ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

აღლუმი 2010

26 მაისი

 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ბევრს ატრაკებდა, მიშას აღლუმს არ ჩავატარებინებო, ის მაინც ჩატარდა და რამდენადაც მე ვიცი, არც არავის გაუპროტესტებია და არც არავის ჰქონია მისი ჩაშლის მცდელობა.

ეს აღლუმი, ომის შემდეგ პირველი აღლუმია. გასულ წელს, ძვირფასმა ოპოზიციამ ჩაშალა…. და რისი გულისთვის?! რა გააკეთეს? კაი ვერაფერი. თუმცა დავუბრუნდეთ აღლუმს:

ნუ აღლუმი იასნად მიშკას “ყოვლისმომცველი” რეჩით დაიწყო… შემდეგ, პატივი მიაგეს ლეხ კაჩინსკის, მის მეუღლეს და კატინში დაღუპულებს წუთიერი დუმილით, ამას მოჰყვა დაჯილდოვებიც ცერემონიალი და  აღლუმიც დაიწყო.

აღლუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილი. ბრიგადებიდან აღლუმში მონაწილეობდნენ 1–ლი და მე–4 ქვეითი ბრიგადის დანაყოფები.

აღლუმზე ტექნიკის სახით წარმოდგენილი იყო კობრას ტიპის (OTOKAR COBRA) ჯავშანტრანსპორტიორები (თურქეთი), რომლებიც უკვე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაშიცაა (აქამდე მარტო შსს–ს ჰყავდა კობრები), ჰამერის ტიპის (HMMWV – High Mobility Multi-Purpose Wheeled Vehicle) დაჯავშნული მანქანები (აშშ), БТР-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები (სსრკ),  ზალპური ცეცხლის საარტილერიო ჩეხური RM-70  და ებრაული LAR-160 ტიპის სისტემები, КРАЗ მარკის სატვირთო ავტომანქანები, ჩეხური თვითმავალი საარტილერიო დანადგარები DANA (152mm SpGH DANA), ბუქსირებადი МСТА-Б და Гиасинт-Б ტიპის ჰაუბიცები და მობილური საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი ОСА-АКМ.

აღლუმზე წარმოდგენილი იყო ახალი კამუფლირება _ ქვეითები ახალ კამუფლირებულ ფორმაში იყვნენ ჩაცმულები,ხოლო ტექნიკის უმეტესი ნაწილი ახალ ფერებში იყო გადაღებილი.

ტექნიკას თავზე გადაუფრინეს ჯერ სატრანსპორტო UH-1–ებმა (იროკეზი), შემდეგ დამრტყმელმა Ми-24-ებმა და ბოლოს მოიერიშე Су-25–ებმა (არადა წესით ავიაცია ცოტა გვიან უნდა გამჩენილიყო _ ტექნიკის გავლის შემდეგ). ეს უკანასკნელნი საქართველოს დროშის ფერების ბოლს უშვებდნენ. ამით დამთავრდა აღლუმი.

აღლუმი მართლაც კარგი სანახავი იყო _ ყველაფერი ზომიერად იყო წარმოდგენილი. აი მუხლუხიანი ტექნიკა რო არ გამოდის ხოლმე ბოლო დროს აღლუმზე ეგ კი მართლა გულს მწყვეტს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მუხლუხიანი ტექნიკა აზიანებს ასფალტის საფარს (რომელიც იდეაში უკვე გამოსცვლელია).

გატეხა რამ _ ჟურნალისტებმა. სასტავი გარტყმაში არაა რაზე ლაპარაკობს. თავიდან ვიფიქრე რუსთავი 2–ზე ვუყურებ აღლუმს–მეთქი, მარა მასტი ისე ბლუყუნებდა ნერვები მომეშალა და გადავრთე. იგივე სიტუაცია იყო იმედზეც. საზოგადოებრივ მაუწყებელზე წამყვანი გამართულად ლაპარაკობდა მაგრამ მასაც აშკარად ყველაფერი დაზეპირებული ჰქონდა და ეგეც გარტყმაში არ იყო რაზე ლაპარაკობდა.  ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ МСТА-Б–ზე, Гиасинт-Б–ზე და DANA–ზე მასტმა თქვა, მათი კალიბრი 152 სანტიმეტრიაო😐

ვისაც წარმოდგენა არ გაქვთ რა არის კალიბრი, გეტყვით, ესაა (ამ შემთხვევაში) ჭურვის დიამეტრი (იმედია გეომეტრია იცით და დიამეტრის ახსნა არ მომიწევს). ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა გამოდის 152 სანტიმეტრი. მეტრა–ნახევაზე მეტი…

მანამდეც იყო პატარ–პატრა ხარვეზები.. არ მახსოვს რუსთავი 2–ზე, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თქვეს ჩვენები შეიარაღებულები არიან M4-ის და გალილის ტიპის ავტომატებითო… სად ნახეს იქ გალილი?! საზ. მაუწყებელზე კი მასტი იძახდა რო ჩვენებს ახალი ტყვიამფრქვევები აქვთ, ნატოს სტანდარტსო და ნატოს ტყვიებს ისვრისო, მარა რა ტყვიმფრქვევი იყო და რა კალიბრის ტყვიას ისვროდა, გარტყმაში არ იყვნენ. ვისაც აინტერესებს, გეტყვით, თყვიამფრქვევის სახელია NEGEV, მას აწარმოებს ისრაელი და გათვლილია 5,56 NATO (5,56×45) ტიპის ვაზნებზე (ნატო ასევე იყენებს 7,62×51, იგივე 7,62 NATO ტიპის ვაზნებს, რომელიც მათი ძველი სტანდარტია, ეს ვაზნები ძირითადად სნაიპერულ შაშხანებში გამოიყენება). ასევე პირველ არხზე ითქვა, რომ თურმე M4 ნელ–ნელა АК-47-ს ენაცვლება… რაღა დროს АК-47?! ვისღა აქვს ეგ ვაბშე?! რამდენი ხანია რაც АК-74–ებზეა რეგულარული არმია გადასული. 47–ები რეზერვს ჰქონდა მარტო… ეხლა სადმე სასწავლო მიზნებისთვისღა თუა შემორჩენილი…

კაი დრო იყო როცა აღლუმების კომენტირებას ირაკლი ალადაშვილი ახდენდა ხოლმე. ინფორმაციასაც ვრცლად გვაწვდიდა, არც ბლუყუნებდა და არც არაფერი ეშლებოდა (ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს რამე შეშლოდა).

ესეთ ჟურნალისტებს, როგორებიც დღეს აშუქებდნენ აღლუმს, არ უნდა ეძლეოდეთ მსგავსი თემატიკის გაშუქების უფლება. არაკომპეტენტური და არაფრისმომცემი ინფორმაციის მეტს არაფერს ლაპარაკობენ და იმიტომ.

აღლუმის სურათები შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://cyxymu.livejournal.com/719974.html

11 responses to “აღლუმი 2010

  1. dj-guro May 26, 2010 at 4:52 PM

    რა პონტში უნდა ჩაეშალათ, ვერ არიან ეგენი მატორზე?

  2. egoisthedgehog May 28, 2010 at 1:51 AM

    iq viyavi da sakutari tvalit vnaxe rom yvelas M4 echira :D:D

  3. egoisthedgehog May 28, 2010 at 1:58 AM

    ee eg tyviamfrqvevia exla vnaxe googleshi. qveitebs marto M4i hqondat da danarchenze verafers getyvi nu rac me vnaxe imaze vidzaxi. mteli pirbeli brigada moviare meotxestan ar mivsulvar gza iyo gadaketili da damezara imat ra echirat ver getyvi.

  4. mordek May 29, 2010 at 11:36 AM

    4brigadis 100eulebs pirvel xazshi yvelas negevebi echirat . muxluxiani teqnika rom ar gamoyavt mcyins , da adre maxsovs rom aglumi batumshi grdzeldeboda xolme sazgvao dzalebis kargi sanaxavi iyo piradi shemadgenlobis aglumi magram rad ginda gaauqmes . zorbeg rame axal gemebs yiduloben tu ara?

    • egoisthedgehog May 29, 2010 at 1:42 PM

      xoo gushin vikitxe da egirat nagrevebio mitxres. ubralod me meotxe brigadasatan ar gamivlia da ver vnaxe. pirvelshi aravis echira. sul aqet iqit davdiodi da dznelad tu gamomrcheboda magxela iaragi😀

    • zorbegi May 29, 2010 at 1:49 PM

      სამხედრო–საზღვაო ძალები აღარ არსებობს, შესაბამისად, ჯარისთვის გემების შესყიდვას არც არავინ ფიქრობს, ნი ტო შტო ყიდულობდეს…. აი მერაბიშვილის სტრუქტურას კი კაი სანაპირო დაცვის კატერები ჰყავს. სერიოზული კატერებია ცვეტში. ერთი თუ ორი სულ ახალთახალია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: