ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

მისტიკა ტიტანიკის გარშემო

titanic

1912 წლის 14 აპრილს კატასტროფა განცადა ლეგენდარულმა ლაინერმა “ტიტანიკმა”. “ტიტანიკი” “დაბადებიდანვე” ძალიან ცნობილი, თავისი ეპოქისთვის ყველაზე მდიდრული და ასევე ყველაზე დიდი ხომალდი იყო მანამდე შექმნილ ნებისმიერი სახის ტრანსპორტს შორის.  საშინელი კატასტროფა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე შეიწირა, სწრაფად გახდა ყველაზე მრავალფეროვანი ხმების გავრცელების საფუძველი.

1972 წლის 15 აპრილს ლინკორ  “თეოდორ რუზველტის” რადისტმა დაიჭირა SOS სიგნალები – ხმაურსა და შიშინს შორის ისმოდა მოწოდება, რომელიც იუწყებოდა რომ “ტიტანიკი” იძირებოდა. რადიტმა ლოიდ დეტმერმა პირველი რაც იფიქრა რომ გაგიჟდა. მაგრამ, მერე მაინც გადაწყვიტა სანაპირო დაცვის გამოძახება – იქნებ მართლა ვიღაც იძირება და შველა სჭირდებაო. ნაპირიდან პასუხი იყო მეტად უცნაური – ლოიდს უბრძანეს – ყურადღება არ მიექცია ამ მოწოდებებისათვის და კურსი განეგრძო. უკვე პორტში, ლოიდი და გემის კაპიტანიც ცდილობდნენ გაერკვიათ რა მოხდა. ამ სიგნალებზე უფრო მეტად, ისინი გააკვირვა სანაპირო დაცვის უცნაურმა პასუხმა და ქცევამ – მაგრამ პორტში მათ აუხსნეს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო “ტიტანიკის” მოწოდება – “ტიტანიკი” 60 წლის წინ ჩაიძირა და საერთოდ არანაირი SOS სიგნალი არ იყო – ყველაფერი მოგელანდათო.
მაგრამ ლოიდი ამით არ დაკმაყოფილდა – მას საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ რადიოკავშირზე გამოძახებაზე პასუხებს სცემდნენ არა სამხედროები, არამედ სპეცსამსახურების წარმომადგენლები(!) და მან გადაწყვიტა პატარა გამოძიება ჩაეტარებინა – ჯერ უბრალოდ აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ თანდათანობით ისეთი საინტერესო ინფორმაციები ამოქექა, რომ ბოლო-ბოლო ნევროზის გამო ფსიქიატრიულში აღმოჩნდა.
მაგრამ სანამ იქ მოხვდებოდა (თუ მოახვედრებდნენ??) – ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა: დეტმერმა მოქექა სამხედრო არქივები და აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე, ვინც ეს სიგნალები მოისმინა.
არმოჩნდა, რომ, მისი კოლეგები (რადისტები) ღებულობდნენ ასეთ სიგნალებს “ტიტანიკიდან” გარკვეული პერიოდის ინტერვალებით – მან დაალაგა ყველა ასეთი შეტყობინება და ასეთი უცნაური სურათი მიიღო!
1924 წელი, 1930- წელი, 1936- წელი, 1942- წელი!
ბავშვიც კი მიხვდება, რომ ეს მოჩვენება-შეტყობინებები ყოველ 6 წელიწადში ფიქსირდებოდა!
მან გადაწყვიტა კიდევ ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და 1978 წელს უკვე სპეციალურად ელოდებოდა ამ რადიოსიგნალს. მერე კი ყველას უმტკიცებდა, რომ მოისმინა ის. რა ხდებოდა შემდგომ – 1984 და 1990 წლებში უცნობია, ვინაიდან ლოიდი ამ დროს ფსიქიატრიულში მკურნალობდა ნევროზის გამო ბალტიმორის კლინიკაში. მაგრამ ისევ აპრილში  – 1996 წელს კანადურ გაზეთ “სან”- ში კვლავ გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, კანადურმა გემმა “კვებეკმა” ისევ მიიღო რადიოშეტყობინება “ტიტანიკიდან” – გვიშველეთო!
ამჟამდ კი დაფიქრდნენ რა ხდებოდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შეიქმნა ერთგვარი ინფორმაციულ-სივრცული ფანტომი, რომელმაც გადალახა დრო და სივრცე და ყოველ 6 წელიწადში ბრუნდებოდა იმავე ადგილას, სადაც წარმოიშვა!

ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ასეთი გარღვევა სივრცესა და დროში მოხდა არა მარტო მომავალში – არამედ პირიქით – წარსულშიც -ანუ იგი გაიგაზვნა დროის ორივე მხარეს!
მაშინ ის უნდა ყოფილიყო ასევე 1906 წ, 1900 და 1894 წლებშიც.
იყო კი ის დაფიქსირებული?
არა – ვინაიდან მაშინ რადიო ძვირი სიამოვნება იყო და ის ცოტა ვინმეს ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ წარსულში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იჭერდნენ ამ სიგნალებს საკუთარი გონებით – თუმცა კი გაუცნობიერებლად!
რობერტსონი იყო ერთი, ყველასათვის უცნობი მწერალი, რომელმაც 1896 წელს გამოუშვა რომანი  “ამაოება”, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი დიდი გემის დაღუპვის ისტორია ატლანტიკის ოკეანეში.
საოცარი კი ისაა, რომ გემს ერქვა “ტიტანი”.
ეს გემი რობერტსონის რომანში მეიმართებოდა ინგლისიდან ამერიკაში (ისევე როგორც “ტიტანიკი”)
– დაღუპვის ადგილი ასევე – ატლანტის ოკეანე – დაღუპვის მიზეზი რომანში იყო – შეჯახება აისბერგთან!! ემთხვევა კატასტროფის თვეც – აპრილი!
მკვლევართა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მორგანმა “ტიტანიკის” დაღუპვამდე რამდენიმე წლით ადრე – მიიღო ასეთივე “ინფორმაციული” სიგნალი და ის გაუცნობიერებლად ასახა თავის რომანში.

“ტიტანიკის” დაღუპვის მერე კი მანამდე ყველასათვის უცნობი მორგანის რომანი სენსაციად იქცა. მართალია, მორგანმა “ტიტანიკის” დაღუპვის შემდგომ გამოშვებულ გამოცემებში ცოტა შეცვალა დეტალები, რათა რომანი მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო რეალურ მოვლენებთან – მაგრამ მაინც საოცარია ასეთი დამთხვევები .

აი ამ ცხრილში ჩანს ეს მსგავსი დეტალები მორგანის რომანის პირველ, მეორე გამოცემაში და შედარებულია ეს დეტალები რეალური “ტიტანიკის” მაჩვენებლებთან

ფილმიდან მაინც გახსოვთ, რომ ბოლოს და ბოლოს “კარპატია” მოვიდა ხალხთანც ვინ გადარჩა.

ტიტანიკიდან SOS-სიგნალი მიიღეს გემებმა “ოლიმპიკმა ” და “კარპატებმა” 23:17 სთ-ზე –
ხოლო “ტიტანიკი” ჩაიძირა 2:20 სთ-ზე.
– “კარპატები” ამ დროს იმყოფებოდა 200 კმ დაშორებით “ტიტანიკისგან” – მან სასწრაფოდ შეცვალა კურსი მისაშველებლად და მივიდა კატასტროფის ადგილზე 4:38-ზე – მეტი მას არ შეეძლო – 200 კმ მან 6 საათში გაიარა.
მაგრამ აქ არის ერთი შეუსაბამობა!
“ტიტანიკისგან” სიგნალი მიიღო “კარპატებმა” 23:17 სთ-ზე
ხოლო “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა – 23:40 სთ-ზე!
ანუ გამოდის,. რომ ჯერ SOS სიგნალი გაიგზავნა – მიშველეთო და მერე მოხდა შეჯახება????

ანუ რანაირად გაიგაზვნა სიგნალი 23 წუთით ადრე – შეჯახებამდე?
თანაც “ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახებისას ეს სიგნალები მაშინვე კი არ გააგზავნეს. არამედ კარგა ხნის შემდეგ, როცა მიხვდნენ და გაანალიზეს, რომ გემი განწირული იყო!
აი იმ ქრონოლოგიურ სქემას თუ დავხედავთ
00:15 —ტიტანიკიდან გაიგზავნა პირველი შეტყობინება დახმარებაზე.
ანუ პირველი რადიოსიგნალი  “ტიტანიკიდან” შეჯახებიდან მხოლოდ 55 წუთის მერე გაიგზავნა – და ეს არის თითქმის 1 საათით გვიან იმ სიგნალზე, რომელიც კარპატებმა მიიღეს!!!!

გამოდის, რომ “ოლიმპიკმა” და “კარპატებმა” მიიღეს არა რეალური სიგნალი – არამედ სიგნალი-მოჩვენება!

წინ იმყოფებოდა გემი “მაუნტ ტემპლი” რომელმაც მიიღო SOS – სიგნალი მაგრამ კოორდინატები არ იყო მითითებული სწორედ – რატომ?
“კარპატებმა” ხომ სწორი გეზი აიღო – მანაც ხომ მიიღო კატასტროფის კოორდინატები?
იქ ვხედავთ, რომ 7 საათზე “კალიფორნიელიც” გაიქცა საშველად – და ისიც არასწორედ მიდიოდა.
საინტერესოა SOS სიგნალები როგორ მიიღეს ამ გემებმა, რა თანმიმდევრობით და რატომ არ მიიღო ეს სიგნალი მაშინვე “კალიფორნიელმა”…

სხვა თვითმხილველების ჩვენებების საფუძველზე, არის მონაცემები იმის თაობაზე, რომ “ტიტანიკის” ჩაძირვის რაიონში, ათწლეულების შემდეგ, გემები პოლობდნენ “ტიტანიკის” “გადარჩენილ” მგზავრებს (!). თან ისინი თავიანთ სახელებს და გვარებს ასახელებდნენ, რომელიც ხომალდზე მყოფ ხალხის სახელებს შეესაბამებოდა. ბოლო ჯრზე 10 თვის გოგონა ამოიყვანეს, რომელიც სამაშველო რგოლში ცურავდა წარწერით “TITANIC”. სამწუხაროდ, მას არაფრის თქმა არ შეეძლო მომხდარის შესახებ, წლების შემდეგ კი _ აღარაფერი ახსოვდა.

3 responses to “მისტიკა ტიტანიკის გარშემო

  1. nokamige April 8, 2010 at 3:26 PM

    magari saintereso iyo🙂

  2. Leonce August 9, 2010 at 2:08 PM

    auuuuuuuuuu ra magarad damaintrigaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa😦 dzalian saintereso iyo 2012 wels radioti gavichitebi atlantis okeaneshi🙂

  3. dach November 21, 2010 at 8:50 PM

    sagol dzans aintereso iko

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: