ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

დამსახურებული პენსია

pension
6 წელი მემსახურა…

ხან ყავა, ხან ლიმონათი, ჩაი, რძე, კაკაო, ლუდი, წყალი, ღვინოც კი… და რავი…
მერე პატარა ნაწილი ჩამოსტყდა. მერე მეორე, მესამე მეოთხე… ბოლოს ბზარიც გაუჩნდა… მაგრამ მაინც მედგრად იყო. რაც შეეძლო მემსახურებოდა… დღეს კი ვეღარ გაუძლო და გააპარა😦
მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც რაც შეეძლო აკავებდა ცხელ ყავას და ნორმალურად დალევის საშუალება მომცა…

გული დამწყდა…
21 წლის ვხდები მალე და ჭიქაზე მწყდება გული… იდიოტი ვარ? :ჰუჰ:
რა ვქნა, მიყვარდა. 10 წელი იყო ჩემს საკუთრებაში. დაბადების დღეზე მაჩუქა ძმაკაცმა… მარა მაშინ დიდი იყო ჩემთვის და აქედან არ ვსვამდი ჩაის. მერე ის ჭიქები პატარად მომეჩვენა და ეს გამოვიღე კარადიდან. იმის მერე, რასაც კი შიგ ვასხავდი ყველაფერს იტადა და არაფერზე დაუწუწუნია.
განსაკუთრებით ზამთარში უწევდა ხოლმე ბევრი მუშაობა. როდესაც კომპიუტერთან ვიყინებოდი და გასათბობად თითქმის ყოველ ერთ საათში ახალ–ახალ ცხელ ყავას ან კაკაოს ვიკეთებდი ხოლმე.
და აი დღეს, ესეთი გმირული საქციელის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ დამსახურებულ პენსიაზე გავუშვა, მანამ სანამ ტრაგიკულად დაღუპულა. მე ის ყოველთვის მემახსოვრება.

მე კი ისღა დამრჩენია ღირსეული შემცვლელის ძებნა დავუწყო და ვიმედოვნო, რომ ისიც ამაზე არანაკლებ სამსახურს გამიწევს.

ჭიქა

8 responses to “დამსახურებული პენსია

  1. თინი February 3, 2010 at 6:14 PM

    აუ,ჭიქების ამოჩემება მჩვევია მასე ზუსტად :დ
    ერთი ჭიქა მაქვს უკვე მერამდენე წელია ))

  2. Hot killer February 4, 2010 at 7:36 PM

    Cemi zeg xdeba 6 wlis😀

  3. Jessie February 9, 2010 at 6:18 PM

    me chemi chika machuqes 6 wlis rom viyavi da aqamde girseulad memsaxureba anu gamodis 18 weli ra .. uime deda

  4. egoisthedgehog February 13, 2010 at 4:03 AM

    me tviTon viyide chiqa ise momwonda tavsaxuric hqonda da kompiuteris klaviaturaze wveni agar meqceoda xolme xoda chema dam gamatbobelze dadga da yava rom mominda da wyali chavasxi daishala😦 ara da ra sayvareli iyo. saxelic ki hqonda😦

  5. zorbegi February 13, 2010 at 5:25 PM

    egoisthedgehog :

    me tviTon viyide chiqa ise momwonda tavsaxuric hqonda da kompiuteris klaviaturaze wveni agar meqceoda xolme xoda chema dam gamatbobelze dadga da yava rom mominda da wyali chavasxi daishala :( ara da ra sayvareli iyo. saxelic ki hqonda :(

    პლასტმასის იყო? =))

  6. Kate_AlukaЯD February 14, 2010 at 1:16 AM

    vaime zu viziareb dzalian mewyina :((( me michveuli var mag tkivils😀 yvela chiqa mivamsxvrie😀 ici ra mchirs? ai chiqa rom mimaq magidisken gzashi vitishebi da xels vushveb xolme😀 axla gamdzle chiqa maqvs erti ori tvela😀 4 jer damivarda ukve da arc ki gabzarula😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: