ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

საფრენი აპარატები და ბირთვული იარაღი 15000 წლის წინ

pushpak viman
ვიმანი

ინდურ ქალაქ ხაინდარაბადში შედგა მსოფლიო სიმპოზიუმი სახელად “მეცნიერება და ტექნიკა ძველ ინდოეთში”, სადაც განიხილავდნენ გასაოცარ საფრენ აპარატებს და იდუმალ ქალაქ მონხეჯო–დაროს, რომელიც უზარმაზარი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღით იქნა გადამწვარი.

ციური შეტაკებები

სურათზე ნათლად მოჩანს რამდენიმე საფრენი აპარატის მსგავსი გამოსახულება

“… როდესაც გათენდა, რამამ გაამზადა ციური ხომალდი გაფრენისთვის. ეს იყო დიდი და ლამაზად მორთული ორსართულიანი ხომალდი, ბევრი ოთახითა და ფანჯრით. ხომალდმა მელოდიური ხმა გამოსცა, ცაში აიჭრა და ღრუბლებში მიიმალა”. ასეა აღწერილი ძველ ინდურ ეპოსში გმირი–ღმერთის სტარტი ციური ხომალდით. და ეს ერთადერთი მოწმობა არაა _ სანსკრიტზე (ძველი ინდური ენა) დაწერილ თითქმის ყველა ტექსტში არის მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდნენ ღმერთები ცაში თავიანთი საფრენი აპარატებით, რომლებიც იარაღით იყო აღჭურვილი. მაგალითად დიდი ბრძენის მახარიჯი ბხარადვაჯას წიგნში “ვინამიკ პაკარანამ” (“ტრაქტატი ფრენების შესახებ”) ნახსენებია, ასე ვთქვათ, სინათლის ძლიერი სხივი, რომელსაც ნებისმიერ ობიექტზე ფოკუსირებისას, მისი განადგურება შეეძლო.

ბევრი ძველი მანუსკრიპტი შეიცავს აპატარები შესახებ ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც რომ ვთარგმნოთ, მასში გვხვდება სიტყვები: “წევა”, “გრაფიტი”, “კოჭას სპილენძით დაფარვა”, “კრისტალური ინდიკატორები”. ასევე მოცემულია ინსტრუქციები თუ როგორ უნდა იმართოს საფრენი აპარატები. თუ მათ ვენდობით, ამ აპარატებს შეეძლოთ ჰაერში დაკიდება და ფრენის მიმართულების მკვეთრად შეცვლა. ისევე როგორც დღევანდელ ამო–ებს.

მოხენჯო–დაროს საიდუმლო
ცნობილია, რომ ინდოეთით და ტიბეტით დაინტერესებულები იყვნენ ნაცისტები, რომლებმაც, ხმების თანახმად, სახელი გაითქვეს თავიანთი „მფრინავი თეფშებით“. 1930–იანი წლების დასაწყისიდან, ყოველ წელს, ამ ქვეყნებში ექსპედიციებს ატარებდნენ. შეიძლება მათ რამეც კი გაარკვიეს მფრინავი აპარატების კუთხით. და არამარტო.

ლეგენდების თანახმად ძველი ინდური რამას იმპერია 15 ათასი წლის წინ გაანადგურა რაღაც უცნობმა ძლიერმა იარაღმა. ინგლისელი მკვლევარი დევიდ დავენპორტი, როცა მან გააანალიზა „ვიმანეკ პრაკარანამ“ და „რამაიანი“, მივიდა დასკვნამდე: ქალაქი მოხენჯო–დარო, რომელიც უძველეს არიამდელ ცივილიზაციას განეკუთვნებოდა დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე მდინარე ინდის ბასეინში, და რიგი სხვა ქალაქები, რომლებიც მის მახლობლად იყვნენ განლაგებულნი, განადგურებულ იქნა ბირთვული აფეთქებებით.
აი რა არის ნათქვამი ერთ–ერთი ბრძოლის შესახებ: „გრუკამ (Gurkha _ ღვთაება), რომელიც მოფრინდა სწრაფი და ძლიერი ვიმანით, სამი ქალაქის მიმართულებით ერთი მძლავრი ჭურვი გაისროლა, რომელსაც მთელი სამყაროს ძალა გააჩნდა. უმალვე ცაში აიჭრა ცეცხლისა და ბოლის დიდი სვეტი, რომელიც ათი ათასი მზესავით ანათებდა… დაღუპული ხალხის ამოცნობა შეუძლებელი იყო, გადარჩენილებმაც ვეღარ იცოცხლეს დიდხანს: მათ კბილები, თმები და ფრჩხილები გასცვივდათ”. ხომ გავს ხიროსიმას?

ყველაზე მთავარი: მეხენჯო–დაროს ნანგრევებზე აშკარად შეინიშნება მაღალი ტემპერატურის და უძლიერესი დარტყმითი ტალღის ზემოქმედება. გამდნარია აფეთქების სავარაუდო ეპიცენტრში ნაპოვნი კერამიკის ნამსხვრევები. ამ მიდამოებში ასევე აღმოჩენილია შუშად გადაქცეული ქვიშა.

აპარატების ოთხი ტიპი

ძველ ტექსტებს თუ ვენდობით, მაშინ ღმერთებს, როგორც მინიმუმ, ოთხი განსხვავებული ტიპის საფრენი აპარატი გააჩნდათ _ “რუკმა ვიმანა”, “სუნდარა ვიმანა”, “ტრიპურა ვიმანა” და “შაკუნა ვიმანა”. პირველ ორს კონუსური ფორმა ჰქონდათ და სამიარუსიანები იყვნენ. ძრავები ძირში იყო განლაგებული. “ტრიპუნა ვიმანა” _ უფრო მსხვილი მრავალმიზნობრივი დანიშნულების ხომალდია. აპარატი საშუალებას იძლეოდა რომ ის გამოეყენებინათ როგორც საჰაერო, ისე წყალქვეშა ოპერაციებში. ვიმანებისთვის მატერიალებად (“ვიმანიკ პაკარანამ”–ის თანახმად) გამოიყენებოდა სამი ტიპის მეტალი: “სომაკა”, “საუნდალიკა”, “მაურტხვიკა” და ასევე შენადნობები, რომლებსაც ძალიან მაღალი ტემპერატურების გაძლება შეეძლოთ.

რა მოწყობილობები გააჩნდათ

საფრენი აპარატები
საფრენი აპარატები

როგორც დოქტორი ნარინ შეთხი ყვება, რომ “ვიმანიკ პრაკარანამ”–ში მთელი თავი აქვს მიძღვნილი უნიკალური ხელსაწყოს “გუხაგარბხადარშ იანტრა”–ს განმარტებას, რომელიც საფრენ აპარატზე მონტაჟდებოდა. ოგორც ძველი წიგნი ირწმუნება, მისი მეშვეობით სიმაღლიდან იყო შესაძლებელი მიწისქვეშ დამალული ობიექტების აღმოჩენა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საუბარია რადარზე, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის შენიღბულ საზენიტო საშუალებებზე რეაგირება.

მოწყობილობა 12 ბლოკისაგან შედგებოდა. მათი დეტალები შეიცავდნენ თავისებურ ნახევარგამტარებს “ჩამბაკ მანი” _ შენადნობებს, რომლებიც “შაკტი”–ს _ “ძალის” წყაროები იყო. ნარინ შეთხის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საუბარია “ძლიერი გამოსხივების წყაროზე”, რომელსაც შეუძლია მიწისქვეშა ობიექტების გამოვლენა, მიკროტალღოვანი სიგნალების გაგზავნით და მათი უკან დაბრუნების მეშვეობით.

ნარინ შეთხს სამი წელი დასჭირდა იმისათვის რომ დაედგინა 14 მატერიალი, რისგანაც, ფორმულის თანახმად, შენადნობი “ჩამბაკ მანი” შედგება. შემდეგ, ინდური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამონაწილეობით ბომბეიში, მეცნიერმა შეძლო მისი დამზადება. შენადნობი აღწერილია როგორც “მაგნიტური თვისებების მქონე, მყარი შავი მატერიალი, რომელიც მჟავასთან არ შედის რეაქციაში”. მასში ძირითადად გარეულია სილიციუმი, ნატრიუმი, რკინა და სპილენძი.

“გუხაგარბხადარშ იანტრა” _ მხოლოდ ერთია იმ 32 მოწყობილობიდან, რომლებიც ყენდებოდა საფრენ აპარატზე. დანარჩენები, დღევანდელი გაგებით, ასრულებდნენ რადარის, ფოტოაპარატის, პროჟექტორის და ა.შ. ფუნქციებს.

მათ ასევე გააჩნდათ რაღაც სარკეები ლინზებით… ვიზუალური დაკვირვებებისთვის. ასე მაგალითად, ერთ–ერთი მათგანი “პიჯულის სარკე” განკუთვნილი იყო პილოტის თვალების დასაცავად მოწინააღმდეგის დამაბრმავებელი “ეშმაკისეული სხივებისაგან”.

ვის ეომებოდნენ?

მარტო ინდოეთში არ პოულობენ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ჩვენი წინაპრების ფრენებს. მაგალითად ჩინელებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ძველი ტექსტი სანსკრიტზე ლხასში (ტიბეტი) და სათარგმნელად და შესასწავლად პანჯაბის უნივერსიტეტს გადასცეს ქალაქ ჩანდრიდარხში. როგორც დოქტორმა რუთ რეინამ განაცდახა, დოკუმენტებში მოთხრობილია ვარსკვლავთშორისი კოსმოსური ხომალდების შესახებ! აღწერრილია ძრავებიც. სავარაუდოდ ანტიგრავიტაციულები, რომელთა საფუძველსაც წარმოადგენს ენეგრია სახელად “ეგო”.

დოქტორმა რეინამ თქვა, რომ დოკუმენტის თანახმად, ამ მანქანებს “ასტრა” ერქვათ და მათით ძველ ინდოელებს ხალხის გაგზავნა ნებისმიერ პლანეტაზე შეეძლოთ.

მაგალითად, ინდურ ეპოს “რამაიანში” საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი არა მარტო მოგზაურობა “ასტრა”–თი, არამედ მთვარეზე გამართული ბრძოლაც ძველი ინდოელების და ატლანტების “ვაილიკსი” ხომალდს შორის, რომელიც ერთნაირად კარგად მანევრირებდა კოსმოსშიც, ატმოსფეროშიც და წყალქვეშაც. თუ მსგავს წყაროებს ვენდობით, გამოდის რომ რამას იმპერია ატლანტიდის პარალელურად არსებობდა. და მას კონკურენციასაც უწევდა.

სკეპტიკოსის აზრი

მიხელი გერშტეინი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების უფოლოგიური კომისიის წარმომადგენელი: ასეთ ხომალდებს ფრენა არ შეუძლიათ.

_ თქმუელებები ვიმანებზე, განსაკუთრებით კონტექსტიდან ამოგლეჯილები, მართლაც რომ ძლაინ იდუმალად გვეჩვენება. სინამდვილეში კი აღწერილია, მთელი მფრინავი სასახლეები, ავეჯით, ბალდახინებით, სპილოების სადგომებით, ბაღებით, ხელოვნური ჩიტებით და ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული მორთულობებით. ზოგიერთ “ციურ ეტლებში” კი ჩვეულებრივი ცხენები იყვნენ შებმულნი.

და მაინც, ძველი ინდოელები თუ მართლა აწყობდნენ პლანერებს რეაქტიული ძრავებით, მათი სრულყოფილება საკმაოდ შორს იდგა იმ ლეგენდარულისგან, რომლებსად დღეს ვიმინებს აწერენ. თუ “სამარანგმა–სუტრადხარე”–ს ხელნაწერებს ვენდობით, რეაქტიული ჭავლის წყაროდ გამოიყენებოდა ვერცხლისწყლის მომწამლავი ორთქლი. პილოტს სიკვდილის შიში სულ არ უნდა ჰქონოდა ასეთი მანქანის პილოტირების შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, ვიმანების შესწავლა სასარგებლოა, რამეთუ საუბარია “თეთრ ლაქებზე” კაცობრიობის ისტორიაში, ზღაპრებს მიღმა კი შეიძლება იდგეს ის, რომ ინდუსები მართლა ფლობდნენ საჰაერო ნაოსნობის ხელოვნებას. სხვა შემთხვევაში, მათ რელიგიაში ესე ხშირად არ იქნებოდა მოხსენიებული საფრენი აპარატები.

რაც შეეხება მოხენჯო–დაროს დაღუპვას, არამგონია ეს ატომური აფეთქების შედეგად მომხდარიყო. ქალაქის რამდენიმე ადგილას არქეოლოგებმა აღმოაჩინიეს კაცების, ქალების და ბავშვების ჩონჩხების უწესრიგო გროვები, ზოგ მათგანს ხმლით ან ნაჯახით მიყენებული ჭრილობების კვალი აღენიშნებოდა.

ბოლოსიტყვაობა

შორეულ წარსულში საფრენი აპარატების არსებობის ახსნა შესაძლებელია არამარტო გამქარელი უძველესი ცივილიზაციის მეშვეობით… იქნება “ვიმანიკ პრაკარანამი” გამოჩნდეს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შედეგად?

სხვათაშორის, ინდოელი მეცნიერები ძველ ტექსტებს დიდი ხანი არ აღიქვამდნენ სერიოზულად. მაგრამ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი ამ დოკუმენტების ნაწილს თავიანთ კოსმოსურ პროგრამაში რთავენ გამოკვლევებისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო (თუნდაც მეზობელი) ოფიციალურად აღიარებს ტექნოლოგიური გამოკვლევების აუცილებლობას ძველი წყაროების მიხედვით.

ენთუზიასტის აზრი

ვადიმ ჩერნობოროვი, ავიაკოსმოსური საფრენი აპარაების ინჟინერ–კონსტრუქტორი, რუსული სამეცნიერო–კვლევითი გაერთიანება “კოსმოპოისკის” კოორდინატორი:

_ ინფორმაცია ვიმანების შესახებ ჩვენამდე ძალიან დამახინჯებული სახით მოვიდა. წერდნენ არა ისინი ვინც ამ მოწყობილობებს ქმნიდა, არა ისინი ვინც სარგებლობდა მათით, და არც ისინი ვინც ისინი ნახა, არამედ მათი შთამომავლები, რომლებსაც თაობების შემდეგ უკვე დამახინჯებული ინფორმაცია გადაეცათ. მას შემდეგ ბევრი ტერმინი გაქრა, ბევრმა აზრი შეიცვალა. და თუ ვიმანების შესახებ მოთხრობებიდან, მოგონილ, ნახევრადზღაპრულ ნაწილებს მოვაშორებთ სპილოების და ბალდახინების შესახებ, დაგვრჩება კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები.

რათქმაუნდა შეიძლება კამათი იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ვიმანები. მაგრამ ჩვენამდე მოაღწია უამრავმა მინიშნებამ. ვიმანებს ხომ მხოლოდ მართვად საფრენ აპარატებს არ ეძახიან?! არამედ სტუპის ტაძარს, დიდი ტაძრების მთავარ ნაწილს. დღესდღეისობით ათასობით ასეთი ვიმანია შემონახული. კონსტრუქციულად გაწელილ დისკებ ან ზარებს გვანან. მსგავსი ტიპის მრავალჯერადი პერსპექტიული ავიაკოსმოსური აპარატები ეხლა მხოლოდ პროექტირების სტადიაშია (Nexsus, Feniks, VTOVL, SERV), მაგრამ მათი ძრავები ჯერ არაა მზად.

ტაძარს ზევიდან სტუპა ადგას
ტაძარს ზევიდან ადგას სტუპი

ძველი ვიმანები, როგორღაც, ვერცხლისწყალზე მუშაობდნენ. მაგრამ არაა აუცილებელი, რომ მისი ორთქლი გამოეტყორცნათ. არსებობს თანამედროვე პროექტები სადაც ვერცხლისწყალი არ ტოვებს ხომალდის ავზებს.

მაგალითად, 1990–იანი წლების შიაში დნეპროპეტროვის ოლქიდან გამომგონებელმა ვიქტორ როიაკომ წარმოადგინა “ჩაკეტილი ციკლის ვერცხლისწყლის რეაქტიული ძრავა”. ამის შემდეგ, ინჟინერი მუშაობდა აპარატზე “ვიმანა–1”, ხომლის წევაც ვერცხლისწყლის ქარიშხალს უნდა წარმოექმნა.

ფიზიკოსმა სპარტაკ პოლიაკოვმა ექსპერიმენტებიც კი ჩაატარა მოწყობილობით, რომელიც ვერცხლისწყალს აჩქარებდა ჩაკეტილ სივრცეში სპირალურ არხებში. მიიღო რამდენიმე კგ წევის ძალა. მეტიც, ექსპერიმენტების გზით დაადგინა კონსტრუქციის ოპტიმალური ფორმა. მისი მოწყობილობა ზარს გვაგონებდა.

შეძლება დაგაინტერესოთ:
ამო–ს რეაქციები, როდესაც მის დაჭერას ცდილობენ
ჩვენი დანახული ამო(–ები)

4 responses to “საფრენი აპარატები და ბირთვული იარაღი 15000 წლის წინ

  1. dakarguli December 30, 2010 at 1:00 AM

    ესეიგიიიი, უკვე მეშინია არ შემნიყვარდე დდდდ ძალიან კარგი პოსტია, ძააალიან ))))

  2. zaza November 28, 2013 at 12:14 PM

    ამ სტატიის ავტორო, რას ნარკოტიკს იკეთებ საერთოდ?🙂

  3. anaana May 25, 2014 at 6:09 PM

    ყოველთვის ვამბობდი 21 საუკუნე კი არა 25 საუკუნე არ მიმაჩნია დიდი არაფრად ძველად უფრო გაცილებით დიდი ცივილიზაციები იყვნენ ატლანტიდელები ამბობდნენ კაცობრიობა ჯერ დაკარგავს დიდი ცოდნას და მერე ისევ შეიძენსო ომებმა ყველაფერს ბოლო მოუღო მარა ამით არაფერი არ არის დამთავრებული ომები ახლა იწყება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: