ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ყველაზე სწრაფი სედანი

აქამდე სერიულ სედანებს შორის აბსოლიტური სიჩქარის რეკორდი G-Power–ის 750 ძალიან ქმნილებას _ BMW M5 Hurricane RS–ს ეკავა. 2008 წლის 12 დეკემბერს პაპენბურგის ტრასაზე მან შესძლო 367,4 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და ამ გზით ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული სედანი გახდა. ნათელია, G-Power–ის ასეთ მიღწევას მათი კოლეგები BRABUS-დან ესე არ დატოვებდნენ, რადგანაც ახალმა რეკოდსმენმა ტიტული მათ ქმნილებას _ Brabus Rocket–ს წაართვა, რომელიც “მხოლოდ” 365 კმ/სთ–ს ანავითარებს.  ბრაბუსის სპეციალისტები სასწრაფოდ შეუდგნენ საქმეს და მალე გამოჩნდა მათი მონსტრი _ Brabus E V12.

ბრაბუს 1

ახალი რეკორდსმენი აწყობილია ახალი Mercedes E კლასის (W212) ბაზაზე. პირველ რიგში ბრაბუსის სპეციალისტებმა ახალი აეროდინამიკური ელემენტები შეიმუშავეს მისთვის, რომლის ყველაზე შესამჩნევი ნაწილიც კარბონისგან დამზადებული უკანა ფრთებია (“კრილოები”), ბორბლების არკების ინტეგრირებული საფარებით. ბრაბუსის აეროდინამიკოსების თქმით, ამან 4 კმ/სთ სიჩქარის მომატების საშუალება მისცა მათ. გარდა ამისა “ეშკას” დაუყენდა ახალი წინა ბამპერი ბრაბუსისთვის დამახასიათებელი შუქოდიოდური განათებებით, ფარფლებიანი წინა და უკანა ფრთები და სპოილერი საბარქულის სახურავზე. გერმანელებს არც ერთი დეტალი არ გამოჰპარვიათ, მათ შორის წინა ემბლემაც, რომელიც, ასევე აეროდინამიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, კარბონითაა დაფარული.

ბრაბუს 2

მას შემდეგ, რაც აეროოდინამიკურ მილში ჩატარებულმა გამოცდებმა ცხადჰყო შერჩეული კომპლექტაციის მაქსიმალური ეფექტურობა, საქმეს ძრავის სპეციალისტები შეუდგნენ. იქიდან გამომდინარე, რომ BRABUS–ის არსენალში მხოლოდ ერთი ძრავია, რომელსაც ზერეზულტატების ჩვენება შეუძლია, Brabus E V12–ის კაპოტქვეშ, ისევ, Bullit–დან და Rocket–დან ცნობილი, 12 ცილინდრიანი, 6,3 ლიტრიანი ბიტურბო ძრავი განთავსდა. თუმცა, ამჯერად, ძრავის ტვინის გადაპროგრამების, ახალი საჰაერო ფილტრის და გამოსაბოლქვი სისტემის დაყენების წყალობით მისი სიმძლავრე 800 ცხენამდე, ხოლო მაბრუნებელი მომენტი თავბრუდამხვევ 1450 ნმ–მდე გაზარდეს. თუმცა წინამორბედებივით, იმისათვის რომ მაიბახისგან “ნასესხები” 5 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი არ დაიშალოს, მაბრუნებელი მომენტი 1100 ნმ–ზეა შეზღუდული. 0-100–მდე აჩქარებას 3,7 წმ სჭირდება, 0–200 _ 9,9 წმ, 300 კმ/სთ–ს კი მანქანა 23,9 წმ–ში აღწევს. მაგრამ რაც მთავარია, Brabus E V12–ის მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ–ს შეადგენს.

ბრაბუს 3

მანქანაზე დაყენებულია 19 დუიმიანი, ბრაბუსისთვის დამახასიათებელი შავი ფერის დისკები, რომლებზეც დაბალპროფილიანი რეზინაა წამოცმული _ წინ 255/35, უკან _ 285/35. ოთხადგილიან სალონში შავი ტყავი, ალუმინი და კარბონია გამეფებული. რაც ყველაზე გასაკვირია, გერმანელები ირწმუნებიან, რომ საწვავის საშუალო ხარჯი 15,7 ლიტრს შეადგენს 100 კმ–ზე. Brabus E V12–ის სულ ათი ეგზემპლარი აეწყობა და თითოეულის ფასი 600 000 ევრო, ან $875 000 იქნება.

5 responses to “ყველაზე სწრაფი სედანი

  1. acho January 6, 2010 at 11:51 PM

    da shen tvli zorbeg amas seriulad???????😀😀😀 10 manqana ukve seriulia

  2. acho January 6, 2010 at 11:54 PM

    bijo es kriloebi chemi manqanas maxsenebs😀😀😀😀😀 moipares am bozebma😀😀😀😀😀😀

  3. Bone.D January 7, 2010 at 12:20 AM

    amashi amdeni fulis gadamxdelis dedas daveci me😀 ras gavs ra ari :D:D:D:D rogor adareben G Powers es unamusoebi😀

  4. Leonce August 12, 2010 at 5:34 PM

    kriloebi utexavs tore ise kargia momewona

  5. Johnson January 2, 2015 at 6:33 AM

    You post interesting articles here. Your blog deserves much more visitors.
    It can go viral if you give it initial boost, i know very useful tool
    that can help you, just type in google: svetsern traffic tips

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: