ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ПАК ФА vs. F-22 Raptor

pak-fa

რუსული წარმოების მე5 თაობის ავიაგამანადგურებლის საცდელი ნიმუში ПАК ФА (Перспективный Авиационный Комплекс Фронтовой Авиации _ საფრონტო ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი) ამა წლის 29 იანვარს აფრინდა პირველად. მასზე “სუხოის” საკონსტრუქტორო ბიურო მუშაობს («КБ Сухой»)

pak fa 2

თვითმფრინავის ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. აქამდე წესიერად ისიც კი არ იყო ცნობილი, თუ როგორი იქნებოდა შესახედავად ახალი თვითმფრინავი. მხატვრები, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ “სუხოის” საკონსტრუქტორო ბიუროსთან, თავიდან თვითმფრინავს Су-47 Беркут–ის მსგავსს ხატავდნენ. შემდეგ ნახატებზე, ბეჭდურ და ინტერნეტ საშუალებებში დაემსგავსა უკვე ამერიკულ F-22 Raptor–ს. ზუსტად ამ გამანადგურებელს ადარებენ ახალ რუსულ თვითმფრინავს.

ცნობილია, რომ მასით და გაბარიტებით რუსული თვითმფრინავი მსგავსი იქნება თავისი პოტენციური მოწინააღმდეგის – ორივე მათგანი განეკუთვნება მძიმე ავიაგამანადგურებლების კლასს, 30 ტონაზე მეტი ასაფრენი მასით. რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ძალური დანადგარი ПАК ФА–ს უფრო სრულყოფილი ექნება, ვიდრე ამერიკულ ანალოგს. რუსულ მე5 თაობაზე დაყენებულია ძრავა АЛ-41Ф-1, რომელცი ჯერ კიდევ МиГ-1.44–სათვის შეიქმნა, რომელიც საბჭოთა პერიოდის მეხუთე თაობის გამანადგურებლის პროტოტიპია. ამ ძრავების წევის ვექტორი იმართება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში, ამერიკული F-22 და F-35–ის ძრავების ვექტორები კი მხოლოდ ვერტიკალურში. შედეგად, რუსულ თვითმფრინავს არ უნდა ჰქონდეს პრობლემები ზემანევრირებასთან დაკავშირებით _ მეხუთე თაობის ერთ–ერთ დიდ პრობლემასთან.

ცნობისათვის: МиГ-1.44, იგივე МФИ (многофункциональный истребитель _ მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი) საბჭოთა მე5 თაობის გამანადგურებელი. მისი დაპროექტება მიმდინარეობდა 70–იანი წლების ბოლოდან. საცდელი ნმუშის პირველი გაფრენა შედგა 2000 წლის 29 თებერვალს. დაპროექტების ესეთი დიდი ვადის გამო, ჟურნალისტებმა თვითმფრინავის სახელი MФИ შეცვალეს МИФ–ით (მითი). მართალია მითიური არ ყოფილა, მაგრამ ეს თვითმფრინავი სერიულ წარმოებაში არ ჩაუშვიათ. მისი ძრავები კი ПАК ФА–ზე დაყენდება.

ცნობილი თვითმფრინავი Су-47 Беркут. ეს უარყოფით ისრისებურობიანი ფრთის მქონე თვითმფრინავი უნიკალური მანევრირებით, ასევე მოიხსენიება რუსული მე5 თაობის გამანადგურებლის პროტოტიპად. სერიულ წარმოებაში მასაც არ ჩაუშვებენ. მაგრამ, მისი დაპროექტებისას მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ ПАК ФА–ს შექმნისას.

საბორტე რადიოლოკაციური სადგური ფაზირებული ცხაურით, ექსპერტების შეფასებით, არაფრით ჩამორჩება რადარ AN/APG-77–ს, რომელიც “რაპტორ”–ზეა დაყენებული. ძირითადი რადიოლოკაციური სადგურის გარდა, რუსულ თვითმფრინავზე დაყენებულია ფრანგული ფირმა Thales–ის მიერ შემუშავებული ოპტიკურ–ელექტრონული მოწყობილობები. ეს მოწყობილობები პილოტს საშუალებას აძლევს შეასრულოს მთელი რიგი საბრძოლო დავალებები, რადიოლოკაციური სადგურის ჩართვის გარეშე. ასევე, ეჭვი არავის ეპარება, რომ პილოტის კაბინაში ავიონიკა ამერიკულზე უარესი არ იქნება.

შეიარაღების მხრივ, რუსული თვითმფრინავის უპირატესობა უნდა გახდეს რაკეტები КС-172, რომლებსაც საჰაერო სამიზნეების განადგურება 400 კმ. დისტანციაზე შეუძლიათ. ეს რაკეტები შემუშავების სტადიაშია.

თვითმფრინავის დაბალშემჩნევადობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ ეს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია მეხუთე თაობის თვითმფრინავებისა. როგორც ჩანს, რუსი კონსტრუქტორები იპოვიან ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას (ავტ.: იმედია არაფერი გამოუვათ).
ПАК ФА–ის შექმნის სამუშაოებს შეუერთდა ინდოეთიც, ახალი თვითმფრინავი ერთდროულად უნდა შევიდეს რუსეთის და ინდოეთის შეიარაღებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: