ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

მაისის სამხედრო ამბოხი

აჯანყება

ამ პოსტში მინდა ამ აჯანყების ერთ–ერთ ვერსიას შევეხო _ ვოთომ და ამ დანაყოფმა დაუმორჩილებლობა იმიტომ გამოაცხადა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მიიღო და არ უნდოდათ ამის გაკეთება.

მოდით დავფიქრდეთ…
რატო უნდა დაავალოს ხელისუფლებამ ჯარს მტინგის დარბევა? ამისთვის ხომ სპეციალურად გაწვრთნილი შსს–ის სპეცრაზმები არსებობს?
ერთხელ უკვე დადგა 7 ნოემბერს ის მომენტი როდესაც ხელისუფლებას ძალის გამოყენებამ მოუწია (იმედია ეს აღარ განმეორდება) და მაშინ საჯარისო ფორმირებები, მხოლოდ “გაწმენდილი” ტერიტორიის დასაცავად ჩააყენეს. ისიც ეროვნული გვარდია იყო.
ჯარს არა აქვს ის ცოდნა, რაც შსს–ს სპეცრაზმელმა შეიძლება მიტინგის დაშლისას შეიძლება გამოყენოს. ჯარისკაცმა მარტო სროლა იცის და მის ეკიპირებაში მარტო ცეცხლსასროლი იარაღი შედის (ლეტალური ტყვიებით). ანუ, ამას ვინც იძახის, ვისგანაც ეს ინფორმაცია წამოვიდა, ამტკიცებს იმას, რომ მთავრობას ხალხის ჩახოცვა უნდოდა?! თქვენ გჯერათ ამის? მე მგონი რაც არ უნდა გძულდეთ სააკაშვილი, ასეთი ბრძანების გაცემა მისი მხრიდან მაინც წარმოუდგენელია.
რა დანაყოფი აჯანყდა ვინმეს გახსოვთ? ეს იყო ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი… ანუ რა გამოდის… მიტინგს “არბევენ” არა ქვეითი ნაწილები, არამედ ჯავშანტექნიკით აღჭურვილი ბატალიონი… ტანკები, БМП–ები… შეიძლება რომ ეს დავიჯეროთ? არამგონია.

მარა რაც არ უნდა იყოს, სულ რო ფლოტისთვის გაეცა ეგ ბრძანება, სამხედრო დანაყოფების მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებას, ყველა დასავლური ქვეყანა დაგმობდა და ყველა მათგანი ზურგს შეაქცევდა საქართველოს. იმაზე აღარ ვლაპრაკობ რო ეს სამოქალაქო ომის დაწყება იქნებოდა.

ვითომ აწყობს ეს საქართველოს და სააკაშვილს?
ვეჭვობ.

ამ პატარა პოსტის წაკითხვის შემდეგ, იმედია იმ ხალხის ნაწილი მაინც დარწმუნდება იმაში, რომ მაისის ამბოხი არ იყო გამოწვეული მიტინგის დაშლის ბრძანებით, რომლებიც აქამდე ესე თვლიდნენ.

ამ პოსტში დანარჩენ ვერსიებს (“რუსეთის მოწყობლი და დაფინანსებულიი ბუნტი” და “სააკაშვლის ხრიკი შიდა პროცესებიდან ყურადღების გადასატანად”) აღარ შევეხები და არც იმ ვიდეო ჩანაწერებზე ვისაუბრებ. ეგ ცალკე თემაა.

P.S. ვისთვისაც ჩემი პოსტი საკმარისად დამაჯერებელი არ ყოფილა და გაქვთ საკუთარი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: