ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

იგავი

დედოფალი

 

პატარა იგავი. ცოტა კიდევ ვიხალისოთ🙂

 

შორეულ ინგლისში მეფობდნენ მეფე და დედოფალი. ამ დედოფალს მშვენიერი მკერდი ჰქონდა, რომელიც ძალიან მოსწონდა სერ ლანსელოტს და მათი კოცნა უნდოდა ძალიან. ერთხელაც, სამეფო კარის მაგ მერლინს სთხოვა დახმარება. მერლინი დათანხმდა, მაგრამ უთხრა, რომ ეს ლანსელოტს 1000 ოქრო დაუჯდებოდა. ლანსელოტი ისე დათანხმდა, რომ წამითაც არ დაფიქრებულა.

მერლინი წავიდა თავის ლაბორატორიაში და დაამზადა სითხე, რომელიც საშინელ ქავილს იწვევდა. შემდეგ, ის შეუმჩნევლად შეიპარა დედოფლის აპარტამენტებში და ამ სითხით მისი უდიდებულესობის ბიუსტჰალტერი დაამუშავა. მეორე დღეს დედოფალი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა: აღარ იცოდა რა ექნა ისე ეფხანებოდა მკერდი, და ამის შესახებ მეფეს ამცნო, მეფემ კი მაშინვე მერლინს დაუძახა.

დედოფლის გასინჯვის შემდეგ, მერლინმა თქვა, რომ ეს ძალიან უცნაური შემთხვევა იყო და მას მხოლოდ სერ ლანსელოტის ნერწყვი თუ უშველიდა. მეფემ მაშინვე ლანსელოტს უხმო, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში დედოფლის ძუძუებს ლოკავდა.

ლანსელოტი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო _ ასრულდა მისი ყველაზე დიდი ოცნება.

მეორე დღეს მერლინმა თავისი კუთვნილი ჰონორარისთვის მიაკითხა ლანსელოტს, მაგრამ მან უკან გამოაგდო, ისე რომ ერთი გროშიც კი არ მიუცია. რა ექნა მერლინს, მეფესთან ხომ ვერ უჩივლებდა?! მაგრამ მერლინი ჭკვიანი იყო: მეორე საღამოს მან ჯადოსნური სითხით უკვე მეფის ნიფხავი დაამუშავა….

მორალი: ვალებს გადახდა უნდა.

ფოტო განწყობისთვის

ფოტო განწყობისთვის

8 responses to “იგავი

  1. Elrond December 10, 2010 at 1:56 PM

    გაასწორა :დ

  2. Maco Khachapuridze December 11, 2010 at 9:22 PM

    რა კარგი იყო, მომეწონა.

  3. dj-guro December 12, 2010 at 3:09 AM

    ჰეჰე, მორალი იყო ძაან მაგარი!🙂

  4. salo.O December 12, 2010 at 1:35 PM

    კარქიიყო. ^.^

  5. zurriuss December 14, 2010 at 9:28 AM

    ერთი შენ ეგ პათეტიკური გამოხდომები არ გჭირდეს და პოტი კარგია😉

    • zurriuss December 14, 2010 at 9:31 AM

      უი, შენ დაგიწერე? ამერია კომენტარები :)))
      აააამ იგავზე მაგრად ვიკაიფე :)))

  6. gamerlasha October 14, 2011 at 10:48 AM

    მაგარი იყოოო ბლიად😀😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: