ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ბეზდელნიკობის აქტიური ფაზა ჩემ ცხოვრებაში

homer simpson

2 დღის წინ ბოლო გამოცდები ჩავაბარე🙂 ცოტა მაწვალეს მარა მაინც ჩავაბარე.

2 დღის წინ ერთდროულად დამთავრდა სემესტრი, სასწავლო წელი, მე–4 კურსი, უნივერსიტეტი და 16 წლიანი გადაბმული სწავლა (1 წელი საბავშვო ბაღი, 10 წელი სკოლა (იქიდან 1 წელი აბიტურიენტობა)1 წელი კოლეჯი და 4 წელი უნივერსიტეტი) და დაიწყო უსაქმურობის ხანა ჩემ ცხოვრებაში. არა, მანამდეც დიდად თავს არ ვიკლავდი, მარა მაშინ ფორმალურად მაინც ითვლებოდა რომ სვწავლობდი, ეხლა კი ეგეც აღარაა, ეხლა უსაქმურობის აქტიურ ფაზაში შევედი.
ცოტა მეშინია კიდეც… სწავლა მორჩა, სამსახურზე უნდა დავიწყო ჩალიჩი. რაღაცა ახალი იწყება ჩემ ცხოვრებაში, ის რაც არ ვიცი ჯერ.

წაგიკითხავთ ჩემ შესახებ ინფო ამ ბლოგზე?

გახლავართ: ზურაბ ნადირაძე. იგივე ზორბეგი ან მეგოტი (Maggot).

ცხოვრებაში ყველაზე ძაან მანქანის ყიდვა და სამხედრო პილოტობა მინდა.

ვუსმენ ძირითადად მეტალს, ვარ აგნოსტიკოსი და სტაჟიანი პოხუისტი.

ცხოვრებაში მაქვს 3 დევიზი _ 1. დაიკიდე _ მოგეშვება; 2. ნურასოდეს დახარჯავ დროს იმ ადამიანზე, რომელსაც ამ დროის გატარება შენთან არ სურს; 3. ვისაც ჩემი არეული მაგიდა არ მოსწონს, მე იმისი დალაგებული სახლის… _ და რამდენიმე პრინციპი, რომელსაც არ ვუხვევ.

ვერ ვიტან ცერებრალშიკებს. და ჩემ დეკანს.

ამ მომენტისთვის ვარ საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მე4 კურსის სტუდენტი🙂

დანარჩენი მერე იყოს.

ეხლა აქედან დიდი ნაწილი შეგიძლიათ დაივიწყოთ.
კონკრეტულად:

  • სამხედრო პილოტობა აღარა მგონია გამომივიდეს და ისე ძალიანაც აღარ ვფიქრობ მაგაზე. ეხლა უფრო ჯავშანტექნიკას ვაწვები.
  • დეკანი აღარ მყავს, შესაბამისად მარტო ცერებრალშიკები დარჩნენ ჩემ საძულველ ხალხს შორის.
  • და როგორც უკვე ვთქვი აღარც საავიაციო უნივერსიტეტის და მითუმეტეს მე–4 კურსის სტუდენტი აღარ ვარ. ეხლა დიპლომირებული ავიაინჟინერი და ტექნიკოსი ვარ რომელიც თავისუფლად იმუშავებს აეროპორტში თვითმფრინავების სტაიანკაზე.

პრინციპში დიპლომი ჯერ არ მაქვს. სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში უნდა მომცენ, მარა მთავარია რო დავამთავრე და შემიძლია გავლოთდე –))) დიპლომის აღება კი უბრალო ფორმალობაა. –)))

რათქმაუნდა “ჩემ შესახებ” გვერდი ამ ყველაფრის შესაბამისად განახლდება ამ პოსტის დადების შემდეგ.

ამ პოსტით კი ჩემი სიარხულის გამოხატვა მინდოდა ბაკალავრის დამთავრებასთან დაკავშირებით.

გაიხსენეთ როგორ გიხარიათ კლასის ან კურსის დამთავრება, როგორ გიხაროდათ სკოლის დამთავრება შეკრიბეთ ეს ყველაფერი, ათზე გაამრავლეთ, და ვისაც უნივერსიტეტი ჯერ არ დაგიმთავრებიათ, მიხვდებით რას განვიცდი –))

ზოგს (მეგობრებს) ალბათ აინტერესებს რას ვაპირებ ეხლა. გეტყვით: ერთი წელი ვისვენებ სწავლისაგან და ვცდილობ დროებით რამე სამსახური ვიშოვო. თუ სამსახური მაღალანაზღაურებადი გამოდგა, მაშინ დროებითიდან მუდმივზე შეიცვლება მისი სტატუსი, ხოლო სამსახურის ვერშოვნის ან დაბალანაზღაურებადი სამსახურის შემთხვევაში, ერთ წელიწადში თავდაცვის აკადემიაში ჩავაბარებ და  ამით საფუძველს ჩავუყრი ჩემ სამხედრო კარიერას.

თქვენ კი, ჩემი ბლოგის ერთგულო თუ შემთხვევითო მკითხველებო, წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში🙂

8 responses to “ბეზდელნიკობის აქტიური ფაზა ჩემ ცხოვრებაში

  1. knuti July 14, 2010 at 10:43 PM

    წარმატებები ))

    • zorbegi July 14, 2010 at 10:47 PM

      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ წარმატებები შენ🙂

  2. dj-guro July 15, 2010 at 8:30 PM

    მოიცა კაცო, რა უნდა გალოთდე, კაცი ავია ინჟინერი ხარ და საქმე არ გექნება? მისმინე, ხელით ვერ ავაწყობთ რამე მფრინავ მანქანას? სულ მინდოდა მფრინავობა, მარა სუსტი თვალების გამო არ გამომივიდა.😦 რა ქვია იმას.. პლანერი ან რამე.. ჰა, არ გამოვა? მე მაქვს წაკითხული “ცხოვრების მიზანი” საბჭოთა ავიაციაზეა და იქ ავტორი, რომელიც ასევე ავიაინჟინერი იყო, წერს როგორ აწყობდნენ ფიზკულტურის დარბაზში პლანერებს და როგორ იდგავდა ფეხს ავიაცია საერთოდ. ა, რას იტყვი?

  3. zorbegi July 15, 2010 at 11:43 PM

    პლანერის აწყობის რა გითხრა, მარა, ავტოჟირის აწყობა შეიძლება. ან პლანერ–ავტოჟირის. მაგისი ნახაზები მაქვს და აზრზე ვარ რა პონტიცაა. პახოდუ არც მართვაა ძნელი. გუგლში დასერჩე autogyro და ნახე რა მასტიცაა.
    ავიაციაში წასვლას სერიოზულად არ ვაპირებ, რამე სხვა სამსახური მინდა🙂

  4. makuspotter July 26, 2010 at 1:30 AM

    mmm gulwrfelad did warmatebebs gisurveb cxovrebashi.. chemtvis jer adrea universitetis damtavreba magram male gaivlis dro.. da mec agmovchndebi shensavit.. imedia momilocavs vinme ise gulwrfelad rogorc me gilocav maggot..🙂
    Teen-eli miss_potteri

    • zorbegi July 26, 2010 at 3:00 AM

      დიდად მადლობელი :*
      გაიხარე🙂
      მაგ დროისთვის თუ კიდე ვიყავი თინზე, აუცილებლად მოგილოცავ ისევე გულწრფელად როგორც შენ მილოცავ.
      ან თუ ახლოს გაგიცნობ მანამდე, მაშინ 100–იანი მოგილოცავ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: