ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ლუდი (+BONUS)

Beer

mmm... Beer.. ^_^

კიდევ ერთი პოსტი ჩემ უსაყვარლეს სასმელზე _ ლუდზე…
ბოლოში კაი ბონუსით ^_^

კვირაში 1–2 ლ ლუდი სასარგებლოაო ამტკიცებენ მეცნიერები:
ლუდი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზარდავებს უჯრედებს; გერონტოლოგებს მიაჩნიათ, რომ დღეში 1–2 კათხა ლუდი აფერხებს ორგანიზმის დაბერებას.

იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლუდი გამოდევნის ორგანიზმიდან კანცეროგენულ ნივთიერებებს და 2–3ჯერ ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.
ლუდი ერთადერთი სასმელია, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნი ალუმინის მარილს, კლავს წყურვილს. ლუდი შეიცავს მინერალებსა და ნახშირორჟანგებს, აფართოვებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანი გარსის კაპილარებს, როთაც ხელს უწყობს სითხის ორგანიზმში მოხვედრას.
ის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც შეიცავს სვიის ისეთ ნივთიერებას, რომელიც ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას და ამცირებს ალკოჰოლის მოქმედებას, ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ეფექტი.
ლუდი ნაკლებკალორიულია. სიმართლეს არ შეესაბამება _ ლუდი ასუქებსო. ის უბრალოდ მადას მატებს.
0,5 ლ ლუდის მიღება ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს 20%–დან 5%–მდე.ასევე აფერხებს ათეროსკლეროზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განკურნებას. აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას. უზმოზე 1/2 ჭიქა ლუდის მიღება წმენდს კუჭს ლორწოსგან, რაც სასარგებლოა გასტრიტის დროს.
მდიდარია სილიციუმითა და მინერალებით, რომლებსაც ხორბალი და ქერი შეიცავს. ამაგრებს ძვლებს.
ქერის ალაო ორგანული მჭავების და ვიტამინების წყაროა, რომლებიც წითელი ღვინის მსგავსად ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში.
ლუდი შეიცავს 30–ზე მეტ მინერალსა და მიკროელემენტს, მათ შორის: მაგნიუმს, კალიუმსა და ფოსფორს.
გთავაზობთ რეცეპტებს:

  1. გაცივების დროს 1 ჩ/ჭ თბილ ლუდს დაამატეთ 1 ს/კ თაფლი (შეიძლება დაამატოთ კვერცხი, მიხაკი, ან დარიჩინი). ლუდი უნდა იყოს მუქი ფერის, ნატურალური, კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების გარეშე.
  2. ანგინის დროს 30 გრადუსამდე გაცხელებულ ლუდს შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი, დაასველეთ ბამბის ქსოვილი და შეიხვიეთ ყელი. ზევიდან შემოიხვიეთ ცელოფანი, შემდეგ კი თბილი შალი.
  3. ოფლიანობის დროს 1 ბოთლი ლუდი დაამატეთ აბაზანას და 10 წუთი ჩაწექით.

BONUS:

რით ჯობია ლუდი რელიგიას?

  • ჯერ არავის არავინ მოუკლავს იმის გამო, რომ ის სხვა ლუდს სვამდა.
  • ლუდის მომხმარებლები არ დებენ უცოლობის აღთქმას.
  • ლუდის სხვადასხვა სახეობების მომხარება არასოდეს გამხდარა ომის დაწყების საბაბი.
  • არავინ აძალებს ლუდის დალევას ბავშვებს, რომლებსაც არ შეუძიათ გადაწყვიტონ უნდათ თუ არა  ეს.
  • არავინ არასოდეს უწამებიათ, არ დაუწვამთ კოცონზე და არ ჩაუქოლავთ ქვებით იმის გამო, რომ სხვა ლუდს სვამდა.
  • ლუდის სახეობის შეცვლითაც კი თქვენ არავის ღალატობთ.
  • რამდენიმე ათასწლეული მოცდა არაა საჭირო ლუდის შეკვეთის გამეორებისთვის.
  • ლუდის ფალსიფიკაცია კანონით ისჯება.
  • შენ ყოველთვის იოლად შეძლებ დამტკიცებას, რომ ლუდს სვამ.
  • შენ თუ გადაწყვიტე საკუთარი ცხოვრების სამუდამოდ ლუდთან დაკავშირება, საზოგადოების ფხიზელი ნაწილი ყოველთვის შეძლებს დაგიბრუნოს ნორმალური ცხოვრების წესი.
beer

ფოტო განწყობისთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ: რატომ ჯობია ლუდი ქალს… და კაცს

2 responses to “ლუდი (+BONUS)

  1. niksologi December 26, 2010 at 4:09 AM

    მეც მიყვარს ლუდი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: