ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Who da Hell am I

ა

_  ვინ ვარ მე?

ქარის წისქვილებთან ბრძოლით დაღლილი მწუხარე სახის რაინდი?

არა…

აბა მითხარით, ვინ ვარ, ვინ?

უკიდეგანო კოსმოსში ეულად დარჩენილი გაგარინი?

არა, არც ეგ ვარ…

აბა, ვინღა ვარ, იქნებ, მითიური ორსახა იანუსი რომელსაც შინაგანი წინააღმდეგობანი საფლავისაკენ უბიძგებს…

არა, სამწუხაროდ, ჩემო მეგობრებო არც ეგ ვარ…

და მაინც… ვინ მოჰფენს ამ კუნაპეტს ნათელს და ვინ მეტყვის, ვინ ვარ მეე??

_ შეეენა ბიჯო………..

ხოდა რა ხდება, ქეთიმ a.k.a. ქეითმა, a.k.a. ქეით ალუკარდმა და a.k.a. არ ვიტყვი კიდე ვინ, თორე დამკრავს, დამმანჭავს, გადამფარჩხავს ღობეებზე, დამტაგა “ვინ ვარ მე”–ში იმიტომ რომ უგულავამ მოიგო და ეხლა ჩემზეა დაგრუზული:

1. უგულავას და საერთოდ ნაციონალებს მივეცი ხმა
2. მერე ვეკაიფე გიხაროდეს უგულავამ მოიგო–მეთქი.
ხოდა ეხლა ვინუჟდენი ვარ რო ვწერო.

ვისაც გეზარებათ ამ კვერცხობის კითხვა, უბრალოდ შედით აქ და ნახეთ როგორი ვარ, ვისაც აარ გეზარებათ, მე ვარ:

171 სმ,  შაგვრემანი გამხდარი ახალგზარდა, დიდი ცხვირით და დიდი ყურებით. ნუ ყურები იდეაში დიდი არაა, უბრალოდ წინაა წამოწეული, მარა ყველას ჰგონია რო დიდია, ტაქ შტო როგორც  გენებოთ..

ქუჩაში, ან ნაცრისფერ ველოსიპედზე დამინახავთ, ან ავტობუსში, ან ფეხით მოსიარულეს. სხვა სახის ტრანსპორტს იშვიათად ვიყენებ გადაადგილებისთვის.

ფეხით სიარულისას ან ავტობუსით მგზავრობისას, ძრითადად ან მთლიანად სამხედრო ფორმაში ვარ გამოწყობილი, ან სამხედრო შარვალი მაცვია. ყოველთვის მაცვია ბათინკები (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეზოში ვარ, ან ველოსიპედით ვკატაობ, თან სამხედრო ბათინკები.

ზევით არ ვიცი რა შეიძება მეცვას _ მაისურიდან დაწყებული, ხებეთი დამთავრებული ყველაფერი.

როცა ცივა, ანუ ზამთარში შავი, ან სამხედრო ქურთუკი, და სლიპნოტის კაპიშონკა. პოლის სიკვდილის შემდეგ (სლიპნოტის ბასისტი) ვთქვი, რომ მაგ კაპიშონკას აღარ ჩავიცვამდი, მაგრამ მგონია ეს ის იშვიათი გამონაკლისი იქნება, როცა დადებულ პირობას არ შევასრულებ.

კისერზე შეიძლება ჩამოკიდებული მქონდეს ჯარისკაცის ჟეტონები.

ქუჩაში, ქეთისი არ იყოს, მეც შეიძლება ვერ გიცნოთ. ამისთვის 2 მიზეზი არსებობს:

1. ხალხის დამახსოვრება მიჭირს.

2. მუსიკას რო ვუსმენ, ჩემს სამაროში ვარ ხოლმე და გარშემო ხალხს მხოლოდ წინააღმდეგობებად აღვიქვამ, რომლებსაც გვერდი უნდა ავუარო.

მუსიკას კიდე ყოველთვის ვუსმენ. ერთი ეს დღეებია გამონაკლისი  ყურსასმენები გამიწყდა. მაგრამ, ოთხშაბათამდე გავაკეთებ.

რაც შეეხება სიარულის მანერას, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ტვინს ზელავს მოკუზულ ნუ დადიხარო, აშკარად გამართული დავდივარ, სიარულისას, მხოლოდ ხელებს და ფეხებს ვამოძრავბ. ტანი გაშეშებულია (ზოგს აქვს სიარულისას აქტიური მიხვრა–მოხვრა). ხო და ფეხებს ვღრეც კიდე ცოტათი სიარულისას –)

ასე რომ, ქუჩაში თუ შემამჩნევთ, თამამად მოდით და გამომესაუბრეთ _ მიხარია ხოლმე რომ მცნობენ🙂

დიდი სიამოვნებით დავტეგავდი ისევ ქეთის, მაგრამ არ შეიძლება…

ამიტომ დავტეგავ ლიკას, პეპეს და კნუტს

P.S. ქეთ, დაგეცა ტაფჩანი :*
P.S.S. (თუ P.P.S.) მე მაპატიეთ არეული აზრებისთვის და ბანძი ნაწერისთვის, არც მუზა მქონია და იმდენჯერ შემაწყვეტინეს წერა საკმაოდ დიდი დროით, რომ უკეთესი ნაღდად ვერ გამოვიდოდა.

3 responses to “Who da Hell am I

  1. Kate_AlukaЯD June 1, 2010 at 12:24 AM

    ატრაკებ სად გაქვს დიდი ცხვირი შეჩემა :D:D:D:D კიდევ კარგი ქეით ალუკარდის შემდეგ არ გააგრძელე თორე მმმ….

    პ.ს. შენი ახალი თემა არ მომწონს მაგარი ყ.. თემაა :D:D:D:D ვოტ :)))

    პ.პ.ს. მოგი…. უგულავა :D:D:D:D:D

    პ.პ.ს.ს. მე არა ვინმე სხვამ :D:D:D:D:D

    • zorbegi June 1, 2010 at 12:49 AM

      წინაზე მითხარი მაგარი თემააო დამპალო შენა…
      რა არ მოგწონს? შნესავით მდიდრული და გოიმური კი არაა, იაფია და სადა –)))
      ქეით ალუქარდის შემდეგ რაცაა, მარტო ჩვენ ვიცით :*
      მე კიდე სხვებთან ერთად ის მ… ვისაც შენ მიეცი ხმა… იიიიშ –))

  2. knuti June 1, 2010 at 12:47 PM

    უჰ, მეც დავწერ მალე ერთ მასეთ პოსტს მალე😀
    არცევნებზეც და იმაზეც, ხალხი რომ მცონობს და არ მოდის და მე რომ ხალხს ევრ აღვიქვამ ქუცაში😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: