ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

სიკვდილის წინათგრძნობა (რეალური ისტორია)

…ერთხელ, კარზე ვიღაცამ დარეკა, გავაღე _ არავინ. უცნაურია, _ გავიფიქრე მე, _ ზარი ხომ მკაფიოდ მომესმა… უცხოს შეგრძნების უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. მერე, ტელევიზორს ვუყურე, ყველგან ჩავაქრე შუქი და დასაძინებლად დავწექი. ირგვილივ სიჩუმე სუფევდა. მხოლოდ საათის ხმა ისმოდა. უეცრად, რაღაც ტკაცუნი გაისმა, შემდეგ ერთი კედლიდან მოისმა კაკუნის ხმა, მერე მეორიდან. ისევ სიჩუმე.

ცოტა ხანში ნაბიჯების ფრატუნის ხმა გაისმა. გავშეშდი, უკვე ყველა ფაჩიფუჩს ვუსმენდი. ნაბიჯები დახურულ კარს მიღმა გაჩერდა. აი ისიც ჭრიალით გაიღო. თითქმის აღარ ვსუნთქავდი. ნაბიჩები ჩემ საწოლთან მოფაჩუნდნენ და ვიღაც ჩემ თავზე დაიხარა, სუნთქა ვიგრძენი სახეზე. სხეული დამიმძიმდა. გადავწყვიტე, წამოვმჯდარიყავი და უცბათ გამეხილა თვალები _ რაც იქნება იქნება! მაგრამ როგორც კი წამოვიწიე, შუბლი რაღაც მაგარს მივარტყი და გონება დავკარგე. დილას რომ გავიღვიძე, შუბლში ტკივილი ვიგრძენი. სარკეში ჩავიხედე და სისხლჩაქცევა აღმოვაჩინე _ ღამის ვიზიტის კვალი…

გარდაიცვალა მასწავლებელი ლ. ეს ამბავი ჩვენმა სკოლის ბიბლიოთეკარმა მითხრა, როდესაც სამასწავლებლოში შევედი. შიგნით რაღაც ჩამწყდა თითქოს. ცოტა ხნით გავშეშდი კიდეც. ახდა! ისევ ახდა!

საქმე იმაშია, რომ მისი სიკვდილის შესახებ 3 დღით ადრე ვიცოდი. სტუმრად ვიყავი, უბრალოდ ვიჯექი და ყავას ვსვამდი, და უეცრად თავში აზრი მომივიდა, რომ ლ. მოკვდებოდა. არც მეგობრები ვყოფილვართ და არც ახლო ურთერთობები გვქონია. და საერთოდ არასოდეს მიფიქრია მასზე. “რა უაზრობაა” _ გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ხასიათი გამიფუჭდა. ორი დღის შემდეგ, როდესაც გაკვეთილისთვის ვემზადებოდი ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: “ამ დღეებში შევეცდები გამოგიარო, რაღაც რეცეპტების გადაწერა მინდა” და მაშინაც უეცრად გამიჩნდა აზრი: “ისინი მას უკვე აღარ სჭირება, ის მოკვდა”.

და როდესაც სკოლაში მივედი, ეს საშინელი ამბავი გავიგე…

ჯერ კიდევ ბავშვობაში ხშირად ვიცნობდი ხოლმე წინასწარ, როდის გამიძახებდნენ დაფასთან. ზოგჯერ იმ მოსწავლეების გვარებსაც ვასახელებდი, რომლებსაც გაკვეთილს შეეკითხებოდნენ. როდესაც რამე ფილმის ნახვა მინდებოდა, შემდეგ კვირას ის აუცილებლად გადიოდა ტელევიზორში.

როდესაც ვინმესთან სტუმრად წასვლა მინდოდა, მალე მშობლებს მივყავდით ხოლმე იქ.

ერთხელ, მეზობელ ქალს ასაფლავებდნენ. მისი ნათესავები კუბოს სიახლოვეს კამათობდნენ იმაზე, თუ როგორ გაინაწილებდნენ მის ქონებას. როგორც ჩანს გასაყოფი ნამდვილად იყო… გამიგონია, რომ მიცვალებულს სამი დღე იმიტომ აჩერებენ სახლში, რომ მისი სული ამ 3 დღის განმავლობაში, ისევ სხეულთან იმყოფება. მეზობელი კუბოში, რასაც ჰქვია, ჩვენ თვალწინ შეიცვალა: წარბები შეეჭმუხნა, ტუჩები მოეკუმა, თვალებიც მოეჭუტა უფრო (ესე მაშინ აკეთებდა, როცა ბრაზობდა). ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ის მაისში დაასაფლავეს. ნათელი ცა იყო. მაგრამ შუადღის მოახლოვებისას, უეცრად აცივდა და თოვლი წამოვიდა.

დაახლოვებით ნახევარი წლის შემდეგ ეს ქალი დამესიზმრა. კუბოში იყო, მაგრამ უკვე ჩემ სახლში. ძალიან ახლოს მივედი მასთან, და მან, პირის გაუღებლად მითხრა: “ჩემს შემდეგ მოკვდებიან ნურა დეიდა, შურა დეიდა, და კიდევ ერთი მეზობელი მე–5 სართულიდან”. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ცოტა ხანში მაღალი წნევისგან მოკვდა პირველი, მეორე კიდე იმავე წელს თავისმა შვილმა მოკლა. როდესაც დედამთილი გამიხდა ავად, მე და ჩემი ქმარი რაიონულ ცენტრში წავედით, სადაც ის საავადმყოფოში იწვა, რათა მოგვენახულებინა. მედდამ დიაგნოზი მითხრა: ფილტვების ანთება. ჩვენ მას დერეფანში შევხვდით და მე ვერც კი ვიცანი ის. მომეჩვენა რომ ჩემსკენ უსიცოცხლო სხეული მოდიოდა.
და აი აქ ისევ გამიჩნდა აზრი: “კიბო აქვს”. ჩვენი მისვლით ძალიან გახარებული იყო. ამბობდა რომ თავს კარგად გრძნობდა და მალე გამოწერდნენ. ავტობუსის გაჩერებამდეც კი გამოგვაცილა. როდესაც უკვე ავტობუსში ვიჯექი და ფანჯრიდან ვუყურებდი, უხილავმა ძალამ მაიძულა, რომ გადმოვსულიყავი და კიდევ ერთხელ დავმშვიდობებოდი მას. “მე მას მეტი ვეღარ ვნახავ. ის მალე მოკვდება” _ მიტრიალებდა თავში. მალე ისიც გარდაიცვალა. მე კიდევ სიზმარი ვნახე: დედამთილი წევს ოთახში თავით კარისკენ. მის გარშემო მისი ბავშვები, რძალი, ქმარი, სიძე არიან. მან ჯერ მათ შეხედა და ბოლოს მზერა ჩემზე შეაჩერა, ჩვენ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. “აი ყველა მოვიდა გამოსამშვიდობებლად შენს გარდა” _ რაღაცნაირი ტკივილით თქვა მან. ცრემლებში გავიღვიძე. მაციებდა. დედამთილს ღვიძლის კიბო აღმოაჩნდა მეტასტაზებით ფილტვებში. და სიკვდლის წინ ის სიტყვები უთქვამს, რაც ჩემ სიზმარშ: “ყველა მოვიდა ჩემთან გამოსამშვიდობებლად, მარტო ირა არაა”.

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. ჩვენ ვიღაცის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. ერთ–ერთ სტუმარს ბავშვებისთვის ფოკუსის ჩვენება უყვარდა: მოკიდებს ვინმეს ხელს ცხვირზე, ან ყურზე და გამოიღებს იქიდან კაკალს. საერთოდ დიდი ხუმარა და მხიარული ადამიანი იყო. და აი, შუა ქეიფში ცოტა ხნით შევავლე თვალი და გავშეშდი _ ისევ გამიელვა აზრმა: “ახალი წლის წინ მოკვდება”. 30 დეკემბერს აგარაკიდან ბრუნდებოდა და უეცრად გული წაუვიდა. საავადმყოფოში შემთხვევითმა გამვლელებმა მიიყვანეს, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა _ გულის შეტევა.

ერთხელ, საავადმყოფოში, ჩემთვის კარგად ნაცნობ ქალს შევხვდი. ერთ საღამოსაც ზედა სართულზე ავედი, რათა მისთვის მასაჟი გამეკეთებინა _ ზურგი სტკიოდა ძალიან. ვილაპარაკეთ. ჩვენ დავიწყეთ ისეთი ადგილების და მისამართების გახსენება, სადაც დახმარებისთვის უნდა მიგვემართა საჭიროების შემთხვევაში. “მას ხომ უკვე ვერავინ უშველის. ის ახალი წლის შემდეგ მოკვდება” _ თითქოს ვიღაცამ ჩემ გვერდზე თქვა, არადა ოთახში ჩვენს გარდა არავინ ყოფილა.

ეს ქალი საავადმყოფოდან ზუსტად ახალი წლის წინ გამოწერეს. ერთი კვირის შემდეგ კი გარდაიცვალა.

პალატაში სადაც მე ვიწექი, კიდევ 10 ადამიანი იყო, და ყველა თავის რიგს ელოდა ოპერაციაზე. მე კიდე უკვე ვიცოდი რომ ორ მათგანს, კუჭ–ნაწლავზე ოპერაციის შემდეგ გარეთ მილს გამოუყვანდნენ. ერთი კი მალე დაიღუპებოდა. ასეც მოხდა.

ერთხელ, პალატაში შემოვიდა ავადმყოფი მეზობელი ოთახიდან. ჩემ გვერდით დაჯდა. ჩვენ ვლაპარაკობდით. შემდეგ მან მითხრა: “ხვალ ოპერაციას მიკეთებენ, მე კიდევ ძალიან მეშინია”. რათქმაუნდა მისი დაწყნარება დავიწყე. ქალი წავიდა. მას თვალი გავაყოლე და გავიფიქრე: “მოკვდება”.

მეორე დღეს, როდესაც ოპერაცია დამთავრდა, მე მითხრეს, რომ ის ნელ–ნელა მოვიდოდა გონზე. მაგრამ ერთი დღის შემდეგ, ეს ქალი დერეფანში ექიმის საძებრად გავიდა _ უცბათ დაიწყო არეულობა, აქეთ–იქით სირბილი. ვიღაც ყვიროდა ექიმს დაუძახეთო, ვიღაც საკაცის მოსატანად გაიქცა, თეთრმა ხალათებმა ჩაიქროლეს. მე ძალიან ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა. გულის შეტევა და კიდევ ერთი სიკვდილი….

 

 

 

 

/ი. შიშკოვა/

9 responses to “სიკვდილის წინათგრძნობა (რეალური ისტორია)

  1. arabuli August 22, 2010 at 4:31 AM

    აუ რა არის ეს? ნამდვილი ამბავია თუ? :შ :შ :შ :შ

  2. dj-guro August 22, 2010 at 5:44 PM

    ოო, ვგიჟდები მისტიკაზე. განსაკუთრებით მძინარე რომ თავს არტყავს რამეს.😀

  3. Kate_AlukaЯD August 25, 2010 at 8:24 PM

    ჰოლი შით😐
    რა ჟუტკია წინასწარ რომ იცი ვინ მოკვდება მარა მაინც მინდა :დ

  4. Ellé September 8, 2010 at 12:12 PM

    ვაიმე : \
    კიდევ ეს მინდოდა მე?

  5. salo.O October 21, 2010 at 11:34 PM

    e gaaswora O_O
    kiarada ragacpontshi mesiamovna amiswakitxva : s

  6. egoisthedgehog October 26, 2010 at 9:58 PM

    sisulelea aravin ar icis is vin rodis mokvdeba!!!

    • M.J July 29, 2012 at 1:25 PM

      sisulele ar aris me damemarta ertxel ogond sizmarshii vitom ori kbili amovige saertod ar mtkenia mamidachemma mitxra rom tu ar getkina vinme axlo natesavi gardaicvlebao da 1 kviris shemdeg mitxres rom bidzasheni gardaicvalaoo :(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: