ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

გაუთავებელი აქციები

მანიფესტაცია
მოკლედ, რა ხდება…
დღითი დღე იმატებს ნოღაიდელისნაირი “პატრიოტების” რიცხვი საქართველოში, რომლებიც რუსებთან დაძვრებიან და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის გარეშე რუსებთან ღია მოლაპარაკებების მომხრეები არიან, ან უკვე აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს. ეს ტენდენცია მე ძალიან მაშინებს. ექსპერტები თვლიდნენ რომ მასობრივ და სერიოზულ ხასიათს არ მიიღებდა რუსეთთან დაახლოვება, მაგრამ მგონი შეცდნენ. ეხლა კიდე ახალი მემარჯვენეების საჩხერის რაიონული ორგანიზაცია გადავიდა ნოღაიდელის მხარეს…
ეგენიც მოისყიდეს? თუ დაავიწყდათ რა მოხდა 2 წლის წინ აგვისტოში?! ან იქნება ის სიტყვები არ გაუგიათ როდესაც ლავროვმა თქვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას არ ვაპირებთ არავითარ შემთხვევაშიო? მაშინ რა უნდათ, რას მოითხოვენ ნოღაიდელი, დავითაშვილი, კუკავა???
ეხლა კიდე აქციების გამართვაც მოინდომეს… შარშან აპრილის აქციებზე ნოღაიდელს რო არც მიასუნინეს, ეხლა უკვე თვითონ აანონსებს მათ… თურმე 9 აპრილს დაიწყებენ ისევ… “და თუ არჩევნები გაყალბდება იბრძოლებენ ისე, როგორც სააკაშვილმა იბრძოლა 2003–ში”.
ხალხო, ვინმეს ეპარება ეჭვი იმაში, რომ ვინც არ უნდა წამოაყენონ მერობის კანდიდატად ოპოზიციურმა პარტიებმა, უგულავას ვერ მოუგებს?!
ანუ, თუ გაიმარჯვებს (რომ გაიმარჯვებს) უგულავა, დაიწყება მასშტაბური აქციები და უბედურება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კიდე ჩორტ ივო ზნეტ. აღარ გვეყო? ან აქამდე რას მიაღწიეს ამ აქციებით, ან მერე რას მიაღწევენ? რისი იმედი აქვთ?
ყველაზე ძალიან არ მომწონს 26 მაისს დაგეგმილი “აქცია–გაფრთხილება”. რა ვქნა, მიყვარს სამხედრო აღლუმები და არანაირად არ მიყვარს აქციები.
იტყვით ეხლა რა გეაღლუმება როცა საქართველოს ამხელა ტერიტორიაა ოკუპირებულიო (დაკარგულს შეგნებულად არ ვამბობ). დიახაც, მეაღლუმება. დაინახონ ღრუსებმა რომ ჩვენი არმიის განადგურება ვერ შესძლეს, როგორც ამას აცხადებდნენ, და მეტიც _ ის დღეს იმაზე ბევრად ძლიერია ვიდრე 2 წლის წინ იყო (სხვათაშორის ამაზე რუსი ექსპერტების აზრსაც გადავაწყდი რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში რომლებიც ჩემს ნათქვამს ადასტურებენ).
მაგრად ტეხავს ამდენი აქცია. პირველ რიგში სხვა რო არაფერი, ქვეყნის იმიჯს ვნებს _ საქართველოს უქმნის არასტაბილური ქვეყნის სახეს. მერე რა გეაქციება, როცა მტერი 25 კილომეტრში გყავს და ერთი სული აქვს რამე პატარა არეულობა მოხდეს საქართველოში, რომ მაგით ისარგებლოს. და ყველამ კარგად ვიცით რო ისარგებლებს და როგორც ისარგებლებს. გავიარეთ ეგ სცენარი 21 წელს. ქვეყნის ეკონომიკურ ზარალზე ხო აღარ ვლაპარაკობ ამ აქციების დროს. რამდენი ფული დაიკარგა ე.წ. აპრილის აქციების პერიოდში?
გამოდიან, ხალხის აზრს გამოვხატავთო და სულ ფეხებზე ჰკიდიათ, ის რომ სადაც აქციებს მართავენ, იმ უბანში ხალხი წუხდება _ ამხელა საქმეს ვაკეთებთ, მაგათთვის ვწვალობთ ისევ და მაგათ პატარა შეწუხებაც ვეღარ აუტანიათო… თუ ვინმე ამ აქციებით შეწუხებული მივა რო თავისი აზრი გამოხატოს ამ აქციებზე, სააკაშვილის ან ვანოს მოსყიდულად ნათლავენ ეგრევე და დედ–მამის გინებით უკან ყრიან.
მე მგონი მოგვიწევს წელსაც ამ ყველაფრის თავიდან გავლა.
ნუ ზოგი, როგორც ჩანს დაჭკვიანდა და აქციებს აღარ გეგმავს. ყოველ შემთხვევაში აფიშირებას მაინც არ უკეთებს ესე ხმამაღლა.

საიდან დავიწყე და სად მივედი… მოკლედ, ეს ისაა რისი თქმაც მინდოდა. ყველაფერი ვერ ჩამოვაყალიბე, ზოგი გამომრჩა, მარა მგონი საბოლაოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. ერთადერთი იმედს ვინარჩუნებ რომ თუ რუსთაველი გადაკეტილი იქნება, აღლუმს სხვაგან ჩაატარებენ (მაგალითად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე) და რომ აქციები დიდხანს არ გაგრძელდება. ყელშია უბრალოდ და მეტი არაფერი.

მსგავსი სტატიები:
რუსეთის ანტიქართული პროპაგანდა, მაისის სამხედრო ამბოხი, ინტერვიუ სპეცრაზმელთან, 2009 წლის პოლიტიკური ტყუილები

3 responses to “გაუთავებელი აქციები

  1. Hot killer February 4, 2010 at 7:35 PM

    daglil virs ra unda vabshe / ?😀

    mara arc misha mevaseba me :S

  2. bunchulpunk March 9, 2010 at 9:11 PM

    ეს მთავრობა არ მომწონს, მაგრამ უკეთესი ნამდვილად არ მოვა რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც დიადმა ზორბეგმა თქვა მართლა ყელშია ამდენი აქციები, შევწუხდით ბატონო, თან კარგი სისტემა აქვთ, ან მათთან ხარ, ან ქვეყნის გამყიდველი ხარ, უნამუსო, უტვინო ან კორუმპირებული, სააკაშვილით საქართველო არც წყება და არც მთავრდება, არც ერთი ოპოზიციონერის გაკეთებული საქმე არ მახსოვს, არც იდეა რამე ნორმალური

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: