ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

როგორ გავუმკლავდეთ ბახუსს

hangover

გუშინ ლუდი ჩავისხი ბლომად და დღეს ცოტა წავუპახმელიესავით. მარა ისეთ არაფერი.
ხოდა ამიტომ გადავწყვიტე ეს პოსტი დამედო

თუ თქვენ აუცილებლად გელით მძიმე და დამათრობელი სუფრა, ორი საათით ადრე 50 გრამი არაყი დალიეთ. როგორ ცნობილია, ორგანიზმი ალკოჰოლის დამშლელ ფერმენტებს გამოყოფს, ოღონდ მას შემდეგ, რაც “ის” “მასში” მოხვდება. ამიტომ, ორი საათით ადრე მიღებული დოზა, თქვნს ორგანიზმს მობილიზებას გაუკეთებს და ის ყველანაირ სასმელს კბილებამდე შეიარაღებული დახვდება (რათქმაუნდა გადატანითი მნიშვნელობით).
თუ იცით, რომ ქეიფი დიდხანს მოგიწევთ, ჯობია სმის დაწყების წინ ცხიმიანი საჭმელი არ ჭამოთ, თუმცა მოკლევადიან ნადიმებზე პირიქით _ მცენარეული ზეთი, უმი კვერცხი, ან უკრაინული სალას ნაჭერი მართლაც კარგი საშუალებაა. საქმე ისაა, რომ ცხიმი ანელებს ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის შეწოვას, მაგრამ სწორედ ამაში დგომარეობს ამ ხერხის მთელი მზაკვრობაც. როდესაც ალკოჰოლი კუჭიდან არ იწოვება, ის იწყებს დაგროვებას და თანდათან შენელებული მოქმედების ნაღმს ემსგავსება. ეს ნაღმი 3–4 საათის შემდეგ აუცილებლად იფეთქებს… ამიტომ, ხანგრძლივი ქეიფის დროს ჯობია იგრძნოთ როგორ გეპარებათ სიმთვრალე, ვიდრე ქეიფის დასაწყისში ფხიზელი იყოთ და ბოლოს კი უგონოდ ჩაემხოთ საცივით ან ვინეგრეტით სავსე თეფშში…
თუ ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიხართ, 1 კოვზი კარაქი შეჭამეთ. ეს დიპლომატების პრაქტიკაში აპრობირებული ხერხი ყოფილა, რომლის მიზანიც გართობა და დროსტარება კი არა, ნორმალური სახის შენარჩუნებაა.

ოქროს წესები

პირველი და უმთავრესი წესი:

არასოდეს აურიოთ სხვადასხვა სასმელი. სმა თუ წითელი ღვინით დაიწყეთ, ჯობია ისევ წითელი ღვინითვე დაასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე.

მეორე წესი:

გაითვალისწინეთ ეტიკეტი

აპერიტივი _ ეს მხოლოდ და მხოლოდ  50 გრ.  გაუზავებელი ძლიერი ალკოჰოლური სასმელი ან კოქტეილია.

შეკრების მიზეზის აღსანიშნავად მიირთმევენ 100გრ. შამპანურს, მაგრამ მხოლოდ მშრალს ან ნახევრადმშრალს, რომელსაც დესერტად თხილს ან ნამცხვარს მიაყოლებენ ხოლმე.

ცხელ ან ცივ საუზმესთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ არაყი ან ცხარე ნაყენები.

წვნიანთან ერთად მიღებულია პორტვეინის, ხერესის, ან მადერის ტიპის მაგარი სასმელის მიღება.

ცხელ კერძებს მეტად უხდება მშრალი თეთრი ღვინო. ხორცს ან გარეულ ფრინველს  კი _ წითელი ღვინო.

თევზეულთან მხოლოდ თეთრი ღვინო მიირთვით.

სოკოსა და ბოსტნეულის კერძებთან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიზანშეწონილია ტკბილი სასმელების მოხმარება.

დესერტთან _ ტკბილი შამპანური ან ლიქიორი.

 

მესამე და აუცილებელი წესი:

ყოველი ჭიქის შემდეგ სასურველია რაიმე მიირთვათ. ეს გამოიწვევს ალკოჰოლის ნელ და თანმიმდევრულ შეწოვას. ისეთი მისაყოლებელი, რომელიც შეიცავს ასკორბანის მჟავას, ანეიტრალებს ალკოჰოლის მოქმედებას.

როგორც მიჩნეულია, ღვინოს არ უხდება ხილი, განსაკუთრებით  კი ყურძენი.  თუ ხილის დესერტს წინ უძღოდა მსუყე, ან ცილიანი კერძებით დანაყრება, მაშინ  “მეორეადი ადუღების ეფექტი” გარანტირებულია. ამის შედეგი კი ცნობილია: ხანგრძლივი სიმთვრალე და მძიმე “პახმელია” დამახასიათებელი თავის ტკივილით. ნეგატურ შედეგამდე მივყავართ ნებისმიერ სასმელს, რომელიც ნახშირწყლებით არის გაჯერებული.  ზემოთ აღნიშნული წესების გარდა, საჭიროა ვიცოდეთ სხვადასხვა სასმელის თვისებებიც და მათი შერევის შემთხვევაში  მოსალოდნელი შედეგიც.

გირჩევთ, არაფრის დიდებით არ შეურიოთ ერთმანეთს ძლიერი ალკოჰოლი და გაზიანი სასმელი. დაივიწყეთ ყველანაირი ტონიკი და კოლა, რადგანაც გახსნილი ნახშირმჟავას გაზი აიოლებს ალკოჰოლოის მოხვედრას სისხლში და მის შემდგომ  ტრანსპორტირებას ტვინის მიმართულებით.  ძლიერი გაზიანი სასმელებისაგან დამზადებული კოქტეილები, ჯინ–ტონიკის და რომ–კოლას მაგვარი სასმელები, გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ერთი ჭიქის შემდეგ მყისვე იგრძნოთ მსუბუქი თრობა და მოდუნება. ეს სასმელი მეტად დაამშვენებს ნებისმიერ პაემანს  სუსტი სქესის წარმომადგენელთან.  მათი დახმარებით მომენტალურად იხსნება ყველანაირი დაძაბულობა (ემოციური) და საგრძნობლად მცირდება დისტანცია (ფიზიკური).

შეუფერებელია ძლიერი სასმელებისა და შამპანურის შეხამება. საქმე ისაა, რომ ძლიერი სასმელები, განსაკუთრებით  კი კონიაკი, აფართოვებს სისხლძარღვებს, შამპანური პირიქით _ ავიწროვებს. ეს ორი საპირისპირო თვისების მქონე სასმელი ორგანიზმში ერთმანეთის კომპესაციას კი არ ახდენს, არამედ იწყებენ ერთმანეთში დაუნდობელ ბრძოლას გადარჩენისათვის, რაც სისხლძარღვების სტრესს იწვევს.

არყისა და ლუდის შეხამების ეფექტი არაერთ ლიტერატურულ და კინემატოგრაფიულ ნაწარმოებში ასახულა და მისი შედეგი არამარტო სტაჟიანმა მსმელმა, არამედ პირველკლასელმაც იცის…

დიდი ოდენობითა და სუფთა სახით მიღებული მაგარი სასმელი ორგანიზმზე გამომფიტველ ზეგავლენას ახდენს.  სპირტი თავისკენ იზიდავს სითხეს, რაც ნაბახუსევზე დაუკმაყოფილებელ წყურვილს იწვევს. ამის ასაცილებლად, სუფრასთან ყოფნისას, შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, ეს წყურვილის აცილებასა და ალკოჰოლის ორგანიზმიდან სწრაფ გამოყვანაში დაგეხმარებათ.

მათ, ვისაც მთელი ღამე რესტორანში უფროსთან ან საქმიან პარტნიორთან უწევს ყოფნა, ბარმენები ხშირად ვისკის ან კონიაკს ურჩევენ. ეს სასმელები, არყისგან განსხვავებით, გრძელი ფილოსოფიური საუბრისაკენ განაწყობენ.

ზომიერი დოზით ალკოჰოლი კაცის საუკეთესო თანამზრახველია. ცნობილია, რომ ყოველი ბოკალი სასმლით უფრო  და უფრო იოლი ხდება ქალის მოხიბვლა. აქ მთავარია არჩევანში არ შეცდეთ. შამპანური ქალთა უმეტესობაში რომანტიკულ განცდებს აღძრავს.  თუ გადაწყვეტთ თქვენს სტუმარს სწორედ ეს სასმელი შესთავაზოთ,გაითვალისწინეთ, რომ  მთელი სარამო გაუთავებელ პრელუდიაში, ხვევნა–კოცნასა და ოხვრაში ჩაივლის.

მშრალი სასმელი ქალბატონებს  გრძელი და ინტელექტუალური საუბრებისკენ განაწყობს, სამაგიეროდ საერთოდ არ აღაგზნებს სექსუალურ ინტერესს.

ლიქიორები მეტად ნელა “თიშავენ” ტვინს, მაგრამ  ჩქარა და საიმედოდ აბამენ კიდურებს, განსაკუთრებით კი ფეხებს. შესანიშნავ ეფექტს ახდენს ქალზე ტკბილი და დესერტული ღვინოები. მათ შორის ყველაზე სექსუალურად მასტიმულირებელ სასმელად ვერმუტი ითვლება. ამ სასმლის სახელწოდება აბზინდას გერმანული  სახელიდან მომდინარეობს.  სწორედ მასზე აყენებდნენ მე–16 საუკუნეში გერმანელები ღვინოს.  მწარე ბალახისგან ღვინო სასიამოვნო არომატს იძენს და მკვეთრ ფანტაზიებს იწვევს. იგი შეიცავს ფსიქოსტიმულატორულ და ჰალუცინოგენურ ნივთიერებას.  ამ სასმელის რეცეპტი იტალიელებმა გადაიღეს და სრულყვეს კიდეც. თანამედროვე ვერმუტის ნატიფი ტკბილი არომატი 30–ზე მეტი სახის ბალახზე დაყენებული ღვინის საფუძველზე იქმნება. სწორედ ისინი მოქმედებენ ქალურ სექსუალობაზე, ათავისუფლებენ გონებას და გზას უხსნიან ეროტიკულ ფანტაზიებს.

თუ ვერმუტი ვერ იშოვეთ, არ დაღონდეთ, ქართული ტკბილი და ნახევრადტკბილი ღვინოებიც ბრწყინვალე საშუალებაა მანდილოსნის მოსახიბლად. მთავარია, ეს სასმელი ბლომათ მოიმარაგოთ, თორემ თუ შემოგაკლდათ და ამის გამო არაყზე გადასვლა მოგიწიათ, მოალერსე არსების ნაცვლად დორბლმორეულ, თვალებდაელამებულ, ხელფეხწართმეულ და ენადაბმულ მდედრობითი სქესის არსებას მიიღებთ, რომელსაც სიყვარულის ახსნის მაგიერ (იმედია ჯენტლმენი ხართ), სახლამდე მიცილებისას გულში ასჯერ მაინც შეუკურთხებთ…

9 responses to “როგორ გავუმკლავდეთ ბახუსს

  1. კნუტი June 12, 2010 at 4:12 PM

    რადგან არასდროს არ ვსვამ, ეს პოსტი ჩემთვის სრულიად გამოუსადეგარია :))))

    • zorbegi June 12, 2010 at 4:17 PM

      ხოოდა ჩემო კნუტო, ვინც სვამს იმან ნახოს.. თან სხვა საინტერესო რაღაცეებიც წერია მამრებისთვის ;;)

  2. Tjorven June 12, 2010 at 5:14 PM

    nice!!
    mashasadame es yvelaferi zalian kargi😀 magram chvenshi gurjebshi esoden aristokratuli msmelebi cota tu meguleba da ai galeshvaze ras gevtyodit da mis shemdgom mosul shegrznebebze😀

    • zorbegi June 12, 2010 at 10:10 PM

      ამის გათვალისწინება შეილება მაშინ როცა დაბადების დღეებზე დიდ ქეიფებს ვაწყობთ. ან ესეთ დაბადების დღეზე მივდივართ. რო არც ჩვენ დაგვერხეს და არც ჩვენს სტუმრებს🙂
      გალეშილები თუ მოვედით კიდე სახლში, არც მაშინაა გვიანი დიდი რაოდენობით წყლის მიღება. წყალი თუ მჟავე იქნება, მით უკეთესი.
      პახმელიიდან გამოსვლის პონტში ყველას თავისი ხერხები აქვს: ლუდი, არაყი, ბორჯომი…. მე პირადად მაგ შემთხვევაში ლიმნიან წყალს არაფერი მირჩევნია: 1 ლიტრი წყალი + 1 ლიმონი და შაქარი გემოვნებით.

  3. CGsaba June 14, 2010 at 2:39 AM

    იო იოოო
    პივზე რატო არაფერი წერია?
    :დ
    თუ მე ვარ ჩლუნგი და გამომრჩა?

    • zorbegi June 14, 2010 at 3:15 AM

      წერია. რო არ უნდა აურიო… და პივით არ უნდა იქეიფო კიდე… პივა ისეთი პონტია –)))

  4. amirani June 29, 2010 at 9:56 AM

    dzalian kargi postia, magram chemi azrit mtavari mainc gancyobaaa da aramgonia rom bevrs an karaqma ushvelos an kidev 2 saatit adre daleulma arayma . qalebze gamaxsenda 2clis cin matanshi viyavi da me iq gogoebma jer gvinit da mere aryit damatvres chemi tavi mezizgeboda yancebit svavdnen arays eg shobeldzaglebi. ise zorbeg me da shenc kai dro gvaq gatarebuli tu gaxsovs (asureti ):D:D:D:D:D::D

  5. Jessie December 15, 2011 at 5:26 PM

    გამომადგება ცოტა ხანში🙂 ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: