ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ჩვენი დანახული ამოუცნობი მფრინავი ობიექტ(ებ)ი

UFO

12 აგვისტო. 2009 წელი.
მე და კიდე 2 მეგობარი უკვე რამდენიმე დღეა იპოდრომზე ვიკრიბებით, ავდივართ “ჩვენს ადგილას” და რაღაცეებს ვბაზრობთ. ფულიც არ გვაქვს იმდენი რომ რამე წესიერი ვიყიდოთ.  12 აგვისტოც ერთ ჩვეულებრივი დღე იქნებოდა რომ არა შემდეგი:

ვსხედვართ, უკვე ჩამოღამდა, საბას ნაყიდი მიწისთხილიც შევჭამეთ… უცბათ, ჩემს თავზე ვამჩნევ მანათობელ წითელ წერტილს, რომელიც ნუცუბიძისკენ მიფრინავს (მარა მერე ალბათ უფრო გძეტა დიდი დიღმის თავზე დაეკიდნენ). უცბათ ამას ვანახებ ჩემს საბასაც და თიკოსაც და ერთად ვხედავთ თუ როგორ უახლოვდებიან ერთმანეთს 3 სხვადასხვა მიმართულებიდან წამოსული 3 მანათობელი წერტილი. ისინი მიუახლოვდნენ ერთმანეთს და გაჩერდნენ. დაიწყეს ტრიალი საათის ისრის მიმართულებით. წრის 1/3–ის შემოხაზვის შემდეგ დაიწყეს გაშლა, ოღონდ იმ მიმართულებით, რა მიმართულებიდანაც მოვიდა მისი მომდევნო წერტილი.

სხვას რო მოეყოლა, ავავსებდი ათასნაირი კითხვით და ბოლომდე დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ჩემთვის ნაცნობი საფრენი აპარატი ნახა და იქ რომ ვყოფილიყავი მივხვდებოდი რაც იყო. აქვე აღვნიშნავ რომ პროფესიით ავიაინჟინერი ვარ და როგორც უკვე მიხვდით ვერკვევი და მიყვარს ავიაცია. ობიექტები (ორმა მათგანმა თავზე გადამიფრინა) არანაირ ხმას არ გამოსცემდნენ, დაფრინავდნენ საკმაოდ ჩქარა (ასეთი მანძილის დაფარვას სამგზავრო ლაინერები გაცილებით მეტ დროს ანდომებენ ხოლმე) და ღრუბლებს მაღლა. ღრუბლებს დაბლა რომ ეფრინათ, კიდევ ვიფიქრებდი, რომ ქვევდან პროჟექტორების შუქია, მაგრამ: 1. არ ჩანდა მიწიდან მომავალი სინათლის სვეტები; 2. ობიექტები აშკარად ღრუბლებს ეფარებოდნენ სადაც გაქრნენ კიდეც საბოლაოდ _ მოეფარნენ ღრუბელს და იქიდან აღარ გამოსულან.

თუ გავითვალისწინებთ მათ მანევრებს, სიჩუმეს და სიჩქარეს, გამორიცხულია ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი საფრენი აპარატი. ჩვენ კიდევ ამერიკაში არ ვართ, რომ რაიმე საიდუმლო სამხედრო აპარატების გამოცდა გვენახა შემთხვევით.

ეს ყველაფერი გადავიღეთ მობილური ტელეფონებით (NOKIA 5200 და Nokia N95)
აქ დავდებ N95–ით გადაღებულ ვიდეოს, იქ ერთი ობიექტი უკვე გამქრალია და თუ დააკვირდებით, დაინახავთ ობიექტებს.

ასევე დავდებ ლინკს, სადაც 2ვე ვიდეო დევს. მეორე ვიდეოს თუ კარგად დააკვირდებით 3ვე ობიექტს დაინახავთ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდი ხარისხისაა.

ესეც არქივის გადმოსაწერი ლინკი:
არქივის ლინკი

აი სურათიც:

ufo 2

ufo 3

P.S. იმავე დღეს იყო მეტეორიტული წვიმა. ამ წვიმის სურათები, რომელიც გადაიღო BBC-მ, შეგიძლიათ ნახოთ აქ: BBC Link
და დარწმუნდებით რომ ჩვენ რაც ვნახეთ და BBC-ის სურათები, სულ სხვადასხვაა.

4 responses to “ჩვენი დანახული ამოუცნობი მფრინავი ობიექტ(ებ)ი

  1. acho January 6, 2010 at 11:56 PM

    bijo xo ar cagiyvanes mogtynes da gamogishves?😀😀😀😀

  2. acho January 6, 2010 at 11:57 PM

    bijo ki mara cicinatelebze ar daufiqrebixar am mobilurze agbechdil kadrebs? 😀😀😀

  3. zorbegi January 7, 2010 at 1:03 AM

    acho :

    bijo ki mara cicinatelebze ar daufiqrebixar am mobilurze agbechdil kadrebs? :D :D :D

    თუ იცი ისეთი ციცინათელები ღრუბლების იქით თუ დაფრნავენ გიგანტური ზომისები არიან და თვითმფრინავზე სწრაფად დაფრინავენ, მაშინ დავფიქრდები შენს აზრზე. თან ციცინათელა მწვანედ ანათებს, ესენი წითლები იყო

  4. Ulicha January 13, 2010 at 10:25 PM

    heh magari dge iyo ra ginda :D:D rac ar unda yofiliyo chven ki davizmendit da.. :D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: