ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ინტერვიუ სპეცრაზმელთან

სპეცრაზმი

მე პირადად ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ხალხს, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მაგრად მიყვარს ეგ ხალხი.

2007 წლის 7 ნოემბერს დაჭრილ სპეცზე ვეძებდი ინფორმაციას და შემთხვევით წავაწყდი ამ ინტერვიუს, რომელიც გაზეთ “რეიტინგი”–ის ჟურნასისტმა ჩამოართვა ერთ–ერთ ქართველ სპეცრაზმელს.

არ დავმალავ, რომ ამ სპეცის პასუხები ძალიან მომეწონა და ყველაფერში ვეთანხმები 100%–ით…


ყველაზე სარისკო, ხიფათიანი, უემოციო და, რაც მთავარია, გაწონასწორებული – ასე აფასებს ჩვენი რესპონდენტი თავის საქმეს და იმასაც დასძენს, რომ ამ პროფესიის ადამიანები საზოგადოებას არ უყვარს… ჩვენი რესპონდენტი შსს-ს სპეცრაზმშია და არც იმას მალავს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების დავალებას ასრულებდა და იმ დღეს მომხდარს არც ნანობს. – ჩვენი გამოჩენა ხალხში შიშს იწვევს, თუმცა ზოგს, უბრალოდ, ვეზიზღებით. უამრავი მეტსახელი მოგვიგონეს, “ზონდერბრიგადები”, “სიკვდილის ბრიგადები”, “ვანოს პირმშოები” და ა.შ… ამას უკვე შეგუებული ვართ და ხალხისგან სიყვარულს არც ვითხოვთ. ჩვენ, უბრალოდ, ბრძანებას ვასრულებთ და დავალების ცუდად შესრულების შემთხვევაში პასუხი მოგვეთხოვება და მაშინ, როცა ათასი ჯიშის, აზრისა და პოზიციის ადამიანი ჩვენ წინააღმდეგ მოიწევს და მიშასთან გვაიგივებს, ძნელია, თავი შეიკავო.

– კი, მაგრამ შენ ხომ თქვი, დავალებას ვასრულებო, დავალებას კი ხელისუფლება გაძლევს, ხომ ასეა?

– რა ვქნა აბა, არ შევასრულო? – თუ მეც ამ უსაქმურებთან ერთად ქუჩაში ვიდგე და საკნები “ვაშენო”?! რომ ნახო, რა ხდება აქ ღამე, რა ამაზრზენია ეს ხალხი, როგორ იქცევიან და ცდილობენ, რომ “ხელი დაგვტყუონ”, შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ასეა. ყველაზე არ ვამბობ და გულწრფელ ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც მართლა აქვს მიზეზი, ხელისუფლებაზე სამართლიანად იყოს ნაწყენი, მაგრამ აქ გამოსული ხალხის უმეტესობამ თვითონაც არ იცის, რა უნდა.

– როგორ ფიქრობ, ცოტაა ისეთი, ვისაც მიზეზი აქვს, ამ ხელისუფლებაზე ნაწყენი იყოს?
– არ ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ხალხს, შევარდნაძის დროინდელ წკვარამში უნდათ დაბრუნება? როცა ანთებული ნათურა გვენატრებოდა, წყალი არ იყო, სახლიდან გასული შინ თუ მშვიდობით დაბრუნდებოდი, ღმერთისთვის მადლობა უნდა გეთქვა… მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალა.

– რაღაცები კი – უარესობისკენ, თუნდაც აგვისტოს ომი გავიხსენოთ.
– აგვისტოს ომში მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიბრძოდი, სიკვდილიც ვნახე, შიშიც, სიძულვილიც და ოდნავ მოგვიანებით, ხალხის სიყვარულიც, რომელიც ასე ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლა ისევ ვძულვართ და ვეზიზღებით უმეტესობას, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, როგორც ჩემს სამშობლოს სჭირდება, ისე ვემსახურები. დამჭირდა და რუსს ტყვიაც ვესროლე.

– აქ რომ დაგჭირდეს ტყვიის სროლა, აქაც გაისვრი?
– მე სისხლისმსმელი არ ვარ, ტყვიის რა გითხრა, მაგრამ სიამოვნებით გავიგდებდი წიხლქვეშ რამდენიმეს, რომლებიც ცდილობენ გამოგვიწვიონ. მათ შორის ოპოზიციის ლიდერებსაც, რომლებიც კამერების დასანახავად ეუბნებიან ხალხს, თავი შეიკავეთ და პროვოკაციას არ აჰყვეთო, სინამდვილეში ერთი სული აქვთ, როდის გვიღალატებს მოთმინება.

– ხშირად ამბობენ, გვიან ღამით ქუჩაში შავი ჯიპები დადის, სადაც ნიღბიანები სხედან და ხალხს სცემენო…
– არ ვიცი, ჩვენ არ დავდივართ, ნიღაბი მეც მიკეთია, მაგრამ ღამე ქუჩაში არ დავდივარ, სამწუხაროდ… ძალიან კარგი, თუ სცემენ, ზოგი მართლა საცემია, უზრდელია და იმიტომ.

– ნიღაბი რატომ გიკეთია, ხალხს ემალები?
– ხალხს არა, იმ ბრბოს ვემალები, ვისაც სპეცრაზმელობა სამშობლოს ღალატი ჰგონია. არ მეშინია, უბრალოდ, ჩემი სამსახურის სისტემა ითხოვს ასე. თუმცა ვინმემ რამე რომ მითხრას, ძვლებში უნდა დავამტვრიო და ისევ მე გამიფუჭდება სამსახურში საქმე… ამას წინათ ერთი გოგო მოვიდა, წამეკეკლუცა და მითხრა, რატომ გიკეთია ნიღაბი, “უჟასი” ხარ? – კი-მეთქი, – აბა, მოიხსენი და მე თვითონ შეგაფასებო, – არაფერი მითქვამს. ამ დროს თვითონ გამოიწია, შენ თუ ხელები დაკავებული გაქვს, მე თვითონ მოგხსნიო – ახლა აქედან დაიკარგე-მეთქი. ამ დროს ვიღაც ტიპები გაიქაჩნენ – აზრზე მოდი, გოგოს როგორ ელაპარაკებიო… ბრაზისგან კბილებს ვაჭრიალებდი, რომ მოპასუხისთვის ალიყური არ გამეწნა. ჩვენ ამ “ბაცნებისთვის” ზოგჯერ საკუთარ სიცოცხლეს ვწირავთ.

– მაგრამ ისიც ცხადია, რომ ზოგჯერ უფლებამოსილებას ამეტებთ…
– შეიძლება, ზოგჯერ ჩვენი მოთმინების ფიალაც აივსოს.

– მაგრამ ეს ხომ შენი პროფესიაა…
– დიახ, ჩემი პროფესიაა, რომელსაც ზედმიწევნით კარგად ვასრულებ, ამიტომ “მშვიდობის მტრედობას” ნუ მთხოვთ. თუ საჭირო იქნება, ერთს კიდევ “გავიქნევ-გამოვიქნევთ” ხელს და ამას არც ვინანებ. ბოლო დროს ძალიან ცდილობენ, ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნოს, ხვდებიან, რომ სხვანაირად არაფერი გამოუვათ. ჩვენი ხალხი არ იმსახურებს იმას, რასაც ითხოვს. ჯერ ის უნდა გაიგონ რა უნდათ, ელემენტარულად, სანაგვე ურნის დანიშნულებას უნდა მიხვდნენ და მერე ილაპარაკონ დემოკრატიაზე.

– რას იზამდი, აქციაზე შენი ოჯახის წევრები ან ახლობლები რომ ნახო…
– არ გინდა ჩემი ფაშისტად წარმოჩენა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ… ჩემი ახლობლები აქციაზე რომ ვნახო, მათ მაგივრად შემრცხვებოდა, როცა ვნახავდი, როგორ შესცქერიან იმ დოყლაპია ოპოზიციონერებს თვალებში. იმედია, ეს არ მოხდება… არ ვიცი, ახლობლებზე “გავიწევ” თუ არა, მაგრამ მაშინ ძნელია თავის გაკონტროლება, ხალხის ახლობლებისა და ბიოგრაფიის მიხედვით გარჩევა.

– რამდენადაც ვიცი, აქციის დარბევის გამოცდილება გქონდა…
– კი, მქონდა ეგ ბედნიერება, 2007 წლის 7 ნოემბერს.

– ალბათ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ შენი ხალხი არ გიყვარს…-
– არ არის ასე, ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი და მზად ვარ, მათ გამო კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ჩავიგდო თავი, მაგრამ მაღიზიანებს, როცა ეს ხალხი ბევრ რამეს ვერ ხვდება, როცა 2007 წლის მოვლენების დროს არაფრით არ გაჩერდნენ და მათ დასაშლელად მსუბუქი რაღაცების გამოყენება მოგვიხდა, ამით კი ოპოზიციამ ისარგებლა და ხალხის თვალში ქულები დაიწერა, გამოცოცხლდნენ.

– რას ნიშნავს მსუბუქი, ხალხი მაგარი ნაცემი იყო, ბევრს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა…
– მერე, დამსხდარიყვნენ სახლში და არ დაემართებოდათ… ისე, ცნობისთვის, ოპოზიციას ახლაც იგივე უნდა, რაც მაშინ გავაკეთეთ. მე და ჩემს მეგობრებს კი გვინდა, ოპოზიციას ნატვრა ავუსრულოთ, მაგრამ… ოპოზიციის უმეტესობამ თავის დროზე მიშას წყალობით გამოიხედა თვალებში და მერე, როცა უფრო მეტი მოუნდათ და ამის უფლება არ მისცეს, გაახსენდათ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ხალხი, რომელიც რაღაცით უკმაყოფილოა. გამომივიდნენ ვითომ დემოკრატიის დამცველები. ქართველი ხალხისთვის დემოკრატიული პრინციპები უცხოა და უსარგებლო. ის ხალხი ლაპარაკობს ვენებდაბერილი, ვისაც სამშობლოს სიყვარული იაფი ცხოვრება, სოჭში გასეირნება და ერთი ქერათმიანი ლამაზმანის “შეკერვა” ეგონა… მაღიზიანებს ეს ყველაფერი და მათ დასარბევად წინასწარ არც “რედბულის” დალევა მჭირდება და არც რაიმე განსაკუთრებული პრეპარატის მიღება, როგორც ეს ვიღაცებს ჰგონიათ.

– ანუ, არის შემთხვევა, როცა რაღაცას გასმევენ?
– იშვიათად, მაგრამ მაინც ყოფილა შემთხვევა, ეს უფრო იმათ ეხებათ, ვისაც ახალი დაწყებული აქვს მუშაობა და “სუსტი გული” აქვს.

– იმაზე არ გიფიქრია, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ყველას აქვს იმის უფლება, აზრი მისთვის მისაღები ფორმით გამოხატოს?
– როდემდე, ხომ ხედავენ, მიშა იმაზე მყარად დგას, ვიდრე ჰგონიათ! დაგვანებონ თავი და სადაც მოსწონთ, იქ წავიდნენ, დავიღალეთ ამდენი აქციითა და მანიფესტაციით.

– ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ახალი სამსახურის ძებნა მოგიწევს?
– არა, რატომ, ხომ ამბობენ, არავის ვერჩით და თავიანთ ადგილზე დავტოვებთო.

6 responses to “ინტერვიუ სპეცრაზმელთან

  1. acho January 4, 2010 at 1:59 AM

    es magari kaci sad gacitet to umagresi kacia spec razmeli da aseti moazrovne pirvelad mesmis principshi sxva spec razmeli arc gamigia maraa:D😀😀

  2. Kate_AlukaЯD January 4, 2010 at 5:08 PM

    she qveynis mogalatev jer interviu ar camikitxavs magram jer es rom ar metqva ar sheidzleboda😀 sheni mishisti kargi isa da esa😀 ara zu martla ese ki ar vpiqrob me xom shen mikvarxar😀

  3. zorbegi January 4, 2010 at 9:31 PM

    Kate_AlukaЯD :

    she qveynis mogalatev jer interviu ar camikitxavs magram jer es rom ar metqva ar sheidzleboda :D sheni mishisti kargi isa da esa :D ara zu martla ese ki ar vpiqrob me xom shen mikvarxar :D

    მეც მიყვარხარ :* დამპალო შენა🙂 დამპალო გრეჩიხისტო… სად აღარ მაქვს ის სურათი რო გაგიბაზრო😀😀😀

  4. tornike_dal January 6, 2010 at 11:05 AM

    ეს მოგეწონათ … გავარტყი ოპოზიციასაც და მთავრობასაც არცერთის მხარდამჭერი არ ვარ პროსტა 7 ნოემბერს მაგრა ჭამა სპეცრაზმმა და მე მაგ დღემდე აქციაზე არ ვყოფილვარ არასდროს და გულმა ვეღარ მომიტმინა და გავედი რვაში . 40 ბიჭი ვიქნებოდით წავედით შურის საძიებლად იმის მერე არცერთი მინახავს კარგად მოგვხვდა ყველას არც იმათ დავაკლეთ ტყვიის სროლის ბრძანება ქონდათ მარა დაგვინდეს … რამოდენიმე ბიჭი დაიჭირეს და ძალიან მაინტერესებს იმათი ბედი … რაც შეეხება ომს ეს ომი ჯარმა კი არა მთავრობამ წააგო სისუსტე გამოიჩინა . და სწორედ ეს არ უნდა ეპატიებინა ჯარს მათავრობისათვი მათი სისიხლით მოპოვებული მიწა რომ დათმო … ხალხო ომი მაშინ წავაგეთ მიშამ რომ ჰალსტუხი ჭამა .. არ ვიცი ვინ რაზე ელაპარაკა მაგრამ ფაქტია მაგის მერე წავიდა ცუდად საქმე …. მე მქონდა ბედნიერება პირდაპირ ეთერში მეყურებინა ეს სამარცხვინო ფაქტი

  5. egoisthedgehog February 14, 2010 at 4:23 AM

    magari kacia. imena magrad azrovnebs momwons egeti adamianebi.

  6. Mordek May 2, 2010 at 4:41 PM

    venacvale jigarshi .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: