ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

კოშმარული სიზმარი

horror

დღეს forum.ge-ზე წავიკითხე ერთ–ერთი იუზერის პოსტი, სადაც ის თავის უცნაურ კოშმარზე ყვებოდა და გამახსენდა ჩემი.

ორივე შემთხვევა (ჩემიც და მისიც) დაახლოვებით 10 წლის წინ მოხდა.

ჯერ დავიწყებ ჩემით და მერე დავწერ მისას

დაახლოვებით ცხრა–ნახევარი წლის წინ, 2001 წლის იანვარში, გარდამეცვალა ბებია და ეს სიზმარიც ზუსტად იმ ღამეს ვნახე. ბებიაჩემი რამდენიმე დღე იწვა ლოგინში და რომ ვიძნებდი არც მეგონა თუ მეორე დღეს ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. მისი სიკვდილის შესახებ მეორე დღეს გავგე. ბებია ზუსტად 12 საათზე გარდაცვლილა. მე კიდევ ამ დროს უკვე მეძინა.

იმ ღამეს ვნახე საშინელი სიზმარი. კოშმარები კი ხშირად მესიზმრება, მაგრამ, რო ვიღვიძებ და ვიხსენებ ხოლმე, ყველა მათგანზე მეცინება. ეს სიზმარი გამონაკლისი იყო. მოკლედ რა ხდებოდა სიზმარში:

მე და ჩემი და ვიყავით სასტუმრო ოთახში (ტიპური ხრუშჩოვკა. 3 ოთახიანი, ლოჯიით), გარშემო კი ყველა ოთახში რაღაც ჯუნგლებივით იყო, ოღნდ ეს არ იყო ტყე, რაღაც მისტიკური ჯუნგლებივით იყო, უცნაური არსებებით. ვისხედით ერთმანეთთან ჩახუტებულები და გვეშინოდა. არსებებიც და ჯუნგლებიც სხვა ოთახებს არ სცილდებოდნენ და სასტუმროში არ შემოდიოდნენ. რამდენჯერმე ვცადე შიგნით შესვლა იმ ოთახში, სადაც მაშინ დედასთან და მამასთან ერთად გვეძინა ხოლმე მე და ჩემ დას, მაგრამ რაღაც არსებებმა შემაშინეს და უკან გამოვიქეცი. სახლში ვიყავით სულ მარტოები. მაგრამ იყო იქ კიდევ რაღაც, რაც საშინელ ხმას გამოსცემდა. არც კი ვიცი რას ჰგავდა ეს ხმა. ეს ჰგავდა რაღაცის ხროტინს, ხრიალს და კიდევ იმ ხმას, მძმე ავეჯს რო იატაკზე ახოხიალებ ერთად აღებულს.
უცბათ გამომეღვიძა. მაგრამ შიშმა არ გამიარა. არ გამქრალა ის ხმაც.
ორსართულიან ლოგინში ვიწექით მე და ჩემი და. მე _ ზევით, ის _ ქვევით. ჩავყავი ხელი და გავაღვიძე, ვკითხე, მასაც თუ ესმოდა ხმა. ჩემმა დამ მითხრა რომ ესმოდა. მერე უკვე დეტალებში აღარ მახსოვს. ფაქტია რომ ჩამეძინა. მეორე დღეს გავიგე, რომ ბებია გარდაცვლილა. გავიდა დრო და ეს სიზმარი მოვყევი და ის ვარაუდიც გამოვთქვი, რომ ავეჯს აადგილებდით ეტყობა და მაგას მივამსგავსე ხმა–მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ავეჯი გადაუადგილებიათ და ჩემი და ჩემი დის გარდა ეს ხმა არავის გაუგია, არადა მამიდაჩემს ის ღამე თეთრად გაუთენებია გარდაცვლილი დედის ოთახში.

ეხლა კი, სიზმარი რომელიც თბილისის ფორუმზე წავიკითხე:

დაახლოებით 10 წლის წინ ვნახე სიზმარი, რომელსაც მანამდეც ხშირად ვხედავდი და მას შემდეგაც

ძნელია ამ სიზმრის აღწერა, მაგრამ შევეცდები

სიზმარში ვხედავდი რომ მე არ ვარსებობდი და არ ვგრძნობდი ისე როგორც ახლა, მაგრამ სადღაც “ვარსებობდი” და სხვანაირად “ვგრძნობდი”, ჩემს გარშემო იყო ქაოსი, ყველაფერი მესმოდა რაც კი ხდებოდა ან მომხდარა ერთდროულად, ოღონდ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ უარყოფითი, ყველაფერი მესმოდა საუბარი, ქარი, წვმისი წვეთი, საშინელი ხმაური იყო, მაგრამ ამ დიდი საშინელი ხმაურიდან შემეძლო ყველა დეტალისთვის ცალ-ცალკე მომესმინა, ვიყავი ჩაკეტილი საკუთარ თავში და ღრმად ჩასული, ისე რომ ჩემს თავს მტლიანად ვაკონტროლებდი, არ ვიცი როგორ ავხსნა ეს როგორი გრძნობა იყო, ამიტომ ვიტყვი უჩვეულო. ამ ქაოსში და ხმაურში, რომელიც ზედაპირულად იყო ქაოსი და ხმაური, მაგრამ მე ამ ქაოსში კანონზომიერებასაც ვგრნძობდი და ხმაურში ყველა უმნიშვნელო სიჩუმესაც, ამ “კანონზომიერმა” ქაოსმა დაიწყო დანგრევა, განადგურება და ვეღარ ვსუნტქვადი ჩემი ტავი რომელსაც ვაკონტროლებდი ,ამის “ტყვე” გავხდი, როგორ ავხსნა თითქოს ჩემი თავი რომელშიც ჩავიკეთე და ღმრად ჩავედი აღარ მიშვებდა იმდენად რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ვიგუდებოდი და ამ დრო რაღაცამ თუ ვიღაცამ მარჯვენა მხარზე ძლიერად მომკიდა ხელი და თითქოს ამომათრია ჩემივე თავიდან

რომ გამეღვიძა, ბვიგუდებოდი თითქოს სუნტქვა მქონდა მანამდე შეკრული და ძლივს ამოვისუნთქე. მარჯვენა მხარზე მქონდე უზარმაზარი ხელის ანაბეჭდი, წითელი იყო მთლაინად სისხლჩაქცევებით და საერთოდ არ გავდა ადამიანისას მოყვანილობით, მაგრამ ფორმა და კონტურები ქონდა ძალიან მკვეთრი…

რამდენიმე კვირის მერე გამიქრა

18 responses to “კოშმარული სიზმარი

  1. CGsaba June 23, 2010 at 12:19 AM

    ვაა დავიზმედნი
    ამ შუაღამისას არ უნდა წამეკითხა რა

    და იქნება ბებიის ხროტინი იყო? ან იქნება შენი ძაღლი ხროტინებდა?
    წუნასაც ახსოვს ეგ მოემნტი და ეგ ხმა?

    • zorbegi June 23, 2010 at 12:35 AM

      ძაღლი რამდენიმე თვის მკვდარი იყო. ბებიაჩემი კიდე მაგ დროს რამდენიმე საათის გარდაცვლილი.. პლუს მამიდაჩემს, რომელმაც ღამე ჩვენთან გაათია ბებიაჩემის ოთახში, არაფერი ხმა არ გაუგია.

    • zorbegi June 23, 2010 at 12:35 AM

      მე იმის სიზმარმა უფრო დამაიზმენა

  2. Kate_AlukaЯD June 23, 2010 at 1:58 PM

    უფ ზუ ეგეთი რამ იმდენჯერ მომსვლია…
    რომ სიზმრიდან გამომყოლია რაღაცა უფრო ხშირად სიზმრის დამწვრობას რომ ეძახიან.. ხელი მქონდა დამწვარი რომელიც სიზმარში დამეწვა…
    დაქალის ბებიას დაემართა ეშმაკი დამესიზმრაო ამბობდა და ასე მითხრა ხვალ რომ დაიძინებ ირგვლივ მაკრატლები შემოილაგეო. გააკეთა იმ ქალმა მაგრამ ერთი მაკრატელი გამორჩა… მეორე დღეს იმ ადგილას ხელის ანაბეჭდი ქონდა შავად ბავშვებსაც გვაჩვენა… ერთ კვირაში 60 წლის საღსალამათი ქალი გარდაიცვალა…
    ახლა ბევრი არ მახსენდება მაგრამ მახსოვს ბავშვობაში მგლების სიკვდილივით მეშინოდა დამესიზმრა რომ მგლები მომდევდნენ და ერთმა მიკბინა.. მეორე დღეს ფეხზე მქონდა ნაკბენი.. დედაჩემი მიმტკიცებდა ბაღში გიკბენდა ვინმეო😀 ლოლ ერთი ბავშვი გვყავდა ყველას კბენდა და.. არადა ზუსტად ვიცი მგელმა მიკბინა სიზმარში :D:D:D
    ხმებიც ხშირად გამიგია … მოკლედ რა…😐

  3. ჩორვენი June 23, 2010 at 11:07 PM

    vaa ra saintereso ramee gxdebattavs : )

  4. egoisthedgehog June 27, 2010 at 1:33 AM

    ee ram wamakitxa am shuagamisas tan saxlshi marto var. kidev kargi sizmrebs ar vxedav.

  5. makuspotter July 26, 2010 at 2:38 AM

    exa chemi ambavi ro vici dameizmeba ragac sacshineleba raaaaaaa

  6. Pingback: კოშმარული სიზმარი « ბლოგზმანება

  7. unnamedkiller14 July 29, 2011 at 9:23 PM

    mec vnaxe sizmari da meored mosvlas mivamsgavse an ar vici ra xdeboda, dzaan qaosi iyo, elva cheqaquxili, miwisdzvra, setyva, qari, ar vici ra agar maxsovs mara, magari shemashina im sizmarma, dzaan gaiwela tan, mara ertaderti momenti rac maxsovs im sizmridan is aris rom, saxli maqvs wynetshi, im saxlis padvlidan amovedi, uceb dzaan didi elva iyo da chemi chrdili chanda mere… stranna bliad.. ertxel kide damesizmra ragac dzaan cudi sizmari, rom gavigvidze xmebi kidev mesmoda ragaca, zaregbis rekvis xma < gamorcheulad maxsovs, kidev sizmarshi kakras mamidachemi ar vici ratom, dzalian magrad miyvars, mara religiuri gagebit, boroti iyo, au ravi ra, mag dges martom ver davidzine da dedachems shevekedle, es orive sizmari mec miaxloebit ese 2000~2001 wlebshi vnaxe.. sainteresoa saintereso, mara tan majrialebs xolme rom vixseneb.. :X

    • zorbegi July 31, 2011 at 12:46 AM

      მაგარი მურტალია ეგეთ რაღაცებს რო ნახულობ სიზმარში. და მერე მითუმეტეს თუ რეალშიც გიგრძელდება.

  8. Ramon October 24, 2011 at 7:51 PM

    CHUUUUpAAAAAAAAAAA

  9. AnarQiisTT February 25, 2013 at 8:19 PM

    აუუ მაგრა მევასება ესეთი რაღაცეები რა.. მეც მქონია მსგავსი შემთხვევები.. დიდი ხნის წინაც და ცოტა ხნის წინაც.. ერტხელ გავიღვიძე და უცებ საწოლის ქვეშიდან თეტრი ხელი ამოვიდა და ფეხში ჩამარტყა.. :დდ თან მეცინება.. დედას ვფიცავარ არ ვიტყუები.. ჩავიხედე არაფერი არ იყო.. ფეხი ერტი კვირა დალურჯებული მქონდა.. :დ ღამე რო ვიძინებ ხოლმე ჩემთან ვიღაცეები მოდიან.. ერთხელ ჩაძინებული ვიყავი რა უკვე თითქმის და ყურში ვიღაცამ ჩამძახა მაკააა !!! : ხხ … თან ისეთი სიცივე ვიგრძენი მარცხენა მხარეს(მარცხენა ყურში ჩამძახა) :დ ხმებიც მესმის რამდენიც გინდა.. ;დდ მიჩვეული ვარ უკვე.. უუუფფფფ :დ

  10. AnarQiisTT February 25, 2013 at 8:26 PM

    უი უი მეორედ მოსვლაც ვნახე კინაღამ დამავიწყდა.. საშინელება იყო.. საშინელება.. გახსენებაც არ მინდა..

  11. anouk June 3, 2013 at 11:28 AM

    ar camikitxavs raebi ceria mara dges gamteniisas ase 6 stze zaan didma gaxetqvis xmam gamagviza cems otaxshi, titiqos bobmi gaskda, nu kai, gavagrzele 1-2 st da rom, gavigvize vnaxe mucelze sadac xelebi medo damcvari mqonda zilshi!bavhsvobashic mqonda damcvroba mashin qvavisli formis, es ase 1cmis sigrzisaa, vinmem raw icit am fenomenze

  12. ananio November 16, 2015 at 5:29 PM

    ახლა ჩემს შემთხვევას მოგიყვებით . ორსულლი ვარ სადღაც ხუთი თვის და მძინავს მაგრამ თითქოს მესმის გარშემო ყველაფერი რაღაც ასეთ ბუნდოვან მდგომარეობაში ვიმყოფები.მესმის ჩხაკუნი . ამ ჩხაკუნის პარალელურად მე მარაჯვენა ხელს გაუაზრებლად ვამოძრავებ. თვალები არ გამიხელია მაგრამ ვხვდები რომ ეს არის ტელევიზორის ანტენაზე (პატარა ანტენიანი ტელევიზორები რომაა )გამობმული მავთულის ხმა.( კარგად არ იჩერდა ) ეს გრძელდება სადღაც 20 წამი . შეგრძნება მაქვს რომ მე ვამოძრავებ ამ მავთულს. .მერე ვითიშები და მეძინება. რო. გამომეღვიძა მაინც ცხადად მახაოვდა ყველაფერ სააასწაულად რეალური შეგრძნება იყო. მის ნერ რამდენჯერ ვცადე მარა არაფერიიი 😀 არ ვიცი ეს ჰალუცინაცია იყო თუუ რა მაგრამ რომ მახსენდება იმდენად რეალურია მე დღემდე მჯერა😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: