ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ბოლო პოსტი 2010. დამდეგს გილოცავთ

new year

მოდი დავიწყებ იმით, რომ ამის დაწერა 31–ში ღამით მინდოდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი, ბლოგის კეთება ერთი წლის წინ, ზუსტად 31–ში ღამით დავიწყე, მეორეც, ახალ წელთან უფრო ახლოსაა. მაგრამ ვშიშობ რომ ვერ შევძლებ ამის გაკეთებას…

საახალწლო განწყობა როგორც ყოველთვის (დაახლოვებით მე9 კლასიდან მოყოლებული პეროიდი იგულისხმება) არ მაქვს, მაგრამ თქვენ შეიძლება გქონდეთ და საახალწლოდ მხიარულება მინდა რომ დაგიმატოთ.

ოღნდ მანამდე პატარა ციფრები ესეც იქიდან გამომდინარე რომ წელიწადი უკვე იწურება, და ხვალ შეიძლება ვერ დამეწერა პოსტი. არადა 1 იანვარი არა მარტო ახალი წლის დასაწყისი, არამედ ჩემი ბლოგის დაბადების დღეცაა (პირველი პოსტი 1 იანვარს დაიწერა და პირველი მნახველებიც 1 იანვარს მყავდა) და ამის უყურადღებოდ დატოვება არ მინდა.

მაშ ასე, ბლოგის არსებობის მანძილზე დაიწერა 94 პოსტი (ამის ჩათვლით), 552 კომენტარი, ხოლო Akismet–მა დაიჭირა 109 სპამი.

ბლოგზე დაფიქსირდა 29,202 ჰიტი. ყველაზე წარმატებული თვე აღმოჩნდა სექტემბერი 5415 ჰიტით და არავის გაკვირვებას ალბათ არ გამოიწვევს ისიც რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი ერთ დღეში ასევე სექტემბერში გვყავდა _ 799 ჰიტი 10 სექტემბერს.

პოსტებში ნახვების მიხედვით უდავო ლიდერია სასაცილო ჰოროსკოპი 4,408 ნახვით
ქალი კაცის თვალით, ჯოჯოხეთის გეოგრაფია, ელექტრონული ხმოვანი ფენომენი და 2 Girls 1 Cup (+18) შესაბამისად იკავებენ მე2, მე3, მე4 და მე5 ადგილებს.

მოკლედ, ციფრებით მეტს აღარ შეგაწყენთ, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ჩემ ბლოგს დაბადების დღესაც. იმედია ეს წელი ჩვენთვის ყველასთვის წარმატებული იქნება🙂 ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს.

ეხლა კი გადავიდეთ გართობის ნაწილზე.

საახალწლო სიმღერა:

2010 წლის ყველაზე დამამახსოვრებელი FAIL-ების ნაკრები (პირველ ვიდეოში მაინც უფრო 2009 წლისები ჭარბობს):

ამ ყველაფრის ფონად კი ბლოგზე შეძლებთ Pretty Maids–ისა და იან გილანის შესრულებით A Merry Jingle სიმღერის მოსმენას თუ ბლოგის პლეიერზე შესაბამის ღილაკს დააწვებით (გადმოწერის ოპციით)…

ეხლა კი ჩემთვის უკვე ტრადიციად ქცეული საახალწლო სურათით დაგემშვიდობებით. შევხვდებით მომავალ წელს🙂

Желаю в Новом Вам  Году Гореть в Аду, Гореть в Аду!

შეიძლება დაგაინტერესოთ:
ახალი წელი
საახალწლო საჩუქარი
როგორ მომილოცეს ახალი წელი
რა ვაჩუქოთ ქალს

13 responses to “ბოლო პოსტი 2010. დამდეგს გილოცავთ

  1. tamaRa December 31, 2010 at 1:38 AM

    ”ჯოჯოხეთის გეოგრაფია” წაკითხული მაქვს. მერე ვეღარ გიცანი🙂
    გილოცავ დამდეგს და გისურვებ გაათმაგებულ შედეგებს მომავალ წელს!!!

  2. Nino December 31, 2010 at 2:41 PM

    გილოცავ! ბლოგსაც ვულოცავ დაბ-დღეს დაა რავიცი.. წარმატებები! (მეტი ვერაფერი მოვიფიქრე)

  3. Kate_AlukaЯD December 31, 2010 at 7:42 PM

    გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს და ახალ წელს ზუ :* დიადი მარშლია მოწმე როგორ მიყვარხარ :*:*:*:*

    • zorbegi December 31, 2010 at 10:03 PM

      რაღა დროს მარშალია ქეთ?! ჩამორჩი ჩამორჩი…
      ჩხურდგლაა ეხლა –)))
      თუ დაფიქრდები, მიხვდები რომელი ჩხურდგლაც

  4. NinucaElectro January 1, 2011 at 1:50 PM

    gilocaaaaaav! :*)))) momwons blogi.
    .latinuri asoebistvis sorry, gadayeneba damezara..😀

    • zorbegi January 1, 2011 at 2:22 PM

      მადლობა. შენ 2ჯერ გილოცავ🙂
      დაიკიდე… მთავარია აზრი იკითხებოდეს…
      და ბავშვი იყოს ჯანმრთელი

  5. NinucaElectro January 1, 2011 at 9:43 PM

    😀 ვგიჟდები მაგ ფრაზაზე (მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი)..

  6. Maco Khachapuridze January 2, 2011 at 1:10 PM

    ვულოცავ ბლოგსაც და მის ავტორსაც 2011 წელს.
    უფრო მეტი პოსტი, უფრო მეტი მნახველი.. მოკლედ, ყველაფერი უფრო მეტი.. ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: