ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

მიმართვა

ქვემოთ მოყვანილი მიმართვა დადო ერთერთმა იუზერმა დარბაზის ფორუმზე:
შემდეგ ეს რამოდენიმე სხვა საიტზე და ბლოგზე გავრცელდა.
რადგან მიმართვას პრინციპში ვეთანხმები, აქაც ვდებ.

მიმართვა საქართველოს მოქალაქეებსა და მთავრობას

ძვირფასო თანამოქალაქეებო, პატივცემულო ხელისუფლებავ!

“იმედის” ყველასათვის ცნობილი სიუჟეტის შესახებ საზოგადოებაში სხვადასხვა შეფასებები ისმის. მაგრამ ჩვენ ყველას უპირველესად ერთი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს – ამ შემთხვევიდან მაქსიმალური სარგებლის გამოტანა.

1. ყველამ, ვისაც ამ სიუჟეტის გამო განგაშის, უმწეობის და შიშის გრძნობა დაეუფლა, თავის თავს კითხვა უნდა დაუსვას – პრობლემის თავი და თავი რაში მდგომარეობს – სიუჟეტში თუ ჩვენი, როგორც კერძო პირების, რეალურ უძლურებასა და თავდაცვის საშუალებების უქონლობის, თვითგადარჩენისათვის საჭირო ელემენტარული უნარ-ჩვევების არარსებობაში?

2. საქართველოს ყველა მოსახლისათვის, რომელიც აცნობიერებს, რომ ამ სიუჟეტის თავზარდამცემობა სწორედაც მის შესაძლო რეალობაში მდგომარეობს, დადგა დრო, დაფიქრდეს – საჭიროების შემთხვევაში ვიცით თუ არა ჩვენ, ჩვენმა ახლობლებმა და ნათესავებმა თვითგადარჩენისა თუ თავდაცვის საშუალებების შესახებ? როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში?

-იციან თუ არა მათ ევაკუაციის წესები?
-სად წავიდნენ და თან რა წაიღონ?
-იციან თუ არა, სად მიიღონ იარაღი და ვისთან გააერთიანონ ძალისხმევა?
-იციან თუ არა როგორ მოიქცნენ აღნიშნულ შემთხვევაში ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რისკის ალბათობა?
-სმენიათ კი მათ რამე უახლოესი თავშესაფრის შესახებ?
-საიდან მიიღონ სარწმუნო ინფორმაცია, რომ პანიკა და დეზინფორმაცია თავიდან აიცილონ?
-როგორ მოიქცნენ, თუ საგანგებო მდგომარეობამ სახლისაგან შორს მოუსწროთ და ახლობლებს დაააშორათ?

ეს და ბევრი სხვა კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

იქნებ დროა, ხელისუფლემა გამართლებული რიტორიკიდან შესაბამის საქმეებზე გადავიდეს?
დროა დაშვებული შეცდომებიდან – როცა უმარავი ტრაგედიის მიზეზი მსვიდობიანი მოსახლეობის ომისათვის სრული მოუმზადებლობა გახდა, როდესაც ადამიანები იღუპებოდნენ საკუთარი თავისა თუ ახლობლების გადარჩენისათვის აუცილებელი ცოდნის არარსებობის გამო – გაკვეთილი ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ, რომ არეულობამ და ქაოსმა მოიცვას ქვეყანა და მსხვერპლის რაოდენობა ჩვენივე მოუმზადებლობის გამო გაიზარდოს. აღარ დავუშვათ, რომ უიარაღოები აღმოვჩნდეთ “მოროდიორების” პირისპირ – შიშველი ხელებით მკვლელებისგან თავს, ოჯახს, სოფელსა და ქვეყანას ვერ დავიცავთ!

ასეთ საშიშ მდომარეობაში მყოფ ქვეყანაში მოსახლეობა უიარაღოა და არც იცის, სად მიიღოს იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა. და რაც მთავარია, არ იცის, როგორ გააკეთოს ეს ორგანიზებულად და არაქაოტურად.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას – გადადით საქმეზე!
ხელისუფლება აღიარებს “იმედის” ცნობილი სიუჟეტის სცენარის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ სად ვხედავთ საამისოდ მზადებას? სად არის ამ რელისტურ სცენარში ნაჩვენები თუნდაც ერთი ნაწილის თავიდან აცილების მცდელობა?
სად არის ინფორმაცია? ინსტრუქტირება? წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზაცია? სად არის განგაშის პირობებში სამოქალაქო თვადაცვის თავშესაფრები?

გთხოვთ ყველას, ვისთვისაც სულიერთი არ არის საქართველოს და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი, ვისთვისაც ყოველი სიცოცხლე ძვირფასია – გაავრცელოთ ეს მიმართვა, ან დაწეროთ საკუთარი და შეეცადოთ მიაწვდინოთ ის ქართულ საზოგადოებას და ქვეყნის ხელისუფლებას. გამოიყენოთ საამისოდ სოციალური ქსელი იქნება ეს, ქართული ფორუმები თუ თქვენთვის ხელთმისაწვდომი სხვა საშუალება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: