ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Да Будет Мир Праху…

pic

15 წლის ასაკიდან თავზე, მარჯვენა მხარეს მაქვს ერთი ჭაღარა თმა, უფრო სწორედ _ მქონდა. წელს კიდევ 2 გამიჩნდა _ ერთი მარცხნივ, ერთიც ზევით (სიმეტრიაა –)) ). ამ 5–6 წლის განმავლობაში, მამაჩემი ამ ჭაღარას რო დაინახავდა ხოლმე გიჟდებოდა _ ჯერ რა დროს შენი ჭაღარააო (ცოტა მეხსიერების პონტში გაუჭირდა და ყოველ ნახვაზე “ახალ აღმოჩენას” აკეთებს ხოლმე), ესენი კიდე ჯერ არ უნახავს და საინტერესოა რა რეაქცია ექნება –))

თუმცა მაგას რა დიდი მნიშვნელობა აქვს? მთავარია რო დავბერდი –) “დვაცატ ადინ გოდ”. ნუ, რაღა დამრჩა _ თვეზე ნაკლები. სადღაც წავიკითხე სტატია ტვინის უჯრედების კვდომაზე, იქ ეწერა რომ ტვინის უჯრედები მუდმივად კვდებიან, მაგრამ მათ უფრო დიდი რაოდენობით “გაჩენილი” უჯრედები ენაცვლებიან. მაგრამ იცით რა ხდება თურმე 21 წლის ასაკში?  ტვინის უჯრედები წარმოქმნას წყვეტენ. ნუ შეგეშინდებათ, უჯრედების დანაკლისი მხოლოდ 70 წლიდან დაგეტყობათ. მანამდე კი ის “ნამეტი” საკმარისია რათა ჩვენ ჩვეულებრივად ვიაზროვნოთ  და ტვინმაც ნორმალურად იფუნქციონიროს.

საიდან დავიწყე და სად მივედი… –))

მოკლედ, სანამ ამას გავიგებდი ჯერ ისედაც ხო არ მინდოდა 70–ს გადაცილება _ ძაან ჩაჩანაკდებიან მერე ადამიანები და არ მინდა ღონემიხდილი, ყავარჯნიანი და წელში მოხრილი მოხუცი ვიყო, რომელსაც თვალშიც აკლია, ყურშიც და ადგომა–დაჯდომა–დაწოლაც კი უჭირს. ამის გაგების შემდეგ კი ეს სურვილი უფრო გამიძლიერდა.

მარა თან არ მინდა სიკვდილი. მეშინია? არა. მიტყდება. რა მიტყდება? უფრო სწორედ რატომ? აბა დაფიქრდით, როგორ ცხოვრობდა ხალხი 20 წლის წინ? არ იყო მობილური, კომპიუერი, ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რა იყო უფრო ადრე? 70–80 წლის წინ? არ იყო ტელევიზორი.  უფრო ადრე კიდე ხალხს არც რადიო ჰქონდა, არც ტელეფონი… ელექტროობაც კი…  ეხლა რომ მათ ვუყურებ, მათ რა… მაგათ ცხოვრებას, და ჩვენსას ვადარებ, აშკარად ჩვენი ჯობდა (ხო  მაგარი დავასკვენი? –)) ), მარა განვითარების პროცესი XXI საუკუნეში ხო არ დამთავრდება? წარმოიდგინეთ, 100 წლის შემდეგ ვიღაც რო იტყვის, აუ რა ველურბივით ცხოვრობდნენო, ან რანაირად ლაპარაკობდნენო. რამდენი მაგას წარმოვიდგენ, იმდენი მაგრად მიტყდება. იმის ნახვა მინდა, რასაც მართლა ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევა ერქმევა _ იმის იქით რო აღარაფერი იქნება. არ მინდა ვიღაცამ ველურად ჩამთვალოს :–S

2012–ში რო რამე მოხდეს, მაგარი გამიმართლებს ხო? –)))

სიბერეზე და სიკვდილზე ფიქრისას ერთადერთი მაგაზე ვდარდობ ხოლმე თორემ да будет мир праху нашему…

ეხლა ამას იცით რით ვწერ? #11 პეროთი და მელნით. დიახ, სწორედ ისეთით, მამაჩემი როგორითაც წერდა სკოლაში –)) მე კიდევ უკვე ავტოკალმით ვწერდი _ პრაგრეს… –))

ხვალ, ამ ნაწერს კომპიუტერში ავკრეფ და ბლოგზე გამოვაჭენებ. პრინციპში ღამის 4 საათი დაიწყო უკვე კაი ხანია _ რაღა ხვალ? გამოდის რომ დღეს… რო გათენდება…

10 აპრილი 2010 04:35

ZORBEGI

<< სურათზე კაკრას ის კალამი, მელანი და ნაწერია აღბეჭდილი რაც და რითაც დავწერე –) >>

9 responses to “Да Будет Мир Праху…

  1. silentium April 14, 2010 at 3:10 AM

    respect zorbeg…saintereso stawiaa da sainteresod weria…

    • zorbegi April 14, 2010 at 3:11 AM

      ღრმად გმადლობელი :*
      ქართული შრიფტი იმისთვის დაგიყენე რო ლათინურად პოსტო? –)

  2. egoist hedgehog April 16, 2010 at 2:47 AM

    ucnauria (tumca me rom am sityvas viyeneb shentan mimartebashi sasaciloa) rom mxolod imis gamo gwydeba guli sikvdilze rom vigac sheni shtamomavali velurad chagtvlis

    • zorbegi April 16, 2010 at 2:52 AM

      მომავალს რო ვერ ვნახავ და ვერ გავიგებ მომავალში რა მოხდება მაგაზე მწყდება გული და ვინმე რო ველურს მიწოდებს ეგ მიტდება…

      • egoisthedgehog May 29, 2010 at 1:54 PM

        sikvdilshi me verafers vxedav cuds.

      • zorbegi May 29, 2010 at 1:57 PM

        სიკვდილს, როგორც ასეთს, არ ვეხები მე ამ პოსტში. ცუდი ისაა რო მერე ვერ გავიგებ რა მოხდება.

        თორე სიკვდილის (ჩემი სიკვდილის) დედაც

  3. likuna9lika April 18, 2010 at 2:08 AM

    პერო და მელანი სად გაჩითე, თუ ძმა ხარ? :დ ისე რა გინდა, კაი პოსტია )) ჩემი ბოლო პოსტის ნათესავი :დ

    • zorbegi April 18, 2010 at 2:10 AM

      შენი პოსტი შვილად ეკუთვნის🙂

      მელანი მაქვს🙂 ადრე ბებიაჩემმა მომიტანა –))
      ისე, იყიდება კიდეც.. მარა ეს იმენა ძველი მელანია –))

      • likuna9lika April 21, 2010 at 2:08 AM

        მე ეგრე 2-3 კლასში რომ ვიყავი მაშინ დავდიოდი გრაფიკაზე და მქონდა პერო და მელანი, მარა იმის მერე არც დამიკავებია ხელში და არც მინახავს თვალით )) შვილად მეიბი ეკუთვნის, მარა ჩემნაირი ემოციური ჰომ მაინც ვერაა :პ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: