ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ჯოჯოხეთის გეოგრაფია

Hell

ჯოჯოხეთის კარიბჭე

რელიგიური სწავლებების თანახმად, ცოდვილების სულები სიკვდილის შემდეგ ხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც ისინი განწირულნი არიან იტანჯონ საუკუნოდ. ჯოჯოხეთი მიწისქვეშეთშია. ზოგიერთ წინასწარმეტყველს და ნათელმხილველს ჰქონდა ჯოჯოხეთის ხედვის შესაძლებლობა. საეკლესიო მამები და მწერლები ცდილობდნენ აღეწერათ ეს საშინელი ადგილი თავიანთ ნაწარმოებებში.

აღწერები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ჯოჯოხეთის ერთიანი რუკა ჯერ არავის შეუდგენია. თუმცა არის ზოგიერთი მონაცემი, რომელიც ეჭვს არ ბადებს. ჯოჯოხეთის ძირითადი მახასიათებელია ცეცხლი, გოგირდი და ბოლი, მწერლების უმეტესობა მიუთითებს აუტანელ სიცხეზე. <<სიბნელე>> <<ბინდი>> _ ასეთ სიტყვებს ხმარობენ მწერლები და ღვთისმსახურები მიწისქვეშა სამეფოში ვითარების აღწერისას.

ჯოჯოხეთში სულების გარდა ბინადრობს სატანა. სწორედ ის განაგებს ჯოჯოხეთს. ბნელეთის მეფეს, რომელსაც ჯარი ყავს შეკრებილი ღმერთთან საბრძოლველად, გარშემო ყავს მასთან დაახლოვებული ანგელოზები, რომლებიც ეხმარებიან ჯოჯოხეთის მართვაში. იქვე ცხოვრობს უამრავი დემონი.

ხალხს რომ რამე დაუშავონ, ისინი ამოდიან მიწის ზედაპირზე. ჯოჯოხეთი შექმნა ღმერთმა. სწორედ მან დაამწყვდია იქ სატანა და მისი მიმდევრები. ამის შესახებ ბიბლიაშია ნათქვამი. ერთ–ერთმა პირველმა ქრისტიანმა თეოლოგმა და საეკლესიო მოღვაწემ, წმ. ავგუსტინმა, პირველმა სცადა აღეწერა ჯოჯოხეთი მე5 საუკუნეში. ის ამბობდა: “ჯოჯოხეთი, რომელსაც ასევე ცეცხლის და გოგირდის ზღვას ეძახიან, ესაა ნამდვილი ცეცხლი. ის დაწვავს და დატანჯავს ცოდვილი ხალხის სხეულებს და სულებს და ეშმაკებს. ყველას ხვედრი ერთი იქნება _ ისევ ის ცეცხლი”.

1149 წელს უცნობმა ირლანდიელმა ბერმა აღწერა ჯოჯოხეთი ტრაქტატში “ტუნდალის ხილვა”. საეკლესიო მამები თვლიან, რომ ბერი ღვთისგან იყო რჩეული და მას ებოძა განსაკუთრებული წყალობა რათა ენახა ჯჯოხეთი თავისივე სიცოცხლეში და რომ თავისი რეალური თავგადასავალი მან ფურცელზე აღწერა. ტრაქტატის მთავარი გმირი რაინდი ტუნდალი არასწორი ცხვორების წესით ცხოვრობდა. მისმა მფარველმა ანგელოზმა დაანახა თუ რა სამყაროში მოხვდებოდა თუ თავის ქცევებს არ შეცვლიდა.

პირველი რაც მან დაინახა, ეს იყო დიდი ვაკე დომლებიც მოფენილი იყო მბოლავი ნაკვერჩხლებით. იქ ცხაურებზე ეშმაკები ცოდვილების სულებს წვავდნენ. ვაკეს გარს შემორტყმული ქონდა გავარვარებული მთები. იქ დემონები ბასრი კაუჭებით ანაკუწებდნენ მკრეხელების და მწვალებლების სხეულებს.

ჯოჯოხეთში ტუნდალმა ნახა შერონი, უზარმაზარი ურჩხული მოელვარე თვალებით. მას მოუწია რამდენიმე კილომეტრის სიგრძის ხიდის გადავლა, რომლის სიგანეც ხელის გულის სიგანეს არ აღემატებოდა. ხიდის ქვეშ გაედინებოდა მდინარე, სადაც მშიერი ურჩხულები ცურავდნენ, რომლებიც ელოდნენ როდის ჩავარდებოდა რაინდი ქვევთ რათა შეეჭამათ. საბედნიეროდ, ტუნდალმა შეძლო ხიდის გავლა. თუმცა ხიდის იქით მას უზარმაზარი ჩიტი ელოდა რკინის ნისკარტით. მან იგივე გაუკეთა მას, რასაც ცოდვილ სულებს უკეთებდა. ჯერ შეჭამა, შემდეგ ჯოჯოხეთს გადაუფრინა და მერე გაცივებული ტბის თავზე “მოისაქმა”. ტუნდალმა ძლივს გამოაღწია ყინულოვანი წყლიდან. ტრაქტატის ავტორის თანახმად, სატანა ცხოვრობს ჯოჯოხეთის დედაქალაქში, რომელიც უზარმაზარი ქვაბულის ფსკერზე მდებარეობს. ტუნდალი დაბრუნდა დედამიწაზე, შეეშვა სმას და მრუშობას, დაურიგა თავისი ქონება ღარიბებს და სამოგზაუროდ წავიდა. კეთილშობილი რაინდი ავრცელებდა ხმებს თუ რა მოუვიდოდათ მათ, ვინც ეშმაკს ზურგს არ შეაქცევდა. სავარაუდოდ, იგივე გააკეთა ბერმა, რომელმაც ეს წიგნი დაწერა.

ალბათ, ჯოჯოხეთის ყველაზე ცნობილი აღწერაა “ღვთაებრივი კომედია”. დანტეს ვერსიის თანახმად, ჯოჯოხეთი წარმოადგენს ძაბრისებრ უფსკრულს, რომელიც დედამიწის ცენტრში მთავრდება. ეს კრატერი წარმოიშვა სამოთხიდან გამოდევნილი სატანის დედამიწასთან შეჯახების გამო. ჯოჯოხეთში მოხვედრა შეიძლება ჯოჯოხეთის დიდი კარიბჭის გავლით. კარის მიღმა პირველი გვხვდება დიდი ვაკე, სადაც მათი სულები დაძრწიან, ვინც მაინცდამაინც არ სცოდავდა, მაგრამ კარგი საქმეებითაც თავს არ იწუხებდნენ. მათ კრაზანების “ღრუბლები” დასდევენ. ვაკის იქით ჩაედინება მდინარე აშერონი, რომელიც ჯოჯოხეთს გარშემო აკრავს. მისი გადაცურვის შემდეგ დანტე და მისი გზამკვლევი ვერჰილე ხვდებიან ჯოჯოხეთის პირველ წრეში. მთელი ჯოჯოხეთი დაყოფილია ცხრა წრედ, ყველა წრეში ისჯებიან რომელიღაც კონკრეტული კატეგორიის ცოდვილთა სულები. პირველ წრეში მოუნათლავი ახალშობილები და წარმართები არიან და მათ არ ტანჯავენ.

მეორე წრეში იტანჯებიან ისინი ვინც დაარღვია მცნება “არ მირუშო”. მათი სულები საუკუნოდ დააქვს ქარს. მესამე წრეში არიან გაუმაძღრები, რომლებსაც სეტყვა და გადაუღებელი წვიმა ესხმით თავს. სამთავიანი ძაღლი ცერბერი კბენს მათ და აცლის ხორცის ნაწილებს. მეოთხე წრეში არიან ძუნწები და მფლანგველები. ისინი უზარმაზარ ლოდებს ეზიდებიან.

მეხუთე წრეში გაედინება მდინარე სტიკსი. მის ნაპირებზე ჭაობში არიან მრისხანეები და პირქუშები. პირველნი ერთმანეთს ეჩხუბებიან და ანაკუწებენ, მეორენი კი სულ ტირიან.

hells  circles

ჯოჯოხეთის წრეები

სტიქსის შემდეგ იწყება ჯოჯოხეთის ქვედა წრეები, სადაც ყველაზე საშინელი ცოდვილები არიან. იქ არის ქალაქი დისი, სადაც დემონები ისვენებენ დედამიწაზე ჩადენილი ბინძური საქმეების შემდეგ. მეექვსე წრე განასახიერებს განიერ ვაკეს, რომელიც სავსეა ცეცხლმოკიდებული საფლავებით. აქ სამუდამო ცეცხლში იწვიან მწვალებლები. ვაკის შემდეგ ჩაედინება მდინარე ფლეგეტონი. მასში წყლის მაგივრად ადუღებული სისხლი მიედინება, რომელშიც მოძალადეების და მკვლელების სულები ცურავენ. ფლეგეტონის ნაპირზე, დანტეს ვერსიით, არის თვითმკვლელების ტყე, იქ იზრდებიან ჯუჯა ხეებად გადაქცეული თვითმკვლელების სულები. ტყისი იქით განფენილია უდაბნო. აქ გავარვარებულ მიწაში იტანჯებიან მათი სულები ვინც დანაშაული ცაიდინა ბუნების მიმართ. მერვე წრე წარმოადგენს ამფითეარტრს, სადაც იტანჯებიან მატყუარების და თაღლითების სულები. დემონები მათ მათრახებით სცემენ და მდუღარე კუპრში აყურყუმალავებენ. მე8 წრიდან გამოსასვლელი მდებარეობს ამფითეატრის ფსკერზე და მას ორმოცფეხიანი გოლიათები იცავენ.

ამფითეატრის ქვევით უკვე კოციტია _ ჯოჯოხეთის მეცხრე წრე. იქ თვით სატანაა. ის სამუდამოდ შეეყინა გაყინულ დაჭაობებულ მდინარეს. სატანა თვითონ სჯის ყველაზე საშინელ ცოდვილებს, მოღალატეებს, ის მათ სხეულებს ღეჭავს.

satan

სატანა

ინგლისელმა პოეტმა ჯონ მილტონმა ჯოჯოხეთი თავის პოემაში _ “დაკარგული სამოთხე” _ აღწერა (1667 წ.). ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯოჯოხეთში არაა სინათლე _ ღვთაებრიობის საწყისი. აქ “ხილვადი ბნელეთი” მეფობს. მილტონმა თითქმის ბოლომდე დაკარგა მხედველობა. ის ამტკიცებდა, რომ “დაკარგულ სამოთხეში” აღწერილი სამყარო მან შინგანად დაინახა. იქ ცეცხლი ბრიალებს მაგრამ სინათლეს არ იძლევა. იქ გადამწვარი დაბლობები და ყინულოვანი უდაბნოებია რომლებიც დაცხრილულია სეტყვით. ჯოჯოხეთის დედაქალაქს მილტონმა პანდემონიუმი დაარქვა. იქ სატანა თავისთან დაახლოვებულ ანგლოზებთან თათბირებს აწყობს. მილტონი აღწერს მდინარეებს, რომლებიც ჯოჯოხეთში ჩაედინებიან. დანტეს რაცა აქვს ნახსენები მილტონი მაგის გარდა წერს რომ ჯოჯოხეთში ბევრი სასარგებლო წიაღისეულია, კერძოდ კი ოქრო, რომელიც დედამიწაზე ადამიანს სხვადასხვა დანაშაულისკენ უბიძგებს. სატანის ბრძანებით მისმა ანგელოზებმა ჯოჯოხეთში ოქროს სასახლე ააშენეს სადაც ისინი იცხოვრებენ. სასახლეს ბევრი ფრთა, კარი, გალერეა, კოშკი და ხიდი აქვს. შიგნით არის უზარმაზარი რაინდების დარბაზი და ამფითეატრის მსგავსი დარბაზი გუმბათისებრი ჭერით. სასახლის დარბაზები მოჭედილია ძვირფასი ქვებით, ოქროთი, მარგალიტებით. სატანა ჯოჯოხეთის ერთპიროვნული მმართველია. მას ბევრი სახელი აქვს, მისი ერთ–ერთი სახელია ლუციფერი რაც სინათლის მომტანს ნიშნავს.

ლუციფერს მასთან დაახლოვებულები ეხმარებიან ჯოჯოხეთის მართვაში. დაახლოვებით ისე, როგორც ღმერთ ემსახურებიან ანგელოზები, ბოროტმა სულმა გარს შემოიკრიბა დემონები. სატანის მარჯვენა ხელია ანგელოზი სახელად ბეელზებელი (იგივე ბეელზებაბი). ის პირველი იყო, ვინც სატანას გვერდში ამოუდგა ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებაში. ის არის ალქაჯების და ჯადოქრების მბრძანებელი და მათ ევლინება ბუზის სახით. ამის გამო მას ბუზების მბრძანებელს ეძახიან. ბუზების მეშვეობით ის ადამიანებს ეპიდემიებს უვლენს.

beelzebub

სატანის მეორე დამხმარე ლევიათანია. ბიბლიაში ის გველად და ზღვის ურჩხულად მოიხსენიება. მას გველის, დრაკონის ან უზარმაზარი ნიანგის შესახედაობა აქვს. სწორედ ამ ურჩხულს ებრძოდა ქვეყნიერების დასაწყისში ღმერთი. ზოგიერთი თეოლოგი თვლიდა, რომ ლევიათანის პირი, ესაა ჯოჯოხეთის კარიბჭე. სწორედ ასე გამოსახა ჯოჯოხეთში შესასვლელი კარიბჭე ელ გრეკომ თავის ცნობის ნახატზე “ფილიპე II–ს სიზმარი”. ჯოჯოხეთში ლევიათანს ზღვის საქმეების მდივნის ადგილი უკავია.

leviathan

ლევიათანის დამარცხება

ლევიათანის სახმელეთო ანალოგია ბეჰემოთი. ის უზარმაზარია. მას, როგორც წესი, განასახიერებენ როგორც სპილოს დიდი მუცლით. ბეჰემოთი პასუხისმგებელია ღორმუცელობის ცოდვაზე, ჯოჯოხეთში კი ნადიმებს მართავს.

behemoth

ბეჰემოთი

სატანის სამსახურში მყოფი შემდეგი ანგელოზია ასმოდეი (ცნობილი ონლაინ თამაში AION გამახსენდა).  ის არის ოჯახური უთანხმოებების წამქეზებელი. ასევე პასუხისმგებელია ადამიანის სიხარბეზე და თამაშებზე დამოკიდებულებაზე. ადამიანებს ის ევლინება დრაკონზე ამხედრებული შპაგით ხელში.

asmody

ასმოდეი

მას აქვს სამი თავი:  ხარის, ცხვრის და ადამიანის და ბატის ფეხები.

ასტაროტი არის ჯოჯოხეთის “ფინანსთა მინისტრი”, ადამიანებში კი ეს დაცემული ანგელოზი სიზარმაცეს აღვიძებს.  როგორც წესი, მას გამოსახავენ დრაკონზე ამხედრებულს, მახინჯი თავით და გველგესლით ხელში.

astaroth

ასტაროტი

ბელიალი _ ის ძალიან ძლევამოსილი ანგელოზია, რომელიც მფარველობს მატყუარებს და ფარისევლებს.

Belial

ბელიალი და მისი მიმდევრები

ჩვენ არ ვიცით რამდენად შეესაბამება ეს აღწერები რეალობას. რელიგიური წარმოდგენების თანახმად, ჯოჯოხეთიდან გამოღწევა ძალიან ძნელია. ერთადერთი გზა სატანის ზურგზე გადის. მხოლოდ რამდენიმე მოკვდავმა შეძლო უკან დაბრუნება კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავალობაში, მათ შორის ტუნდალის შესახებ ტრაქტატის ავტორმა.

30 responses to “ჯოჯოხეთის გეოგრაფია

  1. finiki September 23, 2010 at 4:10 PM

    კითხვა მაქვს (ნუ კონკრეტულად ვისთან არ ვიცი მაგრამ მაქვს😀 ):
    1. ამ ყველაფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სატანა/ეშმაკი გადასარევად ცხოვრობს, აქვს ყველაფერი ძალაუფლება, სამფლობელო, ლეგიონები, სიმდიდრე, თავისუფლება და ა.შ. მაგრამ გაუგებარია რა ინტერესი აქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ”მის გზაზე” დადიოდნენ აწამოს, მაშინ როდესაც მათი უფრო ნაყოფიერად გამოყენებაც შეიძლება. ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ვალდებულია ცოდვილი სულები აწამოს, და ვის წინაშეა ვალდებული? ე.ი. არაა თავისუფალი გადაწყვეტილებებში და ერთი ჩვეულებრივი მსახურია (ნუ იდეაში ღმერთის), რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს (ამ საკითხის გაშლა ცოტა შეიძლება მაგრამ ძალიან გრძელი გამოვა);
    2. მისი ლეგიონები შედგება მხოლოდ მათგან ვინც ჯერ კიდევ აჯანყების დროს მიემხრო ლუციფერს და მას შემდეგ მისი არმია არ გაზრდილა? მაგ. ამ აჯანყების შემდეგ ბევრი მოკვდავი ადამიანი შეირაცხა წმინდანად (მათ ხატებთან ვლოცულობთ და ა.შ.), ეს ნიშნავს, რომ ამ მოკვდავი ადამიანების სულები რაღაც დონეზე გაუტოლდნენ ანგელოზებს (ნუ წყობა ზუსტად არ ვიცი, წმინდანები სად არიან) ანუ ჩვეულებრივი სამოთხეში მომხვედრილი სულებისგან რაღაცით განსხვავდებიან და მაღლა დგანან. უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა იგივე კანონი მოქმედებდეს ცოდვილ სულებზეც (რაც სხვათაშორის თუ ვირწმუნებთ ეშმაკის შეპყრობას, ეგზორციზმის ისტორიებიდან დასტურდება, რომ განსაკუთრებით ცოდვილი მოკვდავების სულები არათუ იტანჯებიან და ეწამებიან არამედ ხდებიან დემონები), შესაბამისად თუ ძალიან დაცემული სული (მაგ. ანელის მიშელის ეგზორციზმის დროს დემონად დაფიქსირებულია დაცემული მღვდელი ფლაიშმანი) გახდება დემონი, ის არც თუ ისე ცუდად იცხოვრებს ზემოთ თქმულიდან გამომდინარე. საბოლოოდ კი გამოდის რომ ყველაზე საშიშია იყო შუალედური🙂

    • zorbegi September 23, 2010 at 5:05 PM

      დავიწყებ იქიდან, რომ ეს აღწერები ხალხის დასაშინებლადაა მოგონილი და იმ ტანჯვის ხორციელი აღწერისთვის რასაც სული განიცდის ჯოჯოხეთში მოხვედრის შემდეგ. მღვდლებს რომ კითხო, ჯოჯოხეთში არაა არც ცეცხლი, არც ცხელი კუპრი, არც ჭინკები დარბიან ჩანგლებით ხელში…
      ჯოჯოხეთი ერთადერთი ადგილია, სადაც ღმერთი არაა. სწორედ ღმერთთან განშორებაა სულისთვის ყველაზე დიდი ტანჯვა.

      რაც შეეხება შენ #1 კითხვას, მაგას კიდევ ჩავუღღმავდები: ღმერთმა შექმნა სატანა ისევე როგორც სხვა დანარჩენი ამ ქვეყანაზე. პახოდუ ღმერთისთვის დრო არ არსებობს, ანუ მიუხედავად ნების თავისუფლებისა, მან ყოველთვის იცის ყველა ჩვენი მომავალი თუ უკვე გადადგმული ნაბიჯი (და არა მარტო ჩვენი). კითხვა/კითხვები:
      1. რატომ გააჩინა ღმერთმა სატანა თუ იცოდა რომ მის იდეალურ სამყაროში ამხელა არეულობას შეიტანდა?
      2. რატომ დაუშვა ის, რომ გველმა სამოთხეში შეაღწია? მხოლოდ ადამის და ევას განდევნის შემდეგ დააყენა სამოთხის შესასვლელში ცეცხლოვანი ანგელოზი.
      3. რატომ აუკრძალა ადამს და ევას იმ ნაყოფის ჭამა, როდესაც იცოდა რო ისინი ამას მაინც გააკეთებდნენ?

      • ნუცა November 5, 2010 at 8:55 PM

        მმმმ …. ღმერთის განსჯა არ შიძლება !!!! და ადამს და ევას გამოცდაო არ გაგიგონია ? და იდეალურიო ეს შენი ცხოვრება რომ გამოცდაა არც ეგ იცი ? და არც ის იცი რომ ეს სამოთხე და ჯოჯოხეთი კარგი და ცუდი ნიშნებია ??! მე ვარ 10 წლის!!!!!!!!!!!!!

      • zorbegi November 5, 2010 at 10:04 PM

        რა საჭიროა გამოცდა როდესაც მილიონი პროცენტით იცი რო ვისაც ცდი ის ამ გამოცდას ვერ გაივლის?
        მაგას არ ჯობდა, ეშმაკი არ შეეშვა ედემში და ადამი და ევა დაეცვა მისგან?

    • zorbegi September 23, 2010 at 5:15 PM

      ეხლა რაც შეეხება მეორე კითხვას. აქ საკითხი კიდევ უფრო რთულად დგას.
      სატანიზმი, როგორც ასეთი იყოფა ორად: რელიგიური და არარელიგიური სატანიზმი.
      არარელიგიური სატანიზმის მიმდევრები უბრალოდ რადიკალი ანტიქრისსტიანები არიან და როგორც წესი არც ღმერთის არსებობის სწამთ და არც ეშმაკის. ეს რადიკალები უფრო ტერორისტულ ორგანიზაციებს გვანან ანადგურებენ ეკლესიებს, საფლავებს და სხვა სიწმინდეებს.
      არარელიგიური სატანიზმის მეორე ვარიანტია კომერციული სატანიზმი. ანუ სატანისტები მარტო იმიტო არიან, რომ ამას მათვის კოემრციული მოგება მოაქვს, ასრულებენ რაღაც ვითომ სატანისტურ რიტუალებს და ა.შ.

      რელიგიური სატანიზმიც 2ად იყოფა: თეთრი და შავი
      ორივე მათგანს სჯერა სატანის და ღმერთის არსებობის თუმცა უნდათ რომ მეორედ მოსვლის დღეს სატანამ სძლიოს ღმერთს და გამეფდეს ამ სამყაროში. ისინი კი მისი მსახურები გახდებიან.
      განსხვავება თეთრებსა და შავებს შორის რიტუალებშია. შავები ადამიანებს და ცხოველებს სწირავენ მსხვერპლად სატანას. თეთრები არა.

      მარა რელიგიური სატანიზმი ზალიან გასაიდუმლოებულია და მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანობაზე ძველია ბოლომდე მაინც არავინ იცნობს ამ რელიგიას. ამიტომ მასზე მსჯელობა ძალიან ძნელია.

      სატანისტებს აქვთ თავიანთი ცოდვებიც (იხ. პოსტი: სატანიზმი _ საფუძვლები, წესები, ცოდვები. ).

      ჩემი აზრით, სატანის სამსახურში ვინც არიან, ისინი ხვდებიან ჯოჯოხეთში, მაგრამ ემატებიან ბნელეთის არმიას (ყველა თუ არაწარჩინებულნი მაინც).

  2. kontua September 24, 2010 at 12:30 PM

    თუ ამ ყველაფერს დაიჯერებთ და დაფიქრდებით რა გელით იმ სამყაროში, შეიძლება უფრო ნაკლები შესცოდოთ…

    ეს რომ არ ყოფილიყო კარგი იქნებოდა :დ

  3. dj-guro September 25, 2010 at 8:38 PM

    ისაა.. შემზარა.. მიზიდავს მისტიკა. წავიდე რამე კაი მისტიკურ კინოს ვუყურო.

  4. Disasterpiece September 26, 2010 at 7:42 PM

    ჯოჯოხეთი არა ის კიდე😀

  5. Disasterpiece September 26, 2010 at 7:43 PM

    ვაფშე მითები ჯოჯოხეთზე იმისთვის შეიქმნა რო ისედაც ცოტანი ვიყავით ადამიანები და კიდე ერთმანეთი რო არ დაგვეხოცა და ბლა ბლა ბალ

  6. Nino September 26, 2010 at 10:58 PM

    ძაან მაგარი პოსტია! ! !

  7. MamuuK September 30, 2010 at 6:39 PM

    mshvenieri postia🙂 momewona
    sxvatashoris exla wavikitxe ostati da margarita isic eshmakebzea😀

  8. ლუთერ October 20, 2010 at 3:12 AM

    საინტერესო პოსტია, თანაც სატანის სახელმწიფო(ჯოჯოხეთის) მოწყობის სტრუქტურა გაიშიფრა და ღმერთის ზრახვებიც(დაკვირვებული თვალისთვის) თუმცა მაინც არის უყურადღებოდ დატოვებული ისეთი საკითხები, რომლებსაც მინდა შევეხო: თუკი უფალი ღმერთი ესეთი გულმოწყალეა(თუ არ ჩავთვლით იმას რომ ის ასევე უკვდავი, ყველაზე ძლიერი და ყოვლის მცოდნეა) მაშინ მას რაში სჭირდება(ეკაიფება) ჩემი ცოდვილი სულის ჯოჯოხეთში სამარადისოდ გამომწყვდევა და იქ მის მიერვე შექმნილი არსების (ისევე როგორც მე) ლუციფერის მიერ, ჩემი წამება(მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე და ყველა ჩვენთაგანზე მეტად ცოდვილია, თნ უფრო კაი პონტშია) ალბათ იმიტო რომ თავის სიძლიერით დატკბეს(თავი საცდელი ვირთხა მგონია) თანაც თავისუფალი ნების ცნებაც გვაქ(რა მაგარია) თუმცა მას დაბადებამდე გვართმევს(მაგალითად მე არ ამირჩევია, რო ბიჭად დავბადებულიყავი, სხვათაშორის არც ჩემს მშობლებს) აღარაფერს ვამბობ იმ რელიგიურ ზომბირებაზე,რომელიც ყოველდღე ხორციელდება ჩვენზე(შეშინებასთან ერთად) P.S ვეცადე მაქსიმალურად გასაგებად დამეწერა, მცირე ნაწილი იმისა, რასაც ვფიქრობ(ნიკს ჯერჯერობით ვერ ვამართლებ)

  9. egoisthedgehog October 29, 2010 at 11:04 AM

    ki magram me vici rom suli es aris usxeulo ugrdznobi energia (sxva ra vuwodo ar vici) mashin rogor sheidzleba maoglijo xorcebi da awamo ise rogorc adamiani?
    mgoni is vinc jojocetshi “iyo” ubralod cud sizmars xedavda da mere amas werda.

  10. Helios November 10, 2010 at 12:59 AM

    cotani ki arada sakmarisze bevrni varT, es shen gexeba – “Disasterpiece” ! “zorbegisgan” ki mainteresebs Tu ramdeni wlis aris, (Tu raTqmaunda saidumlo ar aris)?

  11. Helios November 11, 2010 at 2:18 AM

    zemoT shens mier gamocda iyo xsenebuli “ra saWiroa gamocda…” ..geTanxmebi,.. gamocda saWiro ar aris tu amas yvelafers (rac chvens irgvliv xdeba) gamocdas davarqmevT da ara saWiroebas..

    • zorbegi November 11, 2010 at 4:18 AM

      მე არ მიწოდებია ამისთვის გამოცდა. სკოლაში 5 წელი რელიგიის ისტორიას ვსწავლობდი, კოლეკში კიდე ერთი წელი თეოლოგიას და მერე უნივერსიტეტში 1 სემესტრი ისევ რელიგიის ისტორიას. გამოცდას ახსენებდნენ მასწავლებლები და მღვდლები ვისთანაც მე ამაზე მისაუბრია. ყველა ამბობდა: ღმერთმა ადამიანს მოუწყო გამოცდა.
      გინდაც საჭიროება იყოს, მაინც არანაირი აზრი არ დევს მაგაში. დედამიწაზე გინდა რო იცხოვრონ? დაასახლე პირდაპირ დედამიწაზე. რა საჭიროა სამოთხეში დააბინავო და მერე გამოყარო?! რატო ქმნი სატანას, თუ იცი რო ის დაგიპირისპირდება და ყველაფერს თავდაყირა დააყენებს? რატო უშვებ სამოთხეში და რატო არ იცავ ადამიანებს ბოროისაგან? ადამი და ევა ეშმაკის წინაშე აბსოლიტურად დაუცველები იყვნენ, მათ არ იცოდნენ რა იყო ტყუილი, რა იყო ცუდი… ეშმაკმა ამით ისარგებლა. ეხლა რო ვიცით რომ ანტიქრისტე მოვ, მაშნ გაეფრთხილებინა ადამი და ევა რო ეშმაკი შეეცდებოდა მათ შეცდენას.
      ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ:
      1. ღმერთმა ყველაფერი თავიდანვე ესე დაგეგმა და შეიძლება ღმერთი და სატანა სულაც არ არიან დაპირისპირებულები და “ერთ თამაშს თამაშობენ”
      2. ღმერთი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ისეთი სახით, როგორც ჩვენ ამას (ჩვენი) რელიგია გვასწავლის.

  12. Helios November 12, 2010 at 2:53 AM

    საკმაოდ საინტერესო განცხადებაა, თუმცა… ნუ მოკლედ. ისე კი ადამს და ევას რაც შეეხებათ – ღმერთის მიერ იქნნენ გაფრთხილებულნი… აგრეთვე, რამდენადაც ვიცი მათ ანგელოზები სტუმრობდნენ და წესით მათთვის (ადამსა და ევასთვის) ცნობილი უნდა ყოფილიყო დაცემული ანგელოზის რაობა. თუმცა აქ შენ მეტყვი და ალბათ მართალიც იქნები რომ ყოვლისშემძლე ღმერთს უნდა სცოდნოდა და ალბათ იცოდა კიდეც რომ ვერც ეს გასჭრიდა. (ბოლოს და ბოლოს ყოვლისშემძლეს, რაღათქმაუნდა შეეძლო ისეც ექნა, ადამიანს ცოდვაში ფეხი არ ჩაედგა)! თუმცა უბრალოდ ვარაუდის დონეზე, იმის თქმა მინდოდა რომ,… საჭიროება ვახსენე და იქნებ უბრალოდ ცოდვის საჭიროებამ მოიტანა ჩვენი (ადამიანთა მოდგმის) ამდაგვარი ყოფა.. (იმედია აქ არ დამისვავ კითხვას თუ რა საჭირო იყო ცოდვა, ამაზე პასუხს ვეძებ აი უკვე რამდენი ხანია).
    ეკლესიას და მათ სწავლებას რაც შეეხება,…ეს მათი თავშესაფარია, სამალავი, “აუღებელი” ციხესიმაგრე სახელად…
    ავღნიშნავ რომ საკმაოდ საინტერესოა მოსაზრება დაგეგმილზე : “1. ღმერთმა ყველაფერი თავიდანვე ესე დაგეგმა …” ნაწილობრივ შეიძლება დაგეთანხმო კიდევაც,.. თუმცა აქვე მინდა მოგახსენო რომ საკუთარი სიტყვებით მე მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვავ და არაფერს ვადასტურებ.
    და კიდევ, რა იქნება თუ ღმერთს და მაცდურს (სატანას), შევხედავთ როგორც პირობით მცნებებს… ანუ ღმერთი პირობითად – სიკეთრე ან სიკეთე პირობითად ღმერთი

    • zorbegi November 12, 2010 at 1:10 PM

      ვინც არ უნდა “სტურებოდა” ადამს და ევას, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ იყო, ან არ აწვდიდნენ საკმარის ინფორმაციას. აქ კიდევ ისევ ვუბრუნდებით ჩემ პირველ მსოაზრებას.
      ხოლო, თ შევხედავთ როგორც პირობით ცნებებს, მაშინ გადავდივართ ჩემ მეორე მოსაზრებაზე, ანუ ღმერთი არ არსებობს, ან ისეთი არაა, როგორც ჩვენ ამას ჩვენი რელიგია გვასწავლის.
      + დავამატებ: ეშმაკს რომ არ შეეცდინა ევა და შემდეგ ევას არ შეეცდინა ადამი, ჩვენ ვიქნებოდით?
      იქნება ეგ იყო აზრი მაგ ცოდვის?

    • zorbegi November 12, 2010 at 1:14 PM

      ასევე დავძენ, რომ ღმერთმა თუ გჰაანადგურა ათასობით ადამიანი წარღვნით თუ სხვა სასჯელებით, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა სატანის და მისი ქვეშევრდომების განადგურება. ამ სასჯელებით ღმერთ ანადგურებდა შედეგს და არა ამ შედეგის გამომწვევ მიზეზს.
      ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ?
      1. ღმერთს უბრალოდ სჭირდება ბოროტება დედამიწაზე.
      2. ღმერთი და სატანა შეთანხმებულად მოქმედებენ.
      3. ღმერთს სატანუის განადგურება არ შეუძლია / ღმერთი არაა ყოვლისშემძლე.

    • stiqarosani September 13, 2011 at 2:11 AM

      megobrebo eg mkrexeloba da gvtis gmobaa. gmertma chven tavisupali archevanis sasualeba mogvca. amit vart umaglesi arsebebi. ginda upaltan iyavi ginda ginda satanastan. gmerts arc satana sheuqmnia. gmertma angelozi sheqmna, romelmac mistvis minichebuli tavisupali neba borotad gamoiyena, gaampartavanda da gmertis adgilis dakaveba moindoba. ris shemdegac igi gamogdebul iqna angelozta dasidan. da amis shemdeg gaxda igi dauzinebeli mteri adamianisa.

  13. Helios November 17, 2010 at 9:36 PM

    და თუ საიდუმლო არ არის zorbeg – ი რას ნიშნავს ?

    • zorbegi November 17, 2010 at 10:08 PM

      უბრალოდ სახელია. ისეთივე, როგორიც ლევანი, გიორგი, ზურა თუ ელბერდი…
      მარა მე ზედმეტსახელად მაქვს

  14. Qadosh January 21, 2011 at 7:16 AM

    ამ “რთულ” შეკითხვებს არაკომპეტენტური ხალხის ერთმანეთში გაუთავებელი კამათი(ან გნებავთ მსჯელობა) პასუხს ვერ გასცემს ვერასოდეს(თუ რაღათქმაუნდა თქვენ ამ ყველაფრისგან პასუხებს მოელით ამას იმ შემთხვევისთვის გეუბნებით თუარა და ტყუილა დროის კარგვას აბა რა აზრი აქვს). ისე განიხილავთ აქ ამ ყველაფერს თითქოს ბრაზილიური სერიალის 498479 სერიიის შემდეგ რა მოხდება იმის პროგნოზს ან მანამდე რაც მოხდა იმის ანალიზს აკეთებდეთ. პასუხები თუ გინდათ არსებობს ამისთვის ერთი კარგი წიგნი(ოღონდ პასუხი სტრიქონებს მიღმა ეძებეთ) და მისი ერთი ფურცლის ყურადღებით გადაკითხვა მეტია ვიდრე მთელი ცხოვრება აქ ჯოჯოხეთის გეოგრაფიისა თუ გეოლოგიური მინერალებისა და ქანების განლაგებების განხილვა… ისე კი ვგონებ მაგმური ქანები უნდა სჭარბობდეს…

  15. qetu January 30, 2011 at 2:56 PM

    http://u.to/jRdN вот это посмотри, русский перевод.. у меня аж муражки по телу. это еврей после клинической смерти рассказывает что видел((

  16. shorena November 11, 2011 at 2:14 PM

    xalxo, gmertma dagifarot da jojxetshi tu moxvdebit, mere icamebt da daijerebt, turme martla kofilao?
    ver xedavt? eshmaki gibidzgebt codvis chadenisken, gaaketebt rame cuds da mere isjebit, sheidzleba sakutari bednierebitac ki ago pasuxi chadenil codvaze. am qvekniur jojoxetshi xvdebit, da mere gmertma dagifarot, im qvekanashic gagrdzeldees tkivili,
    inanebt mere tqvens urcmunoebas, icodet.

  17. Mary MeskhishviLi May 12, 2012 at 11:46 PM

    ჩემი აზრით, არ არსებობს არც ღმერთი და არც სატანა.. ან თუ ღმერთი მართლა არსებობს (ვეთანხმები zorbegi-ს აზრს) არ არის ისეთი, როგორც ამას ჩვენი რელიგია გვასწავლის :))

  18. The Damned Children June 23, 2013 at 9:32 PM

    ჰოო, ჩემი აზრით ეშმაკები არა მარტო ჯოჯოხეთის, არამედ ჩვენი სამყაროს მართვაშიც ერევიან,
    აკონტროლებენ პოლიტიკას, მედიას(საკომუნიკაციო საშუალებები, მრევლი) და ებრძვიან ეკლესიას.
    ერთი სიტყვით სატანა არის ადამიანის მტერი და ჩემი აზრით მისი ადგილი სანაგვეზეა!

  19. FADELIUSI May 14, 2014 at 2:26 AM

    DZAN KHURADGEBIT TSAVIKITXE KHVELAS AZRI JOJOXETZE DA SAKMAOD SAINTERESO KITXVEBI DA PASUXEBI IYO DASMOLI, TUMTSAGA KITXVEBI UFRO SAINTERESO DA ZOGIERT SHEMTXVEVASHI PASUXGAUTSEMELITS KI AGMOCHNDA, DZAAAN SAINTERESOA HMM…… MAGRAM CHEMIS MXRIV MINDA ROM DAVAMATO DA ERTI RAM VTQVA. ISE ME ARTSERT RELIGIUR KONFENSIAS AR MIVEKUTVNEBI, ARTS ATEISTI VAR. MAGRAM ERTI RAMIS DA MISADMI SXVA RAAMEEBISDA MIMARTEBASHI NAMDVILAD MJERA ROM 1. GMERTI ARSEBOBS, DA MISI MARADIULI SAMFLOBELO SAMOTXE ASEVE, ESHMAKI DA MISI BNEL-GOGIRDOVANI DROEBIT SAMOSAXLEO SAMKHOFELI, JOJOXETI. IMAZE LAPARAKI ROM IS XALXIS DASASHINEBLAD ARIS GAMOGONEBULI SRULI ABSURDI, SISULELE DA DIDI TKHUILIA, ALBAT SAMTSUXAROD. AMASE EKSPERIMENTEBIS CHATAREBA DA MJERA AR MJERA DZAXILI KARGS ARAFERS MOGVITANS, MERE UKVE ISE GVIAN IQNEBA ROGORTS ARASDROS ARAFERI YOFILA DA IQNEBA KIDETS. MAGRAM CHEMIS MXRIV ERTS DAVAMATEB, RAODEN GASAKVIRVITS AR UNDA IKHVES ISETI SRULAD SRULKHOFILI RELIGIURI MIMDINAREOBA ROGORTS ORTHODOXULI MARTLMADIDEBLOBAA UBRALOD ARA MARTO ARARSEBOBS ARAMED SHEIDZLEBA ITQVAS ROM MAS KONKURENTITS KI AR MOEDZEBNEBA, TAVISI SRULKHOFILEOBIDAN GAMOMDINARE. UBRALOD RATS UMRAVLESOBAS DA SHEIDZLEBA ITQVAS ROM METS, ABRKOLEBT ES MISI SIRTULEA, ANU ZOGZOGIERTEBS UNDAT ROM ARATU RELIGIAS MOERGON ARAMED RELIGIA TAVISIVE SIMARTIVEBIT TAVAD MOIRGON DA DAMSHVIDEBULEBMA DA DAKMAKHOFILEBULEBMA GANAGRDZON TSXOVREBA. P.S. TSOTA AR IKHOS DA DZAAN DAMAINTERESA AM RELIGIURMA MIMDINAREOBAM. bevrs agar gavagrdzeleb medzineba🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: