ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ვინ იყო? (რეალური ისტორია)

ბავშვობიდან მაწუხებს შეგრძნება, რომ ვიღაც მითვალთვალებს და ამ “ვიღაცას” მე ვერ ვხედავ… ზურგს უკან გამუდმებით ვგძნობ სუნთქვას და მზერას…  ასეთ მომენტებში მბურძგლავს, თუმცა ამას უკვე თითქმის მივეჩვიე. ჩაბნელებულ ოთახში მარტო ყოფნა არ შემიძლია. სულ რაღაც მაქვს ჩართული: ტელევიზორი, კომპი, ან მუსიკალური ცენტრი…  რამდენჯერმე მომიწია ამ ჩემ მოჩვენებასთან თუ სულთან პირისპირ შეჯახება…

პირველად ეს მოხდა როდესაც 5 წლის ვიყავი. კარგად არ მახსოვს, მატო ნაწყვეტ–ნაწყვეტ. საშინლად მეშინოდა მარტო დაძინების.  სულ ვიღაცას ვხედავდი ხოლმე ოთაში, ხალხის სილუეტებს. ან მეღვიძებოდა იმისგან რომ თავზე ვიღაც მეფერებოდა, ან სიმძიმეს ვგრძნობდი მკერდზე. უფროს ასაკში ამას უკვე სკეპტიკურად ვუყურებდი.  ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე როგორც იმქვეყნიურზე. მაგრამ ერთმა შემთხვევამ, შეიძლება ითქვას, იძულებული გამხადა ისევ დამეჯერებინა ჩემი ბავშვობის შიშების…

უკვე 18ის ვიყავი, როცა რაღაცამ ძალიან გარკვევით მაგრძნობინა თავისი არსებობა.

შემოდგომის დასაწყისი იყო, ღამე, თან საკმაოდ სუსხიანი. ჩემ ოთახში მეძინა. გამეღვიძა იმისგან, რომ სუნთქვა აღარ შემეძლო, თითქოს ვიღაც მგუდავდა. იმასაც ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი (რაღაც საშინელი რამ მესიზმრებოდა), მარტო იმას ვხვდებოდი რომ სუფთა ჰაერზე უნდა გავსულიყავი. ადგომა ვცადე, მაგრამ რაღაცამ ისევ ლოგინზე მომისროლა, მეორედ ვცადე და ისევ იგივე განმეორდა, უბრალოდ ძლიერი ბიძგი და მე ისევ ვწევარ. დავპანიკდი, მეჩვენებოდა რომ კიდევ ერთი წამიც და აღარ ვიქნებოდი ცოცხალი _ რომ გავიგუდებოდი… მაგრამ რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომჩემ ყელზე თითქოს რაღაც გასრიალდა და მოჭერა შეასუსტა. მე მიწაზე ამოვარდნილი თევზივით დავიწყე ჰაერის ყლაპვა, მომეშვა, უკვე ნორმალურად შემეძლო სუნთქვა. უცბათ დავინახე სილუეტი რომელიც ჰაერში ლივლივებდა და რადგანაც მე ბავშვობიდან არ მძინავს სრულ სიბნელეში, მე ღია მქონდა კარი დატოვებული, საიდანაც სინათლე შემოდიოდა კორიდორიდან, ამიტომ ეს არ შეიძლება ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო და შიშისგან  მომჩვენებოდა. ჩემი მზერის ფოკუსირება სილუეტზე მოვახდინე: საკმაოდ მაღალი, შეიძლება იმიტომაც რომ იატაკიდან რამდენიმე საინტიმეტრის სიმაღლეზე ლივლივებდა, გამჭვირვალე, მაგრამ არა მთლიანად,  თითქოს ნისლისგან ყოფილიყო, განსაკუთრებით რაც დამამახსოვრდა, ეს იყო მოცისფრო ნათება სახის არეში. ცუდად ვიგრძენი თავი.  წამოვიწიე და დაყვირება გადავწყვიტე, დედა რო შემოსულიყო ოთახში. ამ მომენტში სილუეტი გაიძრა და ჩემთან აღმოჩნდა. ისე შემცივდა, თითქოს –40 გრადუსიან სიცივეში მხოლოდ პიჟამოთი ვიყავი…

ერთ ადგილას დავები. სილუეტი დაიხარა და სახეზე მისი ყინულოვანი სუნთქვა ვირგძენი, რამდენიმე წამს ესე გაჩერდა და მერე ნელ–ნელა ჰაერში გაიფანტა. მოგვიანებით დედას მაინც დავუზახე. საშინლად მაკანკალებდა, კანი გაყინული მაქონდა, თითქმის არ შემენიშნებოდა სუნთქვა და პულსი… ტუჩები გალურჯებული მქონდა. დედა თბილი ჩაით მათბობდა. მოგვიანებით ყველაფერი ბებიას მოვუყევი. მან შემომხედა, რამდენიმე წუთი გაჩუმებულმა მიყურა და მერე თქვა: “კარგია რომ თან არ წაგიყვანა, არადა აპირებდა, მაგრამ რაღაცამ ხელი შეუშალა, როგორც ჩანს, შენი დრო ჯერ არ დამდგარა” (ბებიაჩემი ძალიან მორწმუნე ქალია, ამიტომ ყოველთვის ყველაფერს ვუყვები და ვუსმენ რასაც ლაპარაკობს).
აქამდე არ ვიცი ვინ, ან რა იყო ეს, მაგრამ შიში ჯერ კიდევ მაქვს.

თავისი არსებობა მეტი ესე არ გამოუვლენია, მაგრამ მის ყოფნას მაინც ვგრძნობ….

21 responses to “ვინ იყო? (რეალური ისტორია)

  1. ლელა October 5, 2010 at 10:11 AM

    ფანტაზია კარგი გაქვს…წერა შეგიძლია და რა საწყენია, რომ გრამატიკში გიჭირს და ლექსიკური მარაგი არ გყოფნის… ამის გამოსწორება შეიძლება, მთავარი მონდომებაა არააა…

  2. naawka October 5, 2010 at 1:58 PM

    eg poltergeisti iyo…is cvlis uceb temperaturas😉 wayvana ar mgonia..sheshineba undoda uechveli.

  3. piccolina October 5, 2010 at 5:47 PM

    არადა ჩემი ფობიების გადამკიდე, არ უნდა წამეკითხა ეს :)))

  4. Nino October 5, 2010 at 7:39 PM

    რაღაც დავიბენი…

    ირგვლივ მიმოვიხედე, სიბნელეა…

    დღეს აღარ დავიძინებ! :s

    :)))

  5. dj-guro October 5, 2010 at 11:47 PM

    კარგია, მომეწონა. გააგრძელე მისტიკების წერა. საინტერესოა, არასოდეს უცდია შენი მოთხრობის გმირს პასუხი გაეცა აგრესიაზე?🙂

  6. Mr. Nomad October 6, 2010 at 3:41 PM

    მისტიკის ლომკაში ჩამაგდო🙂 კარგია

  7. terminatori October 6, 2010 at 8:57 PM

    Tu vinmes maseti ragac gchirt girchevt modzgvartab mixvidet
    nu tu modzgvari ar gkavt romelime mamaostan yvela matgani dagexmarebat

  8. Zurriuss October 8, 2010 at 10:51 AM

    :თავშიხელისწამორტყმა: ყველაფერი ადამიანის აღქმასა და შეგრძნებაზეა დამოკიდებული. ამას იმიტომ ვუბნობ, რომ მეც ანალოგიური რამეები მქონია და ახლაც გამიხსენებს ხოლმე.

    პოსტისთვის კი მშვენიერი იდეაა.

  9. wero October 26, 2010 at 8:46 PM

    – Hmm :X raGac maGdagvari mChiirs mE :X Game ro ViDzineb vGrdznoB Rom ViGac miYurebs :X SaaShinellebaa Xuu : X

  10. egoisthedgehog October 29, 2010 at 10:52 AM

    ux, yovel game egre mchirs shuqi chavaqrob tu ara. game garet rom gavdivar gijivit movrbivar mere saxlamde da vcdilob ukan ar mivixedo vici, rom iq ragac sashinelebaa. otaxis kari romelshic bnela odnav rom aris gamogebuli iseti shegrdzneba michndeba titqos is vigac dgas da miyurebs. kompiutertan rom vzivar shuqi rogorc wesi chamqvrali maqvs da sul mgonia sarkidan romleic chems ukan kidia vigac miyurebs. tumca es yvelaferi albat imis bralia rom sashinlad meshinia sibnelis (magram mainc sibneleshi mdzinavs) da warmosaxvis unari maqvs didi.
    ragac sheidzleba arsebobs magram pirdapir arasodes shevjaxebivar da tan mirchevnia megonos rom es chemi warmosaxvis nayofi ufroa vidre realoba.

  11. copuna October 31, 2010 at 12:46 AM

    lIke like like !❤ : ) )
    da ise mec mchirs egeti ragaceebi …
    ai tundac exla … kompiutertan vzivar da yvelaferi Cabnelebulia !
    mgonia ro vigac midgas ukan .. ai majrialebs magaze ro vfiqrob ! : |: | : |

  12. dach November 21, 2010 at 8:33 PM

    da sinatleze ar xdeba egetebi?

  13. mariami January 9, 2011 at 3:08 PM

    გმირის სულირი ავადობაა ან შეფასების ”ობიექტი” თავად სუბიექტია:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: