ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ეგვიპტის ათი სასჯელი მეცნიერული თვალით

სასჯელი

იმის შესახებ, რომ ბიბლიაში, დიდი ნაწილი, რეალური ისტორიული ფაქტებია აღწერილი, უკვე არაერთხელ დაუწერიათ. თუმცაღა აქამდე “წიგნების წიგნს” ძირითადად მხოლოდ ისტორიკოსები და არქეოლოგები კითხულობდნენ. და აი, სულ ცოტა ხანია მისი კითხვა მედიკოსებმა და მიკრობიოლოგებმაც დაიწყეს. მათ საამისოდ საფუძვლიანი მიზეზები გამონახეს.

აშშ–ის შტატ კონექტიკუტის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ დროა ამის შესახებ ალაპარაკდნენ. ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი ვერ გადაწყვეტდნენ მეცნიერები თავიანთი კვლევების საზოგადოებისთვის გაცნობას, რომ არა ბოლო დროს გახშირებული უბედურებები. უცბათ, საიდანღაც გაჩნდა აფრიკული ვირუსი ებოლა, ბრიტანეთში ძროხები ცოფით ავადდებიან, ამერიკულ ხორბალში შხამიანი სოკო გაჩნდა…
“ყველაფერი ეს _ ვარაუდობს პროფესორი მარი, როელმაც თავის კოლეგებთან ერთად ჩაატარა მოცემული კვლევა _ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ეგვიპტის 10 სასჯელს. ერთიც და მეორეც, შესაძლოა ერთი და იგივე ბუნებრივი და არა არაბუნებრივი წარმომავლობის იყოს”.

გადმოცემებში მოვლენები ზუსტად და თანმიმდვრობითაა აღწერილი _ თვლიან მეცნიერები. უბრალოდ მათი სწორი ინტერპრიტირებაა საჭირო. მოსე და აარონი სთხოვენ ფარაონს, რომ მან გაათავისუფლოს ებრაელები. ფარაონს კი ამის გაგონებაც არ სურს. მაშინ აარონი იღებს კვერთხს, დაარტყავს მდინარის წყალს და ის სისხლად იქცევა. რაც მდინარეში თევზის და სხვა სიცოცხლის სიკვდილს იწვევს. ადამიანები კი წყალს ვეღარ სვამენ.
ეს იყო პირველი სასჯელი. მაგრამ ფარაონის აზრი ვერ შეცვალა. მაშინ ღმერთმა ეგვიპტეს მეორე სასჯელი მოუვლინა _ ბაყაყების შემოსევა. ბაყაყები შედიოდნენ ეგვიპტელების სახლებში, საცხობებში… ყველგან. ორივე სასჯელი კავშირშია ერთმანეთთან _ ვარაუდობენ მეცნიერები _ მეორე გამომდინარეობს პირველიდან. ორივეს ახსნა ძალიან ადვილია ბუნებრივი მიზეზებით. სისხლიანი წყალი მდინარეში _ ესაა ყველასათვის ცნობილი მიკროწყალმცენარეები, რომლებიც მართლაც სახიფათოა ყველაფერი ცოცხალისათვის. ისინი წყლიდან ჟანგბადს იწოვენ და მასში შხამს უშვებენ. თევზი ამას ვერსად გაექცეოდა და ისინი დაიღუპნენ. ქვეწარმავლები, მათ შორის ბაყაყებიც, ამოძვრნენ მდინარიდან ირგვლივ გამრავლდნენ სხვა წყლის ძიებაში, რამეთუ მის გაეშე ისინიც დაიხოცებოდნენ.

ფარაონმა რო ეს დაინახა, აარონს ბაყაყების მოშორება სთხოვა, სანაცვლოდ კი ებრაელი ხალხის გათავისუფლებას შეჰპირდა. აარონმა გააქრო ბაყაყები. მაგრამ ფარაონს დანაპირები არ შეუსრულებია.

მაშინ ღმერთმა ხალხს და პირუტყვს მუმლი შეუსია. “ეს მოსალოდნელიც იყო” _ ამბობენ მკვლევარები. ბაყაყები აღარ იყვნენ რომ მწერები ეჭამათ, ისინი კი ბაყაყების და თევზების ხრწნად ნარჩენებში მრავლდებოდნენ. გადმოცემაში არის ერთი დეტალი, რომლითაც შეიძლება იმის დადგენა თუ რა ტიპის მუმლი იყო ეს. როდესაც აარონმა კვერთხი მიწას დაარტყა, მტვერი გადაიქცა მუმლად. აქ საუბარია კულიკოიდის სახეობაზე. ისინი საკმაოდ აგრესიული კოღოები არიან, რომლებიც კვერცხებს მტვერში დებენ. მათი ჭუპრები კი ხრწნადი ორგანიზმების მინერალური ნარჩენებით იკვებებიან.

იგივე წარმოშობის იყვნენ სხვა მწერებიც რომლებიც მე4 სასჯელის სახით მოევლინა ეგვიპტეს. და რადგანაც ფარაონი ამას არ შეუშინებია, მას მე5 მოჰყვა _ ჭირი, რომელმაც მთელი პირუტყვი დახოცა.

დოქტორმა მარმა გადაქექა ყველა სახელძღვანელოები სადაც აღწერლი იქნებოდა დაავადებები, რომლებიც კულიკოიდურ კოღოებს გადააქვთ. და იპოვა არა ერთი, არამედ _ ორი: აფრიკული ცხენის ავადმყოფობა და “ცისფერი ენა” _ მძიმე ვირუსული დაავადება რომელიც სისხლის მიმოქცევის სისტემას უზიანებს ცხვრებს და მსხვილფეხა საქონელს.

ამ დაავადებებმა მოკლა ეგვიპტელების საქონელი. ებრაელების კი გადარჩა, ისინი სხვა საძოვარზე იკვებებოდნენ და იმიტომ. ჰესემის მიწა ფარაონის მიწებიდან 150 კმ–ის მოშრებით იყო და კოღოებს თავიანთი პატარა ფრთებით არ შეეძლოთ იქამდე მიფრენა.

ფარაონი მაინც ჯიუტობდა და მაშინ ქვეყანას მე6 სასჯელი დაატყდა თავს რომელიც მუწუკებიან შეშუპებაში გამოიხატებოდა და რომელიც დარჩენილ პირუტყვს და შემდეგში ადამიანებს მოედო. “ეს იყო ყველასათვის კარგად ცნობილი ქოთაო (Glanders), _ ვარაუდობენ მკვლევარები. _ ამ დაავადების აკიდება შეიძლება ბუზებისგან, ბაქტერიების გადამტანებისგან, ჭუჭყიანი და არადეზინფიცირებული საჭმლისგან და წყლისგან. ქოთაო პირველად არისტოტელემ აღწერა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 330 წელს. ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში ის უფრო ადრეც იყო ცნობილი”.

მე7 სასჯელი წინებთან არაა კავშირში, მაგრამ არც მასშია რამე ზებუნებრივი. სეტყვა, რომელმაც ნათესებს ანადგურებს, დროდადრო ეხლაც ცვივა მიწაზე. თან “წიგნთა წიგნში” მოყვანილია საინტერესო ფაქტი: სეტყვამ უფრო ადრინდელი ნათესები გაანადგურა, გვიანდელები კი ხელუხლებელი დარჩა. მაშ ასე, ბუნების კანონები არც აქ დარღვეულა.

შემდეგი, მე8 სასჯელი _ სარანჩის შემოსევა, რომელიც სეტყვისგან გადარჩენილ ნათესებს ანადგურებს. აქაც არაფერი ზებუნებრვი არაა _ სარანჩა დღესაც ესევა სამხრეთის ქვეყნებს და დიდ ზიანს აყენებს მიწათმოქმედებს.

მეცხრე სასჯელი _ მზის დაბნელება, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მთელს ეგვიპტეში. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ეს გამოწვეულ იქნა სადმე ახლო–მახლო ვულკანის გრანდიოზული აფეთქებით, ვთქვათ, კუნძულ სანტორინზე ეგეოსის ზღვაში. აფეთქება მართლა მოხდა 3500 წლის წინ და ფერფლით დაფარა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი. თუმცა მარი სხვა ახნსნას ვარაუდობს _ ქვიშის ქარიშხალი. ზუსტად ასეთი სიბნელე იხსენიება იმ დროში დაწერილ პაპირუსზე.

მაშ ასე, ასახსნელი დარცა მხოლოდ მე10 სასჯელი _ ყველა პირველი შვილის სიკვდილი დაწყებული ფარაონის შვილიდან, დამთავრებული უბრალო მონის შვილით და პირველდაბადებული პირუტყვით. მკვლევარები ამ ამოცანასაც ეჭიდებიან. ისინი იხსენებენ რვა ბავშვის უეცარ სიკვდილს კლივლენდში. ბავშვები დაიღუპნენ იმიტომ, რომ მათ სარდაფში გაჩნდა შავი შხამიანი სოკო. ანალოგიური შემთხვევა შეიძლება მომხდარიყო ეგვიპტეშიც. სამი დღის დამშეული ხალხმა მიაღწიეს ბეღლებამდე, სადაც ამ დროის განმავლობაში სიბნელეში სოკო იყო გამრავლებული და უკვე მათ ელოდებოდა. მან პირველ რიგში დარტყმა ყველაზე სუსტებს მიაყენა _ თოთო ბავშვებს,მათ შორის რათქმაუნდა , არამარტო პირველდაბადებულებს. ეს უვკე ხალხის გამოგონილი ლეგენდაა…

აირს კიდევ მეორე ახსნაც: სარანჩის ფეკალიებმა გამოიწვიეს ნათესების ტოქსიკურობა. იმ დროს კი უფროს შვილებს უფრო მეტს აჭმევდნენ. შესაბამისად უფროსებმა მეტი ტოქსიკური ნივთიერებები მიიღეს ორგანიზმში და ამისგან დაიღუპნენ.

თუმცა შეიძლება რომ ამდენი უბედურება ერთბაშად დაატყდეს თავს ერთ სახელმწიფოს? გამოცდილება და ისტოია გვიჩვენებს რომ სტიქიური უბედურებები და ეპიდემიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად ხსნიან რელიგიურ წიგნებში აღწერილ მოვლენებს მეცნიერული თვალსაზრისით და ყველაფერი თითქოს და ემთხევა. მაგრამ უდიდეს საკითხად რჩება ისეთი კითხვები, როგორებიცაა: როგორ გაჩნდა ეს სამყარო? რა არის ცხოვრების აზრი? უსასრულოა თუ არა სამყარო? და ა.შ.

7 responses to “ეგვიპტის ათი სასჯელი მეცნიერული თვალით

  1. acho January 24, 2010 at 1:58 AM

    sagol zorbeg ai lov iu a 😀
    f

  2. Bone.D January 24, 2010 at 1:53 PM

    midi zorbveeeb (rock)

  3. egoisthedgehog January 25, 2010 at 3:28 AM

    xoda erti kitxva maqvs rogor iqca mdinare sisxlad?

    • zorbegi January 25, 2010 at 2:58 PM

      სისხლი არ იყოო. წყალი გააწითლა წითელმა წყალმცენარეებმა.

  4. silentium April 14, 2010 at 2:30 PM

    eg mcenareebi akamde sad iyvnen?

  5. bergman88 August 28, 2011 at 10:54 AM

    ebrauli zgaprebia dzveli agtqma ro danarcheni xalxebi daajeron mat gvtaebriv warmomavlobashi

  6. მარიამი August 29, 2012 at 7:46 PM

    10 სასჯელის ახსნა სრული სისულელეა, დანარჩენები ნაწილობრივი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: