ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

კურიოზული შემთხვევა ესპანეთის სანაპიროსთან

U.S.S. Lincoln

წყაროს თუ დავუჯერებთ რეალური ამბავია. ეს დიალოგი 1997 წლის 16 ოქტომბერს დაფიქსირებულა ამერიკელებს და ესპანელებს შორის “ზღვაში ექსტრემალური სიტუაციების” სიხშირე 106–ზე ფინისტერას (ჰალიცია) ყურეში.

ესპანელები:
(ხარვეზები უკანა ფონზე) … ლაპარაკობს А-853, გთხოვთ, მოუხვიეთ 15 გრადუსით სამხრეთისკენ, რათა თავიდან აიცილოთ ჩვენთან შეჯახება. თქვენ პირდაპირ ჩვენზე მოემართებით, მანძილი 25 საზღვაო მილი.

ამერიკელები:
(ხარვეზები უკანა ფონზე) … გირჩევთ მოუხვიოთ 15 გრადუსით დასავლეთისკენ, რათა თავიდან აიცილოთ ჩვენთან შეჯახება.

ესპანელები:
პასუხი უარყოფითია. ვიმეორებთ, შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მოუხვიეთ 15 გრადუსით სამხრეთისკენ.

ამერიკელები (სხვა ხმა):
თქვენთან ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდის კაპიტანი. მოუხვიეთ 15 გრადუსით ჩრდილოეთით რათა თავიდან აიცილოთ შეჯახება.

ესპანელები:
ჩვენ თქვენს წინადადებას არც შესაძლებლად ვთვლით და არც ადეკვატურად. გირჩევთ მოუხვიოთ 15 გრადუსით სამხრეთით, რათა არ შეგვეჯახოთ.

ამერიკელები (მაღალი ტონით):
თქვენთან ლაპარაკობს კაპიტანი რიჩარდ ჯეიმს ჰოვარდი, აშშ–ს სამხედრო საზღვაო ძალების, ზომის მიხედვით რიგით მე–2 ავიამზიდ USS LINCOLN–ის მეთაური. ჩვენ გვახლავს 2 კრეისერი, 6 გამანადგურებელი, 4 წყალქვეშა ნავი და მხარდაჭერის მრავალი ხომალდი. მე თქვენ არ გირჩევთ, მე გიბრძანებთ შეცვალოთ თქვენი კურსი 15 გრადუსით ჩრდილოეთისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ მივიღოთ ყველა საჭირო ზომა ჩვენი ხომალდის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. დაუყოვნებლივ გაგვეცალეთ კურსიდან!!!

ესპანელები:
თქვენთან ლაპარაკობს ხუან მანუელ სალას ალკანტარა. ჩვენ 2 კაცი ვართ აქ. ჩვენ თან გვახლავს ძაღლი, ვახშამი, 2 ბოთლი ლუდი და იადონი, რომელსაც ამ მომენტში სძინავს. ჩვენ მხარს გვიჭერს რადიოსადგური “Cadena Dial de LaCoruna” და არხი 106 “ექსტრემალური სიტუაციები ზღვაში”. ჩვენ არ ვაპირებთ არსად გადახვევას, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვიმყოფებით მიწაზე და ვართ ესპანეთის გალიციის სანაპიროს ფინისტერას ყურის შუქურა А-853. ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს მერამდენე ადგილზე ვართ ესპანეთის შუქურებს შორის. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა ზომა, რასაც კი საჭიროდ ჩათვლით, თქვენი ხოლამდის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რომელიც ნაკუწებად დაიმსხვრევა კლდეებთან შეჯახებისას. ამიტომაც, კიდევ ერთხელ, დაჟინებით გირჩევთ გააკეთოთ ყველაზე გააზრებული ქმედება: შეცვალეთ კურსი 15 გრადუით სამხეთ მიმართულებით, რათა თავიდან აიცილოთ შეჯახება.

ამერიკელები:
ოკ, მიღებულია, გმადლობთ.

8 responses to “კურიოზული შემთხვევა ესპანეთის სანაპიროსთან

  1. balaxa January 22, 2010 at 4:19 PM

    lol. magari iko.

  2. mariii January 23, 2010 at 8:27 PM

    zaaaaaan magarii iiyooo = ))))

  3. bunchulpunk March 6, 2010 at 2:32 AM

    ეს არის მეგა LoooL შემთხვევა😀 სულ ვიცინი ხოლმე

  4. Kate_AlukaЯD March 6, 2010 at 2:35 AM

    auuuuuuuuuuuuuuuuuu daglijaaaaaaaaaaaaaa :D:D:D:D:D

  5. zangura August 30, 2011 at 4:50 PM

    hahahaaaaaaaaaa😀😀😀😀 sagol zorbeg😀

  6. chiko May 20, 2014 at 11:11 AM

    იადონს ამ მომენტისთვის სძინავს :)))

  7. Ika October 29, 2016 at 11:13 PM

    espanelebi magari sastavia.. sheusrules amerikelebs :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: