ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

საინტერესო ფაქტები სიზმრებზე

სურათი

ჰეჰ… რამდენი ხანია არაფერი ახალი არ დამიპოსტავს…
ან დრო არ მქონდა, ან საშუალება, ან კიდევ, უბრალოდ მეზარებოდა.
ხოდა ეხლა მგონი საინტერესო პოსტით უნდა დაგიბრუნდეთ.

მაშ ასე, საინტერესო ფაქტები ძილზე:

1. უსინათლოები “ხედავენ” სიზმრებს
ადამიანებს, რომლებმაც მხედველობა დაბადების შემდეგ დაკარგეს, შეუძლიათ სიზმრების ნახვა სურათების სახით. დაბადებიდან უსინათლოები ვერ ხედავენ სურათებს, თუმცა, მათი სიზმრები სავსეა სუნებით, ხმებით და სხვა შეგრძნებებით.

2. ჩვენ გვავიწყდება სიზმრების 90%
გაღვიძებიდან 5 წუთის შემდეგ ჩვენ უკვე ჩვენი სიზმრების ნახევარიც კი არ გვახსოვს, 10 წუთის შემდეგ კი მათ 10%–საც ძლივსღა თუ გავიხსენებთ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც პოეტები, მწერლები და მეცნიერები ხედავდნენ სიზმრებს, სადაც შესაბამისად წერდნენ ლექსს, პროზას ან იგონებდნენ ახალ მეცნიერულ თეორიას. მათ ნამდვილად გაუმართლა, ვისაც ლოგინთან ახლოს პასტა და ფურცელი აღმოაჩნდა. სწორედ სიზმრების დამსახურებაა სემუელ კოლდრიჯის “კაბულა ხანი”, მერი შელის ფრანკენშტეინი და ასევე მენდელეევის ცნობილი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა.

3. სიზმრებს ხედავს ყველა გამონაკლისის გარეშე.
ყველა ადამიანი (გამონაკლისს მხოლოდ ავადმყოფები წარმოედგენენ რომლებსაც ფსიქიკასთან სერიოზული პრობლემები აქვთ) ხედავს სიზმრებს, თუმცა ქალები და კაცები სიზმრებს სხვადასხვანაირად ხედავენ. მამაკაცებს ძირითადად თავიანთი სქესის წარმომადგენლები ესიზმრებათ, ქალები კი ორივე სქესის წარმომადგენლებს დაახლოვებით ერთნაირი პროპორციებით ხედავენ.

4. სიზმრები ფსიქოზის განვითარებას უშლიან ხელს
ცოტა ხნის წინ, მეცნერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: საცდელ ობიექტებს საშუალებას აძლევდნენ ეძინათ დღეში 8 საათი, მაგრამ სიზმრის საწყის სტადიაში აღვიძებდნენ. სამი დღის შემდეგ, მონაწილეებს უჭირდათ ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება, აღენიშნებოდათ ჰალუცინაციები, აუხსნელი გაღიზიანებადა ფსიქოზის პირველადი ნიშნები. ეოდესაც მათ, საბოლაოდ მისცეს საშუალება ენახათ სიზმრები, მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ტვინი წინა დღეებში სიზმრების ნაკლებობის კომპენსირებას ახდენდა ორგანიზმის სწრაფი ძილის ფაზაში ყოფნის უფრო ხანგრძლივი დროით ვიდრე მანამდე.

5. ჩვენ გვესიზმრება მხოლოდ ის, რაც ვნახეთ.
ჩვენ სიზმრებში ხშირად ვხედავთ უცხო ხალხს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რომ ჩვენი გონება ამ ხალხს არ იგონებს. ეს რეალური ხალხის სახეებია, მათი, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შეგვხვდნენ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვახსოვს.

6. ყველას არ შეუძლია ფერადი სიზმრების ნახვა
იმ ხალხის, რომლებსაც ხედვა შეუძლიათ, დაახლოვებით 12% ხედავს მხოლოდ შავ–თეთრ სიზმრებს. დანარჩენები სიზმრებს ფერებში ხედავენ. არსებობს სიზმრების რამდენიმე ტიპური ჯგუფი, რომელსაც ხედავს ყველა, გამონაკლისის გარეშე: სიტუაციები სკოლაში, ან სამსახურში, დევნისგან თავის დაღწევის მცდელობა, ადამიანის სიკვდილი, კბილების ცვენა, ფრენა, გამოცდაზე ჩაჭრა, ავარიები და ა.შ.

7. სიზმრებს არ აქვთ პირდაპირი აზრი ან დატვირთვა.
ჩვენი ქვეცნობიერი იყენებს ნიშნების და სიმბოლოების ენას. ამიტომაც არ ღირს ყველა სიზმრის, ყველაზე ლოგიკურის და მდიდარი სიუჟეტის მქონეს, პირდაპირ გაგება. ქვეცნობიერი ჩვენ სიგნალებს გვიგზავნის და არა მკვეთრ გამოსახულებას.

8. ყოფილი მწეველები უფრო მკვეთრ სიზმრებს ხედავენ
ყოფილი მწეველები უფრო სავსე და რეალურ სიზმრებს ხედავენ, ვიდრე დანარჩენები. ყველაზე ხშირად, ისინი ხედავენ რომ ისევ დაიწყეს მოწევა და თავს დამნაშავედ გრძნობენ.

9. გარე გამაღიზიანებლები მოქნედებენ ჩვენ სიზმრებზე
ყოველ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც განუცდია ეს თავის თავზე: ქვეცნობიერი ფიზიკურ შეგრძნებას, რომელსაც მოცემულ მომენტში განვიცდით, სიზმრის ნაწილად გარდაქმნის. ადამიანს, რომლებიც წყურვილს განიცდიან, ქვეცნობიერი წყლიანი ჭურჭლის გამოსახულებებს “უგდებს”. ისინი ცდილობენ დალიონ წყალი (სიზმრაში რათქმაუნდა), ისევ განიცდიან წყურვილს და ისევ ხედავენ წყალს და ა.შ. მანამ, სანამ არ გაეღვიძებათ და არ მიხვდენიან, რომ მართლა სწყურიათ. ამ გზით ქვეცნობიერი “გვკრანახობს”, რომ უნდა გავიღვიძოთ.

10. ძილის დროს პარალიზებულნი ვართ
გინდა დაიჯერეთ, გინდა _ არა, მაგრამ ჩვენი სხეული პრაქტიკულად პარალიზებულია ძილის დროს, ძირითადად იმისთვის, რომ სხეულმა არ გაიმეორის მოძრაობები, რომლებიც სიზმარში ხდება.

11. ადამიანი არ ხედავს სიზმარს იმ მიმენტში, როცა ხვრინავს.

12. პატარა ბავშვები სიზმარში საკუთარ თავს 3 წლის ასაკამდე არ ხედავენ. 3–დან 8 წლამდე, ბავშვები იმაზე მეტ კოშმარს ხედავენ, ვიდრე უფროსები მთელი ცხოვრების განმავლობაში.

13. თუ თქვენ სწრაფი ძილის სტადიაში გაგაღვიძებენ, სიზმარი დეტალებში დაგამახსოვრდებათ.

14 responses to “საინტერესო ფაქტები სიზმრებზე

  1. vasasi August 6, 2010 at 7:55 PM

    საინტერესო პოსტი იყო..

  2. dj-guro August 6, 2010 at 9:37 PM

    კოშმარებზე მართალია. მე მევასებოდა კოშმარების სიზმრები. იმიტომ რომ ვიცი რომ მძინავს და ამ დროს სიზმრით მანიპულაცია შემიძლია. მაგალითან კოშმარში რაღაც საშინელი მონსტრი თუა, ასევე საშინელ იარაღს გავჩითავ და საშინელ დღეს ვაწევ იმ საცოდავს.🙂

    • zorbegi August 6, 2010 at 9:42 PM

      კოშმარები მეც მიყვარს, ოღონდ იმიტომ რომ მერე რო მეღვიძება და ვიხსენებ სასაცილოა ხოლმე –))

  3. Mari August 9, 2010 at 11:47 AM

    არ მიყვარს სიზმრები. მშვიდად ძილიში ხელს მიშლიან😛

  4. naawka September 10, 2010 at 4:04 AM

    ძალიან საინტერესოა რააააააააა..მეხუთეზე მინდა ვთქვა რომ ხშირად სახეებს ვერ ვხედავ…მარტო ტანს…არვიცი რატომ…

  5. daliela September 19, 2010 at 1:07 PM

    სიზმარი ყველაზე კარგი რამეა იმ საქმიანობებს შორის რომელის\ც შეგვიძლია ძილის დროს გავაკეთოთ :)))

  6. Blokpost September 25, 2010 at 3:40 PM

    მეოთხემ დამაინტერესა ძალიან… მძინავს დაახლოებით 5-სთ ნახევარი და როცა სიზმარის ხედვას ვიწყებ მაშინვე ჩემი ”ბუდილნიკი” რეკვას იწყებს და მაღვიძებს… ამის მერე სადღაც 15 წუთში გავდივარ სახლიდან და გალუცინაციებისავით მეწყება😐 ხშირად მელანდება ძაღლები ან ადამიანები მაგრამ მერე სადღაც 20 წუთში საბედნიეროდ გამდის🙂 მოკლედ მალე ჩემი ”ბუდილნიკით” გავაფრენ😦

  7. NinucaElectro January 22, 2011 at 2:13 PM

    ბოლოს სიზმარი როდის ვნახე აღარ მახსოვს.. 2 თვეში ერთხელ ვნახულობ “რაღაცას” [სიზმარს პირობითად] და ეს “რაღაც” არის ძალიან დიდი სისულელე, კოშმარი, უაზრობა…
    პოსტს რაც შეეხება ძალიან საინეტერესო და სასარგებლო’ც’ იყო,.. ეხლა მეცოდინება , რომ თუ ვიხვრენ, მაშინ 2 თვეში ერთხელაც აღარ დამესიზმრება ის უაზრობები.😀

    • zorbegi January 22, 2011 at 10:18 PM

      და ისე, ხვრინავ ხოლმე? -))
      დიდი აზრიანი სიზმრებით მამენტ არც მე გამოვირჩევი… ჯერ იყო და ნატესავები დავხოცე, მერე მეგობრები, ბოლოს ანტიტერორისტულ ოპერაციაშიც მივიღე მონაწილეობა…

      ზოგჯერ კაი მანქანებითაც ვკატაობ ხოლმე😛

  8. NinucaElectro January 23, 2011 at 1:16 PM

    არაა არ ვხვრინავ.. ზევსმა დამიფაროს.😀 ვაა შენ რა მდიდარი ფანტაზია გქონიაა.😀
    უი მართლა, გუშინ შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ, პირველად ამდენი ხნის შემდეგ დამესიზმრა კოშმარი!😀 რა არის ეხლა ეს?!
    ხო რა მინდოდა კიდე.. ცუდი სიზმარი რომ წყალს უნდა მოუყვე მერე, მაგაზე რაიმე უცნაური ფაქტი არ არსებობს , თუ იცი? :D:P

    • zorbegi January 23, 2011 at 5:21 PM

      რავიცი აბა.. ამგით არასოდეს დავინტერესებულვარ. რაც მე ცუდი სიზმრები მინახავს, არცერთხელ წყლისთვის არ მომიყოლია და არაფერი მომხდარა🙂
      ასე რომ მაგისი არც კი მჯერა🙂

  9. ninucaelectro January 27, 2011 at 4:31 PM

    პრინციპში მაგის არც მე მჯერა და არც მიცდია.. :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: