ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გარეშე

Cy-25

დღეს ვიყიდე ჟურნალი არსენალი. ხოდა იქ ამ პოსტის სათაურის მსგავსი დასახელების სტატია ეწერა. როგორც ჩანს, მთავრობას დაგეგმილი აქვს სამხედრო საჰაერო ძალების გაუქმება და მისი სახმელეთო ჯარებთან შეერთება.
ადრე, გძეტა 1 კვირით ადრე მკითხა ძმაკაცმა, გავიგე რო გააუქმეს საჰაერო ძალები და რამე ხო არ იციო? მეთქი შანსი არაა. მაგის გაუქმება როგორ იქნება-მეთქი.
მარა ჰა…

აი რას წერს ამაზე ჟურნალი არსენალი:

ცოტა ხანში, შესაძლოა საქართველო იყოს ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბუნებით ნაბოძები აქვს ზღვაზე გასასვლელი და თავზე _ ცაც, მაგრამ არ ეყოლება არც სამხედრო-საზღვაო და არც სამხედრო-საჰაერო ძალები.

18 წლის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიქმნა,  სამკომპონენტიანი სტრუქტურით: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები.

ჯარების ეს 3ვე სახეობა აუცილებელი გახლდათ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.

2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დიდი პრობლემები გამოავლინა, პირველ რიგში, ერთიანი მმართველობის უქონლობა, რამაც რამდენიმე ათეულ რუს მზვერავ-დივერსანტს საშუალება მისცაფოთის სამხედრო პორტი დაერბიათ  და ქართული კატარღების ნაწილი ჩაეძირათ.  თუ რატომ არ იყო კატარღების ნაწილი გამართული და ბათუმში გადაყვანილი, დღემდე არავის გაურკვევია და არც არავინ დაუსჯიათ.

ყოველივე ამას მოჰყვა სამხედრო-საზღვაო ძალების, როგორც ჯარების ცალკეული სახეობის, გაუქმება და  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან მისი შეერთება.

სამხედრო-საზღვაოსაგან განსხვავბით, საჰაერო ძალებმა აგვისტოს ომის დროს რამდენიმე საბრძოლო გაფრენა შეასრულეს (როგორც მოიერიშეების, ისე შვეულმფრენების ეკიპაჟებმა), მაგრამ მათიბედიც გადაწყვეტილი ყოფილა: ამ დღეებში საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს შეიარაღებული ძალებისერთკომპონენტიან სტრუქტურად გადაკეთების საკითხს, ანუ ქართული არმია ჯარების მხოლოდ ერთის ახეობით _ სახმელეთო ჯარებით იქნება წარმოდგენილი.

ისე, ეჭვი გვეპარება, პარლამენტში (თუნდაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში) ვინმემ იცოდეს, რა განსხვავებაა ჯარების სახეობებსა და გვარეობებს შორის.

ჩანს, პარლამენტი კენჭს უყრის სამხედრო-საზღვაო ძალების კვალდაკვალ სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმებისა და საქართველოს  შეიარაღებული ძალების ერთკომპონენტიან სიტრქტურაზე _ სახმელეთო ჯარებზე გადასვლას.

ყოფილი სამხედრო-საჰაერო ძალები დაექვემდებარებიან სახმელეთო ჯარებს, მაგრამ გამართლებულია თუ არა ეს ცვლილება და შეინარჩუნებენ თუ არა ისინი საბრძოლო მზადყოფნას?

სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმებისა და სახმელეთო ჯარებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების გადაცემის უარყოფით მხარეებზე მიუთითებენ ამ საქმის სამხედრო სპეციალისტები, რომლებმაც ვინაობის დასახელება მიზეზთა გამო არ ისურვეს, მაგრამ გულისტკივილის გამოხატვა ჩვენი “არსენალის” ფურცლებზე სცადეს.

მათი აზრით, სამხედრო-საჰაერო ძალების  გაუქმებას მოჰყვება შემდეგი უარყოფითი მოვლენები:

  1. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, როგორც  შეიარაღებული ძალების გვარეობების დაკნინება. სახმელეთო ჯარების სარდლობისთვის ავიაცია და საჰაერო თავდაცვაც, ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება. პროგრამული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისას ეს ყოველთვის გამოჩნდება. ავიაციასა და საჰაერო თავდაცვას არ ექნება ოპერატიული, პირდაპირი კავშირი გაერთიანებულ შტაბთან და მინისტრთან ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად.
  2. სამხედრო საჰაერო ძალების, როგორც ჯარების სახეობის, გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ქართული არმიის პრესტიჟზე რეგიონში, გაახარებს ჩვენს მტრებს, მათ ანალიტიკურ დასკვნებშიც აისახება ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობის შემცირება.
  3. შემცირდება არმიის შემკავებლური ფაქტორის როლი, რადგან აქ ლომის წილი ავიაციასა და სააერო თავდაცვაზე მოდის. არმია მოლოდ საომრად არ იქმნება. იქმნება იმისთვისაც, რომ არ იომო, ანუ მტერს სულმა არ წასძლიოს.
  4. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ავიაციას ვერ გამოვიყენებთ, მაშინ ისრაელის გამოცდილებას გაეცნონ, თორემ თუ ასე მივუდექით, მაშინ არმიაც აღარ დაგვჭირდება!
  5. შეიარაღებული ძალების გაუქმება იოლია. აღდგენა კი ძნელი და დიდ თანხებს მოითხოვს. დაიკარგებიან ოპერატიული და სტრატეგიული აზროვნების მოქნე სპეციალისტები. თუ ოპერატიული შტაბი არ არსებობს (ძლიერია, თუ სუსტი, უნდა არსებობდეს), ოერატიული დონის ოფიცრებს ვერ გაზრდი.
  6. დაიკლებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტების პრესტიჟი, რადგან კარიერულ კიბეზე მაქსიმალური თანამდებობა სამხედრო დანაყოფის მეთაურობა იქნება.
  7. სამხედრო-საჰაერო ძალების, როგორცჯარების ცალკეული სახეობის არსებობის განმავლობაში საბრძოლო და საფრენოსნო მომზადება ისედაც დაბალ დონეზე იყო, მფრინავები არ მუშაობდნენ უმაღლესი პილოტაჟის ამაღლებაზე, არ დაფრინავდნენ ღამით, საპოლიგონო მომზადება კი კრიტიკას ვერ  უძლებდა
  8. სახმელეთო ჯარებში გადაცემის შემდეგ ეს პრობლემები არათუ აღმოიფხვრება, არამედ უფრო გაღრმავდება

  9. მოიმატებს არაპროფესიონალური ბრძანებების რიცხვი, დაახლოვებით ისეთი ბრძანებების, რომლებმაც 2007 წლის 11 მარტს Ми-24 საბრძოლო შვეულმფრენის ეკიპაჟი შეიწირა, რომელიც დას. საქართველოსკენ სასწრაფოდ ღამით გააფრინეს.
  10. ერთმანეთში აირევა ფუნქციები და საბრძოლო ამოცანები. ახალი სტრუქტურით გამოვა, რომ საჰაერო სივრცის კონტროლი მშვიდობიან და საომარ პერიოდში დაეკისრება სახმელეთო ჯარებს. ასეთი რამ არც ერთ  არმიაში არ ხდება.
  11. სახმელეთო ჯარების სარდლობა იმ დონეზე მომზადებული არ გვყავს, რომ შეძლოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის პროფესიონალურად მართვა.
  12. სამიდან ერთკომპონენტიან შეიარაღებულ ძალებზე გადასვლით აზრს კარგავს გაერთიანებული შტაბის მუშაობა, რომელიც თავის დროზე (სამიოდე წლის წინ) გენერალურიდან გაერთიანებულ შტაბად (წესით უნდა დარქმევოდა გაერთიანებული შტაბები) იმიტომ გადაკეთდა, რომ სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბების კოორდინირებული მოქმედება უზრუნველეყოთ.
  13. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ მთელ ძალაუფლებას შეიარაღებულ ძალებში სახმელეთო ჯარების სარდალი იღებს, რაც ზრდის სამხედრო გადატრიალების ალბათობას, რადგანაც მისი საპირწონე _ გაერთიანებული შტაბის უფროსი, ფაქტობრივად ძალის გარეშე რჩება.

ეს ჩამონათვალი მოქმედი ოფიცრების მიერაა შედგენილი, მაგრამ შეიძლება მოწინააღმდეგე გამოუჩნდეს და თავისი პოზიცია კონტრარგუმენტებით გაამყაროს.

2 responses to “სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გარეშე

  1. dj-guro April 12, 2010 at 7:08 PM

    რა სისულელეა საჰაერო ძალების გაუქმება?! საზღვაოს კიდე ჯანდაბას, შეელევა კაცი და იქედან მოსულ მტერს სახმელეთო ჯარებით შეაკავებს, მარა ავიაცია კაცო?

  2. გიორგი November 1, 2010 at 7:42 PM

    სამხედრო საჰაერო ძალების გაუქმება არ ნიშნავს ავიაციის გაუქმებას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: