ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტი

ერთ კაი ტესტს გადავაწყდი, თან ქართულ ენაზე. გავაკეთე და დამთხვევა არის თითქმის 100%–იანი:

თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.
თქვენ ნამდვლად „მარჯვენა ნახევარსფერული“ აზროვნების ადამიანი ხართ, ჭეშმარიტად განსხვავებულად მოაზროვნე. თქვენს აზროვნებას ახასიათებს ხატოვანება, ინტუიცია, ინტეგრირებულობა, მოზაიკურობა. მკაცრი და თანმიმდევრული დედუქცია თქვენი სტილი სულაც არ არის. „მარჯვენასფერული“ აზროვნების ფოკუსში არ ექცევა დეტალები, ამიტომაც შეგიძლიათ რაიმეში სამყაროს სურათი დაინახოთ, ააგოთ სისასვსითა და ჰარმონიულობით ნიშანდებული კონცეფციები და ხატებები, ძალგიძთ დაინახოთ სილამაზე. ასეთად მოაზროვნე ადამიანი პრობლემებს ინტუიციისა და გრძნობების მეშვეობით უდგება. ლოგიკური სტრატეგიას მხოლოდ გარდაუვალი აუცილებობისას მიმართავთ. გაქვთ მაღალი ადამიანური იდეალები და მიზნები, ხშირად მსჯელობით და ფიქრობთ „მთავარზე“. არ გიყვართ, როცა გეუფროსებიან. აფასებს საკუთარ ინტუიციას. ირგვლივმყოფებთან ურთიერთობები თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მეგობრობაში განსაკუთრებულად მომთხოვნი არ ხართ. მეგობარი უბრალო უნდა იყოს ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა დამძაბველ რიტუალად არ უნდა იქცეს.
გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს ამჟღავნებთ, მაგრამ არ გსურთ, რომ მეგობრული და ამხნაგური დამოკიდებულებები ტვირთად დაგაწვეთ. ცდილობთ, რომ სულში არავის ჩაუძვრეთ და არც საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის ხელყოფის საშუალებას აძლევთ ვინმეს.
არასოდეს ქმნით კონფლიქტს და გვერდს უვლით მწვავე სიტუაციებს.
სიყვარულში: თქვენი იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით.

როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: ქვეცნობიერად ცდილობთ ყოველგვარ პრობლემას გვერდი აუქცოთ.
თქვენი ჩათრევა რაიმე ცუდ საქმეში ძნელია. ყოველთვის იცავთ დისტანციას. მოვლენების კურსში კი ხართ, მაგრამ უფრო შორს არასოდეს მიდიხართ.
თქვენ საკმაოდ გულმოწყალე ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ ყველას დასახმარებლად.
თქვენი ცხოვრება სწრაფ ტემპში მიდის. ცოტა გადაიღალეთ და გინდათ ამოისუნთოთ. შეეცადეთ, რომ სადმე წახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.
წარსულისადმი თქვენი დამოკიდებულება დამაკმაყოფილებელია. არაფერია ისეთი, რაც შეიძლება რომ მოსვენებას გიკარგავდეთ. უმეტესად მშვიდად და კარგად გძინავთ.
თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი მომავლისადმი. ცისარტყელას ფერებში ხატავთ საკუთარ მომავალს და რაღაც გარკვეული გეგმებიც გაქვთ.
ნათესავებთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ ვერ იტანთ როცა ისინი სულში გიძვრებიან და არც თქვენ აკეთებთ ამას. შესაძლებელია ნათესავებისაგან მოშორებით ცხოვრობდეთ, რაც მოგწონთ და თქვენთვის ეს კომფორტულია.
ცდილობთ, არ იოცნებოთ. ცხოვრობთ იმ მოსაზრებით, რომ ოცნებები არასოდეს ხდება. ცხოვრობთ იმითი რაც არის და რაც რეალურია.

დაკლიკეთ ტესტის გასავლელად, და კომენტაებში დაწერეთ, როგორ მოგეწონათ.

11 responses to “ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტი

  1. naawka November 10, 2010 at 3:52 PM

    vaimeeeeee mec zustaad esa varrrrrrrr

  2. zura2 November 10, 2010 at 7:41 PM

    ფორერის ეფექტია, აქაც დავწერ…
    ადამიანების 95 % იტყვის, რომ პატარა რაღაცის გარდა ყველაფერი დაემთხვა

  3. Dr.Jung November 11, 2010 at 6:02 PM

    es testi aris dafudznebuli Iungis associcaciebis teoriaze, da shen eseigi associaciebze testebs uarxop?

  4. DsScorpion November 14, 2010 at 1:46 PM

    მაგარი იყო. წვრილმანების გარდა სწორი იყო ყველაფერი🙂

  5. Nino November 17, 2010 at 9:19 PM

    მეც ზუსტად ეს ამომივიდა🙂 საინტერესო იყო =)

  6. Kate_AlukaЯD November 20, 2010 at 8:18 PM

    ვა რა საინტერესოა :ფიქრ:
    ადრე გავაკეთე ესეთი ტესტი :))) ფროიდის ტესტია რაღაც მსგავსი :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: