ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

გარდაიცვალა ლესლი ნილსენი

Leslie Nielsen

R.I.P. (11 თებერვალი 1926 წ. – 28 ნოემბერი 2010 წ.)

 

 

84 წლის  ასაკში გარდაიცვალა პოპულარული ამერიკელი მსახიობი ლესლი ნილსენი, რომელიც ცნობილი იყო ფილებიდან “აეროპლანი”, “შიშველი პისტოლეტი”, “ძალიან საშიში კინო” და ა.შ.

 


როგორც მსახიობის აგენტმა ჯონ კელიმ განაცხადა, ნილსენი საავადმყოფოში გარდაცვლილა, რომელიც მის სახლთან ახლოს მდებარეობს შტატ ფლორიდის ქალაქ ფორტ–ლოდერდეილში სადაც მსახიობი ფილტვების ანთებაზე მკურნალობის კურსს გადიოდა.

წარმოშობით კანადელი ნილსენი ჰოლივუდში 1950–იან წლებში ჩამოვიდა, ამ დროს ის ნიუ იორკში უკვე ცნობილი იყო თავისი როლებით ტელესერიალებში.

მისმა სიმაღლემ, გამორჩეულმა სახემ და მდიდარმა მიმიკამ ნილსენი ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად აქცია ჰოლივუდში, თუმცა თავიდან მას მაინც უმნიშვნელო როლებს აძლევდნენ.

მსახიობის კინემატოგრაფიული კარიერა დრამატული როლებით დაიწყო, თუმცა მისი კოლეგები ყოველთვის ანიშნავდნენ, რომ კადრს მიღმა ნილსენი დიდი ხუმარა იყო.

მისი ნამდვილი სამსახიობო ამპლუა 1980 წელს გამოვლინდა, როცა ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი “აეროპლანი!”, რომელიც საერთაშორისო კინოგაქირავების ჰიტად იქცა. მას შემდეგ ნილსენს 30მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნილსენი, მისი ასაკის მიუხედავად, აქტიურად განაგრძობდა გადაღებებში მონაწილეობას. უკანასკნელი კინო მისი მონაწილეობით, “ძალიან საშიში კინო 5”, კინოგაქირავებაში 2011 წელს უნდა გამოვიდეს.

სულ აღარ ვაპირებდი ამ თვეში პოსტის დაწერას, მარა ამ ამბავს რომ არ გამოვხმაურებოდი, არ შემეძლო. ძალიან მიყვარდა ეს მსახიობი. მილიონჯერ ნანახ ლესლის კინოებზეც ისევ ისე ძველებურად მეცინება ხოლმე… ძალიან დამწყდა გული😦

9 responses to “გარდაიცვალა ლესლი ნილსენი

  1. Anna November 30, 2010 at 12:00 AM

    აუ რა ცუდია, გული დამწყდა😦

  2. Zurriuss November 30, 2010 at 9:27 AM

    ნილსენის პირველი ფილმი “უდანაშაულო დამნაშავეები” ვნახე და დიდი ხანია, აღარ მინახავ. ეჰ, ლესლი😦 დღეს მოგიგონებ.

    • zorbegi November 30, 2010 at 2:25 PM

      აუ ეგ რა მაგარი კინოა… მე6 ელემენტზე ვკაიფობ კიდე მაგრად.შიშველი პისტოლეტი ხო საერთოდ ლეგენდაა

  3. Jessie December 7, 2010 at 1:52 PM

    gamityda :(((

  4. marvellous December 19, 2010 at 11:19 PM

    უიი რა ძალიან ცუდია,არადა კარგი მსახიობი იყო ((((((((

  5. Jazzmena February 1, 2011 at 8:45 PM

    ძალიან მაგარი მსახიობი იყო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: