ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

მაბრუნი მომენტი და სიმძლავრე _ ძრავის ძირითადი მახასიათებლები

მაშ ასე, რა არის ეს ძირითადი მახასიათებლები და რაზე ახდენენ გავლენას… სიმძლავრესთან ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია და საშუალოსტატისტიკური ავტომოყვარულიც კი იტყვის, რომ ბიუჯეტური ხეტჩბეკისთვის 100 ცხენის ძალაც სავსებით საკმარისია, მაბრუნ მომენთთან უკვე სრული გაუგებრობა იწყება. ამ პოსტში შევეცდები გასაგებად აგიხსნათ რა არის სიმძლავრე და რა არის მაბრუნი მომენტი.

ავტომობილის სიმძლავრე განსაზღვრავს მის ჩქაროსნულ მახასიათებლებს _ რაც მეტია სიმძლავრე, მით მეტი სიჩქარის განვითარებაა შესაძლებელი. ისე მოხდა, რომ ავტო სამყაროში სიმძლავრეს ცხენის ძალებით განსაზღვრავენ. თუმცა, ძრავის სიმძლავრე არაა მუდმივი სიდიდე და პირდაპირაა დამოკიდებულია ძრავის ბრუნთა რიცხვზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძრავის დაბალ ბრუნებზე ყველა ცხენი არ მუშაობს, არამედ მათი გარკვეული ნაწილი. ბენზისის ძრავებიანი თანამედროვე მანქანების უმეტესობა მაქსიმალურ სიმძლავრეს (რომელსაც პასპორტში უთითებენ) გამოიმუშავებს, როცა ანავითარებს 5000–6000 ბრუნს წუთში, ხოლო დიზელის ძრავები _ 3000–4000. თუმცა, როგორც წესი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალაქში სიარულისას, ბრუნთა რიცხვი უფრო დაბლაა და შესაბამისად სიმძლავრეც ნაკლებია. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ აჩქარება გვინდა გასწრებისთვის _ ვაწვებით პედალს და აღმოვაჩენთ რომ “მანქანა არ მიდის”. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი მაბრუნი მომენტია.

მაბრუნი მომენტი _ ესაა ძალის წარმოებული ბერკეტის მხარზე, რომელზეც ისაა მოდებული, Mმაბრ = F x L . ძალა იზომება ნიუტონებში, ბერკეტი _ მეტრებში. 1 ნმ _ მაბრუნი მომენტი, რომესაც წარმოქმნის 1 ნიუტონი ძალა, რომელიც მოდებულია 1 მეტრი სიგრძის ბერკეტის ბოლოში. შიდა წვის ძრავში ბერკეტის როლს ასრულებს მუხლა ლილვი. ძალა, რომელიც წარმოიქმნება საწვავის წვისას, მოქმედებს დგუშზე, რომლის მეშვეობითაც წარმოქმნის მაბრუნ მომენტს. მაბრუნი მომენტი არის სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მანქანას მაქსიმალური სიმძლავრის განვითარება. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ზუსტად ეს სიდიდე განსაზღვრავს აჩქარების დინამიკას. ისევე როგორც სიმძლავრე, მაბრუნი მომენტის მითითებაც ძრავის კონკრეტული ბრუნთა რიცხვებზე მითითება ხდება. ამავდროულად მომენტის სიდიდე იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა რამდენადაც რა ბრუნთა რიცხვზე მიიღწევა ის. მაგალითად, მკვეთრი აჩქარებისთვის ჩქაროსნული სვლისას (2000–2500 ბრ/წთ) უფრო უკეთესია ის ძრავი, რომლის მაქსიმალური მომენტიც უფრო დაბალ ბრუნთა რიცხვზე მიღწევა _ დააჭირე პედალს და მანქანა მიფრინავს.

ცნობილია, რომ სერიული ბენზინის ძრავები არც თუ ისე დიდ მაბრუნ მომენტს ავითარებენ, ამავდროულად, მაქსიმალური მნიშვნელობა მიიღწევა საშუალო ბრუნთა რიცხვებზე (ჩვეულებრივ 3000–4000). სამაგიეროდ, ბენზისის ძრავებს შეუძლიათ განავითარონ 7–8 ათასი ბრუნი წუთში, რაც საშუალებას იძლევა განავითარონ საკმაოდ დიდი სიმძლავრე. მათ საპირისპიროდ, “ნელ დიზელებს”, რომლებიც ანავითარებენ არა უმეტეს 5 ათას ბრუნს წუთში, აქვთ, აქვთ შთამბეჭდავი მაბრუნი მომენტი, რომელიც თითქმის თავიდანვეა ხელმისაწვდომი, მაგრამ ამავდროულად აგებენ მაქსიმალურ სიმძლავრეში.

ეხლა ცოტა მათემატიკა: ძრავის სიმძლავრის გამთვლა შეიძლება ფორმულით: P = M x n/9549 [კვტ]
სადაც M _ მაბრუნი მომენტია (ნმ), n _ ძრავის მუხლა ლილვის ბრუნთა რიცხვი (ბრ./წთ.)

ცხენის ძალების მისაღებად, საჭიროა, მიღებული რეზულტატი გავამრავლოთ კოეფიციენტ 1.36–ზე.

პრაქტიკაში ცნობილია, რომ ძრავის სიმძლავრე უმეტესწილად დამოკიდებულია მის ბრუნთა რიცხვზე, ამიტომაც მისი გაზრდა უფრო ადვილია, ვიდრე მაბრუნი მომენტის.

და ბოლოს: მაქსიმალური სიჩქარისთვის მნიშვნელოვანია ძრავის სიმძლავრე, აჩქარებისთვის _ მაბრუნი მომენტი. ამავდროულად მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ძრავის ბრუნთა რიცხვი, რომელზეც ეს მაბრუნი მომენტი არის მაქსიმალური, ანუ რომელზეც შესაძლებელია მაქსიმალური აჩქარება.

9 responses to “მაბრუნი მომენტი და სიმძლავრე _ ძრავის ძირითადი მახასიათებლები

  1. ჩორვენი August 16, 2010 at 12:17 AM

    uax saRol Sen saRol da saRol
    es qartulad ram dagacerina neta : )))) magram mgoni rusuli ena uketaa avto tematikas morgebuli (nu me rusulad maqvs cakitxuli) xoda aq cota gaurkveveli gaqvs ragac detalebi mara mainc kai statiaa!

    • zorbegi August 16, 2010 at 12:30 AM

      პატარა სტატიაა, რომელიც ზოგად წარმოდგენას უქმნის ადამიანს მაბრუნებელი მომენტის და სიმძლავრის შესახებ… მე მგონი საკმარისია მოყვარულებისთვის და ვისაც მეტი აინტერესებს, თვითონაც მოძებნის.
      და ვაბშე არ მეგონა თუ ვინმე წაიკითხავდა –)))

      • ჩორვენი August 16, 2010 at 8:29 AM

        ho ravic me freak var da vkitxulob aset rameebs da vafshe manqanis agebulebis scavla davicye gasuli clidan😀 martalia nela magram cin mivicev : ))) xoda es postic amis shexseneba iyo , martalia ukve cakitxulis sxva enaze da sxvagan magram qartulad mainc kai iyo! Bravo shen!

      • zorbegi August 16, 2010 at 2:14 PM

        Autoholic😛

        მადლობელი…🙂

  2. dj-guro August 16, 2010 at 1:21 AM

    შ-კარქია!🙂 ცუდი ისაა, რომ მანქანებში კარგად ვერ ვერკვევი. აი ბერკეტებში და მოდების წერტილებში გაცილებით ძლიერი ვარ.🙂

  3. tatishvili September 11, 2010 at 12:51 AM

    მარტივად გაქვს ჩამოყალიბებული. ერთხელ მეც დავინტერესდი და გადავქექე წყაროები. მეტ-ნაკლებად ზუსტად გაქვს ნათქვამი საჭირო რაცაა. ყოჩაღ! განვრცობაც შეიძლებოდა ამერიკული, იაპონური და ევროპული მანქანების კუთხით, დრიფტში, წრიულ რბოლებში და დრაგში რას ანიჭებენ უპირატესობას.

    • zorbegi September 11, 2010 at 3:07 AM

      ნუ, მიზანი იყო, ზოგადად წარმომედგინა, მაბრუნი მომენტი რას წარმოადგენდა…
      მადლობა🙂

  4. veronikaaa February 10, 2011 at 5:34 PM

    ux tii…awi sachestan ro davjdebi amaze vifiqreb,ara mogatyue..:) saintereso iyoo.nawilobriv:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: