ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ქართველები რომ 50 მილიონი ვიყოთ

Fuck Russia

თუ რატომ მთვარე და ამ წარწერით, პოსტის კითხვისას მიხვდებით

ესაა forum.ge-ს ერთ–ერთი წევრის, Manowarrior-ის, დაწერილი ძალიან მაგარი რაღაც… სულ სხვა სტატიას ვამზადებდი დასაწერად, მარა ეს რო ვნახე…. მოკლედ, წაიკითხეთ და შეაფასეთ:

ჩილეში ლამაზი დილა გათენდა. ყველამ იცის რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქართველების დამსახურებაა რომელთა შიშითაც ცაზე ჩიტს ვერ გადაუფრენია და მიწაზე ხვლიკს ვერ გაურბენია. პატარა უმბერტო ელ მოლინეროს როგორც იქნა მსოფლიოს საბავშვო წიგნების ბესტსელერი, „ქართული არმია: ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინ“, მოუტანა დედიკომ. უმბიკოც დიდის გულმოდგინებით ათვალიერებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახოვან ვაჟკაცებს და თვითონაც ქართულ არმიაში მსახურობაზე ოცნებობს. აი თავი ქართველების მიერ რუსეთში ლაშქრობის შესახებ, პირველი გვერდი ასტრახანის აღებას ეთმობა, მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა. მხოლოდ გამომწვარი მიწა და შიგადაშიგ ტალახი, ისიც იმ შემთხვევაში თუ ატომურ-ტოქსიკური წვიმა კვლავ გაახარებს პეტერბურგელი მუტანტების გულებს.

ათვალიერებს ამ სურათებს და ფიქრობს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან შორს მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოსაა. თითქმის ყველა ჩილურ ოჯახშია ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაცივრები, მტვერსასრუტები, ჭურჭლისა და თეთრეულის სარეცხი მანქანები. სულ ადვილია მათი გარჩევა გერმანული წარმოების პროდუქციისგან. ქართული ტექნიკა მხოლოდ ქალის ხელს აღიარებს….მხოლოდ მანდილოსნის ხელის შეხების შემდეგ იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა ! სახლის დალაგება და მოწესრიგება ხომ მხოლოდ ქალის საქმეა ! ეს კარგად იცის ყველა ქართველმა. ქართული მაღალგანვითარებული ტექნიკაც, რომლის ხელოვნური ინტელექტიც საშუალო სტატისტიკური რუსის ინტელექტის დონეს აღწევს და შიგადაშიგ უსწრებს კიდეც, მწარმოებელს ბაძავს და გენდერულ ბალანსს არ არღვევს. ხშირად გაიგონებთ მაცივრის მიერ მამაკაცური მჭახე ხმით წარმოთქმულ სიტყვებს: „ დალპა ქალო ძეხვი იყიდე რამე ახალი“, ან სარეცხი მანქანის ბრძანებას „ქალო „ნასკი“ გარეცხე !“ აი ახლაც დედიკომ ყური უგდო მტვერსასრუტის მოკრძალებულ თხოვნას, სანამ სახლი ინდიანა ჯონსის საყვარელ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა რამე ეღონა და საქმეს შეუდგა. უმბერტო გახარებული ათვალიერებს ფერად წიგნს, ცალი თვალით კი ქართული ფირმის, „“პიზდეც“ ტელევიზორი“ – ს მიერ გამოშვებულ LCD ტელევიზორში უყურებს მუსიკალურ შემეცნებით გადაცემას „რუსებს რააააააა ?!“ . უყურებს თუ როგორ უმღერიან ულამაზესი ქართველი ბავშვები Lady gaga – ს სიმღერას „შენ მოუკვტი შენს პატრონს“. წამყვანი აცხადებს რომ რიგშია სპეციალურად ალა პუგაჩოვასათვის შექმნილი ნაწარმოები „დაივარცხნე ქალო თმები !“, რომელსაც თავის მხრივ აწ განსვენებული მედვედევისა და პუტინისადმი მიძღვნილი სიმღერა „ორად ორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ მოჰყვება.

ტელევიზია „კუკურუკუ TV“ ბოლო წლების განმავლობაში მონოპოლისტური ხასიათის მქონე მედიაგიგანტად იქცა და მთელს მსოფლიოს გულმოდგინედ უტარებს გამოკუკუების სეანსებს. ზემოთ ნახსენები გადაცემის გარდა მის ეთერში გადის ისეთი რეიტინგული პროგრამები როგორებიცაა „ტიტანთა ბრძოლა: ქართველი პიდარასტები მმკ-ს წინააღმდეგ“, „ჯამლეტ ხუხაშვილის საავტორო გადაცემა „მადლობა შერმადინს“, „ჩარლზ დარვინის კვალდაკვალ ანუ ჩარლი ეხლა უკვე ატრაკებ“ და ყველა დროის საუკეთესო ინტერაქტიულ შოუდ აღიარებული, ქართველი ოპრა უინფრის ტელეპროექტი „პროფილში დიდი ცხვირი ხომ არ მიჩანს?“, რომელზეც უკვე არათუ ქართველი, არამედ ჩილელი ერიც კი ცრემლებს აღვარღვარებს. მაგრამ უმბერტოს ყველაზე მეტად უყვარს ქურდული სამყაროსადმი მიძღვნილი შოუ „რა ტოოოო? საააააად ტოოოო ? როდის ტოოოოო?“. ისეთი სამხედრო პროგრამები კი როგორებიცაა „აი ეხლა ვიღაცას დაენძრა !„ და მილიტარისტული, ფეშენ არტ-შოუ „მოდა და ქართული ატომური ბომბები“, უმბერტოში,პატარა პინოჩეტს აღვიძებენ და გენოციდის მოწყობის სურვილს უღვივებენ……

აი ახლაც მოუთმენლად ელოდება საინფორმაციო გამოშვება „მომისმინე შეჩემას“ დაწყებას რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტად სამართლიან და ობიექტურ ჭრილში….ქართულ ჭრილში, აშუქებს მთელი მსოფლიოს კულტურულ,პოლიტიკურ და სპორტულ ამბებს….უმბერტომ წიგნი დახურა და თაროზე ნობელის ლაურეატ ერეკლე დეისაძის რომან „ პრემია დაიდოს ბიჭო !!!! “ – ს გვერდით მიუჩინა ადგილი. ტახტზე მოკალათდა და „მომისმინე შეჩემას“ საუნდტრეკის ტკბილ ჰანგებს მიუგდო ყური….

წამყვანები საინფორმაცო გამოშვებას პოლიტიკური მიმოხილვით იწყებენ:

დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კვლავ დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დარბევა იმ ფაქტით ახსნა, რომ მტერი მოსკოვის დატოვების მიუხედავად, სულ რაღაც 40 კილომეტრშია და ის არ დაუშვებს არეულობას.

აშშ – ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რეიტინგმა 8 პროცენტით მოიმატა მას შემდეგ, რაც იგი ავლაბარში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა რომ საქართველო მხარს უჭერს აშშ – ს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას: „შარცენეგერის კალიფორნიისა და პეილინის ალიასკის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოლდოვა ოფიციალურად შეუერთდა რუმინეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საფუძველი ის იყო, რომ ამ ქვეყნის არსებობა მინისტრს უბრალოდ ნერვებს უშლიდა.

შვეიცარიაში არეულობაა: თურქი – მესხების ჩასახლებით უკმაყოფილო მოსახლეობამ ჟენევის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

საქართველოს მეცხრე ფლოტმა ბოსფორი და დარდანელი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. როგორც ირკვევა, მიზეზი ფლოტის სარდლის მიერ მარმარილოს ზღვაში შეუფერხებლად თევზაობის სურვილია.

სევანის ტბის ამოშრობა წარმატებით მიმდინარეობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს : „გვაცალეთ ცოტა ხანი და კიდევ დავაშრობთ რაღაცეებს. დაშრობა ლაპარაკის ნაცვლად ! „

ეკონომიკა:

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულს კვლავაც ხინკალი ლიდერობს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე გასულ ოპელ ვექტრასა და ჟურნალ „თბილისელებს“

ისლანდია და ნორვეგია სურვილს გამოთქვამენ საქართველოსთან ერთიანი სავალუტო სივრცის შექმნის შესახებ, მათ მოთხოვნას პარლამენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის შემდეგ განიხილავს. როგორც ვარაუდობენ საქართველოს „მურთხ არიელთა კავშირი“,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავს პარლამენტში ქერა ცისფერ-თვალება სამხრეთელებთან (ჩრდილოეთმა და სამხრეთმა მას შემდეგ გაცვალეს ერთმანეთში ადგილები რაც საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომით პინგვინების საცხოვრებელ არეალად ჩრდილოეთ პოლუსი მოიხსენია. მორალი : საქართველოს პრეზიდენტი არასდროს ცდება !) მსგავსი ხელშეკრულების დადების წინააღმდეგია.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის ხიდის მშენებლობა დამთავრებულია, ამიერიდან ბათუმელებს პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ბულგარულ პროვინციებს. შეგახსენებთ, ეს პროვინციები საქართველოს მაშინ გადაეცა, როდესაც პრეზიდენტის შვილმა სურვილი გამოთქვა შავი ზღვა საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ყოფილიყო.

რელიგია:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის 50 წლის აღსანიშნავად, საქართველოს საპატრიარქოს კონსტანტინოპოლში გადაბარგების პროცესი დასრულდა. აია – სოფიაში ჩატარებულ წირვას საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსანი პირები დაესწრნენ.

ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულიწმიდა ძისგან აღარ გამოდის და ბოდიშს იხდიან ასწლეულების მანძილზე ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის.

პაკისტანის მთავრობამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს, რომ ყოველი ახალი აშენებული ეკლესიის წინ სავალდებულო „ნებაყოფლობითი შესაწირავისთვის“ განკუთვნილი ყუთები აღარ დადგან,რადგან ქართველთა რისხვით შეშინებული პაკისტანელები გადაჭარბებით ასრულებენ ამ თხოვნას და მთელს ხელფასთან ერთად, ყუთებში თხების ჩატენვასაც ცდილობენ რამაც ქვეყანაში თხების პოპულაციის შემცირება გამოიწვია.

დალაი – ლამა მამა დავით ისაკაძესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ წუღრუღაშენის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ბუდისტური ტანსაცმელი საჯაროდ დაწვა.

სამხედრო სფერო:

საქართველოს პრეზიდენტმა მარსთან ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდოები გადასცა. ვეტერანების რეიტინგში ჯონი ღობეგლეჯიაშვილი ლიდერობს რომელმაც ბონუსები,მარსიანელების „Headshot” -ებით ხოცვით, დააგროვა. როგორც საამაყო ქართველმა განაცხადა ბავშვობაში “counter strike: zero” – ს თამაშისას იგი ყოველთვის „მენტებს“ ირჩევდა.

მორიგი ატომური ბომბის გამოცდამ ერევანში წარმატებით ჩაიარა

ქართველი კოსმონავტები უარს აცხადებენ მთვარიდან და მარსიდან წარწერა “Fuck Russia” – წაშლაზე. მათი თქმით, მსგავსი წარწერების გაკეთება იუპიტერზე და სატურნზეც იგეგმება.

ქართველი და ებრაელი მესაზღვრეების ერთობლივმა ჯგუფმა საქართველო – ისრაელის საზღვარზე მდინარე ევფრატთან ახალი უნივერსალური მფრინავი და მცურავი ტანკი სახელწოდებით „26 საუკუნე“ დატესტა.

საქართველოს ინდოეთის ოკეანის ფლოტის სახაზო გემის „ზაქარია მხარგრძელის“ ეკიპაჟს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები მიენიჭათ სომალელი პირატების დამარცხებისთვის. შეგახსენებთ ქართველმა მეზღვაურებმა სომალის ნახევარკუნძული მთლიანად მოხერხეს და ანტარქტიდამდე ჩააცურეს. პირატები კი ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ კვლავაც რეაბილიტაციის კურსს გადიან, ისინი ცდილობენ გადაეჩვიონ თეთრი ადამიანის დანახვისას მუხლებზე დაცემის მავნე ჩვევას, როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს „ლომკა“ აქვთ და რა ქნან.

ამ ნიუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. რადგან წინასწარი ინფორმაციით ქართველმა დიზაინერებმა ოდესღაც დუბაიში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისთვის კონკურენციის გაწევა განიზრახეს. მათ მიერ შექმნილ კუნძულოვან ფიგურას კი სწორედ ჩექმა აკლია. ხერხვის მოყვარული ქართველებისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი.

კულტურა:

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა გამოცემა „თბილისელებმა“ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების 87-ეული დაასახელა სადაც როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ქართველები მოხვდნენ. რეიტინგს სათავეში მოექცა მამუკა ონაშვილი რომელმაც იან ფლემინგის ცნობილი პერსონაჟი ჯეიმს ბონდი განასახიერა. შეგახსენებთ რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეიმსი საქართველოში საიდუმლო დავალებით ჩამოდის რომლის შესრულების პროცესშიც აღმოაჩენს რომ ის მეგრელია და მისი სახელი არა ჯეიმს ბონდი არამედ ბონდო ჯოტოს ძე ქარდავაა.

იაპონელები კუნძულ ხოკაიდოს ქართული ოკუპაციიის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ : „ის რომ იაპონელმა მულტიპლიკატორებმა „გრენდაიზერის“ ახალი სერიების შექმნაზე უარი განაცხადეს ქართველებს სულაც არ აძლევთ უფლებას ქვეყნის მიწა წაგვართვან ისედაც ცოტა გვაქვს მაგის დედაც ჯეკ“ . ამაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ლელა კაკულიამ განაცხადა: „ ჩვენ სავსებით ნათელი მესიჯი გავუგზავნეთ მათ როცა ვუთხარით: ან გადაიღებთ ან დედას მ…….თ. მათ ეტყობა თავიანთი დედები არ უყვართ“

საღოლაშენში გამართულ მოდების კვირეულზე გამოსული ჟიზელ ბიუნდჰენმა განაცხადა რომ მისი ოცნება ახდა როგორც იქნა ის ყველაზე პრესტიჟულ დეფილეზე მოხვდა. მანვე გაგვაცნო მისი ახალი ქართველი საქმრო ვინმე გოჩა რომელმაც ბიკინიში გამოწყობილ ჟიზელს უკანალზე ისეთი უჩქმიტა შემდეგ კი პანღური უთავაზა რომ ჟიზელმა ჩვენებაში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სანდო წყაროებმა ჟიზელის სიტყვები გაავრცელეს : „კაცია და უნდა მოუვუთმინო. მირტყამს ესეიგი ვუყვარვარ“

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მტკიცებით, პრინცი ვილიამი კორონაციაზე ჩოხით მივა და ბლანჟესაც გაიპარსავს. რა ქალი ხო არაა ბლიად ?

ამერიკულმა კინოაკადემიამ 9 ოსკარი მიანიჭა ფილმ „კუჩხი ბედინერს“ და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.

გრანდიოზული აქცია იმართება პარიზში ვანო მერაბიშვილის ძეგლთან. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პარიზის მერად ქართველი კანონიერი ქურდის „ეიფელას“ არჩევის გამო, რომელიც სკოლებში ქართული კრიმინალური სლენგის სწავლების დანერგვას აპირებს.

სპორტი:

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ქართველი თედო ზიბზიბაძე დაინიშნა მიუხედავად ამ ორი ქვეყნის სარაგბო წრეების ასე დაახლოებისა ქართველები ე.წ. „ერთი ერის“ – ტურნირში სხვა ქვეყნების მიღებაზე უარს აცხადებენ და მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშს აგრძელებენ.

დღეს ზაზა ფაჩულიას სურათი პომპეზურად შეიტანეს „დიდების დარბაზში“. ცერემონიას თავად ამერიკის პრეზიდენტი ესწრებოდა რომელსაც მოახლებულ არჩევნებში საოცრად ჭირდება ზაზას მხარდამჭერთა ხმები….

ის იყო უბერებელი უდუმაშვილისა და რივკინის კლონის დუეტი პირდაპირი ეთერის დასრულებას აპირებდა რომ ელექტროენერგია გაითიშა….შეშინებული უმბერტო ფანჯარას მივარდა….სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა…..რა ხდება ?….ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე რაღაც მოძრაობს…. მფრინავი თეფში !!!!! აი მეორეც, მესამეც, მეოთხეც…..პატარა უმბერტოს ტვინი ოთხბირთვიანი პროცესორივით ამუშავდა და მიმდინარე მოვლენებისადმი ლოგიკური ახსნის მოძებნას ცდილობდა….მარსი გვიტევს ? ისევ ? არა, არა. კარგად ახსოვდა რომ ქართველებმა დოქტრინა : „დავიბრუნოთ ისტორიული მიწები : შემდეგი გაჩერება მარსი“ სისრულეში მოიყვანეს და მარსის ბოლო მოქალაქეს სულ რაღაც 4 წლის წინ საჯაროდ გამოუყვანეს წირვა…..მაშინ რა ხდება ??? უცებ უმბერტოს მეხსიერებაში წამოტივტივდა მამამისის კაბინეტში ჩუმად ნანახი საიდუმლო დოკუმენტები…. ადელმო ელ მოლინერო ჩილეს უშიშროების სააგენტოში მუშაობს სერიოზულ თანამდებობაზე და როგორც მას მისი ერთ ერთი რეზიდენტი ატყობინებდა : „ ქართველებმა მარსიანელებთან მოგებული ომიდან დიადი განძი და ნაალაფარი წამოიღეს….კერძოდ კი მფრინავი თეფშები (რომელთა გამოყენებაც საწყალმა უცხოპლანეტელბმა ვერ მოასწრეს რადგან ქართველი გენეტიკოსების მიერ შექმნილი გიორგი სააკაძის კლონის ხელმძღვანელობით ქართული არმია მოულოდნელად დაესხათ თავს და აოტნა ისინი შემდეგ ვენერამდე სდია და ცოცხალი არავინ დატოვა) იყო ვარაუდები რომ ქართველები ამ იარაღს მსოფლიოზე ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენებდბენ…. და აი ახლა ახდა ჩილელი ჯაშუშის შიში….. ქართული მფრინავი თეფშები დამოუკიდებელი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს თავს დასტრიალებენ და…. არავინც იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი…. დამთავრდება კი ოდესმე ??? ქართველთა მადას ხომ საზღვარი არ აქვს განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი 50 მილიონი არიან. უმბერტო შეცბუნებული უყურებს ჩაბნელებულ ქალაქს. თავში კი სრულიად გიჟური ფიქრები უტრიალებს….რა მოხდებოდა ქართველები მხოლოდ 5 მილიონი რომ ყოფილიყვნენ ?????.

წყარო

20 responses to “ქართველები რომ 50 მილიონი ვიყოთ

  1. Nino January 11, 2011 at 6:52 PM

    50 მილიონი, არაჩვეულებრივი ციფრია, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ნორმალურად აზროვნებს… აი ჩვენ შემთხვევაში კიდე კატასტროფა… გული დამეწვა პოსტს რომ ვკითხულობდი, საწყალი უმბერტო, ჩილელი ხალხი და არამარტო ჩილელი :ს….. 50 მილიონი იყოს და უმეტესობა ”გამოქლიავებული”?! მაგას ჯობია 5 მილიონი იყოს და ნორმალური – ”თბილისელები” მაინც არ იქნებოდა ყველაზე გაყიდვადი ჟურნალი (ან უკეთეს შემთხვევაში საერთოდ არ იარსებებდა) და უფროსი თაობა იმედია არ იოცნებებდა იმ დროზე აი მოსკოვში რომ 36 მანეთად გადაფრინდებოდნენ და ისევ გადმოფრინდებოდნენ… (ჩემი ტკივილი :ს) :ს:ს …………

    აიი ძალიან ზე პოსტია :დ

    მოკლედ: შეარ!

  2. dj-guro January 12, 2011 at 12:58 AM

    ერთხელ ერთმა ფორუმელმა დაწერა: მინდა მივოლოცო მსოფლიოს, რომ მარტო 5 მილიონნი ვართ -ო

  3. aleko January 12, 2011 at 7:53 PM

    FUCK RUSSIA ! Fuck Misha!

  4. tamaRa January 14, 2011 at 7:03 PM

    რამდენი გიმუშავია:) ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ თავს მაგონებს:)

  5. Noko January 16, 2011 at 7:47 PM

    მიხარია რომ მოგწონთ🙂 სადღაც 1-2 საათში დვწერე და ბევრი რაღაც გამომრჩა🙂

  6. ann February 6, 2011 at 8:15 PM

    dzalian kargia😀 dzalian! yvelanair zepatetikur gamosvlebs jobia imis shesaxeb tu ra cudi eri vart qartvelebi😀

  7. ივანე კოპაძე February 7, 2011 at 12:22 PM

    ეს არის ჩემი ძმაკაცები ლევან წკრიალაშვილის და ნოდარ შერგელაშვილის ნოუთი. შეგიძლიათ იპოვოთ ისინი ფეისბუქზე Levan Tskrialashvili, Nodar Sergelashvili

  8. e.d.g.u.y April 5, 2011 at 8:17 PM

    ვიყოთ 50 მილიონი ნიშნავს არსებობდეს დაახლოებით 13 მილიონამდე მეგრელი. p.s pizdec

  9. Alexander April 28, 2011 at 1:45 AM

    ძაან მომეწონა. ეს ყველაზე მაგარი რამეა, რაც ბოლო დროს ვინმეს დაუწერია!!!!! სმაილი.

  10. beso May 4, 2011 at 9:00 AM

    თუ ხვდებოდით რო ესეთი უსუსურები ვართ,ვერ უთხარით მიშას,ტრაკი დაეყენებია და ცხინვალში არ შესულიყო?

  11. shoto June 26, 2011 at 1:04 AM

    magitomac ar vart 50 milioni ase ro iqneba…

  12. mosoxi November 26, 2013 at 6:23 PM

    ქართველები ანთროპოლოგიურად არ მევასება საერთოდ,რა ვიცი მე ბევრთან ვერ ვეწყობი ხასიათით ,თან უმეტესობა ქართველების და ახალგაზრდობა განსაკუთრებით ძალიან შეუწყობელი ხალხია ჩემთან და ჩემს იდეალებს ეწინააღმდეგება ქართველების უდიდესი ნაწილის ქცევები ,ხასიათი და ანთროპოლოგიური მონაცემები,და გათენებამდე ჭამა-სმა და გაძღომა ტრადიცია კი არა ღორობაა და მეტი არაფერი.მე ვფიქრობ რომ ქართველების უდიდესი ნაწილი ჩემი ჯიშისა არაა ! მომკალით და არ მევასება ქართველები,არ მევასება,არ მევასება, ჩემიანებად ვერ ვგუობ აბსოლიტურ უმრავლესობას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    • Gvanca Guncadze November 26, 2013 at 8:08 PM

      ver guobs da ra qnas :))))))

    • დავიდ January 20, 2015 at 11:22 AM

      საქმე ქართველობაზე არაა! მესმის რასაც ამბობ და ვიცი რაგომაც ამბობ. ელცუდი ხასიათი აქვს ხალხს და ეს აქაური ცხოვრების კერძოდ “სოციალური და ეკონომიკური პირობების” ბრალია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: