ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

დონ ჟუანის ჩანაწერები

ეს ის პოსტი არაა რისი დადებაც მინდოდა. გაჭირვებამ მოიტანა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაა საინტერესო

– ქალი უფრო ადვილად შეგიყვარებს, ვიდრე გამოგიტყდება ამაში.
კაცი კი უფრო ადვილად გაგიმჟღავნებს, ვიდრე შეგიყვარებას.
– არც ისე ცუდია როდესაც ქმარს მხოლოდ ერთი რამ სურს ცოლისგან.
გაცილებით ცუდია, როდესაც მას არაფერი სურს მისგან.
– თუ ღალატია, მაშინ სჯობს ისეთთან, რომლის გამოც ”დაწვის” შემთხვევაში
არ შეგრცხვება ცოლის.
– ნამდვილმა დონ-ჟუანმა უნდა იცოდეს არა იმდენად მოდური ჩაცმა,
რამდენადაც სწრაფად ჩაცმა.
– სანამ კაცთან ღამეს გაატარებს – ქალს სურს გაიგოს უყვარს თუ არა ეს კაცი.
მამაკაცს კი მხოლოდ ღამის ერთად გატარების შემდეგ შეუძლია იმის გაგება.
– როდესაც კაცი ცუდად გრძნობს თავს – ეძებს ქალს.
ხოლო როდესაც კაცი კარგად გრძნობს თავს – ეძებს კიდევ ერთს.
– საყვარელი ქალის შემხედვარე კაცი, თავიდან ბრმავდება, შემდეგ კი ყრუვდება.
– უსაფრთხოების წესების დაუცველად შესაძლებელია არა მარტო კაცის სიკვდილი,
არამედ მისი დაბადებაც.
– სიყვარული სკოლის მსგავსია _  ყველაზე საინტერესო – შესვენებაა.
– არასოდეს ჰკითხოთ მას რატომ უყვარხართ.
დაფიქრების შემთხვევაში შეიძლება გაირკვეს, რომ სასიყვარულო მართლაც და არაფერია.
– ხშირად ქალი გიძალიანდება მხოლოდ იმისათვის, რომ შენთან მეტხანს იყოს.
– პირველად ცოლი მოყავთ – სიყვარულით. მეორედ – გათვლით. მესამედ – ჩვევით.
– უბედურება არაა, როდესაც მეუღლე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
გაცილებით მეტი უბედურებაა, როდესაც ის სხვაზე ფიქრობს.
– ქალს სურს კაცთან ერთად თავდაპირველად გაიაროს თეატრში, კინოსა თუ რესტორანში,
რომ გაერკვას ღირს კი მასთან ღამის გატარება.
ხოლო მამაკაცს სურს თავდაპირველად ღამის გატარება, რომ გაერკვას ღირს კი მისი იქ წაყვანა.
– ყოველთვის მიძნელდებოდა ქალის სახლში მოყვანა.
თავდაპირველად მშობლების გამო, მერე კი – ცოლის.
– იყო იმის ერთგული რაც არ მოგწონს, ნიშნავს ღალატობდე საკუთარ თავს.
– პირველი ქორწინება ხშირად მთავრდება წარუმატებლობით რადგან ქალი ჩქარობს.
ხოლო იმიტომ ჩქარობს – რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მოასწროს ახალი ქორწინება.
– ოჯახი ნიშნავს ყველაფერს. ამიტომ დაოჯახებამდე კარგად დაფიქრდი
რას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს შენთვის: ოჯახს თუ – ყველაფერს.
– რამდენადაც რთულია ქალის ალაპარაკება, იმდენად რთულია მისი გაჩუმებაც.
– ქალს სურს მრავალი რამ, მაგრამ მხოლოდ – ერთი მამაკაცისაგან.
მამაკაცს კი სურს მხოლოდ ერთი რამ, მაგრამ – მრავალი ქალისაგან.
– ახალგაზრდობაში ღალატობ იმასაც კი ვინც გიყვარს იმიტომ,
რომ სიბერეში მაგის თავი არ გექნება თუნდაც აღარ გიყვარდეს.
– ძაღლს შენი ყველაფერი ესმის, მაგრამ არ ძალუძს საკუთარი აზრის გამოთქმა.
ქალი კი ყველაფერზე საკუთარ აზრს გამოთქვავს, მაგრამ არ სურს არაფრის გაგება.
– რამდენადაც დასაწყისში ქალს არ სურს თავისთან მიშვება,
იმდენადვე არ სურს შემდგ შენი გაშვება.
– როდესაც კაცი სახლში ადრე ბრუნდება, ფიქრობს რა წაიკითხოს.
ხოლო როდესაც გვიან ბრუნდება – ფიქრობს რა მოყვეს.
– ქალის გულის გაღება შედარებით ადვილია ავტომანქანის გასაღებით.
– როდესაც მამაკაცი ქალს ხშირად ჩასჩურჩულებს ყურში, რომ ის ყველაზე:
ლამაზია, სათნოა, ჭკვიანია, გამგებია, ეს იმდენად მიმართული არაა ქალის მიმართ,
რამდენადაც საკუთარი თავის დასარწმუნებლად – რომ ეს ასეა.
– თუ ქალი საკუთარ თავს არ აქცევს ყურადღებას, მაშინ მამაკაცი სხვა ქალს აქცევს ყურადღებას.
– ქალისათვის ჩაცმაში ის უნდა იყოს მთავარი, რამდენად მოუნდება კაცს მისი გახდა.
– ქალს არ უყვარს უხეში ანეკდოტების მოყოლა, მაგრამ უყვართ მათი მოსმენა.
– რამდენადაც ქალი ნაკლებად გააკეთებს საჭმელს, იმდენად უფრო გემრიელი იქნენა ეს საჭმელი კაცისათვის.
– სიყვარული ეს ავადმყოფობაა, რომლის სამკურნალოდაც საჭიროა
ავადმყოფებმა უფრო მეტი დრო გაატარონ საწოლში.
– ქალისათვის ყველა საყვარელი კარგია – მაღალიც და დაბალიც.
დაბალს ადვილად დამალავს, ხოლო მაღლის უკან თავად ადვილად დაიმალება.
– ქალი ციხესიმაგრის მსგავსია. ერთს დაიპყრობ პირველივე შეტევით,
მეორეს – ხანგრძლივი შეტევებით. დანარჩენს – მოლაპარაკების გზით.
– თუ ქალი ძალიან ადვილად დანებდა კაცს, ეს ამ კაცის დამდახურება კი არაა,
არამედ – იმათი ვინც ადრე იყვნენ ამ ქალთან.

10 responses to “დონ ჟუანის ჩანაწერები

  1. tatatatuli September 13, 2010 at 2:52 PM

    ერთად თავმოყრილი ამდენი სიმართლე კაცზე აქამდე არსად მინახავს😀

  2. gafrin September 13, 2010 at 3:38 PM

    ra enidan TArgmne?

    • zorbegi September 13, 2010 at 3:57 PM

      არ მითარგმნია.
      forum.ge-ზე წავაწყდი რამდენიმე წლის წინ დაწერილ პოსტს…

      მეტი ვერაფერი ვნახე ამის შესახებ…

  3. acho September 13, 2010 at 7:05 PM

    sagol zorbeg mee guli da zorbegi yvelaferi martali iyo rac aq ceria qalzec da kaczec

  4. acho September 13, 2010 at 7:06 PM

    me guli da zorbegi sagol zuriko yvelaferi sworia weria aq qalzec da kaczec

  5. CGsaba September 13, 2010 at 8:24 PM

    seriozulia
    da amrTlac rom asea
    da mainc roa se ar xdeba arasdros🙂

  6. piccolina September 17, 2010 at 9:46 PM

    ლოლ
    ძაან მაგარია :დ

  7. Kate_AlukaЯD September 19, 2010 at 8:34 AM

    ჰა ჰაააა ძალიან მაგარია ზუ :D:D:D:D:D:D

  8. egoisthedgehog September 20, 2010 at 1:56 AM

    da amis mere kidev vinme mkitxavs ratom ar ginda gatxovebao raa :D:D

  9. Jessie February 7, 2011 at 5:49 PM

    კაია მომწონს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: