ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ლემურია

Lemuria

ლემურია _ მითიური კუნძული (ან კონტინენტი) ინდოეთის ოკეანეში. ლემურია, როგორც მიწა განვითარებული ცივილიზაციით, ინდოეთის ოკეანეში, მოხსენიებულია სხვადასხვა ხალხების მოთოლოგიებში. სახელი მომდინარეობს შემდეგი მოსაზრებიდან: ბევრი ცხოველი და მცენარე გავრცელებულია ზოგიერთი კონტინენტის მხოლოდ სამხრეთ სანაპიროებზე. მე–19 საუკუნეში (მანამ სანამ ტექტონიკური ფილების მოძრაობას აღმოაჩნდნენ), მეცნიერები ვარაუდოდნენ რომ ამ სახეობებმა იქ მათი თანამედროვე “დროებითი სახმელეთო ხიდების” მეშვეობით შეაღწიეს. ამის პირველი მაგალითია ლემურია _ თეორიული მიწა ინდოეთის ოკეანეში, რომელიც ზოოლოგმა ფ. სკლეიტერმა მოიგონა 1864 წელს, რათა პირდაპირ გადაეყვანა ლემურები აფრიკიდან ინდოეთში. ჩარლზ დარვინმა შენიშნა რომ ამ მიმდინარეობის მომხრეები ძალიან შეიჭრნენ როლში და დაიწყეს მსგავსი ხიდების დიდი რაოდენობით “აღმოჩენა”. შედეგად ეს დასახელება სამეცნიერო სპეკულაციების საბაბი გახდა.

ინდური მითოლოგია
“მახაბხარტაში”, “მასტია–პურანეში” და სხვა ძველ ტექსტებში ლაპარაკია, ღმერთების მტრებით, დემონი ასურებით დასახლებულ ქალაქზე, რომელიც ” ჩაიძირა ოკენაის წყლებში და გაქრა ღმერთების თვალთახედვიდან”. შეიძლება ეს გახდა მიზეზი მითისა დვარაკზე, ქალაქაზე, რომელიც ზღვამ ჩაყლაპა კრიშნას სიკვდილიდან 7 დღის შემდეგ. დვარაკა უნდა ყოფილიყო დღევანდელი ბომბეის ტერიტორიაზე. ამ მითებმა, მიზეზი მისცეს შუა საუკუნეებში სამხრეთ კონტინენტის შესახებ მითებს გაჩენას, სადაც იყო პირველი პოეტური აკადემია (სანგა) შივას თაოსნობით. თქმულების თანახმად ამ აკადემიამ 4400 წ. იარსება.

მადაგასკარის მითოლოგია
მადაგასკარი ლემურიის ჰიპოთეზაში ცალკე ადგილს იკავებებს. კუნძულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შემონახული აქვთ პოეტური ხელოვნების უძველესი ტრადიციები სადაც მოთხრობილია კუნძლის ისტორია. ადგილობრივი მითების თანახმად, კუნძული ადრე შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობდა. ასევე მოხსენიებულია დიდი წყალდიდობაც.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძლი ძალიან ახლოსაა აფრიკასთან, მადაგასკარზე არსებული ცხოველების და მცენარეების უმეტესობა ენდემურია, მათი რაოდენობა კი იმდენად დიდია, რომ სავსებით შესაძლებელია, კუნძული რომელიმე კონტინენტის ნაწილად ჩაითვალოს. ამასთან, ადგილობრივი მაცხოვრებლები ნეგროიდულ რასას არ განეკუთვნებიან.

ევროპული მითოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვერსიები, რომ აფრიკას სამხრეთიდან ჯერ კიდევ ეგვიპტურმა, რომაულმა და ფინიკიურმა ექსპედიციებმა შემოუარეს, ევროპელებმა ინდოეთში რეგულარულად ცურვა მხოლოდ მე–15 საუკუნეში დაიწყეს. ევროპაში ლემურიის შესახებ ლეგენდებს იშვიათად აღიქვამდნენ სერიოზულად. მოგვიანებით ეგვიპტელები ლემურიას მოიხსენიებდნენ როგორც ატლანტიდის საპირწონეს (ან პირიქით _ ატლანტიდის დამატებად). უკვე მე–20 საუკუნეში, როდესაც ცნობილი გახდა რომ მადაგასკარსა და ინდოეთს შორის არანაირი კონტინენტი არ არსებობდა, ლემურიის თეორიის მომხრეებმა გამქრალი კონტინენტი წყნარ ოკეანეში “გადაიტანეს”, თუმცა ამ ვერსიამ დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა, რადგან იქ უკვე “არსებობდა” პაციფიდა.

ელენა ბლავატსკაიას მითოლოგია
ელენა ბლავატსკაიამ ლემურის წარმოშობის თავისი ვერსია წარმოადგინა. მან ივარაუდა, რომ ლემურიის მაცხოვრებლები საწყისი რასა იყო. პროფესორი რუდოლფ შნაინერი ამტკიცებდა, რომ სამყაროს ისტორიის საიდმლო საცავი _ “აკაშს ქრონიკები” _ ასევე ასახელებენ ლემურიის მაცხოვრებლებს ადამიანების წინაპრებად.

1926 წელს პოლკოვნიკმა ჯეიმს ჩორჩვარდმა განაცხადა, რომ ერთმა ინდოელმა ბერმა მას აჩვენა ძველი დაფები, სადაც ნახსენებია კონტინენტი მუ (ლემურია), რომელიც გადაშლილი იყო 6000 კმ–ზე ჰავაის კუნულებიდან აღდგომის კუნძულამდე. ჩორჩვარდის თანახმად, ვილკანების ამოფრქვევამ, მიწისძვრებმა და მაღალმა ტალღებმა გაანადგურეს ლემურია დაახლოვებით 12 000 წლის წინ. პატარ–პატარა კუნძულები შემორჩა ლემურიისაგან რომლებიც გაფანტული იყო წყნარ ოკეანეში და იქ გადარჩენილი ლემურიელებისაგან წარმოიშვნენ სხვადასხვა ერები.

ბლავატსკაია “საიდუმლო დოქტრინაში” ცხადად და არაორაზროვნად მიანიშნებს კონტინენტ ლემურიაზე (მუ), რომელიც არსებობდა ატლანტიდამდე ბევრად ადრე.

ლემურია, როგორც ჩვენ ვეძახდით მესამე რასის კონტინენტს, მაშინ გიგანტური ქვეყანა იყო. ის ფარავდა მთელ სივრცეს ჰიმალაის ძირიდან, რომელიც მას შიდა ზღვებისგან ყოფდა, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ტიბეტის ადგილას, მონღოლეთამდე და შამოს დიდ უდაბნომდე. ჩიტაგონგიდან დასავლეთის მიმართულებით ჰარვარდისკენ და აღმოსავლეთ მიმართულებით ასსამისკენ. შიდა ზღვიდან ლემურია ვრცელდებოდა სამხრეთისკენ იმის გავლით, რასაც დღეს ჩვენ სამხრეთ ინდოეთს, ცეილონს და მუმატრას ვეძახით. შემდეგ სამხრეთისკენ შეიცავდა მადაგასკარს მარჯვნიდან და ტასმანიას მარცხნიდან. და ანტარქტიდის არქტიკულ სარტყელამდე რამდენიმე გრადუსით მოშრებით. შვედეთი და ნორვეგია იმ დროს ლემურიის განუყოფელ ნაწილს შეადგენდნენ. ასევე ატლანტიდა ევროპის მხრიდან და აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირი, და კამჩატკა აზიის მხრიდან წარმოადგენდნენ ლემურიის ნაწილებს.
(ე. პ. ბლავატსკაიას სადუმლო დოქტრინა)

მეცნიერული კვლევები
ატლანტიდისაგან განსხვავებით, ლემურიის შესწავლაზე ექსპედიციები პრაქტიკულად არ გაგზავნილა, რაც სულაც არაა გასაკვირი. არამრავალრიცხოვანმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინეს დიდი კნტინენტის ან კუნძულის არსებობის ვერანაირი კვალი.

ლემურია მხატვრულ ლიტერატურაში
ამერიკელი დრუნვალო მელქისედეკის წიგნში “ცხოვრების ყვავილის ძველი საიდუმლო” ნათქვამია რომ “ლემურიის არსებობის ფაქტი აღიარებულ იქნა 1910 წელს და დაკავშირებულია მარჯნებთან. წყნარ ოკეანეში 550 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილ იქნა მარჯნის რგოლები, რომლებიც აღდგომის კუნძულიდან უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი”.

ფანდრე ნორტონის ანტასტიკურ რომანშ “ოპერაცია ძიება დროში” (1967 წ.) მთავარი გმირი ხვდება 1980 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე12 ათასწლეულში ატლანტიდაში, შველის ლემურიელ მებრძოლს და შედეგად აჩენს სამყაროს დატბორვსაგან. ატლანტიდა და ლემურია რჩებიან მსოფლიო რუქაზე.

ლემურია მუსიკაში

  • 2004 წელს გამოვიდა ჯგუფ THERION-ის ალბომი Lemuria, რომელიც მიეძღვნა დაკარგულ ქვეყანას.
  • ჯგუფი “Songs Of Lemuria”.
  • ჯგუფ Bal-Sagoth-ის ალბომი “A Black Moon Broods over Lemuria”, რომელიც გამოვიდა 1995 წელს.

3 responses to “ლემურია

  1. zorbegi February 21, 2010 at 1:48 PM

    likuna9lika :

    es ra vqni :d ;;)

    ra qeni?😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: