ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

როგორ გავხდე ვინმე ისეთი

ფრედრიკ ბეგბედერი – როგორ გავხდე ვინმე ისეთი …

Mercedes

პატარები და ადვილად აღშფოთებადები ნუ წაიკითხავთ თუ შეიძლება.

გთავაზობთ პრიცესა დაიანას სიკვდილის ალტერვერსიას …

ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნეხვია . ბოლო უნდა მოვუღო. ყელში ამომივიდა after-shave-ით აშმორებული ბრიყვების აქეთ-იქით თრევა, თანაც უკანა სკამზე მუდამ კოკაინს ყრიან. გავიჭყიპე პასტისით და პროზაკით . არ მევასება მათი ბრაზილიური სერიალებიდან გადმოღებული თმის ვარცხნილობა . როგორ მივედი აქამდე ? აბა, მე რა ვიცი . პატარაობისას მეგონა, მთელი ცხოვრება წინ მქონდა. ეხლა, ერთი დიდი ხეპრე ვარ, მძღოლი გამოძახებით პარიზსა დამ მის გარეუნებში. ჩემს ქვემოთ რივოლის ქუჩა მიედინება. მივუყვები მდიდრების სახლებს ტუილრის ბაღის გასწვრივ. ეს ბაღი სავსეა დაჩამიჩებული ტურფებით, რომლებსაც ტელე-წამყვანები ჟიმავენ “რომეოს” კანაპეებზე . ჩემს უკან კლიენტი ქალი სიცილით სკდება, არ ვიცი, რა სისულელე უთხრა მისმა მუქკანიანმა ტიპმა “darling, ახალი ვეტმფრენი ვიყიდი ახალი გემისთვის, – თუ , ახალი გემი ვიყიდე ვეტმფრენისთვის? თუ ახალი თითფრინავი, აუზში 4X4-ით ვისრიალოთ?” . დედას გიტირებ, ახვარო . ჩაგაფსმევინებ. დავიღალე. აქსელერატორს ფეხს ვაჭერ, ლამის მივაჭყლიტო. მანქანის სარკეში ვაკვირდები მალულად. გაპუდრული ცხვირი ჟელატინწასმული თმები მოოქროვილი სამაჯური. აღარ გაათავებს კაკანს? მეგონა, ცხოვრება სიურპრიზებს მიმზადებდა, რაიმე შანსს მომცემდა. ნურას უკაცრავად. სიურპრიზები მდიდრების ხვედრია. ღარიბების ცხოვრებაში მოულოდნელი არაფერია, წინასწარ შეიძლება მისი მოყოლა. მომავალმა გვერდი ამიქცია. შეუხედავი ვარ, ცუდად მაცვია, უკნიდან მიჩითავენ სქელ კეფას, ხარივით კისერს, თვითონ კი ლამაზები არიან და საამო სურნელი ასდით, მათ ვეზიზღები . ქალი დამცინის, ნაღდად, მაგრამ ყველაფერს ბოლოს მოვუღებ… კონკორდის მოედანი . ლამაზი ქალაქია ღამით. ეს სიტყვებიც სხვისია, ჩემი არ გეგონოთ.
მე არაფერი მაბადია, ერთი ჩაშვებული ტიპი ვარ . ჩემნაირებს მუდამ გვერდს უვლიან, სახელით მიმართავენ, როგორც მსახურებს. ჩემი ცხოვრება კონკორდი მოედანს სულ არ ჰგავს. ვერასდროს ვიქნები მასავით კრიალა და მოელვარე. ეს ზედსართავები საჩემო არ არის. მე ვსვამ იმიტომ, რომ დავივიწყო, რომ სხვებმა დამივიწყეს. მნიშვნელობადაკარგული ცხოვრება… სიჩქარეს ვუმატებ, ყელში ამომივიდა გზის პირას ღოღვა. ღმერთსა ვფიცავ, დაიწყო . ქალმა არაბს შარვლის უბე შეუხსნა, პირში ჩაიდო. გეფიცებით, სარკეში ვხედავ. თუ შემამჩნიეს, რომ ვუყურებ, ალბათ უფრო აღიგზნებიან. ქალი წუწნის. კაცი კი ამასობაში კოკაინს ყნოსავს . ნეტა ჩაიხრჩონ ! მეყო, მეტის ატანა აღარ შემიძლია. რა ნახა ამ არაბში, მაყუთი? რატომ ჩემთვის არავის აულოკავს ყვერები ლიმუზინის უკანა სკამზე, ასეთი ცხოვრების დედაც!!! რატომ მიყურებს თანაგრძნობით ეს კახპა თავისი მელირებული თმებითა და გაბრუებული სუნამოთი “მეძგერე”. მძულს მდიდრების თავაზიანობა, მათი ღიმილი “თავიდან მომწყდი” , თითქოს გეუბნებიან, მათოხვარი, გონჯი მდაბიო ხარო.
რადიოში “სპაის გერლზის” Viva forever გაისმა. ხმას ავუწიე. ამ მანქანაში ყველაზე უინტერესო საგანი მე ვარ. არსაიდან წამოსული არსად მისასვლელად… სანაპირო გზებს მივუყვები . ბრიოლონით გაწეპილი კრეტინი განგებ ისე კვნესის, როგორც პორნო-ფილმის მსახიობი . არსაიდან წამოსული არსად მისასვლელად… მეც მყოლია ქალები, მაგრამ ისინი მახინჯები იყვნენ და ვერ ვართობდი. ვერაფრით ვაკვირვებდი. ნანობდნენ, რომ წამომყვნენ. არავის მოუსურვებია სიბერემდე ჩემთან დარჩენა (არც მე ვისურვებდი, სხვათა შორის). არავინ მყვარებია, ერთ ქალსაც კი არ გაუთავებია ჩემთან. სიყვარული ძალიან ძვირი ღირს. მე რას გავწვდები. მსუქანიც ვარ… საჭეს მოვუჭირე მძღოლის  ბანძი, ბანჯგვლიანი და ხორცსავსე თითები. მამაჩემი მიჩიჩინებდა, არაფრის მაქნისი ხარო, ჰოდა, მეც გავამართლე მისი სიტყვები. არც არსად მისწავლია – არ მეცალა, ტელევიზორს მივჩერებოდი, ვსვამდი, დრო გამყავდა. ერთადრთი გამოცდა მართვის მოწმობის ასაღებად ჩავაბარე (ისიც სამხედრო სამსახურის წყალობით).
რა საჭიროა ჩემნაირების არსებობა? ჩვენ გამოუსადეგარნი ვართ და ფეხებში ვებლანდებით სხვებს ამ პლანეტაზე ჩვენზე არ ლაპარაკობენ ჟურნალ “ვუასი”-ში. ჩემს დაკრძალვაზეც ბევრი არავინ მოვა. ღმერთო ჩემო, თუ არსებობ, ამიხსენი, რატომ მეცვა ყოველთვის ცუდად? ო, ნახე ! პირში გაუთავა. ნაძირალა! ქალი კიდე ცხვირსახოცში აფურთხებს. ვერ ჩაყლაპა. ისე, მართალია, ირანულ ხიზილალას რა შეედრება. მიცემით კი აძლევ, მაგრამ არაბის თესლის ჩაყლაპვა კი ნამეტანია, არა, ჩემო კახპავ? შეხედე ერთი რა ბედნიერები არიან . ფოტო გეგონება. არა უშავს, ვაზღვევინებ. ვიყავი ჩემთვის , “ბარ დე ლუბლიში “, დახლს დაყრდნობილი, ვწრუპავდი პასტისს, ვუზიარებდი რასისტულ აზრებს ჩემნაირ ბედკრულებს. უცებ, მობილურზე დამირეკეს. უნდა წამოვიყვანო, გავიზიარო მათი უმწიკვლო ბედნიერება ჩემი უღიმღამო წითელი სიფათით და თანაც მადლიერი დავრჩე?
გადამთლიელმა მოსვრილი თითები გაქერავებულ ქალბატონს თმებში შეუცურა. Viva forever. მოიცა ერთი! ცოტათი ნაკლები ამპარტავანი დარჩება ამქვეყნად, როცა ამ “ჯეთსოსაიტური” ანგელოზების სახეები დაფშვნილი მინით დაიფარება. ადრე თუ გვიან, ყველას გვეძლევა შანსი და ხელიდან არ უნდა გავუშვათ. აქამდე მე ასეთი შემთხვევა არ მქონია. დრეს ჩემი დარჩენილი ცხოვრების უკანასკნელი დღეა. ყველგან კარი მომიკეტეს, მაგრამ ამ საღამოს ბატონ-პატრონი მე ვარ . პირველად გამიჩნდა მიზანი: როცა სიცოცხელში არ გამიმართლა, სიკვდილში მაინც უნდა გამიმართლოს.
“მისტერ პოლ, you are driving too fast!“
აჰა! დამანდრაჟდა პრინცესა! ასეთ შემთხვევას ხელიდან ხომ არ გავუშვებ. ალმა მოახლოვდა. გვირაბში შევიჭერით საათში ორასი კილომეტრის სიჩქარით. მიდი, ჰე! საჭის ერთი მოტრიალება, დასაკარგი არაფერი მაქვს: კედელს ვასკდები. ჯანდაბამდეც გზა გქონიათ ყველას! მთელი მსოფლიო გამიცნობს .
დიდებული სიკვდილია, სასტუმრო რიცივით…
რა იცი, იქნებ 2000 წლამდეც დავრჩე ცნობილი.

5 responses to “როგორ გავხდე ვინმე ისეთი

  1. MIO January 12, 2010 at 5:39 PM

    O.o
    ვააახ რა მაგარი იყო ავღელდი
    და შემეცოდა მძღოლი :s

  2. dj-guro July 15, 2010 at 8:35 PM

    ჯიგრული პოსტია!

  3. electra March 6, 2011 at 7:45 PM

    viyavi am gvirabshi😀

  4. Jenar March 6, 2012 at 5:02 PM

    zann zazann psiqologiurad-magari postia sagoll ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: