ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

დემოკრატია ანტიხალხურია

იმ დღეს ვსხედვართ მე და ჩემი ძმაკაცები და თან არაქისს ვჭამთ,ტან ლუდს შევექცევით. აღარ მახსოვს რაზე ვლაპრაკობდით მარა ერთ–ერთმა მკითხა: იცი საბჭოთა ლექსიკონში როგორაა დემოკრატია განმარტებულიო? ნუ რა გასაკვირია, რო არ ვიცოდი და ძმაკაცმა მიპასუხა: ყველაზე უაზრო წყობა…
გავიდა ერთი–ორი დღე და თავში ამომიტივტივდა ეგ დიალოგი. გადავწყვიტე გადამემოწმებინა. გამოვაღე კარადა და გამოვაძრე დანესტიანებული წიგნი: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტომი 3. დავიწყე ძებნა. ვიპოვე დემოკრატია და რას ვკითხულობ:


(სტილი დაცულია)
დემოკრატია (ბერძნ. demokratia _ ხალხის ძალაუფლება. ისტ. მოვლენაა, იცვლება საზოგადოების განვითარებასთან, სოც–ეკონ. ფორმაციების შეცვლასთან ერთად. ექსპლუატატორუს სახელმწიფოში . მხოლოდ გაბატონებული უმცირესობებისათვის არსებობს და ფაქტობრივად ანტიხალხურია.
სახელმწიფოს სხვა ფორმებისაგან (დესპოტია, ავტოკრატია და სხვ.) განსხვავებით, –ს ახასიათებს შემდეგი ნიშნები: უმცირესობის დამორჩილება უმრავლესობისადმი, მოქალაქეთათვის ფართო პოლიტ. და სოც. უფლებებისა და თავისუფლების მინიჭება, სახელმწიფოს ძირითადი ორგანოების არჩევითობა ხალხის მიერ, კანონის უზენაესობის აღიარება და სხვ.
ბურჟ. . აღმოცენდა, როგორც კაპიტალიზმის ეკონ. სისტემის პოლიტ გამოხატულება. ფეოდ. პოლიტ. წყობილებასთან შედარებით, იგი პროგრესული მოვლენა იყო. მან შექმნა პროლეტარიატის მოძრაობისა და ორგანიზების შედარებით ფართო შესაძლებლობანი და, თუმცა –ის პრინციპებს _ მოქალაქეთა “თავისუფლებას”, მათ “თანასწორობას” კანონის წინაშე და სხვ. _ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, იგი მაინც გარკვეულ სოც. ღირებულებას წარმოადგენდა. ბურჟ. . არსებითად მანკიერია, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს წამოყენებული პრინციპების განხორციელებას, შენიღბული ფორმით განამტკიცებს ფაქტობრივ, ეკონ. უთანასწორობას კაპიტალისტებსა და მშრომელებს შორის და ამით ხელს უწყობს ბურჟ. კლასობრივ ბატონობას.
ჭეშმარიტი დ. მარტოოდენ სოციალ. წესწყობილების პირობებში მყარდება. სოციალ. –ის დროს დემოკრ. დაწესებულებების, კანონებისა და სხვ. ფორმა და შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს. მისთვის დამახასიათებელია პოლიტ. უფლებებისა და თავისუფლებათა რეალური ხასიათი, მათი განხორციელების გარანტია. სოციალ. –ს ახასიათებს მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობების ერთიანობა, წარმომადგენლობით დაწესებულებათა სრულუფლებიანობა, ერებისა და ეროვნებების თანასწორუფებიანობა,სოციალ. ინტერნაციონალიზმი და სხვ. სოციალ. –მ გაიარა განვითარების ორი ეტაპი: პროლეტ. ., როგორც მუშათა კლასის დიქტატურის სახელმწიფოს ფორმა კაპიტალიზმიდან სრულ სოციალიზმამდე გადასვლის პერიოდში და საერთო–სახალხო ., როგორც საერთო სახალხო სახელმწიფოს ფორმა განვითარებული სოციალ. საზბის ეპოქასა და კომუნიზმის მშენებლობის პერიოდში. თავისი განვითარების ყველა ეტაპზე, სოციალ. დ–ს კლასობრივ–პროლეტარიული ბუნება და მიამრთულება აქვს.  სკკპ პროგრამით აღიარებულია, რომ კომუნიზმის მშენებლობის პერიოდში სოციალ. –ის შემდგომი განვითარება და სრულყოფა, ყველა მოქალაქის აქტ. ონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში, სამეურნეო და კულტ. მშენებლობის ხელმძღვანელობაში წარმოადგენს საბჭ. სახელმწიფოებრიობის განვითარების მთავარ მიმართულებას. ამ ამოცანის განხორციელების თავარი პირობაა სახალხო დეპუტატების საბჭოების როლის ზრდა, უმნიშვნელოვანესი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღებაში მშრომელთა მონაწილეობის გაფართოება, სახელმწ. აპარატის მუშაობის გაუმჯობესება, სოციალ. კანონიერებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო განმტკიცება და სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელებაში მშრომელთა საზ. ორგანიზაციების როლის ამაღლება.როგორც სკკპ XXV ყრილობაზე აღინიშნა, სოციალ. დემოკრატიზმის პიროვნების თავისუფლების პრინციპების სრულყოფილად განხორციელება გულისხმობს საზ. დისციპლინის განმტკიცებას, ყველა მოქალაქის მიერ თავისი ვალის მოხდას საზ–ბის წინაშე, რადგან დისციპლინისა და მტკიცე საზ. წესრიგის გარეშე . შეუძლებელია. –ს განვითარების კანონზომიერ პროცესს მეცნ. საფუძველზე წარმართავს კომუნისტური პარტია.
სოციალ. –ის ფორმები მრავალფეროვანია. მსოფლიო სოციალ. სისტემის ქვეყნებში სახელმწ. და საზ.–პოლიტიკურმა მშენებლობამ გამოავლინა სოციალ. –ის მთელი რიგი სპეციფ. თვისებები, ორგანიზაციისა და ფუნქციონირების ხერხები და ამავე დროს შეინარჩუნა მისი ძირითადი, არსებითი ნიშნები.
სსრკ პროფკავშირების XVI ყრილობაზე ლ. ი. ბრეჟნევმა აღნიშნა: “სოციალიზმი და დემოკრატია განუყოფელია. კომუნიზმს რომ ვაშენებთ, ჩვენ სულ უფრო ფართოდ განვავითარებთ დემოკრატიას.რა თქმა უნდა, საქმე ეხება სოციალისტურ, ანუ ისეთ დემოკრატიას, რომელი მოიცავს სოციალურსაც, პოლიტიკურსაც, ეკონომიკურ სფეროებსაც, ისეთ დემოკრატიას, რომელიც უწინარეს ყოვლისა სოციალურ თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობას უზრუნველყოფს”.
სსრკ 1977 წლის კონსტიტუცაში, რ–იც მომწიფებული სოცალიზმის ეპოქას ასახავს, საკანონმდებლო წესით არის განმტკიცებული სოციალ. –ის შედგომი განვითარება, პიროვნების უფლებათა გაფართოება, მშრომელთა აქტიური მონაწილეობა ქვეყნის ცხოვრების მართვაში საერთო–სახალხო სახელმწიფოს პირობებში.
კომუნიზმის აშენების შემდეგ, მის უმაღლეს ფაზაში სოციალ. . შეიცვლება ე.წ. არაპოლიტიკური –ით _ კომუნისტური საზოგადოებრივი თვითმმართველობით.
. ნიშნავს აგრეთვე საზ. ორგანიზაციებისა და შრომითი კოლექტივების საქმიანობისა და მართვის წესს, რაც გამოიხატება მათი ხელმძღვანელი ორგანიზაციების არჩევითობასა და ანგარიშვალდებულებაში, უმრავლესობის გადაწყვეტილებისადმი უმცირესობის დამორჩილებაში და ა.შ. (მაგ., შინაპარტიული ., საწარმოო ., საკოლმეურნეო .).

ლიტ.: Ленин В.И., О советской социалистической демократии, 2 изд., М., 1967; ინწკირველი გ., სოციალიზმი და დემოკრატია, თბ., 1970; ჩხიკვაძე ვ., სახელმწიფო, დემოკრატია, კანონიერება, თბ., 1973.
გ. ინწკირველი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: