ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ქალისგან თავის დაღწევის პრაქტიკული ხერხები

woman

ჰე ჰე… მაგარი რაღაც გავჩითე რამდენიმე დღის წინ… ადრე, ქობულეთში რო ვისვნენებდი (თუ დასვენება ერქვა მაგას) (2003 წ), რაღაც კარუსელის დონის ჟურნალების კითხვით ვირთობდი თავს… ხოდა რომელიღაცა ჟურნალში ვიპოვე ქალისგან თავის  დაღწევის პრაქტიკული ხერხები და რატომღაც, ალბათ უსაქმურობისგან, ან პრაქტიკული მოსაზრებებიდან (ჰე ჰე) გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ამომეწერა. გამოვიდა მათემატიკის ერთ ფურცელზე ცოტა მეტი.

ეს ფურცლები რამდენჯერმე დავკარგე და მერე ისევ ვიპოვე.  ეხლა კი აღმოვაჩინე, რომ მე2 ფურცელი სადღაც გამქრალა უკვალოდ. მარა მოდი ბევრს აღარ გავაგრძელებ და დავწერ რა ამოვიწერე:

სასიყვარულო ურთიერთობებს ყოველთვის აქვს დასაწყისი და დასასრული. ხშირად გასართობად წამოწყებული ურთიერთობა იმდენად რთულდება, რომ მამაკაცი ვეღარ ახერხებს არასასურველი ქალისაგან თავის დაღწევას. გთავაზობთ ასეთი სიტუაციიდან რამდენიმე ორიგინალურ, მაგრამ პრაქტიკულ გამოსავალს:

  1. ეცადეთ, ქალთან ისე გაწყვიტოთ ურთიერთობა, რომ ეს გარშემომყოფთათვის განსაკუთრებულად თვალშისაცემი არ იყოს.
  2. საათობით ესაუბრეთ თქვენს სამუშაოზე, მისთვის გაუგებარ თემებზე და ხშირად წამოიწყეთ  დისკუსია მრავალცოლიანობის დადებით მხარეებზე.
  3. ხელიდან არ გაუშვათ მომენტები, რომ არ აღნიშნოთ მისი უარყოფითი მხარეები, მინუსები და ისიც, რომ რაც მასში მოგწონდათ, ადრე უკვე გაღიზიანებთ.
  4. ყურადღება მიაქციეთ ყველა იმ ქალს რომელიც საზოგადოებაში გხვდებიან, უცხო ქალები დააჯილდოვეთ კომპლიმენტებით, ხოლო თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაში კი დუმილი გამოიყენეთ.
  5. თუ ქალს თქვენი თმა განსაკუთრებით მოსწონდა, აუცილებლად გადაიპარსეთ და იამაყეთ თქვენი ახალი იმიჯით.
  6. სახლში ხშირად დაბრუნდით ხოლმე მთვრალი და პიჯაკზე პომადის ნაკვალევით. ასეთ მომენტში აუხსენით რომ ეს უკანასკნელია.
  7. დაიწყეთ იმ მუსიკის მოსმენა, რომელიც მას სასტიკად აღიზიანებს.
  8. მოამზადეთ ძალიან ლამაზი რომანტიკული ვახშამი და რამოდენიმე წუთში გადაიქეცით ნამდვილ ღორად _  მის თვალწინ ყველაფერი შეჭამეთ.
  9. შეიყვანეთ მის საყვარელ მაღაზიაში, მიეცით არჩევნის საშუალება, მაგრამ სალაროსთან განაცხადეთ, რომ საფულე სახლში დაგრჩათ.
  10. მის თვალწინ დახიეთ ერთობლივი სურათი. აჩუქეთ ძაღლის საყელური, პირბადე, ან უბრალოდ წვერსაპარსი.
  11. ჩაუტარეთ ისეთი ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის თანახმადაც ის აფსოლიტურად ფრიგიდულად გამოვა.
  12. დაპატიჟეთ აგარაკზე, ვითომ მწვადების შესაწვავად, სინამდვილეში  კი სთხოვეთ, ბოსტანი დაბაროს.
  13. მოსთხოვეთ ხშირად რეცხოს თქვენი ტანსაცმელი და იწუწუნეთ იმაზე, რომ  სახლი ყოველთვის დაულაგებელია.
  14. კომპლიმენტის ნაცვლად, ხშირად იმეორეთ, რომ მასთან ცხოვრებისას  მხოლოდ სექსი გაინტერესებთ.
  15. ეცადეთ თქვენი თანამშრომელი ქალის ნაჩუქარი წიგნი წააკითხოთ, რომელზეც რათქმაუნდა, სხვა ქალის წარწერა იქნება.
  16. გაიკეთეთ სვირინგი: “მე მიყვარს ყველა ქალი, ცოლის გარდა”.
  17. მის ჩანთაში ნარკოტიკების მცირე დოზა ჩადეთ და  პოლიციას გამოუძახეთ.
  18. როცა ეძინება, მიეპარეთ და თმა აქა-იქ შეაჭერით.
  19. როცა რომელიმე პრესტიჟულ რესტორანში ერთად იქნებით, გამოთქვით მასთან სექსის სურვილი და მოითხოვეთ, რომ საპირფარეშოში დაგთანხმდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ქალებზე დაიწყეთ ნადირობა.
  20. მისთვის მნიშვნელოვან საღამოზე ხმამაღლა განაცხადეთ, რომ  როგორც იქნა მოაგროვეთ აბორტის ფული, ან ხმამაღლა დაიძახეთ: “ჩემს პრეზერვატივს ვადა 5 წუთში გასდის და არ მაზარალო _ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ”.
  21. რომანტიკული კოცნის შემდეგ გვერდზე გადააფურთხეთ.
  22. პაემნის წინ მიიღეთ დიდი რაოდენობით ნიორი, ან სულაც მეგობარ გოგოსთან ერთად გამოცხადდით, თანაც დაგვიანებით.
  23. ვითომ დიდი ნერვიულობის შემდეგ “გაუმხილეთ” რომ გეი ხართ.

8 responses to “ქალისგან თავის დაღწევის პრაქტიკული ხერხები

  1. egoisthedgehog March 24, 2010 at 2:58 AM

    da vinmes hgonia rom ese moaxerxebs qalis tavidan moshorebas?
    chemtvis sityvebi “yvelaferi morcha”-c sakmarisia
    tumca bichemi ratomgac yvelafers ufro artuleben xolme.

    • zorbegi March 24, 2010 at 4:34 PM

      შენ ვერ ხვდები… ამით ქალი თვითონ გშორდება (ფორმალურად) და არ გამოდის, რომ ვითჴმ შენ მიატოვე.🙂

  2. Kate_AlukaЯD March 25, 2010 at 2:13 PM

    ფუ რა მხალები და ლაჩრები ხართ ბლია 😆

  3. silentium April 14, 2010 at 10:43 AM

    ra idiotobaaa (puke) davbridavdi eget tips : D

  4. sladki August 26, 2010 at 3:03 AM

    bevri vicine magari iyoooo…..

  5. sladki August 26, 2010 at 3:04 AM

    uceb warmovidgine romantiuli vaxshami da chemi qmari romelic yvelapers mteli sichqarit chams…………….

  6. Stichoza November 5, 2010 at 12:29 PM

    მეჩვიდმეტე ყველაზე მაგარია😀 მერვეს ისედაც (გა)ვაკეთებ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: