ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Golden Retriever

უჭკვიანესი და ულამაზესი ძაღლია. მაგრად მიყვარს. ამიტომ ბლოგზე რო არ დამედო, სხვანაირად არ გამოდიოდა.
სამწუხაროდ, საქართველოში ამ ძაღლს თითქმის არ იცნობენ. მეგონა საერთოდ არ ყავდათ ჩვენთან, მარა 1–2 კვირის წინ ვაკის პაკში დავინახე და დიდ გაოცებასთან ერთად, იმედიც გამჩნდა, რომ ამ ძაღლს იოლად ვიშოვი.
კიდევ უფრო რომ გავიადვილო საქმე, უნდა შევეცადო ამ ჯიშის პოპულარიზაცია მოვახდინო საქრთველოში თუ არა, თბილისში მაინც😀 .

ოქროსფერი რეტრივერი სახლისთვის და ოჯახისთვის იდეალური ძაღლია. მშვენივრად ეგუება სახლის პირობებს (საწყალ ჰასკებს რო ყიდულობენ და სახლებში ჰყავთ,  მეცოდენიან ხოლმე😦 ).
აი რას წერენ ოქროსფერ რეტრივერზე:

ოქროსფერი რეტრივერი _ საოცარი ძაღლია! ის არის ძაღლი უნივერსალური ტემპერამენტით, თბილი და ალერსიანია ბავშვებთან. არანაირი სირთულეები და ნაკლები არ აღენიშნებათ. ესაა აბოლიტურად საიმედო ძაღლი. მისი ყოლა ხუხულოშიც შეიძლება, მაგრამ ყველაზე კარგად ის თავს გრძნობს როდესაც ოჯახის წრეში ბუხართან წევს და თბება. ოქროსფერი რეტრივერები ვნებიანი აპორტისტები არიან, რომელთათვის არ არსებობს გაზეთის მოტანაზე, ან მთელ სახლში ფეხსაცმლის თრევაზე და მერე თქვენთვის გადმოცემაზე უფრო დიდი სიხარული. მათ ხშირად მხედველობა დაქვეითებულების გამყოლებად იყენებენ.

გოლდენი ძალიან გულღია ცხოველია, ის იდეალური კომპანიონია, ოჯახის ერთგულია და არავის გამოყოფს; იოლად შედის კონტაქტში ადამიანებთან, არა აქვს მოდრეკილება დომინირებისკენ. ის მთელი ოჯახის საყვარელია, ბავშვებთან უფროსი ძმასავით იქცევა. სხვა ცხოველების მიმართ კარგადაა განწყობლი. შეუძლია იცხოვროს როგორც სხვა ძაღლებთან, ასევე კატებთან ერთადაც.

ეს ჯიში გამოყვანილია ინგლისში და თავიდან გამოიყენებოდა, როგორც მონადირე ძაღლი, რომელსაც ფრინველი მოჰქონდა. ისინი შეუდარებელი მოცურავეები არიან, თითებს შორის აპკიც კი აქვთ.

მე–20 საუკუნის დასაწყისიდან მათ, ევროპასა და ამერიკაში, იყენებდნენ როგორც გზამკვლევებს უსინათლოებისთვის. ოქროსფერი რეტრივერი ამ როლისთვის იდეალურად აღმოჩნდა მისადაგებული. ის ყურადღებიანია, მისი გარეგნობა მომენტალურ სიმპათიას იწვევს. სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა შეიძლება იცოდეს 50–ზე მეტი ბრძანების შესრულება (შუქის ანთება–ჩაქრობა, იატაკიდან ნივთების აღება, ჩანთის ტარება, ინვალიდის ეტლის ტარება, კარის გაღება).

ოქროსფერი რეტრივერი ძალიან მიმნდობი, კეთილი და ასევე ინტელიგენტიცაა _ სწორედ ამიტომ არ გამოდგება ის როგორც დარაჯი ძაღლი. მასში არ არის არანაირი უნდობლობა გარშემო სამყაროს მიმართ. ეს არის ძაღლი კომპანიონი: წყნარი, საკუთარ თავს ნებისმიერ სიტუაციაში ფლობს, ლამაზი, იწვევს გამვლელთა აღტაცებას; ადამიანური თვალებით, რომლებიც ჭკუას, სიყვარულს და ნდობას გამოხატავენ.

გოლდენს შეუძლია სტრესის მოხსნა, ის დაგაწყნარებთ, გახდება ნამდვილი მეგობარი და თქვენს ცხოვრებაში პატარა ოქროს სხივივით შემოვა.

თუ თქვენზე ამ ნაწერმა საკმარისი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, მაშინ უყურეთ ამ ვიდეოს, სადაც 11 წლის ბავშვი ოქროსფერმა რეტრივერმა პუმასგან გადაარჩინა თავისი სიცოცხლის რისკის ფასად:

დამატებითი ინფორმაცია: განასხვავებენ 2 ტიპის ოქროსფერ რეტრივერს: ამერიკულს და ევროპულს. ამერიკულები უფრო მუქი ხოლო ევროპულები უფრო ღია შეფერილობის არიან (ზევით სურათზე ევროპული გოლდენია).
გოლდენ რეტრივერებს და ლაბრადორებს (ლაბრადორ–რეტრივერებს) საერთო წინაპრები ჰყავთ.
ოქროსფერი რეტრივერები 50-60 სმ სიმაღლემდე იზრდებიან.
ჭამს თითქმის ყველაფერს.
ესაჭიროება რეგულარული გასეირნებები. დღეში ორჯერ მაინც და იქიდან ერთ–ერთი 25 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ესაჭიროება სავარცხლით ან ჩოთქით რეგულარული ვარცხნა. ბეწვის შეჭრა სავალდებულოა მხოლოს საგამოფენო გოლდენებისთვის.
ოქროსფერ რეტრივერებს ბანენ თვეში ერთხელ, ან ბეწვის ძლიერი დაბინძურების დროს.
იქიდან გამომდინარე, რომ გოლდენ რეტრივერებს მგრძნობიარე კანი აქვთ, მათ ხშირად ალერგია აწუხებთ, რის გამოც საკვები ფრთხილად უნდა შევურჩიოთ. როგორც წესი, საკვებით გამოწვეული ალერგია 1–2 დღეში ქრება.

9 responses to “Golden Retriever

  1. dreamar June 29, 2010 at 5:48 PM

    ცუგები მიყვარს, მაგრამ კატებზე ვგიჟდები. თან კატას ბევრად ნაკლები მოვლა ჭირდება. ძაღლებზე გამახსენდა: გუშინწინ ჩემს მეგობარს უკბინა. ალბათ პოსტს დავწერ ამზე 😐

    • zorbegi June 29, 2010 at 9:57 PM

      ძაღლთან უფრო გაერთობი სამაგიეროდ.
      კატები ძირითადად სახლში ჰყავთ და გარეთ არ უშვებენ, მაგიტომაა რო იოლი მოსავლელია ძაღლთან შედარებით. ძაღლი სახლში ცოდოა.

  2. amirani July 2, 2010 at 2:03 PM

    au dzagli rom miyurebs adamiani mgonia , dzalian magari arsebebi arian ux venacvale magat ex chemi barca ;(

  3. dachi September 10, 2010 at 11:08 AM

    ra sayvareli dzaglia fasi ra aqv xom ar icit ? nu fass ra mnishvneloba aqvs mainc ar mayidineben raaa :X chem otaxshi meyoleba skolashi vatareb chantit😀 auu minda dzagli megobaria ai namdvili megobari rom uyvarxar shvilvit rom gyavs ;(

    • zorbegi September 10, 2010 at 2:08 PM

      იქიდან გამომდინარე, რო საქართველოშ არ ყიდიან, ფასის გარკვევაც არ მიცდია.
      ანუ გააჩნია რომელი ქვეყნიდან შემოიყვან.

    • zorbegi March 5, 2011 at 5:12 PM

      ფასი გავარკვიე იმ დღეს და 1000 ევრო ლეკვი დამიფასეს, 500 ჩამოყვანა

  4. nita September 28, 2012 at 11:11 PM

    ulamazesi da usayvarlesi cugaa ^_^

  5. თათა June 18, 2014 at 2:05 PM

    თუ ვინმეს უნდა ამ ჯიშის შეძენა მე მეყოლება ლეკვები 1 კვირაში . ფასი 1500 დოლარი. მშობლები: დედა ინგლისიდან არის ჩამოყვანილი და თურქეთშია გაზრდილი და მამა თურქეთიდან .
    ტელ : 557 00 47 20

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: