ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ჩუპაკაბრა

ჩუპა

ჩუპაკაბრა (ესპ.: Chupacabras, Chupar _ წოვა, cabra _ თხა. სიტყვასიტყვით: თხების მწოველი), იგივე “თხების ვამპირი” მითოლოგიური არსებაა, რომელიც შინაურ ცხოველებს ხოცავს. მისი არსებობის უტყუარი მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს. ითვლება, რომ ჩუპაკაბრა ღამით ნადირობს, თავს ესხმის დაუცველ ცხოველებს, სწოვს სისხლს და ქრება.

1975 წლის განმავლობაში, პუერტო-რიკოს საქონლის უცნაურად დაღუპვის ტალღამ გადაუარა.. ცხოველები  მძიმე დაზიანებებისგან იხოცებოდნენ, ბევრ შემთხვევაში კი, საქონელიდან სისხლი ბოლომდე იყო ამოწოვილი.  ეს მოვლენები ბოლომდე აუმოუხსნელი დარჩა, მაგრამ 20 წლის შემდეგ,  1995 წელს, ყვლელაფერი თავიდან გამეორდა. დაზიანებები და გაუსისხლოვნება შინაურ ცხოველებს აქამდე არნახული ძალით დაატყდა თავს. 2 წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობაც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ნახეს უცნაური არსება, რომელიც დამნაშავე იყო ცხოველებზე თავდასხმაში. ამ არსებას შეარქვეს სახელი “ელ-ჩუპაკაბრას” (Que chupa las cabras). თავიდან მთავრობა თვლიდა, რომ ყოველი შეტყობინება ჩუპაკაბრასთან შეხვედრის თაობზე, ან ისტერიაა, ან მისტიფიკაცია. მაგრამ, ესე ითვლებოდა მანამ, სანამ მსგავსი შეტყობინებების რიცხვმა უზარმაზარ რიცხვს არ მიაღწია. ერთხელ, თხის დასახიჩრებულ ლეშთან იპოვეს თმა, რომელიც ამ თხას აშკარად არ ეკუთვნოდა. მეცნიერებმა, რომლებიც ამ თმას იაპონიის ლაბორატორიაში იკვლევდნენ, დაასკვნეს, რომ ის ეკუთვნის ცხოველს, რომელიც დღესდღეისობით  მეცნიერებისთვის არაა ცნობილი. პუერტო-რიკოდან ჩუპაკაბრას ფენომენი მთელ ლათინურ ამერიკაში გავრცელდა.

როგორც თვითმხილველები აღწერენ, ჩუპაკაბრები სიმაღლით 130-150 სმ არიან.  შესახედავად ისინი ქვეწარმავლებს გვანან, მაგრამ აგებულებით კენგურუს წააგავენ, ქედზე ეკლებით და მოელვარე თვალებით, ისეთივე, როგორც ჰუმანოიდებს.

Cupa

აღნიშვნის ღირსია, რომ ჩუპაკაბრა, ძალიან წააგავს შუმერულ უტუკუს და გალას.

ზოგიერთი, სრულიად ეგზოტიკური, ვერსიით თანახმად, ჩუპაკარა გაიქცა აშშ-ის საიდუმლო სამხედრო ბაზიდან, სადაც გენეტიკური ექსპერიმენტები ტარდებოდა, ასევე, რომ ჩუპაკაბრა დაკავშირებულია ამო-სთან და რომ ის მათთან ერთად მოფრინავს. ჩილეელი არქიტექტორი  დაგობერტო კორნატე ირწმუნება, რომ სამი ესეთი არსება NASA-ს ლაბორატორიიდანაა გამოქცეული.

სამხრეთ ამერიკის წვიმის ტყეების  ზოგიერთ მაცხოვრებელს სჯერა “ადამიანი მოსკიტის” , მითიური არსების მათი ფოლკლორიდან. ადამიანი მოსკიტი, ცხოველების სისხლს იწოვს გრძელი ცხვირის, ისეთივე როგორიც კოღოს ან მოსკიტს, მეშვეობით. ზოგი დარწმუნებულია, რომ ადამიანი მოსკიტი და ჩუპაკაბრა ერთი და იგივე არსებაა.

2005 წელს ფერმერმა რეჯი ლაგოვმა მახეში დაიჭირა უთმო, ძაღლისმაგვარი არსება, რომელიც თავს ესხმოდა მის საქონელს. დნმ-ის კველვის შედეგად გაირკვა, რომ ეს იყო ბებერი ქოსა კოიოტი.

2008 წლის 8 აგვისტოს, ტეხასში, რაღაც არსება გადაიღეს პოლიციელების მანქანის ვიდეოკამერით. პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ის არ ჰგავს ძაღლს, კოიოტს ან სხვა”ჩვეულებრივ” ცხოველს.  რასაც ვიდეოც ადასტურებს.

მექსიკაში და ნიკარაგუაში, მოზრდილ არსებებთან ერთად, მათ შვილებსაც ხედავდნენ. ხოლო სისხლისმსმელის მნახველების ნახატები, ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგვანან.

მიუხედავად ამისა, საიმედო მეცნიერული ცნობები, რომლებიც ჩუპაკაბრის არსებობას დაამტკიცებდნენ, არ არსებობს. ზოგიერთი ქვეყნის მეცნიერულ დაწესებულებებში მიმდინარეობს კვლევები ნაპოვნი კვალის მიხედვით, რომლებსაც სავარაუდოდ ეს არსება ტოვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: