვილის გულწრფელობას ერთი მომენტი რომ არა – ბატონი თემური გოჩა ძასოხოვის მეგობარი, ახლობელი ადამიანი და პოლიტიკური თანამოაზრეა. ძასოხოვი და ებრალიძე ერთად აფინანსებდნენ აპრილ-ივლისის აქციებს და მთავარი: ძასოხოვი მხარს უჭერს ალექსანდრე ებრალიძეს საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. გაიგე ახლა რა უნდა შაშიაშვილს?

ამაზე მერე აქციები გამახსენდა და ბოლოს რადიო 105–ის ცნობილი არტი სადაც რამიშვილი ამბობდა, ეს სად ვცხოვრობთ ჩემი დედა ვატირეო…

ესეც ცნობილი არტი:
ეს სად ვცხოვრობთ


P.S. ალბათ, ვინმე იტყვის რატო სახელისუფლებო გუნდის ტყუილები არ წერია აქო, მაგრამ ალბათ ბევრნი დამეთანხმებით რომ წელს პოლიტიკურ ტყუილებში რადიკალურ ოპოზიციას ნამდვილად ვერ შეედრებოდნენ.

2 responses to “2009 წლის პოლიტიკური ტყუილები

  1. Zurriuss November 13, 2010 at 12:33 AM

    ამასაც მოვესწარი: პოსტი პოლიტიკაზეა და, პრაქტიკულად, 0 კომენტარი! ქართულო ცნობიერებავ, მგონი, გეღირსება სინათლე🙂

    • zorbegi November 13, 2010 at 1:20 AM

      მაგ დროს ბლოგი არ იყო ხოდში (ეხლა ხო არი მარა მაინც) თორე კომენტარები გენახა შენ მერე –))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: