ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

კატები მითოლოგიაში

cat

ძველეგვიპტურ მითოლოგიაში კატას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკავა. ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად, მზის ღმერთი რა გადაიქცა კატად გველ აპოპთან _ ბნელი ძალების მბრძანებელთან საბრძოლველად.

მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, კატა განასახიერებდა ქალღმერთ ბასტეტს, რომელიც ითვლებოდა დედობრიობის და ნაყოფიერების მფარველად და ასევე სიხარულის და გართობის ქალღმერთად. მას, როგორც წესი, ქალის ტანით და კატის თავით გამოსახავდნენ. ალბათ ასეთ გაღმერთებაში გამოიხატებოდა ადამიანის აღფრთოვანება სისუფთავის მოყვარული და თავის კნუტებზე მზრუნავი კატის მიმართ. გარდა ამისა, კატის ღამის ცხოვრების სტილი, იდუმალი და ღამით მანათობელი მისი თვალები და სწრაფად გაუჩინარების, ხოლო შემდეგ კი ასევე უეცრად გამოჩენის წარმოუდგენელი უნარი იწვევდა შიშთან ნარევ გაკვირვებას. შესაძლოა კატამ ეს პატივისცემა მოიპოვა თავისი თავისუფლებისმოყვარეობით და დამოუკიდებელი ხასიათით: მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანთან ერთად ცხოვრობს, ის მაინც თავისთვის დასეირნობს და არავის ემორჩილება.

ქალღმერთი ბასთეთის სამშობლო იყო ქალაქი ბუბა–სტისი, რომელიც მდებარეობდა ნილოსის დელტის აღმოსავლეთით. მიახლობევით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს, ფარაონმა შეშონკ პირველმა ეს ქალაქი დედაქალაქად აქცია და აქედან ამ ქალღმერთის კულტი მთელ ქვეყანაში გავრცელდა.ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც ჩ.წ. 450 წელს იმყოფებოდა ამ ქალაქში, ყვება იქ აქებულ ბასთეთის დიდებულ ტაძარზე რომელიც სიგრძეში დაახლოვებით 300 მ. იქნებოდა. აქ ათასობით კატა ცხოვრობდა, რომლებსაც სპეციალური ქურუმი უვლიდა. 30 მ. სიგანის საოცრად მოხატულ დარბაზში, რომელიც წყლით იყო შემოსაზღვული, აღმართული იყო ქალღმერთის 1 მეტრის სიმაღლის ქანდაკება. მსგავს ტაძრებს სხვა ქალაქებშიც აშენებდნენ, ბევრი ეგვიპტელი კი ქალღმერთის ხის, თიხის ან მეტალისგან დამზადებულ ამულეტებს ატარებდა.წლის დასაწყისში, ათასობით ეგვიპტელი მოდიოდა ამ ქალაქში დღესასწაულზე, რომელიც ქალღმერთ კატას–კატას ეძღვნებოდა. და იწყებოდა მხიარული დღესასწაული, სადაც ხალხი ჭამდა, სვამდა, ცეკვავდა, მღეროდა და მსხვეპლს სწირავდა ბასთეთს.

თითქმის ყველა ეგვიპტელს ყავდა სახლში კატა _ მას ისე უვლიდნენ, როგორც ყველაზე ძვირფას არსებას. თუ ხანძარი ჩნდებოდა, კატა ბავშვებზე ადრეც კი გამოყავდათ ცეცხლმოკიდებული სახლიდან. როდესაც კატა კვდებოდა, მთელი ოჯახი სამგლოვიაროდ იმოსებოდა და დასაფლავების სიმღერებს მღეროდნენ, ხოლო მწუხრს ნიშნად ხალხი წარბებს იპარსავდა. მკვდარ ცხოველს სურნელოვან ზეთებს უსვამდნენ და აბალზამირებდნენ _ პატრონების რწმენით, მხოლოდ მაშინ შეძლებდა მათი გარდაცვლილი კატის სული სხეულში დაბრუნებას. კატის მუმიას ჭრელ სახვევში ახვევდნენდა შემდეგ სპეციალურ სასაფლაოზე მარხავდნენ. იმისათვის, რომ კატას საიქიოში თავი აკრგად ეგრძნო, მას საფლავში სატამაშოებთან ერთად ზოგჯერ თაგვის მუმიებსაც აყოლებდნენ.

1890 წელს, არქეოლოგებმა ბუბასტისის მახლობლად იპოვეს კატების სამარხი. მათი ნარჩენების გამოკვლევით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი უკვე მაშინ ბევრად განსხვავდებოდნენ ველური კატებისგან.

კატები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ: თუ ადამიანი შემთხვევით, ან მითუმეტეს განზრახ კლავდა კატას, ეს ისჯებოდა სიკვდილით. სპარსეთის მეფე კამბიზმა, ფარაონ მსამეტი–ხა მესამესთან ომის დროს, ისარგებლა ამით. მან უბრძანა თავის მებრძოლებს, რომ დაეჭირათ რაც შეიძლება მეტი კატა და მიებათ თავიანთ ფარებზე. სამხედრო ეშმაკობა წარმატებით დასრულდა: ეგვიპტელები დანებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ უმჯობესი იყო ბრძოლა წაეგოთ, ვიდრე ზიანი მიეყენებინათ, ან მოეკლათ ეს ცხოველი.

კატას, სხვადასხვა მითოლოგიურ ტრადიციებში ხშირად აკავშირებენ მთვარესთან (თვალის გუგის ფორმის შეცვლია მთვარის ფაზების სიმბლიზირებაა), ნაყოფიერებასთან და მოსავლიანობასთან. გარდა ამისა, ზოგიერთ კულტრაში ის მეფობის იდეასთანაცაა კავშირში.

კატა შეიძლება აღნიშნავდეს ბოროტებას და ბნელეთის ძალებს. კატების ნაყოფიერებამ, მათმა ღამით ხედვის შესაძლებლობამ, მბრწყნავმა მრგვალმა თვალებმა ხალხში ის იდუმალ ცხოველად აქციეს, რომელიც ბნელ ძალებთანაა კავშირში. ალქაშჯებს თავ ყოველთვის ყავთ შავი კატა (შავი ფერი ღამის ფერის და მისი საიდუმლოებების სიმბოლოა).

ეგვიპტური მითოლოგია

“მკვდრების წიგნში” მზის ღმერთი რა გამოყვანილია როგორც “დიადი კატა”. იქ მოყოლილია იმის შესახებ, რომ ყოველ ღამეს რა იწყებს ცურვას მიწისქვეშა ნილოსში, გველი აპოპი კი ცდილობს მის მოკვლას და მდინარის წყალს მთლიანად სვამს. რა, ჟღალი ფერის კატის სახით, ებრძვის მას და აჭრის თავს. ანუ კატა არის მზის ღმერთი რას ერთ–ერთი სახე. გველთან დაპირისპირებამ კატა წმინდა ცხოველად აქცია. წმინდა კატა და ყველა მისი თანამოძმე ძველ ეგვიპტეში დიდი პატივით სარგებლობდნენ და მათთვის სპეციალურ ტაძრებს აშენებდნენ. ხალხს ისინი უყვარდა და უვლიდნენ მათ, რადგანაც იცოდნენ რამხელა სამსახურს უწევდა კატა მათ ღამით.

ეგვიპტეში მთვარე ბასტეტის განსახიერება იყო _ გართობის და სიხარლის ქალღმერთის. ასევე ყველაფერი იმის, რაც კი სინაზეა ქალში და დედაში. მას გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით რომელსაც ხელში სისტრი (მუს. ინსტრუმენტი) ეჭირა.

ბერძნული მითოლოგია

ბასტეტის გაიგივება ართემიდასთან _ ზევსის შვილთან, ნადირობის ქალღმერთთან, რომელსაც გააჩნია გამბედავი და აგრესიული ხასიათი. ართემიდას დაუმორჩილებელი ხასიათი ახლოს დგას ღმერთების დიადი დედის _ კიბელთან (მცირე აზია)

რომაული მითოლოგია

ართემიდა, ასევე ცნობილი როგორც დიანა, მისი სახელი განთქმული ორპიროვანი იანუსის სახელიც “დიანუსიდან” წარმოდგება, რაც ნიშნავს: ბუნების, სინათლის, მთათა და ტყეთა, წყაროთა, ნადირობის, საერთოდ, მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის, კერძოდ, მშობიარობის ქალღმერთია. კატა არის დიანას თანამგზავრი, და მას სულ ფეხებთან ახლოს დასდევს. დიანა იღებს კატის სახეს რათა დაუსხლტეს ტიფონს.

ჩინეთი

ჩინელებისთვის კატა, როგორც ღამის მცხოველი, განეკუთვნება ინ–ს (ქალური საწყისი, სიბნელე, მთვარე და ა.შ.). მას აქვს ბოროტი ალები და ტრანსფორმაციის უნარი. გარდა ამისა, ჩინეთში სჯეროდათ, რომ კატას შეეძლო ბოროტი სულების განდევნა.

სკანდინავიური მითოლოგია

ნაყოფიერების , სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი ფრეია მოგზაურობდა ორთვალა ეტლით, რომელშიც კატები იყვნენ შებმულნი.

კელტებისთვის კატა დასაფლავების სიმბოლოა. სიმბოლიზირებდა ბნელ ძალებს და ხშირად წირავდნენ მსხვეპლად.

კეჩუას ინდიელებში არსებობს რწმენა, კატის ეშმაკის, ავი სულის შესახებ, რომელსაც ჯადოქრები თავიათ ძალას სთხოვენ.
ქრისტიანობა

კატა – სატანა, სიბნელე, ავხორცეულობა… ითვლება რომ კატა არის ეშმაკის, უწმინდური ძალის, განსახიერება ან მისი დამხმარე. სხვადასხვა ლეგენდების თანახმად, ალქაჯები ხშირად იღებდნენ კატის სახეს, ან შაბაშზე შავ კატებზე ამხედრებულნი მიდიოდნენ ხოლმე.

photo

ფოტო განწყობისთვის

10 responses to “კატები მითოლოგიაში

  1. wuna October 15, 2010 at 10:49 AM

    ფისოოო… ბოლო სურათი გლეჯავოია :))))

  2. terminatori October 15, 2010 at 2:29 PM

    amis wamkitxavi aravar 100 weli😀😀😀

  3. marieeeeeeeeeee October 18, 2010 at 5:15 PM

    ბოლო ფოტო ;D

  4. iaponkaa April 8, 2011 at 5:35 PM

    კარგი პოსტი იყო ძალიაან, მაგრამ ქრისტიანული შეხედულებები კატების შესახებ ცოტა არ იყოს ;|||| … :)) როგორ შეიძლება კატები არ გიყვარდეს ადამიანს😐 არ მესმის ასეთების…

    • zorbegi April 8, 2011 at 5:41 PM

      დედაჩემსაც მაგარი არ ევასება… მარა ვერ მიხსნის რატო. პროსტა არ მევასებაო😐

  5. bebe December 19, 2011 at 10:56 PM

    dzaan magari kata myavs , zog adamianze ufro chkviani, regdolis gishis, amati bodialis ar daijerot

  6. iako April 22, 2012 at 9:08 PM

    me mgonii bolo araaa martali.ertma modzgvarma tqva kata araa eshmakis cxovelio.dzaan chkviani da tbili cxovelia.ar mesmis rato unda gdzuldes kata da rato unda giyvardes gveliii :@

    • zorbegi April 22, 2012 at 10:19 PM

      ეგ უფრო დასავლეთში იყო ეგეთი შეხედულებები ადრე.. აი ალქაჯებზე რო ნადირობდნენ და რამე….

  7. Aanonymus September 7, 2012 at 8:43 PM

    me msoflioshi pirveli jishis kata myavs witel wingshji aris shetanili cimbiruli jishisaa dzlian miyvars qameleonis tvalebi aq fers icvlis klimattan shesaferisad:)

  8. Sali Beridze March 28, 2013 at 4:33 PM

    კატების ქალღმერთს ბასტი ერქვა და არა ბასთეთი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: