ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

რა ვაჩუქოთ ქალს?

gift

დავიწყებ იქიდან, რომ ამ პოსტის დადებას ჯერ 3, ხოლო შემდეგ უკვე 8 მარტისთვის ვაპირებდი, მაგრამ ძვირფასი კავკაზუსის გამო, რომლის წყალობითაც ინტერნეტი 3 კვირა არ მქონია, აქამდე ვერ მოვახერხე ამის გაკეთება. მაგრამ ეგ არაფერი, 3 და 8 მარტი ხო მარტო წელს არ იქნება? თან ქალებისთვის სხვა დროსაც შეიძლება საჩუქრების გაკეთება ასე რომ პოსტი მგონი მაინც საინტერესო უნდა იყოს.

სად და როგორი საჩუქარი შევარჩიოთ? _ ასეთი კითხვა მამაკაცს წელიწადში მინიმუმ 3–4–ჯერ მაინც უჩნდება. სანამ საჩუქარს აირჩევდეთ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, ვის ჩუქნით, ანუ ვის რა დღესასწაულს ვულოცავთ. რა ვაჩუქოთ დედას  და მეუღლეს, ან საყვარელ ქალს? დას, ან თანამშრომელ ქალს? რა უნდა გავითვალისწინოთ საჩუქრის შეძენისას? ბევრი რამ!..  რადგან ქალისთვის საჩუქრის შეძენა მეცნიერებაა _ ზუსტი და დელიკატური.

საჩუქარი ბევრნაირი შეიძლება იყოს: ორიგინალური, ბანალური, სერიოზული, სასაცილო, მოულოდნელი…

რაც უნდა ორიგინალური იყოს საჩუქარი, მის შემთხვევით შეძენას მაინც არ გირჩევთ. ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქალის ხასიათი,  თვისებები, ჩვევები,  როგორი სუვენირი თუ აქსესუარი მოსწონს, რა ფერებს ანიჭებს უპირატესობას, როგორი სტილის საჩუქარია მისთვის უფრო მისაღები და ა.შ. მოდი დავიწყოთ.

რა ვაჩუქოთ დედას

დედა ის ადამიანია, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა და თქვენი საჩუქარი ერთ–ერთი საშუალება იქნება, კიდევ ერთხელ გამოხატოთ მისდამი პატივისცემა და სიყვარული.

ყვავილები ქალური სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა და ლამაზი თაიგული დედისათვის ბანალურად არასოდეს ჩაითვლება.

კარგი საჩუქარია კოსმეტიკური საშუალებები _  დედა ხომ პირველ რიგში ქალია? ცნობილი ბრენდის სუნამო ნებისმიერ ასაკში სასიამოვნოა.

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაასკვნეს, რომ საჩუქრის შერჩევისას მთავარია არა მისი ფასი, არამედ ის სითბო და მონდომება, რომელიც თქვენ მასში ჩადეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე პრაქტიკული საჩუქარიც კი შეგიძიათ განსაკუთრებული გახადოთ.

ან იქნებ საყოფაცხოვრებო ნივთი სჭირდება? გაიხსენეთ, ხომ არ უწუწუნია ბოლო ხანებში? მტვერსასრუტი, უთო, წვენსაწური… არც სხვა საოჯახო ნივთებია ცუდი არჩევანი. თეფშების ან ჭიქების ნაკრები, სუფრა, თეთრეული, პლედი  და ა.შ. მთავარია მისი გემონება გაითვალისწინოთ.  თუ უფრო სერიოზული საჩუქრის შეძენა გსურთ, არჩევანიც მეტია. მაგალითად ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სამზარეულოს კომბაინი, წვენსახარში და ა.შ.

ყველაზე მთავარი! როდესაც დედას საჩუქარს ჩუქნით, არ დაგავიწყდეთ უთხრათ თუ როგორ გიყვართ იგი.

რა ვაჩუქოთ დას

გააჩნია, რა ასაკისაა. თუკი მოზარდია, მაშინ არაფერი რჩევა არ დაგჭირდებათ, თვითონაც კარგად იცით რა აჩუქოთ. თუ გასათხოვარი ან დაოჯახებულია, მაშინ დაფიქრება გმართებთ. თუმცა შეგიძლიათ “დედის საჩუქრიდან” რომელიმეს გამოყენება…

თუ მუსიკითაა გატაცებული,  აჩუქეთ ფლეერი ან ყურსასმენები. თუ ფული არ გენანებათ და მისთვის სოლიდური თანხის გადახდას არ მოერიდებთ, მაშინ ლეპტოპი აჩუქეთ. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გაეხარდება.

თუ აქსესუარები მოსწონს, გაითვალისწინეთ მისი გემოვნება და აჩუქეთ მზის სათვალე, მოდური შარფი, ხელთათმანი, კოსმეტიკის ჩანთა.

გსურთ გრანდიოზული სიურპრიზი მოუმზადოთ? აჩუქეთ სპა სალონის, ან აკვაპარკის კუპონი, ან ბილეთები (ერთი ბილეთის ჩუქებას აზრი არ აქვს, მისი დაქალებიც არ დაგავიწყდეთ).

რა ვაჩუქოთ თანამშრომელ ქალს

ეს ის შემთხვევაა, როდესაც არჩევანი შედარებით მწირია, რადგან, კოლეგისთვის ან საქმიანი პარტნიორისთვის  შერჩეული საჩუქარი (მიზეზთა გამო) არც ძალიან ძვირი უნდა იყოს და  არც ძალიან პირადული…  მეორე მხრივ, არც ის იქნება ლამაზი, იაფფასიანი სუვენირით ან თუნდაც სიმბოლური თაიგულით და შოკოლადის ასორტით მიადგეთ კოლეგას. განვიხილოთ რამდენიმე ოპტიმალური ვარიანტი:

ნორმალური არჩევანია სამუშაო მაგიდის სხვადასხვა აქსესუარი: მაგიდის კალენდარი, ცნობილი ბრენდის კალამი, სურათის ჩასადები ჩარჩო, ტყავგადაკრული ბლოკნოტი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის საიმიჯო ნივთს წარმოადგენს. ბოლო ხანებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კრისტალისგან გამოთლილი სუვენირების ჩუქება, რომლის შუაგულში სხვადასხვა ფიგურაა მოთავსებული; ან კიდევ ილუსტრირებული წიგნები, ტომელულები, ცნობილი მხატვრების ფოტოალბომები…

რა ვაჩუქოთ მეუღლეს ან შეყვარებულს

ყველაზე მეტი თავსატეხი სწორედ ამ დროს ჩნდება. ბევრი მამაკაცი შეყვარებულობის დროს რომანტიკული საჩუქრების სასწაულ შედევრებს ქმნის, ხოლო დაოჯახების მერე, მისი საჩუქრები შაბლონური და ერთიმეორის მსგავსი ხდება…

თუ ქალი მეუღლეა, უფრო ადვილია მისთვის საჩუქრის შერჩევა, თქვენ ხომ მის შესახებ უკვე ყველაფერი იცით. მთავარია არ მოგბეზრდეთ მისი გაოცება და გახარება. მართალია მთელი ცხოვრების განმავლობაში ფორმის შენარჩუნება ძნელია, მაგრამ აქაც არის გამოსავალი: 2–3 შაბლონურ საჩუქარში ერთ ნამდვილ სიურპრიზს თუ გამოურევთ, მწვადიც შემწვარი იქნება და შამფურიც გადარჩება…

ბევრად უფრო რთულია შეყვარებულთან ურთიერთობა, ვინაიდან მისი გემოვნება და მოთხოვნები ჯერ ბოლომდე არა გაქვს შესწავლილი და შეცდიმოს ალბათობაც დიდია… ამიტომ, ჯობია საჩუქრის შერჩევას ბევრად მეტი ყურადღება დაუთმოთ.  ამ შემთხვევაში აუცილებელია  ყოველ ჯერზე ორიგინალური საჩუქარი შეარჩიოთ და სიურპრიზებით გაანებივროთ…  თან საუკეთესო ვარიანტია, თუ ყოველი შემდეგი სიურპრიზი წინაზე შთამბეჭდავი თუ არა, ნაკლები არ იქნება. ამისათვის კი ფანტაზიის დაძაბვა მოგიწევთ.  არ არის საჭირო საჩუქარი მატერიალური და ძვირადღირებული იყოს. შეყვარებულს შეიძლება რომანტიკული გასეირნება მოუწყოთ და ეს საუკეთესო საჩუქარი აღმოჩნდეს… თუმცა, თუკი თქვენი ჯიბე ამას გასწვდება, დაუვიწყარი საღამო მოუწყვეთ რომელიმე ელიტურ რესტორანში, კლასიკური მუსიკის ორქიდეებისა და სანთლების თანხლებით. თუკი მეტიც შეგიძლიათ, საუკეთესო ვარიანტია, ჯერ მაღაზიები შემოატაროთ და უყიდოთ ის, რასაც თავად შეარჩევს. მხოლოდ რიტუალიც კი სასიამოვნო იქნება, არათუ საჩუქარი.  საღამოს კი რესტორნისკენ აიღებთ გეზს.  შეგიძლიათ ექსკურსია–გასეირნება მოუწყოთ ისეთ ადგილებში, სადაც ნამყოფი არ არის და რომლის ნახვაზეც აქამდე ოცნებობდა, ან უფრო ძვირი სიამოვნება _ გასეირნება საჰაერო ბურთით, ან საწვრთნელი თვითმფრინავით (თბილისში ეს უკვე შესაძლებელია).

ძალიან მოდური და ძვირი სიამოვნებაა საყვარელი ქალისთვის ვარსკვლავის ყიდვა. ხომ გაგიგონიათ, ცაში ვარსკვლავს მოგიწყვეტო?  დასანანი ის არის, რომ ამ  მოწყვეტილ საჩუქარს მის ოთახში ლარნაკში ვერ ჩადებთ, თან ამ ბოლო დროს ისეთ წვრილ–წვრილ ვარსკვლავებს ყიდიან, რომ მათი დანახვა მხოლოდ ტელესკოპითაა შესაძლებელი. თან ცოტა უხერხულიცაა.

სანამ ქალს კარგად არ გაიცნობთ, აჯობებს თავი შეიკავოთ ცხოველებისა და თევზების ჩუქებისაგან.  არც თუთიყუშია მაინცდამაინც კარგი ვარიანტი. წარმოიდგინეთ, ლეკვი, ან კნუტი მიგყავთ და მისი ოჯახის წევრს ცხოველზე ალერგია აქვს. ეს ალერგია მაშნვე თქვენზეც გადმოვა  და ბევრად მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ ქალბატონის გულის მოსაგებად.

სამკაულების ჩუქება არასოდესაა არც გვიანი და არც ნაადრევი. ეს უნივერსალური საუქარია, ოღონდ სასურველია, ბეჭდის ყიდვისაგან დროზე ადრე თავი შეიკავოთ…

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ საერთო რეკომენდაციებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ ფანტაზიაზე ხართ დამოკიდებულნი.

gift 2

უმნიშვნელოვანესია, რომ საჩუქრები სა სიურპრიზები არ გაგიმეორდეთ. ძნელი ასახსნელი იქნება თუ, მაგალითად, თქვენს შეყვარებულსაც და კოლეგასაც ერთი და იმავე ბრენდის სუნამოს აჩუქებთ… ზომა–წონის სხვაობას აქ უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭება.

4 responses to “რა ვაჩუქოთ ქალს?

  1. cgsaba March 17, 2010 at 11:55 PM

    ბიჯო არ მითხრა რომ ეს შენი დაწერილია😐

  2. მიშა September 17, 2012 at 12:04 PM

    მე პირადად შეყვარებულს დაბადების დღეზე ერთი საოცარი სიურპრიზი გავუკეთე. თან იმ დროს არ მელაპარაკებოდა. არ მხვდებოდა, და ა.შ. დიდი ვარდების თაიგული და პატარა ფურცლებზე (დაახლოებიტ თაბახის ა4 ფორმატის მერვედი) საოცარი მილოცვები და სასიყვარულო სიტყვები დავუწერე. შემდეგ ეს პატარა ფურცლები კონვერტებად დაკეცილი ლამაზ ლენტაზე მივასტეპლერე და ლენტა მისი სახლის კარის გარშემო მივაწებე, შემოვაკოლე (რა თქმა უნდა ჩუმად და ღამით. 12ის მერე). ძალიან გაოცდა, არ ელოდა ესეთ საჩუქარს. რა თქმა უნდა ესიამოვნა კიდეც🙂 მოკლედ თუ ვინმე ამ იდეას მომპარავს და რამეში დაეხმარება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: