ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

მეცნიერებმა მკვდარი მატერია გააცოცხლეს

DNA/RNA

ნამდვილი სენსაციის გამომწვევი გახდა მსოფლიო მეცნიერებაში ინგლისის ქალაქ მანჩესტერის მკვლვარების ჯგუფის წარმატება.

მეცნიერებმა შესძლეს, ჩვეულებრივ, დედამიწის პირობებში, უმარტივესი, დედამიწაზე დიდი რაოდენობით არსებული ქიმიური ელემენტებისგან რნმ–ის (რიბონუკლეინის მჟავა _ აუცილებელი შემადგენელი ელემენტი ყველა ცოცხალ ორგანიზმში) მოლეკულის სინთეზირება. რნმ რიგი ფუნქციებით წააგავს დნმ–ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჯავა), თუმცა ბევრად მარტივ მოლეკულას წარმოადგენს. ამით, როგორც პოპულარული მეცნიერული ჟურნალი Nature აღნიშნავს, მეცნიერებმა პიველად შესძლეს ლაბორატორიაში არაცოცხალი მატერიისგან ცოცხალი მატერიის მიღება და გაიმეორეს მისი ბუნებრივი გაჩენა დედამიწაზე რომელიც დაახლოვებით 2.5 მლრდ წლის წინ მოხდა.

ჯერ კიდევ 1871 წელს უდიდესმა ინგლისელმა მეცნერმა ჩარლზ დარვინმა ივარაუდა, რომ დედამიწაზე ბიოლოგიური ცხოვრება გაჩნდა ე.წ. “ბულიონისგან”, როდესაც მომენტალური უძლიერესი ენერგიის გამოთავისუფლების რეზულტატში _ მეხის გავარდნით _ დაბალწყლიან და სხვადასხვა ქიმიური ელემენტებით, მათ შორის ფოსფატებით და აზოტშემცველებით დამთვერილ წყალსაცავებში წარმოიქმნა ბიოლოგიური სიცოცხლე. თუმცა 50 წლის განმავლობაში მეცნიერები ფერაფრით ახერხებდნენ დედამიწის კლასიკურ პირობებში სიცოცხლის საფუძვლის _ დნმ–ს “შექმნას”, აღნიშნავს Nature.

სიცოცხლის ხელოვნურ შექმნას, მანჩესტერელ მეცნიერებზე ადრე, მაქსიმალურად მიუახლოვდა ამერიკელი ბიოლოგი კრეიგ ვენტერი, რომელმაც განაცხადა, რომ მან წარმატებით შექმნა სინთეთიკური ქრომოსომა. თუმცა ის ერთ პრობლემას წააწყდა. კონსერვატიული მეცნიერების ჯგუფმა, რომლებიც სამეცნიერო ეთიკას იცავდნენ, მოწოდება გაავრცელეს ვენტერის კვლევებზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით.

3 responses to “მეცნიერებმა მკვდარი მატერია გააცოცხლეს

  1. me January 25, 2010 at 1:44 AM

    da gmerti sadaa, gmerti?

  2. HAMANN January 31, 2010 at 11:13 PM

    gveshvela zorbeg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: