ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ანაბელა კარდოზო. “დროის ნაკადის” ხმები

evp

ადრე უკვე დავწერე ერთი პოსტი ელექტრონულ ხმოვან ფენომენზე… იქ ვახსენე მეცნიერი ანაბელა კარდოზო. სწორედ მისი ექსპერიმენტების ჩანაწერებს შემოგთავაზებთ ეხლა:

Voice <=ტექსტში ამ ღილაკებზე დაჭერით, თქვენ შესძლებთ ანაბელა კარდოზოს ჩანაწერების მოსმენას.

1997 წლის ბოლოს, მე დავიწყე ინსტრუმენტალური ტრანსკომუნიკაციის (იტკ) მეშვეობით სხვა რეალობებთან კავშირის დამყარების მცდელობები. მე უბრალოდ ვცდილობდი ამის გაკეთებას, მაგრამ არაფერ შედეგს არ ველოდი. არა, მე არ უარვყოფდი ასეთ ალბათობას, უბრალოდ მე არ მიფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა მე გადამხდენოდა. რამდენიმე წლის წინ, იმედგაცრუებული ვცდილობდი იმაზე პასუხის გაცემას, თუ რეალურად რა მოუვიდათ მათ, ვინც მე ასე ძალიან მიყვარდა და ვისაც ასე ძალიან მივტიროდი. მე ვკითხულობდი წიგნებს სიკვდილის შემდეგ გადარჩენის შესახებ და ორმა მათგანმა ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია. ისინი იმდენად ექსტრაორდინალური, უცნაური და შოკისმომგვრელი მომეჩვენა, რომ არც კი ვიცოდი რა მეფიქრა. ვერც იმის ვბედავდი რომ რეალურად ჩამეთვალა ეს ყველაფერი და ვერც იმას რო უარმეყო. ეს წიგნები იყო: ჰლდეგარდ შეფერის “ხიდი მიწიერ და იმქვეყნიურ სამყაროებს შორის” და თეო ლოჩერის და მეგი ჰარშ–ფიშბახის “გარღვევები ელექტრონულ სპირიტულ კომუნიკაციაში”.

ექსპერიმენტების ჩატარება ხალხის მცირე ჯგუფთან ერთად დავიწყე, რომლეთაგანაც ორმა ახლახანს დაკარგა ახლობელი ადამიანი. თავიდან პასუხების მიღებას მაგნიტურ ლენტზე ვცდილობდით _ თქვენ სვამთ კითხვას, იცდით გარკვეული პერიოდი, ხოლო როცა ლენტას უკან ახვევთ და ჩანაწერს უსმენთ, შეიძლება მასზე პასუხი აღმოაჩინოთ. ორ თვე–ნახევრის შემდეგ, ლენტაზე პირველმა პასუხებმა დაიწყეს გაჩენა. ხმოვანი ფონის სახით ჩვენ ვიყენებდით მოკლე და საშუალო სიგრძის ტალღებზე მომართული 3 რადიომიმღების გამოცემულ თეთრ ხმაურს. ჩვეულებრივ, კითხვებს შორის პასუხისთვის 1 ან ორ წუთს ვიცდიდით ხოლმე. სიზუსტისათვის ელექტრონული ტაიმერიც კი ვიყიდე. ჩემს გასაკვირად ხმები უფრო ხმამაღალი და იოლი გასარჩევი ხდებოდა, ზოგჯერ ისინი ხმარობდნენ სიტყვებს ორ ან სამ სხვადასხვა ენაზე. ჩემი მშობლიური ენა პორტუგალიურია, მაგრამ სხვა ენებიც ვიცი. ხმები, რომლებიც პასუხს იძლეოდნენ, ზოგჯერ, ხმოვანებით და ტემბრით ძალიან წააგავდნენ ადამიანისას, რომელიც კითხვას სვამდა. მაგრამ ეს ზოგჯერ. ამან მე შოკში ჩამაგდო და მიბიძგა იმისაკენ, რომ ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, გამერკვია რა ხდებოდა რეალურად. თითქოს არავინ და არცერთი წიგნი არ იძლეოდნენ ამაზე პასუხს, მაგრამ იქ ესეთი სიტუაციები, როგორც ჩვეულებრივი სიტუაცია, ისე იყო მოხსენიებული. მაგალითები, რომლებიც აქაა მოყვანილი, არის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც შეირჩა დიდი რაოდენობით მიღებული პასუხებისაგან. ზოგჯერ, მოსული შეტყობინება იყო არა პასუხი კითხვაზე, არამედ ცალკეული შენიშვნა, როგორც, მაგალითად შემდეგ შემთხვევებში:

voice Natal, un beso for Nina (გილოცავთ შობას. ვკოცნი ნინას)
ნინა _ პატარა ძაღლია, რომელიც სეანსების დროშ ჩვენთან ზის ხოლმე ოთახში.

voice Estuve legal (ყველაფერი წესრიგში მქონდა)
ეს შეტყობინება მომივიდა მაშინათვე, როდესაც ვუთხარი, რომ მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ რადიოთი შეტყობინების გადმოსაცემად. Estuve _ ესპანური სიტყვაა, ხოლო legal _ “ოკეი”–ის ბრაზილიური ანალოგია.

voice Sei parlare (მე ვიცი როგორც უნდა ვილაპარაკო)
“Sei” – ეს პორტუგალიურია, “parlare” – იალიური. ეს ხმა მოვიდა ჩემი ფრაზის შემდეგ, რომელითაც უჩინარ თანამოსაუბრეებს, ამ მომენტში ჩემს სახლში მყოფი სტუმრებისთვის შეტყობინების დატოვება ვთხოვე.

voice Ola todos ai! (მოგესალმებით ყველას)
სამზარეულოში ვიყავი და ძაღლებს ვაჭმედი, ერთ–ერთ მათგანს, კოკის რომ ვუთხარი, “გამარჯობა კოკი”. ჩამწერი მოწყობილობა ამ დროს ჩართული მქონდა დატოვებული გვერდზე ოთახში და შეტყობინება ჩემი ფრაზის დასრულებისთანავე გაისმა.

რადიოხმები

1998 წლის 11 მარტს სახლში მარტო ვიყავი საკუთარ ძაღლებთან ერთად. დაახლოვებით საღამოს 7 საათისთვის, ჩვეულებისამებრ ვატარებდი ჩაწერის სეანსს. უეცრად, ერთ–ერთი ძველი ნათურებიანი რადიოდან, რომელიც “თეთრ ხმაურზე” იყო მომართული მოკლე ტალღების დიაპაზონზე, გაისმა ხმამაღალი ხმა:

voice Estamos a ouvir tudo! Queremos saber do mundo, queremos ouvir vuestras cosas ! Agora vamos contar convosco, oferecer o que e justo! Eu nao fui este quem falasse, mas supongo que voce tenha feito alguma pregunta! Isto e muito e muito dificil! Outro mundo!
(ჩვენ ვისმენთ ყველაფერს! ჩვენ ვიცოდეთ ყველაფერი თქვენი სამყაროს შესახებ, ჩვენ გვინდა ვისმენდეთ თქვენს შესახებ! ეხლა ჩვენ ვცდილობთ თქვენი იმედი გვქონდეს, შემოგთავაზოთ ის, რაც მშვენიერია! მე არ ვარ ის, ვინც ლაპარაკობდა, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ დასვით კითხვა! ეს ძალიან, ძალიან ძნელია! სხვა სამყარო!)

როდესაც ხმა მოვიდა, მე უბრალოდ ვკითხე, მართალია თუ არა, რომ მაგნიტურ ლენტზე გაკეთებული ჩანაწერებით კონტაქტი, რომელსაც ასე ხშირად ვღებულობდით, მართლა მომდინარეობს “დროის ნაკადის” სადგურებიდან (ზოგიერთი ხმები ამტკიცებდნენ ამას) და კარლოს დე ალმეიდისგან. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ კარლოსი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო “დროის ნაკადის” სადგურზე, და მე მას ვთხოვდი ხოლმე დახმარებას და შუამდგომლობას ყველა სეანსის დასაწყისში და ეხლაც ესე ვაკეთებ.

ამის შემდეგ, ხმები უკვე ხშირად მოდიოდნენ ერთ–ერთი რადიოდან, რომელიც მოკლე ტალღურ დიაპაზონზე იყო მომართული. ხდებოდა ისეც, რომ ხმები რომლებიც მოდიოდა ერთი რადიოდან, “გადახტებოდნენ” ხოლმე მეორე რადიოში, რომელიც სულ სხვა სიხშირეზე იყო მომართული.

რამდენიმე თვეში ჩვენს ჯგუფში მხოლოდ ორნიღა დავრჩით: მე და კარლოს ფერნანდესი, რომელიც ზოგჯერ მოდიოდა ხოლმე ჩემთან. მას ძირითადად კომუნიკაციის ტექნიკური ასპექტები აინტერესებდა.

კარლოს დე ალმეიდა – პორტუგალიელი, რომელიც ზევით ვახსენე. ის აქტიურად მონაწილეობს ტრანსკომუნიკაციაში “დრიოს ნაკადის” სადგურზე და მე მგონია, რომ ის ჯგუფის პორტუგალიური ნაწილის ერთ–ერთი ხელმძღვანელია.

voice … Ja pus a ponte (მე უკვე გავდე ხიდი)

როდესაც კარლოსი ლაპარაკობდა “ხიდზე”, ის, ალბათ გულისხმობდა ჩვენი სამყაროების დამაკავშირებელ ხიდს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება იგულისხმებოდა ჩემი ოთახი, სადაც ხდებოდა ჩაწერა.

voice Ca vem o Rio do Tempo em portugues (აქ მიმდინარეობს “დროის ნაკადი” პორტუგალიურად)

ის ცხოვრობს უმაღლეს სამყაროში, მაგრამ ეშვება “დროის ნაკადის” სამყაროში. ერთ–ერთმა ხმამ მასზე თქვა:

voice Amou a gente, muita gente (მას უყვარდა ადამიანები. ბევრი ადამიანი).

“დროის ნაკადის” ხმები ლაპარაკობენ მშვენიერ სამყაროზე, რომელიც ძალიან წააგავს ჩვენსას და სადაც, როცა დრო მოვა, მივლენ ყველა არსებები ჩვენი და სხვა ფიზიკური სამყაროებიდან. ისინი ამბობენ, რომ მათ განახლებულ და ჯან–ღონით აღსავსე სხეულებს აქვთ უნარი, იმოგზაურონ აზროვნების წყალობით და ისინი ხშირად არიან ხოლმე დედამიწაზე. მათი სიტყვების თანახმად, ისინი მოდელირებენ რადიოტალღებს თავიანთი აზროვნების მეშვეობით, რაც მათგან დიდ მოთმინებას და კონცენტრაციას მოითხოვს. რეალურად, ეს მათი ფიქრები ხდებიან მოსმენადები, მას შემდეგ, რაც გარდაიქმნებიან რადიოტალღებად.

voice Ondas curtas e so contigo, eu fui onda curta e estava ai! (მოკლე ტალღები მხოლოდ შენთან არიან. მე ვიყავი მოკლე ტალღა და მე ვიყავი იქ)

შესაძლებელია, ამაში მდგომარეობს დიდი რაოდენობით გრამატიკული და სხვა შეცდომების მიზეზი “პირდაპირ რადიოხმებში”, ასევე ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არის რომ ერთ ფრაზაში, შეიძლება იყოს სიტყვები სხვადასხვა ენაზე, რატომ არის რომ შეუჩერებლად “ხტებიან” საუბრის ერთი თემიდან მეორეზე, რატომ შეუძლიათ ერთმანეთში საათობით საუბარი და შეუძლიათ საკუთარი საუბრის ნაწყვეების “მიწებება” მიწიერი თანამოსაუბრეების დასმული კითხვების პასუხებზე. და შეიძება სწორედ ასე ჟღერენ ფიქრები. რამდენჯერმე მათ აშკარად ახსენეს სახელები, როგორც მაგალითად:

voice … Bela, Bela, ja respondeste, a resposta saiu justo pro nosso espaco (ბელა, ბელა… შენ უკვე გაეიცი პასუხი. შენი პასუხი უკვე ჩვენს სივრცეში წამოვიდა)
ბელა – ასე მეძახდნენ ბავშვობაში

voice მამაჩემი: Sou o Joao Cardoso…so Rio do Tempo (ჯაო კარდოზო ვარ… გაუგებარია… მხოლოდ “დროის ნაკადი”!)

voiceმე ვკითხულობ: Who is speaking ? (ვინ ლაპარაკობს?)
E a tua avo (ბებიაშენი ვარ)
მე ვეკითხები: Grand – mother? (ბებო?)
E (ხო)

voice ჩემი ძმა: Sou eu o Luis (ეს მე ვარ ლუისი)
მე ვეკითხები: Is it you, Luis?
ის მპასუხობს: Sou o Luis com certeza (ძალიან ჩუმად)
Luis ja te ouviu (ლუისმა უკვე გაიგონა შენი ხმა)

voice Sou o Luis (ეს ლუისია)

სხვები, ვისაც მე არ ვიცნობ, ასევე ასახელეხებდნენ საკუთარ თავს. ეკსპერიმენტატორსა და უცხო თანამოსაუბრეს შორის სხვა სამყაროდან, ვითარდება მყარი მეგობრობა და სიმპათიები.

voice Onde vais, Belinha? Rio do Tempo, aqui passam os mortos (სად მიდიხარ ბელინა (ჩემი ბავშვობის სახელი)? აქ “დროის ნაკადი” გზას აძლევს/უთმობს/გზაზე აყენებს მიცვალებულებს. )

voice მე ვეკითხები: Voces estao a ouvir-me? (გესმით ჩემი?)
Estou a ouvi – la muito baixo (ძალიან ხმადაბლა მესმის შენი)

voice მე ვკითხულობ: Who is speaking ? (ვინ ლაპარაკობს?)
Fala Joan Colbert (ძალიან ჩუმად)
(ჯონ კოლბერტი… წარსული?)

voice Sou o Rui Belo (რუი ბელო ვარ)

voice E Boris, Rio do Tempo! (ეს ბორისია, “დროის ნაკადი”!)

voice E Rio do Tempo, mas e Ramiro quem te fala! (ეს “დროის ნაკადია”, მაგრამ შენ რამირო გელაპარაკება).

voice მე ვკითხულობ: Ola quem fala ? (ვის ველაპარაკები?)
თავიდან ჩუმად: e Pedro Roque (პედრო როუგი ვარ) და ისევ, e Pedro Roque (პედრო როუგი ვარ).
მე ვეკითხები: Boa noite amigos (საღამო მშვიდობისა მეგობრებო)
მპასუხობს: Estas boa? (კარგად ხარ?) Fala Pedro Roque (ლაპარაკობს პედრო როუგი)

კარლოს დე ალმეიდის პიროვნების დასტური ჩემს განმეორებად კითხვაზე რამდენჯერმე მოდიოდა. მე ვსვამდი კითხვას: “ეს კარლოს დე ალმეიდაა?”

voice Sim, estou, tou, 1 de Junho, 1 de Junho (კი, კი. მე ვარ. პირველი ივნისი. პირველი ივნისი)

ისევ ვეკითხები: Carlos de Almeida?
voice Estou aqui, estou aqui, prova de estatuto em Junho (მე ვარ, მე ვარ. ლეგალური დამამტკიცებელი საბუთები ივნისში)

ამ და სხვა შემთხვევებში ანინსირდებოდა, რომ “დროის ნაკადი” ივნისიდან (1998 წ) იწყებს რეგულარულ გადაცემებს, რაც მოხდა კიდეც.

ხმა ….Estou a falar com os humanos… este mundo e o do “elme” (alma) que aposta noutro lado… 1 de Junho, 1 de Junho (მე ველაპარაკები ადამიანებს. ეს “სულების” სამყაროა, ის სხვა მხარესაა… პირველი ივნისი პირველი ივნისი)

ხმა მე ვკითხულობ: Fala a Estacao Rio do Tempo? (ეს დროის ნაკადი ლაპარაკობს?)
Sim, o prometiu (prometido) (კი, როგორც დაგპირდით)

1998 წლის 7 ოქტომბერს მათ თქვეს:

voice Falamos da Estacao Rio do Tempo, ais ficar bem contenta, nao? (ჩვენ ვლაპარაკობთ საგურ “დროის ნაკადიდან”, შენ ხომ მართლა ბედნიერი იქნები?)

ეს მარტლაც წინ გადმოდგმული ნაბიჯი იყო ჩემი თხოვნებისკენ, სადაც ვითხოვდი დაესახელებინათ გადამცემი სადური და არ შემოფარგლულიყვნენ მხოლოდ დამადასტურებელი პასუხებით ჩემს მარტივ კითხვებზე.

voice ვეკითხები: Fala da Estacao Rio do Tempo? (ეს სადგური “დროის ნაკადი” ლაპარაკობს?)
Sim, o lugar e, e aqui (კი, ეს ადგილია, აქაა)

მეორეთაც იგივე ვკითხე და მივიღე პასუხი:
voice Sim, aqui, mas nao fala o Carlos de Almeida (კი, აქაა, მაგრამ ეს კარლოს დე ალმეიდა არ ლაპარაკობს)

ამ პასუხში თითქოს იუმორიცაა. აქამდე ხშირად ვკითხულობდი ლაპარაკობდა თუ არა კარლოსი, ამჯერად კი მხოლოდ “დროის ნაკადი” ვიკითხე.

voice Torre, Torre, e o Rio do Tempo! (კოშკი, კოშკი, ლაპარაკობს “დროს ნაკადი”!)

ფრიდრიხ მაიერსის იდეების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით “გზა უკვდავობისკენ” და “ადამიანის პიროვნების საზღვრებს გარეთ”–ში არსებულები, რომლებიც გადაიცემოდა ჯერალდინე კამინგსის ავტომატური წერილის მეშვეობით, გარკვეულ დონეზე მტკიცდება “დროის ნაკადის” შეტყობინებებით. “ჯგუფური სულის” იდეა, მაგალითად, ნათლად გამოიხატება კარლოს დე ალმეიდას მიერ:

voice Ele nao vem e ao meu grupo desco, Vou a Alma! E o edificio do Tempo, e ohemiciclo do Tempo (ის არ მოსულა, მე ჩემს ჯგუფთან ვეშვები, მე მივდივარ სულთან. ეს დროის შენობაა, ეს დროის ნახევარციკლია).

“დროის ნაკადისგან” მიღებული ძირითადი ინფორმაცია

– იტკ კონტაქტებისათვის არ არსებობს არანაირი სპეციალური გარემოებები. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საკმარისი ინტერესი და მოთმინება, შეუძლია მიისწრაფოდეს “დროის ნაკადის” სამყაროსთან კონტაქტისკენ.

– იტკ პროექტისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია.

– კონტაქტის დამყარებისათვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ “კონტაქტია”

– იტკ კომუნიკაციაში არ მონაწილეობენ “ფსიქიკური” პროცესები. “შენ ნორმალური ხარ” – მითხრეს მათ.

– მედიუმობა არაა აუცილებელი იტკ–სათვის

– პარტნიორების დონე “სხვა მხარეს” შეესაბამება აქაური თანამოსაუბრის ეთიკურ და ინტელექტუალურ დონეს

– მიწიერი მოსაუბრეების თვისებებს და პიროვნებებს გალენა აქვთ იტკ–ზე

– ისინი იზიარებენ ჩვენს ეთიკურ პრინციპებს

– მათი სამყაროს ფასეულობები აბსოლიტურად განსხვავდება ჩვენი ფასეულობებისაგან.

– მედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია

– არებობს მრავალი სამყარო, რომლებიც შეესაბამებიან არსებების სულიერ განვითარებას, რომლებიც ერთი სამყაროდან მეორეში გადადიან.

– ექსტრაორდინალური შესაძლებლობები, როგორებიცაა რადიოტალღების აზრების მეშვეობით მოდულაცია, აზროვნების ძალის მეშვეობით მოგზაურობა და სხვა რმავალი, მათი სამყაროს ბუნებრივი ნაწილია.

– მათ გააჩნიათ ფიზიკური სხეული, მაგრამ სხვა ბუნების. მათ შეუძლიათ იმის აღქმა რასაც ჩვენი მგრძნობელობითი ორგანოები აღიქვამენ.

– მგონი წყალი არის ის რაც კონტაქტს ხელს უწყობს. წყალზე დასმულ ჩემს შეკითხვას მათ უპასუხეს: “მგონი ეგრეა”. მეორედ კი ხმამ რადიოდან თქვა: “იმიტომ რომ წყალი დიდი რაოდენობითაა”.

– ისინი საკუთარ თავს აღიქვამენ “ღმერთთან უფრო ახლოს ვიდრე ჩვენ”.

ცხოვრების შესახებ

პიროვნება “დროის ნაკადიდან” რომელიც საკუთარ თავს “ფილიპ”–ს უწოდებს, ხანგრძლივი დროის პერიოდში ლაპარაკობდა თავიანთი სამყაროს შესახებ. იმ მიზეზების გამო რომ აქ არ შემიძლია ამ სიგრძე აუდიო ჩანაწერის მოყვანა, მე ავარჩიე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწყვეტები:

voice “…….e sinto outra cor, sinto o meu poder de infinito, o inconsciente de Deus a todos cobre… pense sempre em nosso mundo, quem pensa no nosso mundo a distancia reduz.” (მე აღვიქვამ სხვა სინათლეს, მე ვგრძნობ ჩემი უსასრულბის ძალას. ყოველთვის იფიქრე ჩვენს სამყაროზე. ვინც ამაზე ფიქრობს, დისტანციას ამცირებს)

voice Anabela, a gente e questao de aprender que tudo tem um tempo (ანაბელა ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ რომ დრო ყველაფრისთვის არსებობს)

“ცხოვრება – ცნობიერებაა”
“ყველა არსება აზროვნებს”
“სამყაროში ყველა არსება განიცდის”
“მცენარეებიც განიცდიან”
“ყველანაირ განცდას აქვს თავისი აზრი. რაც აუცილებელია სულიერი ზრდისთვის”
“დედამიწიდან წასვლის დრო განსაზღვრულია ყველა არსებისთვის”

“დროის ნაკადის” სამყარო

voice Um mundo muito semelhante ao vosso (სამყარო, რომელიც ძალიან წააგავს თქვენსას)

voice Eu sou…do outro mundo (მე სხვა სამყაროდან ვარ)

voice რადიო: Ha outro mundo
ხმა მაგნიტოფონის ლენტზე: Sim e outro mundo
(არის სხვა სამყარო, კი, ეს სხვა სამყაროა)

voice მე ვეკითხები: ვინ ლაპარაკობს? რა გქვიათ?
Somos do outro mundo (ჩვენ სხვა სამყაროდან ვართ)

“O nosso mundo querida Bela tem tudo” (ძვირფასო ბელა (ჩემი ბავშვობის სახელი), ჩვენს სამყაროში ყველაფერია)

“E bonito aqui” (აქაურობა ლამაზია)

“Rio de todos os seres” (ყველა არსების მდინარე)

voice E o Boris, aqui passam os mortos, (სხვა ხმა) E o Rio do Tempo (ეს ბორისია, აქ მკვდრები მოდიან… ეს “დროის ნაკადია”)

კარლოს დე ალმეიდა: “E o portao da luz” (ეს სინათლის კარბჭეა)

“ჩვენ დრო არ გვაქვს, აქ სხვა განზომილებაა”

მათ ერთდროულად შეუძლიათ იყვნენ როგორც ჩვენს, ისე თავიანთ სამყაროში

როდესაც მე ვკითხე, საიდან იცნობდნენ ჩემს მეგობრებს, მათ მიპასუხეს: “იმიტომ რომ ისინი სულ შენთან არიან”

ყველა არსება, რომელიც “დროის ნაკადში” ცხოვრობს, იქ სხვა სამყაროდანაა მისული.

დედამიწის გარდა, მათ იტკ კონტაქტები სხვა სამყაროებთანაც აქვთ.

მცენარეების გადარჩენის თაობაზე კითხვაზე მათ მიპასუხეს: “ნუ გავიწყდება, რომ მცენარეები, ეს თქვენი სამყაროს არსბებია. თქვენი სამყაროდან, ყველაფერი ჩვენსაში გადმოდის”.

სამყაროში ცხოველების დანიშნულებაზე და მათი ცხოვრების აზრზე დასმულ კითხვაზე, მათ მიპასუხეს: ისინიც ცდილობენ, რომ მეტი გაიგონ.

ეს მშვენიერი და სამართლიანი სამყაროა ყველა არსებისთვის.

სუსტები აქ ყოველთვის დაცულნი არიან.

მათ თავიანთი კანონები აქვთ.

“Estao a ponher (por) leis para tudo” (ისინი კანონებს ყველაფრისთვის ადგენენ.)

ბოროტი ადამიანები არ ცხოვრობენ მათთან ერთად. “ისინი ცხოვრობენ ცალკე, “დროის ნაკადის” გარშემო.”

მათ სამყაროში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება “ჭეშმარიტებას”

სადგური “დროის ნაკადი”

“დროის ნაკადი” ზევითაა ”

” ეს იქაა _ ზევით ”

voiceFalamos de um estudio no edificio aqui do Tempo (ჩვენ აქ გადამცემი სტუდიიდან ვლაპარაკობთ, დროის შენობიდან)

voice Esta a falar RIO DO TEMPO (ეს “დროის ნაკადი” ლაპარაკობს)

voice Falamos do Outro Mundo, Nos falamos do Tempo (ჩვენ სხვა სამყაროდან ვლაპარაკობთ, ჩვენ დროიდან ვლაპარაკობთ)

voice These are morti (ეს მიცვალებულები არიან)
ეს ფრაზა სამჯერ განმეორედა.

voice Homero, Homero, this is Rio do Tempo, Rio do Sol. Homero, Homero, Homero, this is Rio de todo, this is Rio de todos, this is Rio do Tempo! (ჰომერ, ჰომერ, ეს დროის ნაკადია, მზის მდინარე. ჰომერ, ჰომერ, ჰომერ, ეს მთლიანობის მდინარეა, ყველაფრის მდინარეა, დროის ნაკადია)

ნიღაბი

მე და კარლოს ფერნანდესი დროდადრო ვცდილობდით ხოლმე მიგვეღო გამოსახულება სხვა სამყაროდან. აი ერთ–ერთი გამოსახულება, “ნიღაბი”. კარლოს დე ალმეიდა ახსენებდა ხოლმე ნიღაბს, როდესაც მე მანამდე რამდენიმე დღე ვკითხულობდი, შემეძლო თუ არა მათი სამყაროდან გამოსახულების მიღება. პასუხი შემდეგნაირი იყო: “გააჩნია… მოქანდაკის ნიღაბი გააკეთე, შენ იცი ეს რომელიცაა?”

voice Conforme, execute uma mascara de escultor, sabe qual e? (გააჩნია… მოქანდაკის ნიღაბი გააკეთე, შენ იცი ეს რომელიცაა?)

სხვა ტრანსგამოსხულებები

სურათი უცნობი ახალგაზრდა მამაკაცის სახე

ძაღლი ძაღლი

ჩანაწერის გაკეთების ტექნიკური პირობები

სახლი განლაგებულია იბერიული ნახევარკუნძულის რეგიონის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, ოკეანის თავზე შემაღლებულ კლდოვან ადგილას. მომცრო ოთახი, სადაც ყველა სეანსი ტარდება, განლაგებულია სახლის ჩრდილო ნაწილში, და ასევე ჩრდილოეთით გამავალი ფანჯარა აქვს. სახლთან ძალიან ახლოს გადის რამდენიმე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი.

ესე იყო თავიდან. მერე სხვა აგილას, სხვა ქვეყანაში გადავედი. რამდენიმე რადიოს მოდიფიცირება მოვახდინე “დროის ნაკადის” მითითებების შესაბამისად. დღეს უკვე ვიყენებ სამ ძლიერ თანამედროვე მოკლეტალღურ რადიოს, ისინი მომართულია საშუალო სიხშირის ტალღებზე. ასევე ვიყენებ ორ ძველ ნათურებიან რადიოს. “დროის ნაკადის” რეკომენდაციით ოთახში გაკეული პერიოდი ორი მობილური ტელეფონი მქონდა. შემდეგში “დროის ნაკადმა” მათზე უარი თქვა.

ძველ, ნათურებიან რადიოებს არავითარი უპირატესობა არ გააჩნიათ იტკ–ში, როგორც ამას “დროის ნაკადი” იტყობინება. მათივე შეტყობინებით სიხშირესაც არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მოკლე ტალღები მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ “დროის ნაკადი” ახერხებს კონტაქტის 2–3 საათის განმავლობაში შენარჩუნებას, ხმები ჯერ ისევ უსუფთავოა. უმეტეს შემთხვევაში ისინი დამახინჯებულია, ან ხმაურითაა სავსე, რაც ართულებს მათ გაგებას. მოცემულ მომენტში ეს ითვლება მთავარ სირთულედ ხმოვან ტრანსკომუნიკაციაში, ყოველ შემთხვევაში, “პირდაპირი რადიოხმებისათვის” ხმის ხარისხი უკეთესის სურვილს გვიტოვებს. “დროის ნაკადი” დიდ ძალისხმევას ხმარობს ამ მიმართულებით და ცდილობს, ყველა შესაძლო საშუალებით მიაღწიოს პირდაპირი საუბრისთვის კარგი პირობების შექმნას.

VoiceTu fala directamente (შენ პირდაპირ ლაპარაკობ)

სხვა პირობები

ჩვეულებრივი სახლი, სადაც ცხოვრობს 2 ადამიანი და დიდი რაოდენობით ცხოველები: ძაღლები და კატები, რომლებსაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით ეპყრობიან და უვლიან. სახლს გარშემო დიდი ბაღი აქვს, სადაც ბუქები და დეკორატიული მცენარეები იზრდება, რომლებსაც ასევე გულდასმით უვლიან.

დასკვნა

მე ვფიქრობ, რომ ტრანსკომუნიკაცია ყველასათვისაა. ეს გზაა ცნობიერების და სიბრძნის გაფართოებისთვის, საშუალებაა ვისწავლოთ მიმტევებლობა და უსაზღვრო სიყვარული. ყვლა არსება ღვთაებრივია თავის არსებაში, ან ბუნებაში, სხვაობა მხოლოდ ფორმაშია. 1998 წლის 9 მარტი: კარლოს დე ალმეიდამ თქვა:

Voice E pra essa gente humilde e convocar o amor, panaceia do mundo, seria bonito, no? ( ეს კეთილი ხალხისთვისაა, ეს სიყვარულის გამოძახილია, ეს მშვიდობის პანაცეაა, ეს მშვენიერი იყო, ხომ მართალია?)

შეტყობინება მარტივია და გასაგები: ყველას შეუძლია მიისწრაფოდეს სხვა სამყაროსთა კონტაქტისკენ ტრანსკომუნიკაციის მეშვეობით. თქვენ უბრალოდ უნდა სცადოთ. მე არასოდეს მინახავს ანომალიური აქტივობა _ პოლტერგეისტი ან მსგავსი რამეები. ჩემს ცხოვრებაზე არაფერს რაიმე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია და ნორმალური რჩებოდა “დროის ნაკადთან” კონტაქტებამდე. მე ვთვლი, რომ საკუთარ თავში სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სიტუაცია აბსოლიტურად ნორმალურია, იმიტომ რომ ორივე სამყარო ერთნაირად ბუნებრივია. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უმეტესობა ჩვენთაგანი არ ფიქრობს სხვა სამყაროების არსებობის რეალობაზე, ამიტომაც ისინი ჩვენთვის უცხოდ რჩებიან. ტრანსკომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს ფიზიკურად აღვქვათ სხვა სამყარო ჩვენი ტექნიკური საშუალებების დახმარებით. ამ სიხარულს ვერაფერი შეედრება. ეს ასევე ძალიან რთულია და მოითხოვს დიდ დაჟინებას, დიდ დროს, კეთილ ნებას და მოთმინებას. მაგრამ ეს ყველაფერი ღირს ამად, რადგანაც ეს სიცოცხლის სასწაულია, უსასრულო და გაუთავებელი სიცოცხლის. შემდეგ სამყაროში ჩვენ შევხვდებით ყველა არსებას ჩვენი პლანეტიდან და ასევე არსებებს სხვა ფიზიკური სამყაროებიდანაც. იქ ჩვენ გავაგრძელებთ “მეტის გაგების მცდელობებს”. მე იმედი მაქვს, რომ მ იტკ–ების ისტორია, რომელიც მე, სრულიად ნორმალურ ადამიანს შემემთხვა, კარგი სტიმული და სახელმძღვანელო იქნება მათთვის, ვინც თვითონ შეეცდება ამ ექსტრაოდრინალური დიალოგის გაბმას. და შეიძლება დადგეს დღე, როდესაც ჩვენ საბოლაოდ შევძლებთ მივაღწიოთ “მაგისტრალის გახსნას”.

სადგური “დროის ნაკადი”

FALAMOS AO MUNDO EM TODOS OS LUGARES, A ABERTURA DO CAMINHO!

(ჩვენ ვესაუბრებით მთელს მსოფლიოს, დედამიწის ყველა კუთხე–კუნჭულში, მაგისტრალის გახსნა!)

2000 წლის 19 დეკემბერს “დროის ნაკადმა” გამოგვიგზავნა გალობა, რომელიც სავსე იყო სიხარულით და სიყვარულით, რომელიც გულის სიღრმეში აღწევდა.

Voiceპირველი გალობა

სიტყვა “MORTOS” (მკვდრები) შეიძლება ორივე შემთხვევაში ისმინებოდეს.
2001 წლის 19 თებერვალს “დროის ნაკადმა” მეორე გალობა გამოგვიგზავნა:

Voice მეორე გალობა

მინდა მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ, ვინც მუდმივად ცხოვრობს. ამ სტატიით მეც გამოვხატავ თქვენდამი მადლიერებას.

2 responses to “ანაბელა კარდოზო. “დროის ნაკადის” ხმები

  1. simulated May 15, 2010 at 3:52 AM

    არაჩვეულებრივი სტატიიაა დიდიმადლობა შენ ამ სტატიისთვის!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: