ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

15 ყველაზე უაზრო კანონი სექსის შესახებ

1.  ფლორიდას შტატში აკრძალულია სექსი მაჩვზღარბასთან. საინტერესო ისაა, თუ ვისზე უფრო ზრუნავს კანონმდებლობა: მაჩვზღარბაზე, თუ ექსტრემალზე, რომელსაც მჩხვლეტავი ცხოველები იზიდავენ?


2.  შვედეთში აკრძალულია საკუთარი თავისთვის სურათის გადაღება ფოტო კაბინებში თუ მთლიანად შიშველი ხართ. როგორც ჩანს, ეს შვედების ერთ–ერთი საყვარელი საქმიანობაა, რომელთან ბრძოლასაც მთავრობა თავის ვალად თვლის.
3.  ქალაქ იურიკში (შტატი ნევადა) ულვაშებიან კაცებს ქალების კოცნა ეკრძალებთ.  ეტყობა, ამ ქალაქში საკანონმდებლო ძალაუფლება, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ჩაუვარდათ ხელში.
4. ტალინში (ესტონეთი) კანონი კრძალავს სექსის დროს ჭადრაკის თამაშს. ალბათ, ხალხში ჭადრაკის სიყვარული უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოგრაფიაზე.
5.  ქალაქ ბაკფილდში (შტატი მენი) კანონი უკრძალავს ტაქსისტებს ქალისთვის ფულის გამორთმევას თუ ეს უკანასკნელნი ნატურით გადახდას სთავაზობენ მას. ანუ, აქ გინდა–არგინდა გიწევს ნატურით ანაზღაურებაზე თანხმობა.
6.  იტალიაში ქალებს შეუძლიათ პლაჟზე გამოჩენა სრულიად გაშიშვლებულებს, კაცებს კი _ არა.  ამ კანონის განმარტებაში ნათქვამია, რომ პლაჟზე კაცებს შეიძლება ერექცია დაეწყოთ, ეს კი შეუფერებელი საქციელია.
7.  ქალაქ ალექსანდრიას (შტატი მინესოტა) მაცხოვრებელ მამაკაცებს არ შეეძლებათ ცოლთან სექსი, თუ მათ ხახვის, ნივრის, ან თევზის სუნი ასდით. კიდევ კაი, ლუდზე არაფერია ნათქვამი.
8.  ისრაელში თ გადაწყვეტთ საკაბელო ან თანამგზავრული პრონო არხის ყურებას, მზად იყავით ციხეში 3 წლის გატარებისთვის _ ადგილობრივი კანონმდებლობით ამის კეთება აკრძალულია.
9.  შტატ ვისკონსინში,  ყველა სქესის წარმომადგენელს, ორგაზმის დროს, ეკრძალებათ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა. ეს ეტყობა კავბოების დროის გადმონაშთია.
10.  ბახრეინში მამაკაც გინეკოლოგს არ აქვს ქალის სასქესო ორგანოზე პირდაპირ ყურების უფლება. ამისათვის ისინი სპეციალურ სარკეებს ხმარობენ.
11.  ქალაქ ეიმოსში (შტატი აიოვა) მამაკაცს, რომელსაც სექსი აქვს თავის ცოლთან, პროცესის დროს არ აქვს სამ ყლუპ ლუდზე მეტის დალევის უფლება.
12.  ჰონკონგში ცოლს შეუძლია მოკლას მოღალატე ქმარი. ოღონდ ერთ პირობით: თუ ის ამას შიშველი ხელებით გააკეთებს. აი ქმრის საყვარელს კი ნაკლებად გაუმართლა _  მისი მოკვლა ცოლს ნებისმიერი იარაღით შეუძლია.
13.  ქალაქ ჰარტვორდში (შტატი კონექტიკუტი) ქმარს კვირაობით არ აქვს ცოლის კოცნის უფლება. ბოლოს და ბოლოს ქალებსაც ხო უნდა ჰქონდეთ დასვენების დღე…
14.  ინდონეზიაში მასტურბაციისთვის სიკვდილით სჯიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი კვლევების თანახმად დედამიწაზე მცხოვრებლების 95%–მდე ნაწილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკავებულა ონანიზმით,  ინდონეზიურ ერს გადარჩენის დიდი პერსპექტივები არ უნდა ჰქონდეს.
15.  ქალაქ ტრემოტონში (შტატი იუტა), არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს სექსს მოძრავ სასწრაფო დახმარების მანქანაში.თუმცა სასჯელი მხოლოდ ქალისთვისაა გათვალისწინებული: მის სახელს ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდავენ.

 

8 responses to “15 ყველაზე უაზრო კანონი სექსის შესახებ

  1. naawka November 4, 2010 at 5:55 PM

    kaiaaa zorbeeeeeeeegggggggg

  2. knuti November 4, 2010 at 9:56 PM

    როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარი პოსტია. +ს ჩემთვის გამოსადეგი😀

  3. dj-guro November 4, 2010 at 10:54 PM

    “ქალაქ ტრემოტონში (შტატი იუტა), არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს სექსს მოძრავ სასწრაფო დახმარების მანქანაში.” – აი, ყველგან ლაზეიკა როგორ უნდა იყოს, ა? გააჩერებ მანქანას და წავიდააა.🙂

  4. ლილიანი November 5, 2010 at 2:39 AM

    me am kanonebis carmomavloba da mizani ufro mainteresebs😀

  5. NANA November 5, 2010 at 10:49 AM

    magaria masgvzgarbebtan

  6. DsScorpion November 5, 2010 at 5:02 PM

    wadrakma daglija😀

  7. dach November 21, 2010 at 8:37 PM

    rom gijeren jadraks tamashobdio))))))

  8. egoisthedgehogtwo November 5, 2011 at 2:01 PM

    “ჰონკონგში ცოლს შეუძლია მოკლას მოღალატე ქმარი. ოღონდ ერთ პირობით: თუ ის ამას შიშველი ხელებით გააკეთებს. აი ქმრის საყვარელს კი ნაკლებად გაუმართლა _ მისი მოკვლა ცოლს ნებისმიერი იარაღით შეუძლია.”

    mshvenieri kanonia ras erchi?😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: