ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

სუპერვულკანი

ვულკანი

იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი ვულკანები კლავენ ათასობით ადამიანს და ანადგურებენ მთელს ქალაქებს, სუპერვულკანები პრეტენზიას მილიარდ სიცოცხლეზე და კონტინენტების დაცარიელებაზე აცხადებენ.

მათი მთავარი მახასიათებელი თხევადი მაგმით და გავარვარებული მთის ქანებით სავსე უაზრმაზარი მიწისქვეშა რეზევრუვარია, რომელიც  უზარმაზარი წნევის ქვეშაა.

“სუპერვულკანის ამოფრქვევის ფონზე სხვა დანარჩენი ჯუჯებად ჩანან, ხოლო მისი სიმძლავრე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ამ პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის” _ ყვება პროფესორი ბილ მაკგირი, ლონდონის სამეცდნიერო–კვლევითი უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელიც ბუნებრივ მოვლენებს სწალობს.

თვითონ ეს ტერმინი “სუპერვულკანი” სულ ახლახანს გაჩნდა. 2000 წელს იხმარეს ის პირველად ერთ–ერთ პოპულარულ მეცნიერულ გადაცემაში. მანამდე გიგანტურ ვულკანებს “მეგაკალდერა”–ს ეძახდნენ. დღეისათვის უკვე ნათელია, რომ თუ უახლოვეს მომავალში ესეთი ვულკანის ამოფრქვევა მოხდეა, ის ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება კაცობრიობისთვის.

ჩვენს პლანეტაზე აღმოჩენილია 40–მდე სუპერვულკანი. თუმცა მათი უმეტესობა უკვე ჩამქრალია და აღარანაირ საფრთხეს აღარ აწრმოადგენს. თუმცა არის ისეთებიც რომლებიც ამოფრქვევის შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეიცავს მთელი კაცობრიობისთვის.

ადამიანების ხელნაწერებში საბედნიეროდ არ შემონახულა მსგავსი მეგაამოფრქვევების შესახებ არანაირი ინფორმაცია, სამაგიეროდ ის შემოინახა ასეულ ათასეულ და მილიოონობით წლისწინანდელ გეოლოგიურ “ხელწერაში”.

ყველაზე ბოლო სუპერამოფრქვევა მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვის 130 წელს ახალ ზელანდიაზე. ამოქმედდა ვულკანი ტაუპო და ამოაფრქვია 100 კუბური კილომეტრი ვულკანური ნივთიერება. მაშინ ადამიანებს შორის პირდაპირი მსხვერპლი არ ყოფილა, რადგანაც მაშინ კუნძულები ჯერ არ იყო დასახლებული.

ვულკანი

ვულკანური ტბა ტაუპო კრატერის ადგილას.

ახალი ზელანდია მდებარეობს ორ _ წყნარი ოკეანის და ავსტრალიის ლითოსფერული ფილების გასაყარზე. ამით აიხსნება ამ რაიონში მაღალი ვულკანური აქტივობა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ტაუპოს გრანდიოზული ამოფრქვევები არაერთხელ მომხდარა. გადავიწიოთ კიდევ უკან წარსულში. კიდევ ერთი ამოფრქვევა იყო 26 ათასი წლის წინ. მიახლოვებითი გათვლების მიხედვით, მაშინ ატმოსფეროში ამოტყორცნილ იქნა დაახლოვებით 1200 კუბური კილომეტრი ვუკლანური ნივთიერება. ეს მატერიალები საკმარისი იქნებოდა იმისათვის რომ უკრაინის მთელი ტერიტორია 2 მეტრიანი ფენით დაფარულიყო.

ტექტონიკა

დედამიწის ტექტონიკური რუქა. ვულკანური აქტივობა ვლინდება ტექტონიკური ფილების გასაყრებზე.

 

კიდევ უფრო საშნელი ამოფრქვევა მოხდა 72 ათასი წლის წინ, როდესაც ამოიფრქვა ვულკანი ტობა. ამ ვულკანმა, რომელიც კუნძულ სუმატრაზე მდებარეობს (ინდონეზია) ატმოსფეროში ამოისროლა 3000 კუბური კილომეტრი ვულკანური ნივთიერება. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შემდეგი 6 წლის განმავლობაში დედამიწაზე ვულკანური ზამთარი დამდგარიყო.

შედეგად, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 3–5 გრადუსით დაეცა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა, მაშინ მცხოვრები პირველყოფილი ადამიანების რიცხვის 10 ათასამდე შესამცირებლად.

ამ კრატერის ადგილას დღეს სუმატრაში ყველაზე დიდი ტბა მდებარეობს, ფართობით 1300 კვ. კმ. და 500 მეტრზე მეტი სიღრმით და რო შეხედო, ვერც იტყვი, რომ აქ ოდესღაც კინაღამ აპოკალიფსისი დატრიალდა.

ტობა

ტობას ტბა

უფრო შორეულ წარსულში ტობა ამოიფრქვა 500 ათასი, 800 ათასი და 1,2 მლნ. წლის წინ.

ამ მოვლენებს შორის, ტაუპომაც აჩვენა თავისი ძალა დაახლოვებით 250 ათასი წლის წინ. დღეს კი მის ადგილას ტბა არის წარმოქმნილი, ფართობით 600 კვადრატული კმ.

ტაუპო

ტაუპოს ტბა კოსმოსიდან.

რაც შეეხება დღეისათვის ყველაზე ცნობილ იელოუსტოუნის სუპერვულკანს (განსაკუთრებით ფილმ “2012”–ის შმდეგ), აქ ბოლო ამოფრქვევა 620 ათასი წლის წინ მოხდა. მაშინ ატმოსფეროში ამოიფრქვა 1000 კუბური კილომეტრი ვულკანური ნივთიერება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იელოუსტოუნის ამოფქრვევები 600–700 ათასი წლის პერიოდულობით ხდება, უნებლიედ დაფიქრებას იწყებ….

იელოუსტოუნი

იელოუსტოუნის კრატერი რუქაზე. შემოხაზულია პუნქტირით.

პატარა ინფორმაცია იელოუსტოუნის შესახებ:

ის მდებარეობს შტატ ვაიომინგის დასავლეთ ნაწილში (აშშ) და ამ მომენტისთვის მიძინებულია. ეს იმას ნიშნავს რომ უმსხვილესი ამოფრქვევა ჯერ კიდევ წინაა. თუმცა, მეცნიერების აზრით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ისინი ამტკიცებენ რომ ამოფრქვევა შეიძლება მხდეს მხოლოდ შორეულ მომავალში და არის იმისი ალათობაც, რომ ვულკანი არასოდეს გააქტიურდება.

იელოუსტოუნი

იელოუსტოუნი დღეს.

თუმცა, ზუსტად იმისი წინასწარმეტყველება, თუ როდის დაიწყება ამოფრქვევა, შეუძლებელია. ხოლო დასახელებული თარიღები ძირითადად ჰიპოთეზებია რომელთა დამტკიცებაც შეუძლებელია. ასე რომ სუპერვულკანმა იელოუსტოუნმა შეიძლება გაიღვიძოს რამდენიმე წელიწადში, რამდენიმე ათას წელიწადში, ან საერთოდ არ გაიღვიძოს. “მეცნიერებამ ეს არ იცის, მეცნიერება ჯერ საქმის კურსში არაა” ©

აი, იმაზე, რომ ასეთ ამოფრქვევას კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგი ექნება, ამაზე ყველა თანხმდება. ყოველ შემთხვევაში იელოუსტოუნის ამოფრვევის შემდეგ აშშ ისტორიას წერტილი ნამდვილად დაესმება. დანარჩენ სამყაროს კი შედეგად გლობალური გამყინვარებები ელის, რასაც მოუსავლიანობა და შედეგად შიმშილი მოჰყვება. იმიტომ რომ მსოფლიოში ვერცერთი საკვები პროდუქტების მარაგი 2 თვე–ნახევარზე მეტი ვერ ეყოფა (თუ მათ თანაბრად გავანაწილებთ) ხალხს. ასე რომ ყველა ვერ გადაურჩება ასეთ ვულკანურ ზამთარს…

4 responses to “სუპერვულკანი

  1. ჩორვენი June 7, 2010 at 5:01 PM

    wow sainteresoa. me aseti kataklizmebita da bunebis zalis gamovlinebebit agvfrtovanebuli vrchebi xlme

  2. dj-guro June 8, 2010 at 12:56 AM

    ბლიაა.. დროა მეტრო 2033 ზე ვიფიქროთ.🙂

  3. amirani June 29, 2010 at 10:02 AM

    chven mainc gadavrchebit . satburebshi moviyvant sakvebs if🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: