ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Skyfish (Rod)

სკაიფიში

სკაიფიშები _ თხელი მოგრძო ობიექტები, რომლებიც იშვიათად ხვდებიან ვიდეო და ფოტოგადაღების კადრებში. მათი სიგრძე 5 სმ–დან რამდენიმე ათეულ მეტრამდე მერყეობს. აქვთ რაღაც გრძივი ფოჩებისმაგვარი “ნაწილები”. მათ კრიპტოზოოლოგები სწავლობენ.

ამ ობიექტების წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს.
ოპერატორების აზრით, ესენი ფრინველების გათხაპნილი გამოსახულებები, ლენტის დეფექტები, ან სულაც რამე მისტიკური არსებები არიან.

კრიპტოზოოლოგები მას ჯერჯერობით უცნობ სიცოცხლის ფორმად მიიჩნევენ რომელიც ისე სწრაფად დაფრინავს, რომ ადამიანის თვალი მას ვერ აღიქვამს.

უფოლოგები ამას ამო–ებთან აკავშირებენ.

პირველად, ეს ფენომენი როუზველში იყო შემჩნეული. უფოლოგი მეცნიერი ამოს გადაღების იმედით, აწარმოებდა გადაღებას და მის კადრში მოხვდა ღერძის მსგავსი, მაღალ სიჩქარეზე მფრენი ობიექტი. მაშინ ამ ფენომენის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამის შემდეგ, ხალხი უფრო და უფრო ხშირად ამჩნევდნენ ამ უცნაურ მოვლენას. ბევრი ფიქრობს რომ ეს გადაღების დეფექტია. ზოგი კი სერიოზულად თვლის, რომ ეს სიცოცხლის უცხო სახეობაა. ეს მრინავი არსებებია, რომლებსაც “მფრინავი ღერძები” დაარქვეს. ისინი ზებგერით სიჩქარით დაფრინავენ. დამეთანხმებით ალბათ, ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ ეს არსებები 10000 კმ/სთ–ით დაფრინავენ, მათი ზომა კი 5 სმ–დან რამდენიმე მეტრამდე იცვლებოდეს. ამ არსებების ფრთაშლილობა დაახლოვებით 30 სმ–ია (კვლევების და ვიდეოებზე დაკვირვებების თანახმად). ისინი მოოქროსფრო–მოყავისფრო ფერისები არიან. სავარაუდოდ ისინი გონიერი არსებები არიან: თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ნახეს “ღერძები” თუ როგორ დაფრინავდნენ წყვილებად, წრეებს უვლიდნენ ერთად რაღაცას, ან ერთი მიმართულებით მიფრინავდნენ, თითქოს საერთო მიზანი გააჩნდათ.

დროთა განმავლობაში გადაღებების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. დღესდღეისობით ბევრი “იმტვრევს თავს” იმისათვის, რომ გაიგოს რა არის ეს სინამდვილეში. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ტელევიზიებმა მოაწყვეს სპეციალურად, რათა მაყურებლები ეკრანს არ მოშორდნენ, ზოგი თვლის რომ ეს დედამიწაზე ახალი სიცოცხლის სახეა. თუ ეს ტელევიზიების მოწყობილია, მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ეს მფრინავი ღერძები ძალიან ბევრგანაა შემჩნეული? სკაიფიშების ყველაზე მკაფიო სურათები “მერცხლების გამოქვაბულში”–ა გადაღებული.
ზოგ შემთხვევაში, პარაშუტისტის ნახტომის დროს (ამ დროს, სანამ პარაშუტს გაშლის, მისმა სიჩქარემ შეიძლება 500 კმ/სთ–ს მიაღწიოს), სკაიფიშები მასთან ახლოს დაფრინავენ და ზოგჯერ წრეებს ურტყავენ პარაშუტისტებს ნახტომში.
ლვოვის ავიასალონზე (უკრაინა) კი Су-27–ის ვარდნის კადრებზე უცნაური საგნები შენიშნეს თვითმფრინავთან. რა იყო ეს, რაკეტის ფრაგმენტები თუ “მფრინავი ღერძები”? უფრო _ დიდი ზომის სკაიფიში. 11 სექტემბერს WTC–ის აღმოსავლეთ ცათამბრჯენის, ჩამონგრევამდე წამებით ადრე ერთ–ერთმა კამერამ სკაიფიშის მსგავსი ობიექტი დააფიქსირა.

სავარაუდოდ ეს იდუმალი არსებები ჩვენს პლანეტაზე უკვე მრავალი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ, უბრალოდ აქამდე არ ყოფილან ისეთი ადამიანები რომლებიც ამ საიდუმლოს ამოხსნას შეეცდებოდნენ.

სკაიფიშები შემჩნეული ჰყავთ არა მარტო მიწიდან, არამედ კოსმოსშიც. კოსმოსური ხოლმალდიდან გადაიღეს ვარსკვლავების ფონზე როგორ მიფრინავდნენ “მფრინავი ღერძები”. როგორ ავხსნათ ეს ფენომენი? მეცნიერები ამტკიცებენ რომ ხომალდთან არ შეიძლება ყოფლიკო მეტეორიტები ან სხვა უცხო სხეულები.

ზოგი თვითმხილველი ირწმუნება, რომ სკაიფიშებს საგნებში გასვლა შეუძლიათ. ამის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენს სურათი, სადაც “ღერძი” საცხოვრებელი სახლის სახურავში გადის. ე.ი. ეს არსება სივრცთშორისია. “მაგრა როგორ?” _ იკითხავთ თქვენ _ “როგორ შეიძლება ეს რომ მოხდეს? ეს ფიზიკის ყველა კანონს ეწინააღმდეგება”. კი, თეორიულად ეწინააღმდეგება, მაგრამ ფაქტი ფაქტია.

ამ ობიექტებზე დაკვირვების ისტორია 1994 წელს დაიწყო. როდესაც ა.წ. მარტში ძმებმა ხოსე და მანუელ ესკამილამ დაარეგისტრირეს გაურკვეველი ფენოენი, როდესაც ამო–ს “დაჭრერას” ცდილობდნენ კამერით მექსიკაში.

რა უნდათ მათ? რატომ იმალებიან? ეს არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის რომ ისინი ყველგან არიან.

როგორც ჩანს საქმე გვაქვს ფაუნის წარმომადგენლებთან მაგრამ საიდან გაჩნდნენ ისინი, არავინ იცის. მაგრამ იმისათვის რომ ეს უფრო კარგად გავარკვიოთ, საჭიროა დავიჭიროთ ერთი მათგანი მაინც.

5 responses to “Skyfish (Rod)

  1. hotkiller January 14, 2010 at 4:13 PM

    კაი სტატია იყო🙂 ბევრი გიწვალია როგორც ჩანს

  2. alice January 15, 2010 at 12:23 AM

    saintereso iko…magraam amo ro ikos ara mgonia😀

  3. zorbegi January 15, 2010 at 12:49 AM

    alice :

    saintereso iko…magraam amo ro ikos ara mgonia :D

    ამო გამოდის ჯერჯერობით ყველა ვარიანტში.

    მარა ამო არაა აუცილებელი რო უცხოპლანეტელების ხოლმალდი იყოს ან რაიმე კვაშირში იყოს მასთან. ყველა მფრინავი ობიექტი, რომლის ამოცნობაც არ ხერხდება (მიწიერი წარმოშობისაც და არამიწიერიც) ამო–ა _ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

  4. PePe January 16, 2010 at 5:23 PM

    პირველად გავიგე ამათ შესახებ : ს
    საინტერესო პოსტი იყო ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: